ისიხაზმის როლი ადამიანის განღმრთობაში წმინდა გრიგოლ პალამას მიხედვით

 

ავტორი- ლევან ხატიაშვილი

 

ბერძნული ტერმინი ისიხაზმი, ისიხია (ჰესიქაზმი, ჰესიქია – συχασμός, συχία) პირდაპირი გაგებით ნიშნავს სიმშვიდეს, მყუდროებას. ადრექრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაში, ჯერ კიდევ წმინდა ანტონი დიდიდან (III-IV ს ს.) მოყოლებული, ისიხაზმი უმთავრესად ორი მნიშვნელობით იხმარება: ერთი მხრივ, იგი აღნიშნავს ბერმონაზვნური ცხოვრების ისეთ ფორმას, რომელიც ცნობილია დაყუდების, მარტოდმყოფობის (μοναδικός) სახელით, ე. ი. განსხვავებული ზოგადცხოვრებულთა მონასტრისაგან (κοινόβιον), ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს არა კონკრეტულ განდეგილ ბერობაზე, არამედ სულიერი მოღვაწეობის გარკვეულ სკოლაზე, რომელიც ფსიქოსომატური მეთოდებით განუყოფლად არის დაკავშირებული იესოს ლოცვასთან და მისი გამოვლენა შესაძლებელია როგორც მონასტერში, ისე ერში[1]. ამ მიმართულებას სხვაგვარად ეწოდება ე. წ. სულიერი მღვიძარება, სიფხიზლე ( νήψις) [2], ანუ საკუთარი შინაგანი სამყაროს მუდმივი თვითკონტროლი უწყვეტი გონიერი ლოცვის (νοερᾶς προσευχῆς) [3] თანხლებით, ვნებითი გულისსიტყვებისაგან (παθητικός λογισμός)[4] სრული განწმენდის მიზნით.


ლიბანის მთების მიტროპოლიტი გიორგი ხოდრი მოწოდება ქრსტიანებს

  თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

           

        თქვენ, მატარებელნი დიდი მოწოდებისა, ხართ დვრიტა ცხონებისა. ასეთებად იქეცით იმის წყალობით, ვის სახელსაც ატარებთ, ვისშიც მოინათლეთ. თუმცაღა, თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ რამეს წარმოადგენთ მის გარეშე. ასევე ცდებით თუ ფიქრობთ, რომ სხვებს არასდროს შეუძლიათ, შეიცვალონ უკეთესობისკენ, თითქოს მათ არ გააჩნდეთ არანაირი თავისთავადი ფასეულობა და თითქოს ქრისტეს არ შეეძლოს წყლით ან წყლის გარეშე მათი ღმერთში მონათვლა, ვისთვისაც ინებებს თავისი მადლის მინიჭებას. უეჭველია, ყველაფერი იმ მხსნელისგან მოდის, რომელსაც ვეთაყვანებით: ყოველგვარი ჭეშმარიტება, ყოველგვარი სიწმინდე, ყოველგვარი დიდებულება, ყოველგვარი იდეალი. ყოველი კეთილი, რაც ამ სამყაროში არსებობს, ასე თუ ისე, არის ქრისტეს ქმნილება, თუმცა ღმერთი მოქმედებს, სადაც მას ჰნებავს და თქვენ არ ძალგიძმთ, შემოსაზღვროთ მისი ქმედება. მან თქვენ აღგითქვათ აღვსება მადლით, მაგრამ არ აღუთქვამს, ექციეთ ამ მადლის ერთადერთ მფლობელებად. გაფიცებთ, „ნუ იქნებით იმაზე  დიდი როიალისტები ვიდრე თქვენი მეფეა, რომელსაც ძალუძს, „ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს“ (მთ. 3:9).


       ქრისტიანთა დევნა რომის იმპერიაში    დევნების ისტორია

(II ნაწილი)

   

იმპერატორ კომოდუსის დროს (180-192)

    ეკლესიისათვის შედარებით მშვიდი დრო დადგა. ამ იმპერატორმა სიკვდილის შემდგომ, რომის იმპერიაში ყველაზე ცუდი სახელი დატოვა, რადგან მისი მამის,  მარკუს ავრელიუსისაგან განსხვავებით, იგი ნაკლებად ინტერესდებოდა სახელმწიფო საქმიანობით. გამოავლინა რა გულგრილობა პოლიტიკასთან მიმართებით, იგი ნაკლებად ინტერესედებოდა ქრისტიანთა დევნით, ვიდრე ანტონინების დინასტიის სხვა წარმომადგენლები. გარდა ამისა, კომოდუსზე დიდ გავლენას ახდენდა მისი კომკუბინატი (2) მარცია, რომელიც ქრისტიანი გახლდათ, თუმცა ნათლობა არ ჰქონდა მიღებული (Dio Cassius. Hist. Rom. LXXII 4. 7). იმპერატორის სასახლის კარზე სხვა ქრისტიანებიც გაჩდნენ, რომელთა შესახებაც ირინეოსი გვამცნობს (Adv. Haer. IV 30. 1): ესენი გახლდნენ აზატები პროკსენი (ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ როლს თამაშობდა სეპტიმუს სევერუსის მმართველობაში) და კარპოფორი (იპოლიტე რომაელის თანახმად, იგი გახლდათ მომავალი პაპის - კალისტოს ბატონი - Hipp. Philos. IX 11-12). სასახლის კარზე არსებული კეთილგანწყობილი ურთიერთობა ქრისტიანებთან მიმართებით, დიდხანს ვერ დარჩებოდა დაფარული პროვინციებში. მართალია ანტიქრისტიანული კანონმდელობა ძალაში დარჩა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება არ დევნიდა მაგისტრატებს და მათ არ შეეძლოთ ასეთი სახის ცვლილებებს შეგუებოდნენ. დაახლოებით 190 წელს, აფრიკაში გაგზავნილმა პროკონსულმა, ცინციუს სევერუსმა საიდუმლოდ უთხრა მასთან მიყვანილ ქრისტიანებს, თუ როგორ უნდა ეპასუხათ მისთვის სასამართლოზე რათა განთავისუფლებულიყვნენ, ხოლო მისი მემკვიდრე კანდიდი საერთოდ უარს ამბობდა ქრისტიანთა გასამართლებაზე, რომელნიც მასთან გაშმაგებულ ბრბოს მიჰყავდა (Tertull. Ad Scapul. 4). რომში მარციამ შეთანხმებას მიაღწია იმპერატორ კომოდუსთან, რომ აღმსარებლებისათვის ეპატიებინათ, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ კატორღული სამუშაოები, კუნძულ სარდინიაზე მდებარე მაღაროებში. პაპმა ბიქტორმა, მარციასთან დაახლოებული პრესვიტერის - იაკინტეს მეშვეობით წარმოადგინა აღმსარებელთა სია, რომელნიც მართლაც გაანთავისუფლეს (მათ შორის ირიცხებოდა მომავალი რომის პაპი - კალისტოსი; Hipp. Philos. IX 12. 10-13).


ქრისტიანთა დევნა რომის იმპერიაში 

I ნაწილი                                                       

დევნების ისტორია  (64-180 წწ.)

    

    ტრადიციულად, ახალი აღთქმის ეკლესიის არსებობის პირველ სამ საუკუნეს მიაწერენ 10 დევნას, რომლის ანალოგსაც ეგვიპტის 10 სასჯელში, ან აპოკალიპსური მხეცის 10 რქაში ხედავენ (გამოსვლათა 7-12; გამოცხად: 12. 3; 1; 17. 3, 7, 12, 16) და ისეთ იმპერატორებს მიაწერენ, როგორებიც: ნერონი, დომიციანე, ტრაიანე, მარკუს ავრელიუსი, სეპტიმუს სევერუსი, მაქსიმიანე თრაკიელი, დეკიუსი, ვალერიანე, აურელიანე და დიოკლიტიანე იყვნენ. სავარაუდოდ ასეთი გათვლა პირველად IV-V საუკუნეების ქრისტიანმა მწერალმა, სულპიციუს სევერუსმა გააკეთა (Sulp. Sev. Chron. II 28, 33; იხ. Aug. De civ. Dei. XVIII 52). სინამდვილეში „ამ ციფრს არ გააჩნია მყარი ისტორიული საფუძველი“, რადგან დევნები, რომლებიც ამ პერიოდში მოხდა, შეგვიძლია „მეტადაც დავითვალოთ და ნაკლებადაც“ (Болотов. Собр. Трудов. Т. 3. С. 49-50).  


კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(სრული ტექსტი)

 

(I ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

1.შესავალი სიტყვა

მეხუთე მსოფლიო კრების ოქმებში ვკითხულობთ: „ეკლესიის იმედი არ უნდა ემყარებოდეს ადამიანებს, მაშინაც კი თუ ისინი კეთილნი   არიან, ხოლო თუ ისინი ბოროტნი არიან არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია დაირღვა.

მიუხედავად ამისა ჩვენ ვიღებთ მათ ბრალდებას, რადგან ჩვენი ძმები არიან. და თუ დამტკიცდება რომ დამნაშავენი არიან, შევაჩვენებთ იმავე დღეს. ხოლო ეკლესიას, რომელიც ღმერთმა  აღგვითქვა და გვიბოძა, არც ვყიდით და არც არასოდეს  მივატოვებთ“.

ზემოთ წარმოდგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვები, კართაგენის კრების (411) ოქმებში[1]  მიეკუთვნებიან ნეტარ ავგუსტინეს.  შემთხვევითი არ არის, რომ მოცემული ნაწყვეტი წაიკითხეს მეხუთე მსოფლიო კრებაზე [2], როდესაც საჭირო გახდა  ემსჯელათ საკითხზე: შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვილი ერეტიკოსების შეჩვენება.  


სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში დიაკონისად ხელდასხმა აღესრულა

 

24 წლის ანა-კრისტი მანველიანი, პროფესიით ანესთეზიოლოგი, დიაკონისის ხარისხში იქნა ხელდასხმული ირანში,  სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლის, მთავარეპისკოპოს სებუქ სარქისიანის მიერ.

    ხელდასხმა ჯერ კიდევ 2017 წლის 25 სექტემებერს შესრულდა თეირანის წმ. სარქისის სახელობის ტაძარში, თუმცა აღნიშნული ფაქტი ახალახანს, იანვრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.

    ერთ-ერთ ბლოგი (oxbridgepartners.com) იტყობინება, რომ ანა-კრისტი მანველიანი გახლდათ მრევლი და არ ეკუთვნოდა არც ერთ სამონაზვნო თემს. მიუხედავად იმისა, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას ოფიციალურად ჯერ არ აღუდგენია დიაკონისებად ხელდასხმის უძველესი ტრადიცია, ანა-კრისტის ხელდასხმა მაინც აღესრულა.

 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის

საშობაო გზავნილი

ფოთისა და ხობის ეპარქიის სამწყსოსადმი

 

სულიწმიდის მადლში შობილნო მამანო და დედანო,

ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო!

დღეს, იესო ქრისტეს ახალი აღთქმის მემკვიდრენი ვდღესასწაულობთ ერთ-ერთ გამორჩეულ საუფლო დღეს - ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი! ამ დიდებულ მოვლენას საგანგებო გალობით ეგებება ეკლესია:

შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო,

აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა,

რამეთუ რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ,

ვარსკვლავისაგან ისწავლეს თაყვანისცემაი შენი,

მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი

მაღლით აღმოსავალთად,

უფალო, დიდება შენდა!

 

ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავ დიდი ხნის მოლოდინის აღსრულებას! ამ დღეს ხომ დიდხანს ელოდა მრავალი თაობა. დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს მოვლენა ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის; რა კავშირი აქვს მას სამყაროსთან და თითოეულ ადამიანთან; როგორი მოლოდინებით ხვდება მას სამყარო, ქრისტეს ეკლესია?

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრისტეს შობა არის ღმერთის მიერ პირველ ადამიანებთან დადებული აღთქმის აღსრულება, ანუ ღმერთმა ადამიანთან დადებული პირობა შეასრულა და ქვეყნად მოავლინა მხსნელი, რომელიც ხორციელად იშვა ქალწულ მარიამისგან სულიწმიდის მიერ. იესო ქრისტეს შობა ემსახურება ადამის მოდგმის გამოხსნას ცოდვებისა დ შესაბამისად, სიკვდილის მონობისგან. დღეს შემოქმედი ღმერთი კვლავ და კვლავ გვთავაზობს ჭეშმარიტ სიცოცხლეს და ულევ სიხარულს. უფლის განკაცება უდიდესი საიდუმლოა: ის, ვინც მარადჟამ მყოფია, და ვისგანაც შეიქმნა ყოველივე, რაც კი რამ შექმნილა, ქალწულის წიაღმა დაიტია; ღმერთი დამდაბლდა, რათა ადამიანი აღამაღლოს; ეს, მანამდე არ ნახული და არ გაგონილი, ჩვენი რწმენის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამ რწმენითა და იმედით ვეგებებით ახალშობილს, რადგან რაც კი რამ თქმულა მანამდე, ყოველივე აღსრულდა და დღევანდელი დღე, ვფიქრობთ რა უფლის განკაცების საიდუმლოზე, გვაძლიერებს და გვიმყარებს რწმენას აღთქმული ზეციური სასუფევლისა და მარადიული ცხოვრების შესახებ. ქრისტეშია ჩვენი ხსნა. მასშია ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნების განახლება, ჭეშმარიტი თავისუფლება!


კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 2018 წლის საშობაო ეპისტოლე

 

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ! 

 

"ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ" (გალ.4,7).  ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსაბმა რომ გაიგონეს: ,,…მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…” (ლუკა. 2.11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14).  ანთებული სანთლებით მწყემსებთან და მოგვებთან ერთად სულიერად ჩვენც გავეშუროთ ბეთლემისაკენ და მივეახლოთ ყრმა იესოს, - წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ დავითის ძედ წოდებულს.   რატომ შეიყვარა ღმერთმა ასე დავითი? რატომ მიაგო გამორჩეული პატივი? შობის ადგილად მისი ქალაქი რატომ ირჩია და  თავისი ხორციელი წარმომავლობა მას რატომ დაუკავშირა?!  პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი გახდა მეფე-რჩეული   დავითს ძლევამოსილობის მწვერვალზეც  და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა,  არამედ, -  ყოვლადსახიერი უფალი.


 რომაული კატაკომბები: იკონოგრაფია და ზოგიერთი ევქარისტიული სიმბოლო

 

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

 

 “ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ“ (საქ.2.42).

 

ისტორიული მყოფობის დასაწყისიდანვე ევქარისტია წარმოადგენდა ეკლესიის ცხოვრების ცენტრს.  აპოსტოლური და პოსტაპოსტოლური პერიოდები კი წარმოადგენდნენ ქარიზმატული შემოქმედებითობის ჟამს, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი საკრებულო ფლობდა საკუთარ ლიტურგიის წესს (რიტუალს), ამ შემოქმედებითი ეპოქის წარმოსადგენად საკმარისია გავიხსენოთ დიდაქეს სიტყვები: „წინასწარმეტყველებს ნება დართეთ აღასრულონ სამადლობელი რამდენიც სურდეთ“ (დიდაქე. X,7)[1].

ევქარისტია, იყო რა ეკლესიაში ყოფითი ცენტრი, იქცეოდა ღვთისმეტყველების (ქადაგება, კატეხიზაცია), მოწამეთა კულტის, სოციალური მსახურების (დიაკონია), სხვადასხვა კულტმსახურებების და რაღათქმაუნდა წინარექრისტიანული ხელოვნების წყაროდ.

იმის გასაგებად თუ რას წარმოადგენდა თავად წინარექრისტიანული ხელოვნება, საჭიროა მის რამდენიმე სახასიათო ნიშნულს შევეხოთ. აქ საგნები კარგავენ საკუთარ სუბსტანციას და მხედველს წარმოიდგებიან  სრულიად ახალი შინაარსით. ხელოვნების ნიმუში ტრანსფორმირდება სიმბოლოდ და კონცეპტუალურ გამოსახულებად[…] თითქოს ყველაფერი ჰაერში შეშდება, ერთმანეთთან სივრცული ურთიერთდამოკიდებულების გარეშე. პერსონაჟთა გამოსახულებები სტერეოტიპულია და განმასხვავებელი ელემენტები წარმოჩენილია დეტალურად. გეომეტრიული სქემები ზუსტად განსაზღვრავენ კომპოზიციას, რომელშიც წარმოდგენილნი არიან ფიგურები, რაც სძენს  გამოსახულებას მოწესრიგებულ, რიტმულ დეკორატიულობას.[2] ყოველ ნახატში ჩადებული სიმბოლო, ჩადებული აზრი გვეხმარება უკეთესად გავიაზროთ  ეკლესიის ცხოვრების ზოგიერთი ასპექტები.


გერმანიის მართლმადიდბელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წერილი ახალგაზრდებს სიყვარულის, სექსუალობის და ქორწინების შესახებ

 

გერმანიის მიწაზე მცხოვრებო საყვარელო მართლმადიდებელო ახალგაზრდებო,

როგორც თქვენი ეკლესიის მწყემსმთავრებს, ჩვენ გვსურს მოგმართოთ ამ წერილით და  ზოგიერთ აქტუალურ თემებზე ჩვენი დამოკიდებულება გაგიზიაროთ. მსოფლიო უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და საჭირბოროტო თემებიც მეტად ცხადად იჩენენ თავს. ისინი ძალზედ ღრმად უკავშირდებიან  ადამიანის არსებობას - თქვენს არსებობას: აწმყო და მომავალი ღვთისგან გაქვთ ბოძებული, რათა ისინი თავადვე განკარგოთ.

1.      ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავის თავისუფლად და ღირსეულად წარმოჩენის საშუალება გააჩნია. კაცობრიობის ისტორიაში ეს ყოველთვის ასე არ გახლდათ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ ნარჩუნდება ადამიანური ღირსების სიწმინდე. ის ფაქტი, რომ ჩვენ გერმანიაში ვცხოვრობთ, ქვენყანაში, სადაც მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანითა უფლებები ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათაა მიჩნეული, ჩვენს მიერ შესაძლოა ღვთიურ კურთხევად იქნეს განხილული.

 

იმ დროს, როდესაც სხვადასხვა ტერიტორიაზე წარმოშობილი რელიგიური ექსტრემიზმი ძლიერდება, და ძალას იკრებს, ჩვენ, ქრისტიანები ხსენებულ ფასეულობათა მთელი ძალით დაცვისკენ ვართ მოწოდებულნი. ისინი ზუსტად ეხმიანება ადამიანის ხატისებრიობის იმ განსაზღვრებას, რომელიც წმინდა წერილში და ჩვენი ეკლესიის ტრადიციაში ხმიანდება: ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი(დაბ. 1,27). გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების ადამიანურ შესაძლებლობას ჩვენ ამ ხატისმიერობის ერთერთ გამოხატულებად ვსახავთ.


ცენტრის მილოცვა

 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 40 წლის იუბილეს. მის უწმინდესობას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ღვთის წყალობასა და მრავალჟამიერ მღვდელთმთავრობას საქართველოს მართლმადიდებელი, ავტოკეფალიური ეკლესიის საკეთილდღეოდ.


კონსტანტინოპოლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

+ ბართლომეოსი არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის,

ახალი რომის და მსოლიო პატრიარქი

ეკლესიის მთელ სისავსეს

 მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტეს მიერ

 

ღმერთის წყალობით კიდევ ერთხელ გავხდით ღირსნი ვიზეიმოთ ღვთის სიტყვის ხორციელად შობის ეს უდიდესი დღესასწაული, რომელიც ქვეყანაზე იმისთვის მოევლინა რომ ჩვენთვის მოეტანა კეთილდღეობა“, ცოდვებისგან ხსნა, გავეთავისუფლებინეთ სჯულისგან  და სიკვდილის  მონობისგან, რათა ებოძებინა ჭეშმარიტი სიცოცხლე  და უდიდესი სიხარული და არავინ მიმიღოს იგი ჩემგან“. 

ვეგებებით სრულყოფილ ღმერთს“, რომელმაც სიყვარული მოიტანა ქვეყნად და იმაზე უფრო მეტად ახლობელი გახდა ვიდრე ჩვენ საკუთარი თავის მიმართ ვართ“. სიტყვა ღმერთმა თავი დაიმდაბლა და ქმნილი სხეული შეიმოსა  „გამოუთქმელი და მიუწვდომელი სიმდაბლით“. „დაუტევნელი დაიტია ქალწულის წიაღში, უდიდესი უმცირესში  შევიდა. ჩვენი სარწმუნოების ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, თუ როგორ მოხდა, რომ ზებუნებრივი ღმერთი, „ზეადამიანი გახდა ადამიანი“, გამოუკვლეველ საიდუმლოდ რჩება. „ღმერთის განკაცების საიდუმლოს სიდიადე მუდამ საიდუმლოდ დარჩება“.


ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი

 ქრისტეშობის ძირითადი აზრი და მისი დამახინჯება.

 

„ რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს. 9. ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.“( I ინ. IV, 8-9)

     ქრისტეშობის დღესასწაული ტრადიციულ ქრისტიანულ საზოგადოებაში ინარჩუნებს განსაკუთრებულობას. ეს დღესასწაული ასხივებს ნათელს, სიმშვიდეს, სიყვარულს და იმედს. იმ გზით, რომლითაც იდღესასწაულება ეს დღესასწაული ჩვენ სეკულარულ სამყაროში, ხშირად იცვლება ქრისტეშობის ღრმა მნიშვნელობა.  დღესასწაულის შინაარსი იკარგება მრევალფეროვან მოსართავებში. სამომხმარებლო ისტერია და სულიერი გულგრილობა ამცირებს რელიგიულ ინტერესს. პატივმოყვარეობის და ფუფუნების წარმოჩენა ამახინჯებს ამ დღესასწაულის სილამაზის უბრალოებას და უწყინარობას. საუბარი არ ეხება გარეშე ფაქტორებს. ეს სახეცვლილებები ხორციელდება ჩვენ ცნობიერებაში.

     ეს ცვლილება აისახება  ქრისტეშობის დღესასწაულში  უცხო პიროვნების შემოსვლითაც, რომელსაც სანტა-კლაუსს“ (თოვლის ბაბუა) ვუწოდებთ. იგი წარმოჩნდება როგორც ერთი ჩასუქებული მოხუცი კაცი წითელი სამოსით, რომელიც მოდის ჩრდილოეთიდან და  არიგებს საჩუქრებს. ერთგვარი მითი, რომელიც ხიბლავს დიდებსაც და პატარებსაც. სინამდვილეში ეს არის საშინელი სახეცვლილება მსოფლიო მოძღვრის და კესარიის მთავარეპისკოპოსის ბასილი დიდისა, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქრისტეს სახარების ქადაგებას და ადამიანთათვის ტკივილის შემსუბუქებას სიყვარულით

 


 რა არის დიდი შესვლა? როგორ ხდება, რას განასახიერებს სიმბოლურად და რა  უნდა გააკეთონ ამ დროს მორწმუნეებმა?

 

        დიდი შესვლა არის წმიდა ძღვენის გადატანა სამკვეთლოდან საკურთხეველში, წმიდა ტრაპეზზე. ამ მოქმედებას ძველად დიაკვნები აღასრულებდნენ, რომელთაც საკურთხეველში ეპისკოპოსი ელოდებოდა. VI საუკუნიდან გადასვენება ხდება სადღესასწაულოდ და სიდიადით, რადგან მღვდლებიც იღებდნენ მონაწილეობას და იმპერატორიც. ბიზანტიის მორწმუნე იმპერატორები, რათა პატივისცემა და თაყვანისცემა გამოეხატათ გარდაცვლილი იმპერატორისთვის, ლოცვით მიაცილებდნენ მღვდელმსახურებს მთელ ტაძარში. ამ სადღესასწაულო შტრიხმა მოგვცა „დიდი“-ს ხასიათი, მცირესთან შეპირისპირებით. პირველად XIV საუკუნიდან ჩნდება ეს სხვაობა წერილობით ტექსტებში.

    სანამ ძღვენის გადატანა მოხდება მღვდელი ამბობს ორ ლოცვას, რომლებშიც ევედრება ღმერთს, რომ განგვწმიდოს ჩვენ ყოველი ცოდვისაგან, რათა ღირსნი ვიყოთ მონაწილეობა მივიღოთ საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოში. მკითხველი (მგალობელი) გალობს „ქერუბიმთას“ საგალობელს „რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით...“ - ჩვენ, რომელნიც საიდუმლოთ ქერუბიმებს განვასახიერებთ და ცხოველსმყოფელ წმიდა სამებას, სამწმიდაოს გალობას უგალობთ, დაე ახლა ჩვენგან შორს დაუტევოთ ყოველი ამქვეყნიური (მატერიალური) საზრუნავი, რათა შევხვდეთ ყოველთა მეუფეს, რომელიც ანგელოზების მწყობრთაგან გარშემორტყმული მოდის. ქერუბიმთა საგალობელი საღმრთო ლოიტურგიაში VI საუკუნიდან (573-574) შემოვიდა, რათა გადაეფარა ის დრო, რომელიც სჭირდება მღვდელმსახურს დიდი გამოსვლისათვის.


ფლოროვსკის ეკუმენიზმი

 

მართლმადიდებლური ეკუმენიზმი, როგორც მისიონერული საქმიანობა და ეკლესიის საზღვები

დრ. ბრენდონ გალაჰერი (Dr. Brandon Gallaher)[1]

           

            ფლოროვსკის ძირითადი ეკუმენური პოზიცია ჩამოყალიბდა 1930 წლებში, ბულგაკოვის[2] ეკუმენური მოსაზრებების საპირისპიროდ. ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ  საეპისკოპოსო კურთხევის ჯაჭვის მქონე ეკლესიები (იგულისხმება უწყვეტი სამოციქულო ხელდასხმის მქონე ეკლესიები გ.ლ.) ერთიანობისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ და რომ მართლმადიდებელი ეკლესია მართალია ყველაზე უფრო სრულად გამოხატავდა საეკლესიო ერთიანობას და არის Una Sancta (,,ერთი წმინდა’’, იგულისხმება მრწამსის ფრაზა- ,,ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია’’ გ.ლ.), მაგრამ საყოველთაო ეკლესია საკუთარი საზღვრებით არ იზღუდებოდა და როგორც ჭეშმარიტ ეკლესიებს, ისე მოიცავდა უფრო ნაკლები ხარისხის მქონე საეკლესიო სხეულებს.[3] ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ დაწერილ შრომაში ფლოროვსკი ღიად ამტკიცებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ჭეშმარიტი და ერთადერთი ეკლესია, რომელიც მოწმდება არა ‘’საკუთარი ადგილობრივი ტრადიციით’’, არამედ ,,პატრისტიკული ტრადიციით’’ ან ,,კათოლიკე ეკლესიის საერთო მემკვიდრეობით’’.[4] ის ასევე ამბობს, რომ ყველა და ყველაფერი, რაც კი ოდესმე ეკლესიას ჰქონია არ იყო ,,საღვთო ჭეშმარიტება’’. ფლოროვსკის აზრით,  ყველა სხვა ეკლესიებს ჰქონდათ ნაკლულოვანება, რამდენადაც იყვნენ მართლმადიდებლობისგან, განუყოფელი ეკლესიის საერთო ტრადიციიდან განშორებულნი, ან ,,სქიზმატები’’ და აქედან გამომდინარე მოხმობილნი არიან, რომ დაუბრუნდნენ და მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობაში განიკურნონ (ე.ი. შეიცვალონ).[5] იმ მართლმადიდებელთა და არამართლმადიდებელთა ურთიერთკავშირი, რომელთა რწმენა და ცხოვრების წესი ძალიან რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ბუნებრივია რომ წარმოუდგენელი იყო და ამ ურთიერთკავშირის ერთიანობის მნიშვნელობით გაგება კი ის ,,ბუნდოვანი ხეივანი გახლავთ, რომლიდანაც თავისდაღწევა შეუძლებელია’’.[6] სამომავლო პროგრესი გაერთიანების გზაზე, მხოლოდ ‘’ეკუმენიზმის სივრცის’’ (ეკლესიათა შორის განსხვავებული შეთანხმებებისა და შეუთანხმებლობების  აღმოჩენისა და აღნიშვნის) ‘’დროული ეკუმენიზმით’’ ამოვსებით მიიღწევა, რაც არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მართლმადიდებლობაში, მათ საერთო ტრადიციაში დაბრუნებით გაერთიანება.[7] თუმცა, პროტოპრესვიტერი ცდილობდა, რომ საერთო ტრადიცია, ‘’აღმოსავლურ’’, ‘’ელინურ-ქრისტიანულ’’ და ‘’ბერძნულ’’ მახასიათებლებიდან განუყრელად დაენახა. ფლოროვსკის არ უკვირდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენურ მოძრაობაში ჩართვა, არამედ მას აღიქვავდა ‘’მისიონერული მოქმედების’’ [8], ან როგორც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მსოფლიოს ყველა ქრისტიანისადმი დამოწმების საშუალებად: ‘’ხელახალი ქრისტიანული გაერთიანება არის მართლმადიდებლობის უბრალოდ საყოველთაო გარდაქმნა... რაც არის გარეთ [იგულისხმება განწესებანი და სარწმუნოების კანონების საეკლესიო ნორმები] უბრალოდ არასწორია. მაგრამ არასწორი შეიძლება არა მხოლოდ მხილებულიქნეს, არამედ გაიკურნოს. ამის დასამოწმებლად მართლმადიდებლობა მონაწილეობს ეკუმენურ მსჯელობაში, იმედით, რომ მისი მოწმობით ადამიანთა გულებსა და გონებაში საღვთო ჭეშმარიტება გაიმარჯვებს’’. [9] ფლოროვსკი, 1940 წლის მიწურულსა და 1950 წლის დასაწყისში გამართულ ემსს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) წარმატებულ ეკუმენურ შეხვედრებში, ეკუმენიზმის საკუთარ ხედვას ღიად აცხადებდა. რის შემდეგაც ფლოროვსკის ეს თეოლოგია,  ეკუმენურ მოძრაობაში მართლმადიდებლური ჩართულობის დღევანდელი აზროვნების ბირთვი გახდა- ეკუმენიზმი, როგორც მდუმარე ევანგელიზაციის სახე.


კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?

(V ნაწილი)

 

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

7. ინტერქრისტიანული დიალოგები

კრეტის წმიდა და დიდი კრების მიერ მიღებულ დოკუმენტის კითხვისას, თუ კარგად დავაკვირდებით იმ ადგილს, სადაც საუბარია ინტერქრისტიანულ დიალოგებსა და ეკუმენური მოძრაობის შესახებ, იბადება კითხვა: აღნიშნული დოკუმენტი ეთანხმება   „დაბრუნების ეკუმენიზმს“ თუ „შეერთების ეკუმენიზმს“? კრების კრიტიკოსები ჯერ კიდევ კრების ჩატარებამდე ცდილობდნენ გაეპროტესტებინათ, რომ თითქოს კრება აპირებდა „შეერთების ეკუმენიზმის“ მიღებას და დაკანონებას. რა თქმა უნდა ეს მოსაზრება მცდარია. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა არ აქვთ ცალკეული პირების პირად მოსაზრებებს,  არამედ იმას თუ სინამდვილეში რას ამბობს დოკუმენტი. მნიშვნელობა არც ცალკული პირების სუბიექტურ მოსაზრებებს აქვთ  იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მიეღო წმიდა და დიდ კრებას და რა- არა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში დაადგინა წმიდა და დიდმა კრებამ.

თავდაპირველად უნდა ვაჩვენოთ ზუსტად რას გულისხმობენ „შეერთების ეკუმენიზმის“ და ჰეტეროდოქსებთან რაიმე სახით დიალოგის წარმოების მოწინააღმდეგენი. ხშირად კრიტიკოსების პუბლიკაციებში[1] აღნიშნულია, რომ კრეტის კრება იზიარებს ფრანგი სასულიერო პირისა და თეოლოგის Yves Marie Joseph Congar-ის (1904-1995)  მოსაზრებებს, რომელმაც სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მიიღო კარდინალის წოდება. უდავოა, რომ Yves Congar-მა დიდი გავლენა მოახდინა ვატიკანის მეორე კრეაბაზე (1962-1965).  კრეტის კრების კრიტიკოსები ისე, რომ არ იცნობენ  Yves Congar-ის მდიდარ სამწერლობო შემოქმედებას, იყენებენ მისი ერთ-ერთი პივრველი ნაშრომის  ინგლისურ თარგმანს (რატომღაც არც ერთ მათგანს არ შეუძლია ან ნაშრომის ფრანგულ დედანში წაკითხვა[2]) და ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ერთმანეთის მიყოლებით აღნიშნავენ: „შეერთების ეკუმენიზმი ემყარება იმ თეორიას რომელიც  1939 წელს ჩამაყალიბა ფრანგმა თეოლოგმა Congar-მა.  ამ თეორიის მიხედვით დამოუკიდებელი საეკლესიო „ელემენტები“, მაგალითად როგორიცაა ნათლისღება, შესაძლებელია ეკლესიისის ერთობიდან განცალკევდნენ და ამგვარად სქიზმატი ქრიტიანები ეკლესიასთან სულიერად შეაერთონ (voto), რის შედეგადაც ისინი ეკლესიის წევრები გახდებიან“[3].

თავდაპირველად უნდა აღუნიშნოს, რომ ერთადერთი მართლმადიდებელი თეოლოგი, რომელიც დაუფარავად იზიარებს Yves Congar-ის შეხედულებებს, არის პროტ. თეოდორ ზისისი, რომელიც წერს: „ისინი, რომლებიც ეკლესიის გარეთ სულიწმიდის მიერ მოქმედებენ, ეკლესიის წევრები არიან, არა საქმით (in re), არამედ სურვილით და განზრახულობით (in voto). ეკლესიის გარეთ  მათი ყოფნის მიზეზები ისტორიულ, გეოგრაფიულ და ზოგადად გარეგან ფაქტორებს უკავშირდება და არა იმას, რომ   სულიწმიდას  შეგნებულად ეწინააღმდეგებიან“[4]!!!

საოცარი დამთხვევით, კრეტის კრების კრიტიკოსთა პუბლიკაციებში წარმოდგნილია კიდევ ერთი „თეოლოგის და ეგზეგეტის“,  შვეიცარიელი  Johannes Feiner (1909-1985) მოსაზრება (რა თქმა უნდა განმარტებული არაა რატომაა იგი ეგზეგეტი და რა განმარტა, მაგრამ ასეთი დახასითება ხშირია): „რადგან მიიჩნევა, რომ ეკლესია წარმოადგენს „Communio“-ს და შედგენილ რეალობას ურთიერთზიარებაში,  ეკლესიის ერთობა უშვებს ეკლესიის შემადგენელი ელემენტების არსებობის შესაძლებლობას კათოლიკე ეკლესიის ფარგლებს გარეთ მყოფ ქრისტიანულ ერთობებშიც  კი.  შედეგად,  იესო ქრისტეს ეკლესია შესაძლებელია არსებობდეს კათოლიკე ეკლესიის მიღმაც და არსებობს კიდეც“[5].

აქ ყურადრებას არ მივაქცევთ კრეტის კრების კრიტიკოსთა მხრიდან წყაროების მოყვანის დროს გამოჩენილ დაუდევრობას[6], რადგან მიგვაჩნია, რომ   მთავარი საკითხის არსია. კრიტიკოსთა ეჭვიანი ფანტაზიის მიხედვით  Yves Congar-ის და Johannes Feiner-ის ზემოთ მოყვანილი შეხედულებებს იზიარებენ კრეტის კრებამდელი დოკუმენტებიც. ამ საკითხთან დაკავშირებით  ისმის რამდენიმე კითხვა:

● როგორც კრებამდელ,  ასევე უკვე მიღებულ დოკუმენტებში  სად  ხდება ჰეტეროდოქსული ქრისტიანული ერთობების ეკლესიად აღიარება, ან კალვინის, Yves Congar-ის და ვატიკანის მეორე კრების თეორიის[7] გაზიარება vestigia ecclesiae (ეკლესიის ნიშან-თვისება)-ას შესახებ? დოკუმენტში აღნიშნულია, რომ: „მართლმადიდებელ ეკლესიას აკისრია მისია და აქვს ვალდებულება, რომ გადასცეს და იქადაგოს წმიდა წერილისა და წმიდა გარდამოცემის ჭეშმარიტება, რაც ანიჭებს კიდეც ეკლესიას საყოველთაო ხასიათს“[8]. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰეტეროდოქსულ ეკლესიებს, რომლებშიც მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს მხოლოდ ისტორიულ სახელდებას და არაა მათთან ზიარებაში (§ 3), არ გააჩნიათ მსოფლიოობა და შედეგად, კრების დოკუმენტის მიხედვით, არ არსებობს არავითარი Ecclesia extra Ecclesiam და არც Ecclesia extra muros-ს ვაღიარებთ. როგორ  შეიძლება წმიდა და დიდი კრება აღიარებდეს  vestigia Ecclesiae-ას, როდესაც   იგი აღნიშნავს, რომ საიდუმლოებრივი ზიარება მოითხოვს სწორ რწმენას (მესამე პარაგრაფი)? როგორ შეიძლება vestigia Ecclesiae-ას აღიარებდეს, როდესაც   დოკუმენტში მითითებეულია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია ”აძლევდეს ქრისტეში არსებული ჭეშმარიტების სისავსისა და თავისი სულიერი საუნჯეების შთამბეჭდავ მოწმობას მათ, ვინც მის გარეთაა“ (§ 6)? რაში ჭირდება მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევდეს ქრისტეში არსებული ჭეშმარიტების სისავსისა და თავისი სულიერი საუნჯეების შთამბეჭდავ მოწმობას, თუკი ჰეტეროდოქსული ერთობები vestigia ecclesiae-ის მეშვეობით აღასრულებენ საიდუმლოებებს კანონიკურად (პირველ რიგში ნათლისღების საიდუმლოს) და ეკლესიები არიან ონტოლოგიურად? შესაძლებელია კრების დოკუმენტი [9] ერთის მხრივ აღიარებდეს ჰეტროდოქსებში ეკლესიის არსებობას და იმადროულად მიმართავდეს წმიდა წერილს და წმიდა გარდამოცემას, რომლის მიხედვითაც საიდუმლოებრივი კავშირის და შედეგად ჰეტეროდოქსების საიდუმლობების აღიარების წინაპირობაა ერთობლივი სწორი რწმენა (ეს აღნიშნულია კრეტის კრებაზეც)?


"ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა"

 

კითხვა: როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ცოლსა და ქმარს, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით პეტრე მოციქულის სიტყვებს: "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა".

 

პასუხი: ამ სიტუაციის შესანიშნავი განმარტება მე მოვისმინე ანტონ სუროჟელისაგან. ერთხელ, ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი ჩავიდა ინგლისში, კერძოდ ინგლისის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეპარქიაში და აი მიტროპოლიტს ჰკითხა ერთმა მართლმადიდებელმა ინგლისელმა: ,,მეუფეო, ჩვენ ერთი რაღაც ძალზედ გვაშფოთებს, როდესაც მივდივართ ჯვრის დასაწერად და ასევე ჩვენი ის მეგობრები, მათ შორის არამართლმადიდებელ ინგლისელები, კურსელები და .. რომლებიც ესწრებიან ხოლმე ჩვენეულ ჯვრისწერას, ძალზედ გვაშფოთებს ის, რომ ამ დროს იკითხება პავლე მოციქულის სიტყვები: "ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა". რატომ უნდა ეშინოდეს? რატომ არ წერია, რომ უყვარდეს და .. და იცით რა არის მეუფეო, აი თქვენი დიაკონები ისე გაჰკივიან "ეშინოდეეეეს ქმრისაა", რომ ამ ინგლისელებს ტაძრიდან გაქცევა უნდებათ.’’ იქნებ აგვიხსნათ, რატომ უნდა ეშინოდეთ?


მე მიყვარს მართლმადიდებლობა

 

კარდინალი ივ კონგარი

 

თავიდანვე მსურს მოგახსენოთ, რომ მე მიყვარს მართლმდიდებლობა და დიდ პატივს ვცემ მის ტრადიციას. მას კარგად ვიცნობ, პირველ რიგში, ჩემი მეგობრებსაგან, შემდეგ იმ პირადი ურთიერთობებიდან, რომელიც უამრავ კარგ და ახალ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთან დავამყარე, რომელიც სლავური და ბერძნული ტრადიციების შესწავლით დავასრულე. ვიცნობ მართლმადიდებლობას, აგრეთვე, ლიტურგიებითაც, რამდენადაც ყველას  თავისი ღვთისმსახურებით ესაუბრება, ლიტურგია მასთან ურთიერთობის, მისი არსების გაცნობის გზაა. სიტყვა “ორთოდოქსი” ხომ “სწორად დიდებას” ნიშნავს.

რაც მიყვარს მართლმადიდებლობაში, ტრადიციასთან მისი სიღრმისეული ერთობაა. იგი თავისდაუნებურად უერთებს ყველა ცენტრალურ ელემენტს გამოცხადებას, შემდეგ კი ეკლესიის მამების გენია. თუ მართლამდიდებლობა საუბრობს ევქარისტიის შესახებ, ის საუბრობს გამოსყიდვაზე და თუ მსჯელობს გამოცხადებაზე, მსჯელობს სამების შესახებ. ყველაფერი, რაც მის მიერაა განცხადებული, მათ შორის ცხოვრების ყველაზე კონკრეტული დეტალებიც კი, ყოველთვის სამებითაა შემოფარგლული და მისითაა განათებული. ეს ტრინიტალურობა მისი საიდუმლოების განუყფელია. მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის მისტერიების აღნიშნვა და მათი ჩატარება ტრინიტალური ცხოვრებით ხდება. ისინი ღრმად ცხოვრობენ სულიწმინდაში და ჯერათ, რომ სულიწმინდის მატარებელნი არიან. მათი და ჩვენი ეკლესიის საკრამენტალური კონცეპტი ერთიდაიგივეა და ჩვენ ღრმად ვართ მასში გაერთიანებულნი.


 პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

         (Archpriest Georges Florovsky)

           

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი (1893 წლის 9 სექტემბერი -1979 წლის 11 აგვისტო) ელიზავეტგრადში (Єлисаветград, შემდგომში- კიროვოგრადი, Кропивницький, უკრაინა), მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა, რომელიც მალევე ოდესაში გადავიდა საცხოვრებლად. ფლოროვსკი სკოლის პერიოდშივე სწავლობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ენებს. თვრამეტი წლისამ ფილოსოფიისა და ისტორიის აკადემიურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა.

          1919 წელს ახალგაზრდა ფლოროვსკიმ ოდესის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ამგვარად, ფლოროვსკი გახდა იმ რუსული ინტელიგენციის ემიგრაციის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა დროს შედიოდნენ: ნიკოლაი ბერდიაევი, სერგი ბულგაკოვი, ნიკოლოზ ლოსკი, ვლადიმერ ლოსკი, სიმეონ ფრანკი, ლევ კარსავინი, ანტონ კარტაშევი, წმ. მარია სკობცოვა, ალექსანდრ შმემანი, იოანე მეიენდორფი და სხვანი.

     1921 წლის დეკემბერში ფლოროვსკიმ ჩეხეთ-სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდია მიიღო. მალევე მან კარლის უნივერსიტეტში (ჩეხეთი, Charles University), ასევე რუსულ და სლავურ ინსტიტუტებში დაიწყო მუშაობა.

         1926-1939 და 1945-1948 წლებში ფლოროვსკი პარიზში მოღვაწეობდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ბელგრადში იმყოფებოდა, სადაც კაპელანთა სკოლაში ასწავლიდა. 1932 წელს ხელი დაესხა მღვდლად, ამ პერიოდიდანვე აქტიურად ერთვება ეკუმენურ დიალოგში.


,,რელიგია მეოცე საუკუნეში ძალაუფლების თავსმოხვევის ორგანოდ გადაიქცა''  -პატრიარქი ბართლომეოსი

 

   მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის კონფერენციამ (World Policy Conference) მაროკოში 3-5 ნოემბერს გასამართ ღონისძიებაზე მიიწვია,  სადაც წარმოდგენილი მხარეები განიხილავდნენ ცალკეული პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედებების მთელ პლანეტაზე გამოწვეულ ზეგავლენას. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოსმა შეკრებილ საზოგადოებას ფრანგულ ენაზე ვრცელი სიტყვით მიმართა:

 ,,სამწუხაროდ, რელიგია მეოცე საუკუნეში ძალაუფლების თავსმოხვევის ორგანოდ გადაიქცა, რის გამოც, ფაქტობრივად, რელიგიის მოქმედების ბუნებაც აცდა თავის ხაზს, ანუ მშვიდობის, შერიგებისა და დიალოგის აღსრულების ხაზს.

     დღევანდელ მსოფლიოში მოვლენების მნიშვნელობის გასაგებად უნდა გავიხსენოთ რელიგიების როლი კაცობრიობის ისტორიაში. ისინი, რომელნიც ამბობენ „რელიგიასთან  მიბრუნებას“, ან „ღმერთთან მიბრუნებას“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის არსებითი მასშტაბის ამოქმედება, რაც ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული იდენტურობასთან, მაგრამ არაა იმდენად იდენტობა, რამდენადაც მეტაფიზიკისა და სულიერების ადგილი.   


კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(IV ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

6. ეკუმენიზმი-ინტერრელიგიური პლურალიზმი-პანრელიგია

 

კარგადაა ცნობილი წმიდა და დიდი კრების კრიტიკოსთა პოზიცია, რომ ეკუმენური მოძრაობის, ანუ ეკუმენიზმის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს საფუძველი ჩაუყაროს ინტრრელიგიურ ეკუმენურ თეოლოგიას, სადაც დომინანტი როლი ექნება დოგმატურ პლურალიზმს და დოგმატურ მინიმალიზმს. წარმოგიდგენთ ორ ამონარიდს სადაც ზემოთაღნიშული აზრია გამოხატული:

ა) ეკუმენური ოცნების გაფართოება არ შემოიფარგლება მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებით (მართლმადიდებლები, კათოლიკები, პროტესტანტები, ანტიქალკედონელები), არამედ გულისხმობს „მსოფლიო რელიგიების გაერთიანებასაც“. გაერთიანების პირველ ეტაპს ეკუმენიზმი იწყებს მონოთეისტური რელიგიებიდან (ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი) და შემდგომ გავრცელდება დანარჩენებზეც (ინდუიზმი, ბუდიზი და სხვ.). ამგვარად ინტერქრისტიანული ეკუმენიზმის გარდა არსებობს ინტერრელიგიური ეკუმენიზმიც“[1]. ამ ამონარიდის მიხდვით, ინტერქრისტიანული პლურალიზმიდან მივექანებით ინტერრელიგიური პლურალიზმისაკენ.


მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა, ჩრდილოეთის პოლარული წრის ასამბლეას

(ისლანდია, რეიკიავიკი, 13 ოქტომბერი, 2017)

 

ჩვენთვის პატივია ჩრდილოეთის პოლარული წრის ასამბლეის ორგანიზატორთა, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი თავმჯდომარისა და ისლანდიის დღევანდელი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ოლაფ რაგნარ გრიმსონის (Ólafur Ragnar Grímsson) გულთბილი მოწვევით მივმართოთ შეკრებილ საზოგადოებას. უფრო მეტიც, პრივილეგიაა რომ ვიყოთ თქვენ გვერდით ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის შუაგულში, რომელიც  დედამიწის მდგომარეობის გამოსწორებისკენაა მიმართული. მრავალმხრივ, როგორც სიმბოლურად ასევე არსებითად, მსოფლიოს ეს ნაწილი განსაზღვრავს და განაპირობებს იმ მნიშვნელოვან ბირთვს, რომლითაც მივუდგებით და დავუპირისპირდებით კლიმატის გლობალურ ცვლილებას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივი კატასტროფის მოახლოებული საფრთხე დღეს არის უფრო მეტად მკვეთრი და აქტუალური ვიდრე ოდესმე, არამედ ასევე იმიტომაც, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ რეგიონში, რომლის საზარელი, მაგრამ ამასთანავე მყიფე მშვენიერება, არის უპირველესად შთამაგონებელი და გამაფრთხილებელი ყველასადმი, ვინც ზრუნავს ჩვენი პლანეტის მომავლის შესახებ.

 


საბერძნეთის ეკლესიამ 2016 წელს ქველმოქმედებისთვის 124 416 599  ევრო დახარჯა

 

2017 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე, საბერძნეთის სამთავარეპისკოპოსო სინოდმა მოისმინა 2016 წლის ქველმოქმედების ფინანსური ანგარიში,  რომლიდანაც ირკვევა, რომ 1 წლის მანძილზე საბერძნეთის ეკლესიამ 124 416 599 ევრო დახარჯა  სხვადასხვა სახის  დახმარებებში. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

 

1-     ღარიბთა თავშესაფრები -    10.444.403 €

2-     სამრევლო თავშესაფრები-   12. 825.579 €

3-     ობოლ ბავშვთა თავშესაფრები- 2.427.269 €

4-     პანსიონები-  1.771.350 €

5-     მოხუცთა თავშესაფრები- 23.766.673 €

6-     ქრონიკულად ავადმყოფთა ფონდები -4.519.273 €

7-     უნარშეზღუდულთა ფონდები-1.762.609 €

8-     ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები- 785.359 €

9-     ‘’სახლის დახმარებები’’-  164.876 €

10-საავადმყოფოები და კლინიკები- 2.423.115 €

 


ენციკლიკა არამართლმადიდებლებთან დალოგის შესახებ

 

მართლმადიდებლობის კვირის საპატრიარქო და სინოდალური ენციკლიკა 

(თებერვალი 21, 2010)

 

ბართლომეოსი

უფლის მადლით კონსტანტინოპოლის-ახალი რომის

მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი

 

ეკლესიის სისავსეს, ჩვენი უფლისა და მაცხოვარი

იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა

 

         ჩვენი ყოვლადწმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს საკუთარ დღესასწაულს და თავისი ისტორიული და წამებული მსოფლიო საპატრიარქოს საეპისკოპოსოდან- კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია მოაფენს კურთხევას, სიყვარულს და ზრუნვას მთელ მსოფლიოში გაბნეულ სულიერ შვილებს და მორწმუნეებს, რომლებსაც იწვევს დღესასწაულის ერთად აღსანიშნავად.

კურთხეულ არს უფლის სახელი! ვინც საუკუნეებია ცდილობენ, რომ  უამრავი ხილული თუ უხილავი დევნით ჩაახშონ ეკლესიის ხმა; ვინც შრიალებენ, რომ თავისი ერეტიკული სწავლებებით სიცრუე შეიტანონ ეკლესიაში; ვისაც  სურთ ეკლესიის დუმილი, თავისი ხმისა და დამოწმების წარმთმევით; ყველა მათი მცდელობა ამაოა! მოწამეთა მფარველობა, ასკეტთა ცრემლები, წმინდანთა ლოცვები, იცავენ ეკლესიის სულიერებას, სანამ ნუგეშინისმცემელი და სული ჭეშმარიტებისა მიუძღვის მას ჭეშმარიტების სისავსისკენ.

         მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობით, წინაღობებისა და პრობლემების მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქო, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საყდარი,  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დასაცავად და გასამყარებლად ზრუნავს, რათა ერთითა პირითა და ერთითა გულითა შევძლოთ ჩვენი მამების მართლმადიდებლური რწმენის აღსარება ყველა დროში და ჩვენ პერიოდშიც. რამდენადაც მართლმადიდებლობა არაა სამუზეუმო  საუნჯე, რომელიც უნდა დავაკონსერვოთ; ისაა სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც უნდა გადავცეთ და შევმატოთ ხალხს. მართლმადიდებლობა მუდმივად თანამედროვეა, კვლავ თავმდაბლობით უნდა ავამაღლოთ და განვმარტოთ იგი იმ არსებული კითხვებისა და საჭიროებების შუქზე, რომელიც თითოეულ ისტორიულ პერიოდში და კულტურულ მდგომარეობაში კაცობრიობას აინტერესებს.

            ამ მიზნით, მართლმადიდებლობის განუწყვეტელ დიალოგში უნდა იყოს მსოფლიოსთან. მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეშინია დიალოგის, რადგან ჭეშმარიტებას დიალოგის არ ეშინია. საპირისპიროდ, თუკი მართლმადიდებლობა ჩაიკეტება თავის თავში და არ წარმართავს მის გარეთ დიალოგს, ეს იქნება თავისი მისიის ჩავარდნა და უფრო მეტხანს ვეღარ იქნება ‘’კათოლიკე’’ და ‘’მსოფლიო’’ ეკლესია. ამის ნაცვლად, ის გახდება საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი და თვითშემოზღუდული ჯგუფი, ‘’გეტო’’ისტორიათა მიჯნაზე. ამის გამო იყო, რომ ეკლესიის დიდ მამებს არასოდეს ეშინოდათ თავისი ეპოქის სულიერ კულტურებთან დიალოგის- თვით წარმართ კერპთაყვანისმცემლებთან და ფილოსოფოსებთანაც კი- ამგვარად მოახდინეს მათი დროის ცივილიზაციათა ფორმირებაზე გავლენა და მოიტანეს ჩვენამდე ჭეშმარიტი, მსოფლიო ეკლესია.


სექსუალური ეთიკა ავგუსტინესთან

 

სექსუალური ვნება როგორც პირველქმნილი ცოდვა

გვიან შუა საუკუნეებში განვითარებული თეოლოგიური შეხედულება ქორწინების შესახებ დიდ ზეგავლენას აურელიუს ავგუსტენესგან განიცდის (+430), თუმცა მისი უმდიდრესი ლიტერატურული დანატოვარი მეტწილად ბიბლიის ტექსტთა კომენტირებით შემოიფარგლება. ჩვენი ინტერესის სფეროს კი უპირველესად ქორწინების სათნოების(De bono coniugali) და ქალწულთა(De virginibus) შესახებ გადმოცემული სწავლება წარმოადგენს.

 

„არა თუ ქორწინების მეგობარი, არამედ უფრო მონა ჩემი ვნებებისა“ – აღიარებს საკუთარ  „აღსარებანში“ ავგუსტინე და ამასთანავე საკუთარ მშობლებს საყვედურობს იმ უმოქმედობას, რომელიც მათ მისი სექსუალური მომწიფების 15 წლის ასაკში გამოიჩინეს და რაც მათგან მისთვის ქორწინების დაუძალებლობაში გამოიხატა. მისმა ღვთისმოსავმა დედამ, მონიკამ მაშინ უკვე დაუშვა, რომ 17 წლის ავგუსტინე საკუთარ მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა 14 წლის განმავლობაში და მანამდე მასთან შვილი, სახელად “Adeodatus“(ღმერთისგან მოცემული) ჰყავდა.


სექსუალური ეთიკა პავლესთან                                                 

       ახალი აღთქმა: ქრისტეს მაგალითი

სექსუალობის თემის განხილვისას საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ახალი აღთქმა არა ერთ მთლიან ტექსტს, არამედ მრავალ სხვადასხვა სრულიად განსხვავებულ ხელნაწერთა კრებულს წარმოადგენს. საკუთრივ ერთ კატეგორიას იესოს ცხოვრებაზე ერთმანეთისაგან განსხვავებული ისტორიების მაუწყებელი ოთხი სახარება შეადგენს, მეორე კატეგორიაში მოციქულ პავლეს  ავთენტური წერილები ერთიანდება, რომელთაგან აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ისინი, რომლებიც მის სახელს მიეწერება.

ქრისტიანული მრწამსის ფუნდამენტს იესოს ცხოვრება და სწავლება წარმოადგენს. რაც შეეხება სექსუალობის თემას, გარდა ქორწინების გაუქმების პრობლემისა, იესოსგან ამ საკითხზე თითქმის ვერაფერს ვგებულობთ. ეს უმეტესად მისი ცხოვრებაა, რომელსაც მრავალი ფასეული რჩევა-დარიგებისათვის ვმადლობთ. მიუხედავად საკუთარი იუდაური წარმომავლობისა, ვნებისაგან დაცლილმა იესომ საკმაოდ ნათლად წარმოგვიდგინა საკუთარი დამოკიდებულება ქალების მიმართ და იმდროინდელი იუდაური ცხოვრების წესისა და შეხედულებებისაგანაც თავი შორს დაიჭირა. მისთვის ქალსა და კაცს შორის არანაირი არსებითი განსხვავება არ არსებობს, ამ ორ სქესს ის ერთნაირად ფასეულად მიიჩნევს.

