მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი

 

ბიოგრაფია

   მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (ბერძნ. Ιωάννης Ζηζιούλας) დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს კოზანში (Κοζάνης; საბერძნეთი). 1950 წელს სწავლობდა თესალონიკისა და ათენის უნივერსიტეტებში (საბერძნეთი), 1955 წელს კი ბოსეს ინსტიტუტში (შვეიცარია, Bossey Ecumenical Institute ). 1960-1964 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე მამა გიორგი ფლოროვსკის ხელმძღვანელობით ამავდროულად საქმიანობდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკური კვლევების ცენტრში (Dumbarton Oaks Research Library and Collection is an institute in Washington). იოანე ზიზიულასს ათენის უნივერსიტეტმა 1965 წელს მიანიჭა დოქტორის ხარისხი, ამავე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ეკლესიის ისტორიის ასისტენტ პროფესორად მომდევნო 6 წლის მანძილზე. 1970-1973 წლებში იყო ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ გადავიდა გლაზგოს უნივერსიტეტში და 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სისტემურ თეოლოგიას ლონდონის კინგსის კოლეჯში ( King's College London). 1986 წელს აირჩიეს პერგამოს ტიტულარულ მიტროპოლიტად, ამავდროულად იწყებს მუშაობას თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე დოგმატიკის პროფესორად.

 

ღვთისმეტყველება

  მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის თეოლოგიური შრომები ფოკუსირებულია ეკლესიოლოგიასა და საღვთისმეტყველო ონტოლოგიაზე, ისინი შესამჩნევად განიცდიან რუსი ემიგრირებული თეოლოგების გავლენას (ნიკოლაი აფანასიევი, ვლადიმერ ლოსკი, გიორგი ფლოროვსკი), ასკეტიკურ ღვთისმეტყველებაში განსაკუთრებით შეინიშნება მისი სულიერი მოძღვრის- ეფრემ სახაროვის გავლენა (სწორედ ამ უკანასკნელის დაარსებულია იოანე ნათლისმცემლის სტავროპიგიალური მონასტერი ესექსში, <ინგლისი>).

 

ეკლესიოლოგია

მიტროპოლიტმა იოანე ზიზიულასმა ეკლესიოლოგია განავითარა სადოქტორო დისერტაციაში, რომელიც ინგლისში გამოიცა- ,,ევქარისტია, ეპისკოპოსი, ეკლესია.’’ სადაც მკვლევარი  განიხილავს ნიკოლაი აფანასიევის სწავლებას, რომელსაც ეთანხმება პრინციპულ კონტექსტში, რომ ეკლესია უნდა გაიგებოდეს ტერმინ ევქარისტიასთან ერთად, თუმცა არ ეთანხმება საეკლესიო კრების საკითხებში. ზიზიულასი ანვითარებს საეკლესიო სტრუქტურის ეპისკოპოცენტრულ გაგებას, რადგან ეპისკოპოსია უპირველესად ღვთაებრივი ლიტურგიისა და ევქარისტიული თემის ხელმძღვანელი.

 

საღვთისმეტყველო ონტოლოგია 

       მიტროპოლიტი იოანე პიროვნების თეოლოგიაზე მუშაობისას განიხილავდა წმ. ირინეოსის და წმ. მაქსიმე აღმსარებლის შრომებს და ყურადღებას ამახვილებდა, რომ პიროვნების შესახებ საეკლესიო სწავლება მნიშვნელოვნად განიცდის ბერძნული ფილოსოფიის გავლენას.

მიტროპოლიტი ანვითარებს აზრზს, რომ ადამიანური განსრულება მიიღწევა მხოლოდ ტრიადოლოგიურ (სამპიროვან) ღმერთთან ურთიერობით, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ონტოლოგიისა და პიროვნების აუცილებელი კომპონენტი  არის თავისუფლება, რაც საკუთრივ დასტურდება ურთიერთობით. მკვლევარი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ნათლობა ონტოლოგიურად ცვლის ადამიანს, ბიოლოგიურ პიროვნებას და ქმნის მას ეკლესიოლოგიურ ჰიპოსტასად. ეს ხელმეორედ შობა აძლევს მას ახალ, ონტოლოგიურ თავისუფლებას. ამგვარი ეკლესიოლოგიური მყოფობა არის ესქატოლოგიური, ხოლო ხელმეორედ შობის განსრულება არის აღდგომის დღე, რის შემდეგაც სხეული აღარ განიცდის სიკვდილს.

