თავდასხმა ეგვიპტელ ქრისტიანებზე.

 

ეგვიპტეში ISIS-ის მიერ განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია არანაკლებ 44, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი აქედან ორივე შემთხვევა კოპტურ ქრისტიანულ ეკლესიებში მოხდა, მაშინ როდესაც მრევლი შეკრებილი იყო ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად

 

 

პირველი აფეთქება განხორციელდა ქალაქ ტანტაში, წმ. გიორგის სახელობის კოპტურ ქრისტიანულ ტაძარში, როდესაც მიმდინარეობდა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. აღნიშნული აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 27 ადამიანი, ხოლო დაშავდა 78-ზე მეტი

მეორე აფეთქება მოხდა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ, ამჯერად ქალაქ ალექსანდრიის წმ.მარკოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, რის შედეგადაც გარდაცვლილია 17, ხოლო დაშავებულია 48 ადამიანი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აფეთქების დროს ტაძარში ასევე იმყოფებოდა ქრისტიანი კოპტების პატრიარქიც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ის არ დაშავებულა.