„იესოსგან არ გვესმის არცერთი განცხადება პროსტიტუციის წინააღმდეგ, ის არაფერს ამბობს ჰომოსექსუალიზმზე, გარყვნილებაზე, მასტურბაციაზე, ქორწინებამდელ და ქორწინების გარეშე აღსრულებულ სექსუალურ აქტზე, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ განწმენდის რიტუალებზე და არც უშუალოდ მხოლოდ ქალს განუკუთვნებს კონკრეტულ უფლებრივ პოზიციას“ - ამგვარად აჯამებს ახალი აღთქმის ტექსტს ჰერბერტ ჰააგი.

იუდეველი იესოსგან ერთხელაც ვერ ვხვდებით განწმენდის რიტუალთა პატივისცემას, რომლებიც მისთის ძველი აღთქმის რჯულიდან იყო ცნობილი(ლევ. 11-15; რიც. 14,4-21). ამის საპირისპიროდ, ის მათ პირიქით, კატეგორიული დასაბუთებით  გვერდით სწევდა. ადამიანი არა იმით შეიბილწება რასაც მიიღებს, არამედ იმ ბოროტი გულისთქმებითა და საქმით რომლებიც მისი გულიდან გამოდიან. ამით ეკლესიისათვის და ყოველი ქრისტიანისათვის ის შინაგანი კრიტერიუმია მოცემული, რომლიც კაცმა რომ თქვას ყოველი გარე კაზუისტური შეხედულებისგან უნდა იქნას დაცული.

 


სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- II

 

ორიგენე(+254) ძველი პერიოდის ყველაზე დიდი ბერძენი თეოლოგი. ის კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფე გახლდათ და როგორც მისმა ინტელექტუალურმა მემკვიდრემ, მოგვიანებით ალექსანდრიის სახელგანთქმული კატეხეტური სკოლის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. ცხოვრების მკაცრმა ასკეტურმა წესმა ორიგენე საბოლოოდ თვითკასტრაციამდე მიიყვანა, რადგან მან მათეს სახარებაში გაჟღერებული ქრისტეს სიტყვები წინადაცვეთის შესახებ ბუკვალურად გაიაზრა. რის შემდეგაც მისთვის ხორციელი შებილწვის საფრთხე გაქრა.

საეკლესიო დოგმატიკამ ორიგენეს ფატალურ სწავლებას ფართო გზა გაუხსნა, რომლიც ადამისა და ევას ცოდვით დაცემასა და სამოთხიდან გამოდევნას სექსუალურ დანაშაულად მიიჩნევს და ეს ცოდვა შთამომავლობას გადაეცემა. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ახალშობილი ადამიანი მშობელთა მიერ განხორციელებული განაყოფიერების აქტის გამო ქვეყნიერებას როგორც უწმინდური და ცოდვილი ნაყოფი მოევლინება. ორი ასწლეულის შემდეგ პაპ ლეონ I-თან ზუსტად მსგავს ნააზრევს ვაწყდებით. პაპი 50-ე ფსალმუნის VII მუხლს მოიშველიებს: რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან . პაპს მეფსალმუნის სიტყვები ისე ესმის, თითქოს ყოველ სექსუალურ შეერთებას მასთან დაკავშირებული მგრძნობელობითი სურვილის გამო მხოლოდ ცოდვილი ნაყოფის გამოღება შეუძლია.


დიმიტრი კონსტანტინოპოლელის ეპისტოლე ათონის მთის მონოზვნებს

 

გთავაზობთ ეპისტოლეს, რომლითაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრი პირველმა, 1988 წლის 4 მარტს უპასუხა 1987 წლის 11 დეკემბერს, ათონის მთიდან მისთვის გამოგზავნილ საპროტესტო ხასიათის  წერილს, რომელსაც ხელს აწერდა წმინდა მთის ოცი მონასტრის წარმომადგენელი, სადაც მკაცრად აკრიტიკებდნენ მსოფლიო პატრიარქ დიმიტრის ვიზიტს რომში, მართლმადიდებელი დელეგაციის  აქტიურ მონაწილეობას კათოლიკური ლიტურგიის ზოგიერთ ნაწილში,  “საერთო დეკლარაციას რომელსაც პაპმა და პატრიარქმა მოაწერეს ხელი  და ძალზედ მარტივად აცხადებედნენ რომ კათოლიკური ეკლესია არ არის ეკლესია და მისი მისი საიდუმლოებები არ არის მადლმოსილი.

 

ათონის მთის მონასტრების უწმინდეს წინამძღვრებსა და წარმომადგენლებს, ჩვენი სიმდაბლის ქრისტეში საყვარელ შვილებს, მადლი იყოს თქვენზე და ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა!

 

ჩვენ სიყვარულითა და სათანადო ყურადღებით მივიღეთ და წმინდა სინოდის სხდომაზე განვიხილეთ თქვენი წერილი, დათარიღებული გასული წლის 11 დეკემბრით, პროტოკოლური ნომრით I/28/824, რომელშიც გსურდათ განგეხილათ ზოგიერთი იდეა და საუბრობდით ათონის მთაზე გავრცელებულ საწუხარზე, რომელიც ნამდვილად ნეგატიური ინფორმაციებიდან გამომდინარეობდა და აფასებდა ჩვენი ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესიის, იმ კონტაქტებსა და ურთიერთობებს რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს არამართლმადიდებლებთან (ჰეტეროდოქსებთან).   დედა ეკლესია და მასთან მთელი აღმოსავლეთის მართლმადიდებლები, გრძნობდნენ და გრძნობენ, პატივისცემასა და განასაკუთრებულ სიამაყეს, იმ დიდებული ბრძოლებისა და გმირული გამოცდილების მიმართ, რომელიც ათონის მთის წმინდა მამებმა, წმინდა მართლმადიდებელური რწმენის, სულიერი ღირებულებების, ზნეობის უმწიკვლოდ დასაცავად, ასევე ჩვენი ღვთისმოსავი ხალხისა და წმინდა უცვლელი გარდამოცემისათვის გადაიტანეს სწორედ ამის გამოა რომ იგი სულითა და გულით ყოველთვის ღვთისმშობლის ტახტრევანიკენაა მიმართული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით იგი, არა მხოლოდ უწმინდესი, სამოციქულო, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის მონასტრული ცხოვრების ძვირფასი ინსტრუმენტია, არამედ მართლმადიდებლობის დიდებულება და სულიერების უმაღლესი ადგილია დედამიწაზე.

სწორედ ამის გამოა რომ იგი (ეკლესია) აღელვებული ხარობს მთელი სულით, ხედავს რა ათონის მთას, მობილიზებულს მთელი გრძნობითა და ბრძოლისუნარიანობით, იმ საკითხებისადმი, რომლებიც შეეხება ჩვენს უმწიკვლო რწმენასა და წმინდა გარდამოცემას. ეკლესია უსმენს უდაბნოს მისტიურ და საკრალურ ხმას, რომელიც თავის თავში შემოიკრებს და მონაზვნობით გარდაქმნის ეკლესიის სულიერ ძალებს, ერთი მხრივ კურნავს საკუთარ სისუსტეებს, მეორე მხრივ კი მსოფლიოს წარუდგენს და სთავაზობს მართლმადიდებლობის უშრეტ საგანძურს ქრისტეში ერთობისა და ქრისტიანული სამყაროს მშვიდობის წმინდა მიზნისთვის მსახურად.  

თუმცა, უდაბნოდან მომავალ ხმაზე მეტად, ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესია აგრეთვე უსმენს სხვა ხმასაც, ხმას რომელიც ნაკარნახევია ჩვენი, როგორც პირველი საყდრის პოზიციით, რაც გულისხმობს ჩვენს პასუხისმგებლობას ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობისა და მთელი ქრისტიანული სამყაროს ერთობისკენ მიმავალ სწორ გზაზე, რათა ეს ერთობა ჭეშმარიტებაზე იყოს დაფუძნებული, სხვაგვარადმადიდებლებთან ამ კონტაქტებითა და დიალოგებით, რადგან იგი (ეკლესია) მტკიცედაა დაიმედებული მასში, ვინც აცხადებს მშვიდობას ახლობელთა თუ შორებელთათვის, რათა ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მასში მტრობის მოკვდინებით (ეფ. 2,16).

 


ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც მღვდლები, (განსაკუთრებით კი მონოზონნი) არაფრად მიიჩნევენ კრების, სინოდის, საპატრიარქოს განჩინებას, მამათა დარიგებებს და პავლე მოციქულის სწავლებასაც კი. მოციქული ხომ გასაგებად ამბობს: შესაძლოა ურწმუნო ქმარი, მორწმუნე ცოლის მიერ ცხონდეს. ანუ მღვდელი, რომელიც აცხადებს, რომ ცოდავენ ის ადამიანები, რომლებიც საერო წესით დაქორწინებულნი არიან, მაგრამ ჯვარი არ აქვთ დაწერილი, ასეთი მღვდელი  თავისი საშინელი საღვთისმეტყველო უცოდინრობის დემონსტრირებას ახდენს.

 მეოთხე საუკუნეში არსებობდა ერთი საინტერესო საეკლესიო კანონი, მერვე საუკუნეში ამ კანონის აქტულიზებას ცდილობდა ღირსი თეოდორე სტუდიელი, კანონი ბრძანებს: თუკი მღვდელი ეწვევა მეორედ დაქორწინებულთა ქორწილის სუფრას, განიკვეთოს ხარისხიდან. და რას ნიშნავს ეს კანონი? ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობდა ჯვრისწერის არანაირი საიდუმლო, რომ მეოთხე საუკუნეში და მთლიანად პირველ ათასწლეულში, ქორწინება ხდებოდა საერო ნაციონალური წეს-ჩვეულების მიხედვით. თუკი მღვდელი უბრალოდ მივიდოდა საქორწინო სუფრაზე, ეს უკვე ნიშნავდა საეკლესიო სანქციას ამ ჯვრისწერაზე. ეს არ არის რაღაც შემთხვევა, რომელიც დისკოტეკაზე მოხდა, არამედ ნორმალური დეკლარაცია, საქორწინო კონტრაქტის. დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ღვთისა და აქ შეკრებილი ხალხის წინაშე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, ვიზრუნებთ ერთმანეთზე და .. ხოლო მღვდლის მიწვევა ეს უბრალოდ ნიშნავდა იმას, რომ იქ ეკლესიური გარემო იქმნებოდა, რადგან ეკლესია მხოლოდ ტაძარი ხომ არ არის, ეკლესია არის კრებული და აი ამ ქორწილში შეიკრიბა მთელი თემი ჩვენი სოფლისა და აი მღვდელიც აქ არის, სუფრასთან ზის, ე.ი. ეს არის საეკლესიო წესით აღსრულებული ქორწინება.

 


სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I                                                   

 

       ბოროტი ვნება

მოციქულთა ხანის მომდევნო ქრისტიანულ ლიტერატურაში ქრისტიანთაგან ქორწინების გაგების ამსახველი მასალა ძნელად მოიპოვება. ეპისკოპოსი ეგნატე ანტიოქიელი (+110) და მისი თანამოძმე პოლიკარპე სმირნელი (+156) ზემოთ ხსენებულ საკითხზე სწავლებას მცირე ზომის ეპისტოლეში გადმოგვცემენ, რომელიც მღდელმსახურთა ვალდებულებებს შეეხება. პოლიკარპეს  უნდოდა მანდილოსნებისათის მოეწოდებინა, რათა ისინი ხორცითა და სულით  საკუთარი თანამეცხედრეებით დაკმაყოფილებულიყვნენ და მამაკაცებს კი საკუთარი მეორენახევრები ჰყვარებოდათ ისე, როგორც ქრისტემ  ეკლესია შეიყვარა.

 


რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ვისაუბროთ ქრისტეს მემკვიდრეობის შესახებ. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტე არასდროს არაფერს წერდა. ერთადერთი ადგილი სახარებაში, სადაც ქრისტე რაღაცას წერს, გახლავთ იოანეს სახარების მე-8 თავი, სადაც თხრობა მრუშობაში მხილებული დედაკაცის შესახებ. მეხუთე საუკუნის დასაწყისამდე, არცერთი წმიდა მამა არ უკეთებდა კომენტარს ამ სიუჟეტს, წმ. იოანე ოქროპირიც კი, რომელმაც დაგვიტოვა ვრცელი კომენტარები იოანეს სახარების შესახებ, ამ საინტერესო სიუჟეტის შესახებ არაფერს ამბობს. წმ. ეფრემ ასურიც, რომელმაც ასევე ოთხივე სახარება განმარტა დუმს. ჩვენი თემა საკმაოდ საინტერესოა და მისი განმარტებაც მოგვიანებით ხდება. მოდით დავაკვირდეთ, რას წერს იქ ქრისტე? რაღაცას წერს მიწაზე, მაგრამ რას? ყველაზე კარგი, საინტერესო და სარწმუნო განმარტება, რაც მე შემხვედრია, გახლავთ შემდეგი: როგორი ხალხი მივიდნენ ქრისტესთან? ფარისევლები. ფარისევლები ეს თქვენ ხართ, მე თქვენ შეურაცყოფას არ გაყენებთ, მე თქვენ გაქებთ, რადგან ფარისვლების არსებობა, წინასწარმეტყველთა ოცნება იყო. ისინი გახლდნენ ჩვეულებრივი ებრაელი ერისკაცები, რომლებიც ბოლოსდა ბოლოს დაინტერესდნენ, თუ რას ასწავლიდა მათ მოსე, წინასწარმეტყველები და .. ამის გამო მათ არავინ არ უხდიდა ფულს, არამედ ისინი ამას უანგაროთ აკეთებდნენ და უნდოდათ, რომ მათაც და მათ ერსაც ღვთის მცნებებით ეცხოვრათ. პირველ რიგში ფარისევლებმა იციან წმ. წერილი და წარმოიდგინეთ, ისინი მიდიან ქრისტესთან, ქრისტე კი მიწაზე რაღაცას წერს, რას?


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა ბოსეს მონასტერში (იტალია) გამართულ კონფერენციას

6 სექტემბერი, 2017

           

            უკვე მრავალი წელია შორეული მსოფლიო საპატრიარქოდან ვესწრები ბოსეს მონასტრის ამ კურთხეულ ტერიტორიაზე გამართულ სამეცნიერო სიმპოზიუმს, რითაც მუდამ გახარებული  და აღელვებული ვარ, რადგან აქ არჩეული თემები დაკავშირებულია მართლმადიდებლურ სულიერებასთან. ამიტომაც ვამახვილებდი ჩემს წინა სიტყვაში ყურადღებას, რომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიებს გვართებს სათანადო მადლიერების გამოხატვა ბოსეს მონასტრის საძმოსათვის, რადგან ის საუნჯე, რასაც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია სხვებში მოაფენს, (ე.ი. სულიერებას), ეს სიმპოზიუმი, მეცნიერულად და სულიერად ავრცელებს და გადასცემს ყველას, ვინც მონაწილეობს მასში ან კითხულობს ამ კონფერენციის მიერ გამოცემულ მასალებს.


სექსუალური ურთიერთობა  მეუღლებრივ კავშირში და მის გარეთ

 

ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით ყოველი თვითნებური სექსუალური აქტი დაგმობილია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლებრივი კავშირის გარეთ განხორციელებული უკლებლივ ყველა სექსუალური ქმედება ამ წესით უნდა დარეგულირდეს. 

მამაკაცი, რომელიც მანდილოსანთან ნიშნობამდე დაამყარებდა სექსუალურ კავშირს, მკაცრად განისჯებოდა და ჯარიმდებოდა კიდეც. ის იყო ვალდებული, რათა მის მიერ შეცნობილი ქალი ცოლად მოეყვანა. ხოლო ქალი, რომელიც ქორწინებამდე დაკარგავდა ქალწულებას, ქვებით იქოლებოდა; „რადგან მან ისრაელში საძაგელი საქციელი ჩაიდინა, რითაც საკუთარი მამისეული სახლი შეარცხვინა“. ახალი აღთქმა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არანაირ კონკრეტულ რეაგირებას არ გვავალებს.

 


შერეული საღვთისმეტყველო დიალოგი კუნძულ ლეროსზე

 

2017 წლის 5-9 სექტემბერს, კუნძულ ლეროსზე (საბერძნეთი) იმართება საერთაშორისო საღვთისმეტყველო დიალოგი მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის. მსოფლიო საპატრიარქოდან დიალოგში მონაწილეობას იღებენ ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა), სასიმის მიტროპოლიტი გენადიოსი და სილივრიას მიტროპოლიტი მაქსიმე.  


კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(III ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

3.ერეტიკოსები და  სქიზმატები

კრების დოკუმენტის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება ის არის, რომ მასში ერეტიკოსებად არ იწოდებიან   კათოლიკები და პროტესტანტები.  მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონში[1]მოცემული კრიტერიუმები განსაზღვრავენ თუ რა შემთხვევაში შეიძლება ვინმეს ერეტიკოსად გამოცხადება:  „მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ ჩვენს მიერ შეჩვენებულ, განკანონებულ კლერიკოსებს“. წმიდა კანონების თვითნებურად  მოხმობა  და მითუმეტეს ბოროტად გამოყენება  ყოვლად დაუშვბელია. ნათელია, რომ ადამიანი ერეტიკოსად ვერ ჩაითვლება, თუ  იგი განკანონებული არ არის   მსოფლიო კრების მიერ. ადგილობრივი კრებების მიერ ზოგიერთი  სწავლების დაგმობის მიუხედავად[2], არ მომხადარა კათოლიკების საზოგადო დაგმობა.  ჩანს, რომ  1054 წლის შედეგ აღმოსავლეთში  ეს ფაქტი  ზოგიერთისთვის დაფიქრების მიზეზი გახდა, სწორედ ამიტომ ბალსამონი აღნიშნავს: „ეს ყოველივე გაითვალისწინე, რადგან შესაძლოა დაგჭირდეს მათ წინააღმდეგ რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო სწორი რომის საყდრისგან გამოყოფა,  სანამ როგორც ბოროტის მოსურვეებს (κακόφρονες) ისე არ დავგმობდით მათ. ხოლო წინამდებარე კანონი მათ დოგმატური მიზეზის გამო არ სჯის...“[3]. აღსანიშავია, რომ ბალსამონი  1054 წლის ორმხრივი ანათემებიდან, მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ საუბრობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სქიზმის შესახებ, რასაც რა თქმა უნდა  უკავშირებს დოგმატურ მიზეზებს; ამისთვის  მიმართავს პირველ-მეორე კრების (861) 15-ე კანონს არა პიროვნულ,  არამედ ეკლესიათა შორის  საეკლესიო ერთობის დარღვევის საფუძველზე. ის თავს არიდებს კათოლიკებს უწოდოს ერეტიკოსები, მაგრამ მათ ახასიათებს როგორც „ბოროტის მოსურვეებს“ (κακόφρονες), თუმცა არ ცდილობს განასხვაოს ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან.

 რადგან ობიექტური მკვლევარი ვალდებულია დაწვრილებით გამოიკვლიოს ყველაფერი; ამიტომაც არ უნდა დავივიწყოთ აღმოსავლეთის ეკლესიის ის სიმბოლური დოკუმენტები, სადაც კათოლიკები და მათგან მოგვიანებით განყოფილნი (პროტესტანტები) ხასიათდებიან როგორც ერეტიკოსები, ან იგმობა მათი ესა თუ ის სწავლება (რა თქმა უნდა ამგვარი რამ არ მომხდარა მსოფლიო კრების მიერ, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური და დოგმატური ტრადიციის მიხედვით შეუძლებელია ჩაანაცვლოს ადგილობრივმა კრებამ). განსაკუთრებით საინტერესოა თუ როგორ განსაზღვრავს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ურთიერთობებს მათთან, რომლებსაც  ადგილობრივ კრებებზე  ან სხვა დოკუმენტებში უწოდებს მწვალებლებს,  მაგალითისთვის:

● მარკოზ ეფესელი თავის ცირკულარულ ეპისტოლეში, სათაურით: „ყოველთა მკვიდრთა ქვეყნისათა და კუნძულებზე მყოფ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიმართ“[4], კათოლიკებს უწოდებს ერეტიკოსებს, ძირითადად ფილიოკვეს გამო „მათ როგორც ერეტიკოსებს არ გავექეცით? და ამის გამო არ განვშორდით?“.  მიუთითებს წმიდა ფოტიოსის ნომოკანონს[5] წმიდა თეოდორე სტუდიელის საპირისპიროდ, რომელიც ფიქრობდა, რომ ვალდებულნი ვართ ერეტიკოსებად მივიჩნიოთ „ისინი, რომლებიც არ  ნათლავენ და არ ინათლებიან მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“[6]. წმიდა მარკოზ ეფესელი აღნიშნავს: „ერეტიკოსი არის  ის ვისაც მიემართება  ერეტიკოსების წინააღმდეგ გამოცემული კანონები, ასევე ის ვინც თუნდაც მცირედით გადაუხვევს სწორ რწმენას“.  ეს პოზიცია მარკოზ ეფესელს ხელს არ უშლის კათოლიკებს ეკლესია უწოდოს: „მრავალი წლის წინ ჩამოშორდა დასავლეთის ეკლესია, ეს სახელგანთქმული წევრი,  ოთხ უწმიდეს პატრიარქთან  ზიარებას“[7]. ის ფაქტი რომ კათოლიკები მარკოზ ეფესელის მიერ მწვალებლებად ხასიათდებიან, ხელს არ უშლის მას  კათოლიკობიდან მართლმადიდებლობაში შემომსვლელები მიიღოს მხოლოდ მირონის ცხებით; ამისთვის  მიუთითებს მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონს და შესაბამისად იყენებს მას[8]. ფერერა-ფლორენციის კრებაზე წარუმატებლობის შემდეგ უქმდება  კათოლიკური ეკლესიის წოდება  მოძმე ეკლესია [9]?  იგივე განსხვავებები არ გვაქვს?

 


ხალკის საღვთისმეტყველო კონფერენცია

 

2017 წლის 1-2 სექტემბერს, ხალკის ისტორიულ სემინარიაში გაიმართა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, ამერიკის მთავარეპისკოპოს მიქაელ კონსტანტინიდისის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ამერიკის მთავარეპისკოპოსი დემეტრეოსი, თეატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი გრიგორიოსი, ბოსტონის ახლადგამორჩეული მთავარეპისკოპოსი მეთოდიუსი და მაღალი რანგის სხვა საერო თუ სასულიერო წარმომადგენლები.

სხდომა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა გახსნა, რომელმაც მოხსენების პირველ ნაწილში ქრისტიანული სამყაროსთვის ამერიკის სამიტროპოლიტოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, მეორეში კი ეკოლოგიურ პრობლემებს შეეხო, ხაზი გაუსვა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ დაწესებულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც პირველი სექტემბერი გარემოზე ზრუნვის დღედ დაწესდა, აღნიშნა რომის პაპ ფრანცისკესთან ერთად მიღებულ უახლეს რეზოლუციის მნიშვნელობა და საუბრის ბოლოს კიდევე ერთხელ მოუწოდა ადამიანებს ბუნებაზე ზრუნვისკენ.

 


გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

I. გამოცხადება

 რელიგიური ცოდნის ორი ასპექტი: გამოცხადება და ემპირია (გამოცდილება). გამოცხადება არის ღვთის ხმა ადამიანისადმი. ადამიანს ესმის მისი ხმა, უსმენს მას, იღებს ღვთის სიტყვას და იმეცნებს მას. სწორედ ამ განზრახზვით ესაუბრება ღმერთი ადამიანს და მან უნდა შეიმეცნოს მისი მოწოდება. გამოცხადებით სათანადო მნიშვნელობით ჩვენ გვესმის ღვთის ეს სიტყვა ისე, როგორც ჩვენ შევიმეცნეთ. წმინდა წერილი არის იმ გამოცხადების დაწერილი ნაკრები, რომელიც ჩვენ გვეუწყა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა წმინდა წერილის ხასიათი განიმარტოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლია წარმოგვიდგენს ღვთის ხმას, რომელიც ადამიანური ენითაა გადმოცემული. გამოცხადება არის თეოფანია. ღმერთი გარდამოდის ადამიანთან და ადამიანს უცხადებს საკუთარ თავს. ადამიანი ხედავს და იმეცნებს ღმერთს და ის აღწერს იმას, თუ რასაც ხედავს და ესმის. ის ამოწმებს იმას, რაც მას განეცხადა. ბიბლიის უდიდესი მისტერია და სასწაული მდგომარეოს იმ ფაქტში, რომ ღვთის სიტყვა არის ნაუწყები ადამიანური ენით. ადრეული ქრისტიანი განმმარტებლები ძველი აღთქმის ტექსტებში ხედავდნენ ღვთის განკაცების მოლოდინსა და პროტოტიპს. უკვე ძველ აღთქმაშივე საღვთო სიტყვა ხდება ადამიანური. ეს ამტკიცებს გამოცხადების ავთენტურ ანთროპომორფიზმს. ადამიანური ენა არ ამცრობს გამოცხადების აბსოლუტურობას, არც ღვთის სიტყვის ძალმოსილებას შემოსაზღვრავს. ღვთის სიტყვა შესაძლოა ადეკვატურად გამოიხატოს ადმიანური ენით, რადგანაც ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად. სწორედ ამ მიზნითაა, რომ ადამიანმა მიიღოს ღმერთი მისი ნაუწყები სიტყვის მიღებითა და დაცვით. ღვთის სიტყვა არ იქნება დამცრობილი ადამიანური ენით ხელახლა გამოხატვისას. ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანური სიტყვა გარდაიქმნება (ტრანსფორმირდება), რადგანაც ღმერთმა ინება საუბარი ადამიანური ენით. ადამიანს ძალუძს ღმერთი გულისხმაჰყოს, ჩაწვდეს, მიიღოს და დაიცვას ღვთის სიტყვა. ყოველ მიზეზგარეშე, წმ. წერილში გვესაუბრება არამხოლოდ ღმერთი, არამედ ადამიანიც. ამასთანავე, თავად ღმერთი გვესაუბრება გამოცხადებაში არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ადამიანზეც. ამგვარად ისტორიული გამოცხადება აღსრულებას პოულობს ღმეთისა და ადამიანის ურთიერთობაში. არამხოლოდ ძველ, არამედ ახალ აღთქმაშიც ვხედავთ არამხოლოდ ღმერთს, არამედ ადამიანსაც. ჩვენ ვწვდებით ღმერთს, რომელიც მოგვეახლება და გვეცხადება და ვხვდებით პიროვნებებს რომლებმაც შეიმეცნეს ღმერთი და მოწიწებით იმეცნებდნენ მის სიტყვას და უფრო მეტიც, მის მოწოდებას დაეთანხმნენ. წმ. წერილში ასევე გვესმის ადამიანის ხმაც, რომელიც პასუხობს ღმერთს ლოცვით ან სამადლობელის აღვლენით ან (უფლის) განდიდებით და ღმერთიც მოელის, სურს და მოითხოვს ამ პასუხს. ღმერთს სურს რომ ადამიანმა არამხოლოდ მოისმინოს მისი სიტყვები, არამედ უპასუხოს კიდეც მას. უფალს სურს ადამიანი ჩართოს ამ `დიალოგში”. ღმერთი გარდამოდის ადამიანთან, რათა აღამაღლოს ადამიანი თავისთან.


,,თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება’’- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

გვიანდელ ანტიკურ აზროვნებაში არსებობდა აზრი, რომ სული  იქმნება სადღაც ღმერთების სამყაროში, შემდეგ ეს სული შედის სხეულში და მზის სისტემის გავლით, ორბიტის საშუალებით  გადადის პლანეტებზე, პლანეტები კი ღმერთები გახლავთ. ამ სულისათვის გაღებული წყალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ახლოს არიან ეს პლანეტები და ღმერთები ამ სულის მოძრაობის ტრაექტორიასთან, საუბარია ვენერას, მერკურის, მარსის, იუპიტერის, მთვარის და სხვა პლანეტების წყალობაზე და ბეჭედზე, რომელსაც ისინი უბოძებენ ადამიანის სულს. შესაბამისად ეს კოსმიური ბეჭდები, გნოსტიკოსებისთვის ბოროტებას წარმოადგენს და უკანა გზაზე, როდესაც ადამიანი კვდება და სული ბრუნდება დიადი ღმერთების სამყაროში, იგი უნდა განხორციელდეს ამ ღმერთებთან. ამ კონტექსტში ასეთი იდეა სავსებით გასაგებია, მაგრამ როდესაც შეეცადნენ ეს იდეა ქრისტიანულ ლიტერატურაში გადმოეღოთ, კერძოდ ვასილი ახლის ცხოვრებაში, ანუ თეოდორას ხილვებში, მაშინ უკვე გაჩნდა საკითხი, რომ აქ ქრისტეს ადგილი აღარ რჩება. თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება და ისე გამოდის, რომ ეშმაკები განმსჯიან მე ჩემი ცოდვების გამო და არა ქრისტე და თუკი ჩემი სული შეძლებს, რომ გაიაროს საზვერეები, მაშინ ქრისტეს ისღა რჩება, რომ დაამტკიცოს განაჩენი, რომელიც ეშმაკებმა გამოიტანეს.