 

მოკლე ბიბლიოგრაფია

Ἡ ἑνότης τῆς Ἐκκλησίας ἐν τῇ Θείᾳ Εὐχαριστίᾳ καί τῷ Ἐπισκόπῳ κατά τούς τρεῖς πρώτους αἰώνας, Α΄ έκδ. 1965, Β΄ έκδ. Εκδόσεις Γρηγόρη 1990 ISBN 960-222-303-0.

Ἀπό τό προσωπεῖον εἰς τό πρόσωπον: Ἡ συμβολή τῆς πατερικῆς θεολογίας εἰς τήν ἔννοιαν τοῦ προσώπου, (1976) (ανατύπωση στο Η ιδιοπροσωπεία του Νέου Ελληνισμού, Ίδρυμα Γουλανδρή-Χορν, τ. Β΄ 1983, σ. 300 κ.εξ.)

Eλληνισμός και Xριστιανισμός, η συνάντηση των δύο κόσμων, Αποστολική Διακονία της Εκκλησίας της Ελλάδος, 2002, ISBN 960-315-500-4 (ανάτυπο από τον Τόμο ΣΤ΄ της Ιστορίας του Ελληνικού Έθνους).

L'être ecclésial, Labor & Fides, Genève 1980, ISBN 2-8309-0180-0.

Being as Communion, St. Vladimir's Seminary Press, Crestwood, NY, 1985, ISBN 0-88141-029-2.

H κτίση ως Eυχαριστία, Θεολογική προσέγγιση στο πρόβλημα της οικολογίας, Εκδόσεις Ακρίτα, 1992, ISBN 960-7006-98-4.

Ο Άγιος Σιλουανός της οικουμένης, Εκδόσεις Ακρίτα, 2001, ISBN 960-328-155-7.

Ορθοδοξία και σύγχρονος κόσμος, Λευκωσία, Κέντρο Μελετών Ιεράς Μονής Κύκκου, 2006

Ευχαριστίας εξεμπλάριον, Εκδόσεις Ευεργέτις, 2006, ISBN 960-86289-4-6

•           "Hē Henotēs Tēs Ekklēsias En Tē Theia Eucharistia Kai T Episkopō Kata Tous Treis Prōtous Aiōnas." (En Athi̲nais, 1965). Doctoral Dissertation. Published in French translation as "L' Eucharistie, L'évêque Et L'eglise Durant Les Trois Premiers Siècles." 2nd ed. Translated by Jean-Louis Palierne. (Paris: Desclée De Brouwer, 1994). Published in English translation as "Eucharist, Bishop, Church" (see below).

•           L'Être ecclésial (Paris: Labor et Fides, 1981). ISBN 978-2-8309-0180-1. Published in English translation as "Being as Communion" (see below).

•           E Ktise os eucharistia (Athens: Akritas, 1992). ISBN 978-960-7006-98-1. This would be rendered in English as Creation as Eucharist. This work is based on lectures previously delivered in English. Available in three parts: King's Theological Review vol. 12, no. 1 (1989): 1-5, no. 2 (1989): 41-45, vol. 13, no. 1 (1990): 1-5.

•           Being as Communion: Studies in Personhood and the Church (Crestwood, NY: St Vladimir's Seminary Press, 1997). ISBN 978-0-88141-029-7.

•           Eucharist, Bishop, Church: The Unity of the Church in the Divine Euchari

 

საიტზე განთავსებულია:

მე ჩემი ღვთისმეტყველებით ვემსახურები ეკლესიას

გვჭირდება თეოლოგი მღვდლები და ეპისკოპოსები

მართლმადიდებლური თეოლოგიის ამოცანა თანამედროვე ევროპაში

ეკლესია და ესქატონი

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა