მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტერვიუ

„ფილარეტის  გარკვეულ ძალაუფლებრივ და პატივმოყვარე ვნებებს, უკრაინელი ხალხის მთელი იმედების გაცრუება სურთ“

(ქვეყნდება მცირედი შემოკლებით)

 

უკრაინის ემირეტუს პატრიარქ ფილარეტის მიერ, ავტოკეფალიის ტომოსის არაღიარებასთან დაკავშირებული განცხადებები, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ რადიო ,,ნოვოე ვრეამიაში''  შეაფასა.  

 

,,ახლა იმის თქმა, რომ ვიღაცამ არ იცოდა თუ რა შეთანხმებები იყო წინასწარგანსაზღვრული ტომოსში, ტყუილია, რადგან ეს ყველაფერი განსაზღვრული იყო იმ გამაერთიანებელ სინოდზე მიღებულ წესდებაში, რომელიც 15 დეკემბერს შედგა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ის საკითხები, რომლებიც ახლა ისმის და სამწუხაროდ უსიამოვნოდ ჩანს, რეალურად კრების წინ იყო განხილული და ყველას ძალიან კარგად მოეხსენებოდა, რომ იმ ისტორიულ დოკუმენტში, რომელსაც ტომოსი ეწოდება, იგივე ჩაიწერებოდა.

     ჩვენ ყველანი ვცდილობთ ემერიტუს პატრიარქ ფილარეტს ავუხსნათ, რომ ეკლესიის ხმა გაიგოს, არ დაეყრდნოს მხოლოდ პირად აზრზს და უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის სამომავლო განვითარებისათვის არ გაჯიუტდეს. 

    არ ვისურვებდი, რომ კონკრეტული სასჯელების შესახებ მესაუბრა. შესაძლოა მან ერთი სერიოზული სასჯელი თავად აირჩიოს, თუკი ჩამოშორდება და იმ ეკლესიისაგან განცალკევებით გავა, რომელმაც ტომოსი მიიღო და რომელიც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან აღიარებას  ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღებს.

     გამაერთიანებელი კრებისა და ტომოსის მიღების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის სამომავლო განვითარებისა და ეკლესიის მართვის მოდელის შესახებ, ჩვენ შორის კონკრეტული აზრთა სხვადასხვაობანი გამოიკვეთა.

      ტომოსის მფლობელი ერთი კონკრეტული პიროვნება კი არა, არამედ სრულიად უკრაინელი ერია. ახლა ვხედავთ, რომ ერთ კონკრეტულ პიროვნებას (ე.ი. ფილარეტს) სურს, რომ ტომოსის ერთადერთი და ერთპიროვნული მფლობელი თავად იყოს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ეკლესია მომავალში არა ერთპიროვნულად, არამედ ერთობლივად იმართებოდეს. სამწუხაროდ, ფილარეტის  გარკვეულ ძალაუფლებრივ და პატივმოყვარე ვნებებს, უკრაინელი ხალხის მთელი იმედების გაცრუება სურთ, იმ ხალხისა, რომელიც ას წელზე მეტია ცდილობს, რომ საკუთარი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია ჰქონოდეს.''

 

     ბერძნულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

წყარო: https://www.romfea.gr