მართლმადიდებლობა ემიგრაციაში და პატრიარქი ათენაგორა I

 

მართალია ათენაგორა  ლტოლვილი არ იყო, მაგრამ მას ჰქონდა ღრმა ადამიანური თანადგომა იმ ემიგრანტებისადმი, რომლებსაც მრავალი სიძნელე და ტკივილი გადაეტანათ. ათენაგორა ამ ურთიერთობით მიხვდა, რომ ემიგრანტებს  ძველი სამშობლოს დავიწყება არ შეეძლოთ, ისინი ყველაფერს საკუთარ სამშობლოსთან აკავშირებდნენ. ემიგრანტები თავიანთ რწმენას, კულტურასა და ენას უცხოობაშიც იცავდნენ. ისინი ცხოვრობდნენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც სამშობლოში დაბრუნების უფლება ექნებოდათ და ამის გამო საზღვარგარეთ მყუდრო გარემოს მოწყობისგან თავს იკავებდნენ. ათენაგორა რეალურად ფიქრობდა ამ  პრობლემებზე. მან იცოდა წარსულთან კავშირის არსებობის შესახებ და ხვდებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანების ძველი და ღირსეული ტრადიციებით უცხოობაში დამკვიდრების აუცილებლობას. ათენაგორა იაზრებდა, რომ ამერიკა მრავალი მართლმადიდებლისთვის იქნებოდა სამშობლო, შესაბამისად მან გადაწყვიტა, რომ ემიგრანტები ახალ სამყაროში ინტეგრირებულიყვნენ. ამისათვის ისინი არ გაიკიცხებოდნენ, გაკიცხვას დაიმსახურებდა ემიგრანტთა ის ნაწილი, რომლებიც უცხოეთში იზოლაციაში ცხოვრობდნენ. საჭირო გახდა, რომ მომავლისთვის გამოძებნილიყო ოპტიმალური გზები სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.   


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მილოცვა უნეტარეს ილია II-ს

 

 ,,უნეტარესო ძმაო, ჩვენო უნეტარესო ძმაო, უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი, ყველა წმინდა ძმასთან ერთად ჩვენც გილოცავთ უდიდეს და მრავალწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიაში მას შემდეგ რაც გახდით ამ წმინდა ეკლესიის საჭეთმპყორბელი. განსაკუთრებით დიდ სიხარულით გიკავშირდებით მსოფლიო საპარიარქოდან და პირადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, უფლის ერის ხსნისათვის და მისი წმინდა სახელის სადიდებლად. გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი  საქმეების მიმართ.''


ევროპული და რუსული ინკვიზიციის შესახებ

ავტორი- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

სიტყვა "ინკვიზიტორი" ნიშნავს გამომძიებელს, ხოლო "ინკვიზიცია" გამოძიებას. მართლმადიდებელი მქადაგებლები ხშირად დიდ სიხარულს გამოხატავენ, როცაა ევროპელ ინკვიზიტორთა დანაშაულის შესახებ რაიმე საშინელ ამბავს მოისმენენ  და ამბობენ, რომ  ეს მათთან ხდებოდა, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მართალია ასეთი მაშტაბებით არ ყოფილა, მაგრამ ჩვენთანაც იყო. რუსეთის იმპერიის შემთხვევაშიც არსებობდა ინკვიზიცია და მას სწორედ "რუსული ინკვიზიცია" ერქვა, რომელმაც 150 წელს გასტანა. რუსეთში ინკვიზიციას საფუძველი ჩაუყარა პეტრე პირველმა და პირველი კანონი, რომელიც ჯადოქრობის გამო ადამიანის ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა, სასჯელის სახით დამტკიცდა 1715 წელს. მაშასადამე რუსეთშიც არსებობდა ინკვიზიცია და თქმა იმისა რომ არ არსებობდა, არ შეიძლება.

 


რუსული მითები წმინდა სერაფიმე საროველის შესახებ 

ავტორი- დიაკონი ანდრეი კურაევი 

   

 როგორც ნათურები იზიდავენ მწერებს თავისთან, ასევე ჩვენი ეკლესიებიც იზიდავენ სულიერად დაავადებულ ადამიანებს. განსაკუთრებით ეს ხდება მაშინ, როდესაც მოძღვარი გახლავთ საინტერესო, წმიდა ცხოვრებით მაცხოვრებელი, სულიერი, მადლიანი, ამ დროს მის გარშემო იკრიბებიან სულიერად დაავადებული ადამიანები. გავიხსენოთ იანიტების სექტა, რომელიც აღმოცენდა წმ. იოანე კრონშტადტელის გარშემო. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა წმ. სერაფიმე საროველთან დაკავშირებითაც. მისი ,,ჯვარი'' აღმოჩნდა, რომ მოწაფეთა შორის ჰყავდა ბატონი მოტოვილოვი!ლ, ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი. ეს პიროვნება თავის ნააზრევს წმ. სერაფიმეს მიაწერდა, ოღონდ ეს ნააზრევი აბსოლუტური აბსურდი და სისულელეა. მაგ: მოტოვილოვი წერდა რუს მეფეებს- ნიკოლოზ პირველს და ალექსანდრე მეორეს, თითქოს მამა სერაფიმე ითხოვს მათგან, რომ შეავედრონ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერთ-ერთი ადამიანის დალოცვა, ეს ადამიანი გახლდათ სამხრეთ ამერიკულ შტატებში არსებული ჯარების მეთაური და მისი დალოცვა იმიტომაა საჭირო, რომ ამერიკაში სამამულო ომი მიმდინარეობდა. თუმცა ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ მამა სერაფიმე გარდაიცვალა ამერიკაში სამამულო ომის დაწყებამდე 30 წლით ადრე, თუმცა ომის დროს მოტოვილოვი ცოცხალი იყო და აგრძელებდა სერაფიმე საროველის სახელის გამოყენებას.  


 კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

 

(II ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

 

 2.პირველ-მეორე კრების 15-ე კანონი

 

მართლმადიდებლობის ზოგიერთი თანამედროვე დამცველი დადებითად პასუხობს ზემოთ დასმულ კითხვებს და საკუთარ თავს ადარებენ  წმ. ათანასეს, მაქსიმე აღმსარებელს, თეოდორე სტუდიელს, მარკოზ ეფესელს და სხვა მრავალს. ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ მოიხმონ პირველ-მეორე კრების (861)   15-ე კანონის მეორე ნაწილი[1] განცალკევებულად: „მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არათუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჯეროვანი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი“ [2].

მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველნი საკუთარ ეპისკოპოსებს ადანაშაულებენ ერესში, მაგრამ არ წყვეტენ მათთან კავშირს, როგორც ამას წესი და ამ კანონის განმარტება  მოითხოვს[3]. რადგან კანონი ავალდებულებს მწვალებლური ეკლესიიდან გამოსვლას, რომელსაც წინამძღვრობს ერეტიკოსი პატრიარქი და მასთან ზიარების გაწყვეტას. ხოლო ისინი ეკლესიურად მიუღებელი წესით  წყვეტენ იმ ეპისკოპოსის მოხსენებას, რომელსაც ეკუთვნიან და არა პატრიარქის, რომელსაც ისედაც არ იხსენებენ და არც არიან ვალდებულნი მოიხსენიონ, სურთ დარჩნენ, იმსახურონ და იქადაგონ ტაძარში, მონასტერში, ან სკიტში სადაც იმყოფებიან, რომ იღვაწონ მათთვის „ერეტიკოსი“ ეპისკოპოსის სამწყსოში. „კავშირის გაწყვეტისას“ კატეგორიულად აცხადებენ, რომ განხეთქილებას არ ქმნიან და არც რომელიმე სხვა  სქიზმატურ ეკლესიას უერთდებიან. ამგვარად უეპისკოპოსო სასულირო პირების პოზიცია მიანიშნებს.  რომ უფრო მეტად სურთ საკუთარი თეოლოგიური შეხედულებების დანერგვა და გატარება, ვიდრე სქიზმის წარმოქმნა, რაც გამოიწვევდა საეკლესიო ერთობის დარღვევას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ თეოდორე სტუდიელის სიტყვებს[4]: „უთავო, უწინამძღვრო, უწესრიგო და დაპირისპირებულნი ვერ გადავრჩებით“. მათი მცდელობანი, რაც მათ წინააღმდეგობრივ პიროვნებას უკავშირდება, გვახსენებს ხალხურ ანდაზას: „ძაღლიც გააძღო და პური მთლიანი დაგრჩეს შეუძლებელია“!


კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(I ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

1.შესავალი სიტყვა

მეხუთე მსოფლიო კრების ოქმებში ვკითხულობთ: „ეკლესიის იმედი არ უნდა ემყარებოდეს ადამიანებს, მაშინაც კი თუ ისინი კეთილნი   არიან, ხოლო თუ ისინი ბოროტნი არიან არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია დაირღვა.

მიუხედავად ამისა ჩვენ ვიღებთ მათ ბრალდებას, რადგან ჩვენი ძმები არიან. და თუ დამტკიცდება რომ დამნაშავენი არიან, შევაჩვენებთ იმავე დღეს. ხოლო ეკლესიას, რომელიც ღმერთმა  აღგვითქვა და გვიბოძა, არც ვყიდით და არც არასოდეს  მივატოვებთ“.

ზემოთ წარმოდგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვები, კართაგენის კრების (411) ოქმებში[1]  მიეკუთვნებიან ნეტარ ავგუსტინეს.  შემთხვევითი არ არის, რომ მოცემული ნაწყვეტი წაიკითხეს მეხუთე მსოფლიო კრებაზე [2], როდესაც საჭირო გახდა  ემსჯელათ საკითხზე: შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვილი ერეტიკოსების შეჩვენება.  


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სიონის საკათედრო ტაძარი მოინახულა

 

 2017 წლის პირველ აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვია სიონის საკათედრო ტაძარს, სადაც საპატიო სტუმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს ტაძრის ისტორიული სიწმინდეები, სიონის ღვთისმშობლის ხატი და წმ. ნინოს ვაზის ჯვარი, გაეცნენ ეკლესიის ისტორიას და მოისმინეს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ილიამ ვიცე-პრეზიდენტს ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს კი თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა, ამასთანავე ბატონი მაიკ პენსი დაპირდა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, რომ გადასცემდა სამახსოვრო საჩუქრებს აშშ- ის პრეზიდენტ ბატონ დონალდ ტრამპს და მის მეუღლე მელანიას. 


დაკარგული ბიბლიური გონება

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

‘’ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა (ეფ. 4:21)

ქრისტიანი მისიონრები არ არიან მოწოდებულნი იმისათვის, რომ საკუთარი შეხედულებები იქადაგონ კათედრაზე. მქადაგებლები აღჭურვილნი და ხელდასხმულნი არიან ეკლესიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. მათ მინიჭებული აქვთ ზოგიერთი კონკრეტული ტერმინი, მაგალითად იესო ქრისტეს სახარება და ისინი მოვალენი არიან ამ ერთადერთი და მარადიული უწყებისადმი. უნდა გაავრცელონ და მხარი მისცენ. `იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა (იუდ. 1:3). რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვა ქმედითად უნდა იყოს ქადაგებული. მარადის უნდა იქნას გათვალისწინებული განჩინების ერთგულება ყოველ ახალ თაობასა და კონკრეტულ ჯგუფს შორის. ყოველ ახალ შემთხვევაში თუკი ვითარება მოითხოვს ხელახლა უნდა იქნას წარმოჩენილი, მაგრამ რაც ყველაზე აღმატებულია (სახარების) უწყებამ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.  

ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას კი არ უქადაგებენ `უცხო სახარებას”, არამედ იმავე სახარებას, როგორც იყო გადმოცემული. ღვთის სიტყვა არ შეიძლება ადვილად მოერგოს წარმავალ ზნე-ჩვეულებებსა და კონკრეტული საუკუნის მიდგომებს, რაც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვართ მიდრეკილი, რომ ღვთის სიტყვის საზომი ჩვენივე მიდგომით განვსაზღვროთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გონება ქრისტეს ფასეულობით გავზომოთ. `თანამედროვე გონება ასევე ღვთის სიტყვის განსჯის ქვეშ  დგას.

 

 


ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის სამთავარეპისკოპოსო

ენციკლიკა

 

საყვარელო ძმებო და დებო,

2013 წლის 28 მაისის  ჩვენი ენციკლიკის გარდა, რომელიც სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ იმ კანონს ეხებოდა, მოქალაქეებს რომ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებისთვის მხდაჭრას სთხოვდა, კიდევ ერთხელ გვიწევს თქვენდამი მოწერა, რადგან ფედერალური პარლამენტი ძალიან მალე აპირებს ქორწინების საკითხის ახალი განსაზღვრებით შეცვლას.

            ამრიგად გასაგებია, ამ ქმედების დაკანონება თუ რა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს ქორწინების ინსტიტუტისთვის და ასევე უმთავრესად ოჯახის ინსტიტუტისთვის.

            როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვალდებულნი ვართ კიდევ ერთხელ, ყველაზე ეფექტურ საშუალებათა ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, ამგვარი განაწესების დაკანონებაზე, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება ქორწინებისა და ოჯახის იმ სიწმინდესა და საიდუმლოს, რითაც საუკუნეებია  განვისწავლებით ჩვენი წმინდა რწმენისა და საეკლესიო მამებისგან. 

            რა თქმა უპირველესად ჩვენი რეაქცია უნდა იყოს უფლისადმი ლოცვა. ამიტომ, ღვთისმშობლის მიძინების აგვისტოს სადღესასწაულო მარხვა, არის ყველაზე უფრო შესაფერისი პერიოდი ღვთისმშობლისადმი შესავედრებლად, რომელსაც მივმართავთ როგორც: ,,მხურვალე მფარველს და უბრძოლველ ზღუდეს... მოწყალების წყაროს და ქვეყნის თავშესაფარს,‘’ რათა დაიცვას ხალხი ამგვარი გადაცდომისაგან.


ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია      

           

         1948 წლის პირველ ნოემბერს ათენაგორა აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად, ის იყო პატრიარქ მაქსიმე V-ს მემკვიდრე, რომელმაც თავად შესთავაზა წმინდა სინოდს, ავადმყოფობის გამო პენსიაში გასვლა. აშშ-ს პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი მხარს უჭერდა ათენაგორას, რაც გავლენას ახდენდა თურქულ მთავრობაზე. გარდა ამისა თურქულ მთავრობასთან შუამდგომლობდნენ ბერძნებიც, ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას ხაზგასმით განუმრტა, რომ ისინიც ეთანხმებოდნენ ათენაგორას კანდიდატურას. თუ ბერძნული საზოგადოება და მთავრობა ერთმანეთს გაუჯიუტდებოდა, ეს ყველაფერი წამგებიან შედეგს მოუტანდა საპატრიარქო საყდარს, რის საფუძველზეც ტახტი სხვა კანდიდატს გადაეცემოდა. ამ საკითხის მიმართ გულგრილობა არ შეეძლო წმინდა სინოდს, რომლის წევრებიც დარწმუნებულნი იყვნენ კანდიდატის განსაკუთრებულობაში, შედეგაც ათენაგორამ ხმათაუმრავლესობით შეძლო მის მოწინააღმდეგე იოაკიმე დერკელზე გამრჯვება.  

          ათენაგორამ სიძნელეების გარეშე მიიღო თურქული მოქალაქეობა. მის პატრიარქად არჩევას რა თქმა უნდა საჭოთაკავშირი ეწინააღმდეგებოდა, გაისმოდა მოარული ხმები, რომ ის იყო დასავლური იმპერიალიზმის და კაპიტალიზმის დამცველი. მოარული ხმები საზოგადოებაში პატრიარქზე ეჭვს ბადებდნენ. ეს იყო თემა, რომელზეც მეტად დუმილი აღარ შეიძლებოდა. უკვე იმ დროს გამოჩნდა მოგვაინო პრობლემების კონტურები. 1949 წლის 26 იანვარს ათენაგორა სტამბულში შეხვდა პრეზიდენტ ტრუმანს. მომდევნო დღეს წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა კონსტანტინოპოლის 262-ე პატრიარქის სადღესასწაულო ინტრონიზაცია, რომელიც ანდრია მოციქულის საყდარზე აღსაყდრდა. ინტრონიზაციას ეწრებოდნენ თურქეთის, საბერძნეთის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთაკავშირულმა ქვეყნებმა შეგნებული დისტანცია დაიჭირეს და არ იმყოფებოდნენ სადღესასწაულო მსახურებაზე.


მიტროპოლიტი არსენიოსი: მართლმადიდებელი ეკლესიისა და ღვთისმეტყველების მნიშვნელობა ევროპისათვის

 

 

ავსტრიის მიტროპოლიტი არსენიოსი; (კონსტანინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია) მართლმადიდებელი ეკლესიისა  და  ღვთისმეტყველების მნიშვნელობა ევროპისათვის

მოხსენება წაკითხულ იქნა 2016 წლის 23 ივლისს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ  კონფერენციაზე.

 

შესავალი

 

„ევროპის ისტორიისათვის დამახასიათებელია მისი იდეისა და მოცემულობის მუდმივი ცვალებადობა, ხოლო მასზე ფიქრი აქტიურად მაშინ იწყებოდა, როდესაც ამ კონტინენტის  ქვეშ გაერთიანებულ ხალხებს საფრთხე ემუქრებოდათ. ჩვენ დროში არ არის პირველი შემთხვევა, სადაც ორი დამანგრეველი მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის კონტინენტის ქვეყნების კვლავ გაერთიანების საკითხი ასე დაჩქარდა“[1]. 1987 წელს წარმოთქმული ამ სიტყვებით იოზეფ რატცინგერმა აღნიშნა, რომ ევროპელი ხალხების მისწრაფება ერთიანობის შენებისაკენ თავდაპირველად მისი დაშლისა და განადგურების, გარეგანი და შინაგანი საფრთხის შემდეგ იბადებოდა.

 

ამ გადმოსახედიდან უნდა მოხდეს შიდა და გარე საფრთხეების გაანალიზება, რომელიც ევროპის კონტინენტზე მშვიდობას  საფრთხეს უქმნის. წარსულში არჩეული გზა გაერთიანებისა და ოცნება ერთიან ევროპაზე, თავდაპირველად ცალმხრივ მოძრაობის გზად იქნა გაგებული, მოგვიანებით კი ევროპელი ხალხებისათვის მშვიდობის და ჰარმონიის გარანტად იქნა მიჩნეული. ბოლო დროში ჩვენ ევროპაში არასტაბილურ მდგომარეობას და არასწორ მიმართულებებსაც ვხედავთ. არა მხოლოდ ბრექსიტი წარმოადგენს ევროპული იდეისათვის საშიშროებას, არამედ პოლიტიკურ მიმართულებებში ნებისმიერი სახის რადიკალიზმი. ჩვენი ევროპელი წინაპრების ოცნებას სწორედ ევროპის პოლიტიკური ერთიანობა წარმოადგენდა, ეს იქნებოდა უძველეს კონტინენტზე მშვიდობის  და უსაფრთხოების გარანტი. ტერორის საფრთხე და შიში ევროპულ ქალაქებში ყოველ ტერორისტულ თავდასხმის შემდეგ იზრდება, ამას ემატება ლტოლვილების ნაკადი, რომელიც ბევრ ადამიანში სხვადასხვა შეხედულებებს აღვიძებს, თითქოსდა წარმოუდგენელი ეთნო-რელიგიური ცუნამის ტალღა ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაფარვით ემუქრება. ეს ყოველივე არის შიშები და წუხილი, რაც მომავლის ევროპულ კულტურაზე აუცილებლად აისახება.

 

რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი (1874-1948) თავისი დროის ისტორიული ეპოქის შემაჯამებელ ანალიზში შენიშნავდა: „ისტორიაში ისევე როგორც ბუნებაში, არსებობს რიტმი ანუ ეპოქების  რიტმული მსვლელობა და კულტურული სახეცვლილებები, მოქცევა და მიქცევა, აღმასვლა და დაღმასვლა, ყოველ სიცოცხლეს  საკუთარი რიტმი და პერიოდულობა გააჩნია.  ადამიანი საუბრობს ორგანულ და კრიტიკულ, ბნელ და ნათელ, საკრალურ და პროფანულ ეპოქებზე. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა  ახალ ეპოქაში გარდამავალ ისტორიული პერიოდში ცხოვრება“.[2]

 

 


მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი- ,,კონსტანტინოპოლის ეკლესია არის უკრაინელი ხალხის დედა ეკლესია’’

 

დღეს, სიხარულით მივმართავთ უკრაინელ ხალხს უკრაინული მედიის საშუალებით. ჟურნალისტური პროფესიას დღევანდელ მსოფლიოში სწრაფი ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ჟურნალისტების როლია ადამიანებს რეალური ინფორმაცია გადასცენ, რათა მათ უკეთ გაიგონ ის სიტუაციები და გამოწვევები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ. ამ დიდად საპასუხისმგებლო ფუქციიდან გამომდინარე, მას შეიძლება თან ახლდეს მრავალი სახის ცდუნება.  

ღმერთის მადლით განვასრულეთ რა საპატრიარქო მსახურების 25 წელი, აუცილებელი არაა აღვწეროთ უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი სიყვარული. ძლიერი ემოციებით გვახსოვს ჩვენი 2008 წლის ვიზიტი უკრაინაში და კიევში განცდილი აბრაამისეული სტუმართმოყვარეობა, რომელიც სამუდამოდ დარჩა ჩვენს გულსა და გონებაში.

ჩვენი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში, მსოფლიო საპატრიარქოსა და უკრაინელ ხალხს შორის  უწყვეტი კონტაქტია, რაც გასაკვირი არცაა იმ სულიერი ურთიერთობებდან  გამომდინარე, რომელიც აერთიანებს დედაეკლესიასა და უკრაინას და რომელიც  შეუძლებელია ოდესმე გაქრეს.  

 


ნოდარ ბარათაშვილი

 

დაიბადა 1989 წლის 27 ოქტომბერს;

2008 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის მე-60 საჯარო სკოლა;

ამავე წელს ჩააბარა ESM- ში, შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;

2010 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 2014 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

2017 წელს სწავლა  განაგრძო შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში (institut de'etudes superieures en theologie orthodoxe- შვეიცარია), არის...


არისტოკლის სპრუს გზა მსოფლიო პატრიარქობისაკენ 

(მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I)

 

მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I გახლდათ ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული და ღრმად პატივსაცემი მოვლენ, მასში გაერთიანებული იყო მოკრძალებული ბრწყინვალება და კეთილმოქმედი- დაუმახინჯებელი ღვთისმოსაობა, პიროვნულად კი- ძალიან ღრმა, უბრალო, შინაგანად მოძრავი  ადამიანურობა. ის გამოხატავდა ღვთის სიკეთესა და კაცთმოყვარეობას. ათენაგორას ყოველთვის სიხარულს ანიჭებდა ღვთის სიახლოვის ძიება, რომელსაც ის ადამიანებს უნაწილებდა და მათ თავმდაბლად ემსახურებოდა. თავის იდეებში ათენაგორა არწმუნებდა ხალხს მოცინარი სახით, პათოსის გარეშე, რომელი იდეებიც მას სისრულეში მოჰყავდა. მისი საერო სახელი გახლდათ არისტოკლე სპურონი.

არისტოკლისი დაიბადა 1886  წლის 25 მარტს ხარების დღესასწაულზე ქალაქ ცარაპლანაში (დღევანდელი ვასილიკო, იოანნინასთან ახლოს, ალბანეთის საზღვართან). მხარე, სადაც ათენაგორა დაიბადა, კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე ერთი საუკუნით  ადრე დაიპყრეს თურქებმა. ცარაპლანაში მცხოვრები ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, ათენაგორა იხსენებს დასახლების ერთადერთი პილიციელის- ალი ბეის სახელს, რომელსაც საქმე არ ჰქონდა, რადგან იქ არ იყო დავა, მუშტიკრივი და რთული პროცესები. ქრისტიანი და მუსლიმი  ბავშვები ერთად თამაშობდნენ. ქრისტიანები თავიანთ მუსლიმ მეგობრებს პატიჟობდნენ ნათლობისას, მუსლიმები კი წინდაცვეთისას. ეს იყო ბიბლიური ყოფა, რომელშიც ისინი აბრაამის შვილებად გრძნობდნენ თავს. მუსლიმები აბრაამის დღესასწაულზე ჭამდნენ მამალი ცხვრის ხორცს, ქრისტიანები კი  სააღდგომო კრავს. როდესაც ათენაგორას მშობლების მოძღვარი მოდიოდა სტუმრად ვინმეს სახლში, მას იგივე პატივისცემით ეპყრობოდნენ, როგორც ისლამური რელიგიის მსახურს. ისინი ზრუნავდნენ და ხელებს უკოცნიდნენ ამ მოძღვარს. დასახლებაში ასევე ექცეოდნენ დევრიშ კამილს, რომელიც იყო ძალიან მოსიყვარულე ბატონი. მხოლოდ მოგვიანებით ღვივდება არაადექვატური, რელიგიური ფანატიზმით გაჯერებული ნაციონალიზმი, რომელიც საშიშ ხასიათს და ფორმებს იღებს.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წერილი პაპ ფრანცისკეს, რომის ეკლესიის მფარველი წმინდანის დღესასწაულზე

 

თქვენო უწმინდესობავ!

დღეს პატივი გვაქვს თქვენთან ერთად ვიდღესასწაულოთ წმინდა, დიდებულ და ყოვლადღირს მოციქულთა თავთა- პეტრესა და პავლეს ხსენება, რომლებმაც საიმპერო ქალაქში მიიღეს მოწამის გვირგვინი. ამ დღესასწაულის გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი საპატრიარქო კათედრების ოფიციალური დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების კურთხეული და სამარადისო ტრადიცია.

თქვენი უწმინდესობისადმი მიმართული ჩვენი ძმური მისალოცი სურვილები, ამ დღესასწაულზე პირადად გამოხატა ჩვენმა საპტრიარქო დელეგაციამ, რომელსაც მისი აღმატებულება, ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი ჩვენი დაეკლესიების ერთობლივი საღვთისმეტყველო დიალოგის ვიცე-რეზიდენტი ხელმძღვანელობს, ასევე დელეგაციაშია  მაღალღირსი ამბროსიოს ხოროზიდისი და მაღალღირსი არქიმანდრიტი აგათანგელოზ სისკისი, მსოფლიო საპატრიარქოს ბიბლიოთეკარი და თქვენდამი მოვლენილი წლევანდელი საპატიო დელეგაციის მდივანი.  


თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კონსტანტინეპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსო და მსოფლიო პატრიარქო ბართლომე პირველო, ქრისტეს მიერ ჩვენო საყვარელო ძმაო, ქრისტე აღდგა!   დიდი სულიერი სიყვარულითა და სიხარულით მოგესალმებით თქვენ და თქვენს თანხმელებ პირებს საქართველოს ღვთივკურთხეულ მიწაზე: ,,კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.’’ ჩვენ მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის, სამღვდელოების, ბერმონაზონთა და მორწმუნე ერის სახელით. მართალია თქვენ ადრე უკვე რამდენჯერმე ბრძანდებოდით ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ვიზიტი განსაკუთრებულია და ისტორიული ორივე ეკლესიისათვის, რადგან ახლა თქვენ ეწვიეთ საქართველოს, როგორც უძველესი და უპირველესი ეკლესიის მამათმთავარი და მსოფლიო პატრიარქი, ღირსეული გამგრძელებელი იმ  ტრადიციებისა, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ეკუმენურ საპატრიარქოს. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ აქტიურ მოღვაწეობას, რასაც ეწევა მსოფლიო საპატრიარქო მართლმადიდებლობის გამტკიცებისათვის, თქვენი ეკლესიის ინიციატივით  მოწყობილ  ერთობლივ კრებებს, იმ საკითხებს, რომლებიც ირჩევა ამ კრებებზე, განსაკუთრებული მნიშვნეობა აქვს ჩვენი მომავლისათვის.



1 2 3