ე.წ. შაბათის მარხვის შესახებ 

წმ. ბასილი დიდი თავის პირველ ჰომილიაში „მარხვის შესახებ“, აღნიშნავს, რომ მარხვა რჯულზე უადრესი და კაცობრიობის თანადროულია, რადგან იგი სამოთხეშივე დაწესდა. შემდეგ აგრძელებს წმ. მამა, რომ ღმერთისაგან გაჟღერებული პირველი მცნება ადამის მიმართ, არ ეჭამა ცნობადის ხის ნაყოფი, სწორედ მარხვისაკენ მოწოდებას ნიშნავდა (Migne, PG 31, 165-168).

   „და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (დაბ 2. 16-17).   


ეკლესიოლოგიის ძირითადი პრინციპები

 

ავტორი ივანე შოშიაშვილი.

სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ,,დიალოგი," N2(11), გვ. 27-49, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021.

 

 

შესავალი

წინამდებარე ნაშრომში ეკლესიის რაობისა და მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ. აღნიშნული საკითხი საკმაოდ მოცულობითია და აქედან გამომდინარე შევეცდებით, რომ მხოლოდ ძირითადი და კონკრეტული შტრიხები გამოვყოთ და მათზე მოვახდინოთ აქცენტირება.


ქრისტიანობის ადრეული მიდგომა ლიტერატურისადმი

 პანაიოტის ხრისტუ

 

ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგის მიმართ ქრისტიანობას თავდაპირველად გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა. თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდში არსებულ ვითარებას, ამგვარი მიდგომა არანაირად არ იქნება პარადოქსული (ამოუხსნელი). მიზეზი ზოგადია და, კერძოდ, ის არის, რომ თავად ხელოვნება ხშირად დგებოდა უზნეობისა და კერპთმსახურების სამსახურში, და, ამას გარდა, ხელოვნების დარგები ბერძნულ-რომაულ სამყაროში იმ დროს აღიარებულ რელიგიებს მჭიდროდ უკავშირდებოდა. 


ბერძენი ფილოსოფოსი ქალები 

 

წინამდებარე სტატიაში მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას ძველი ბერძენი ქალი ფილოსოფოსების შესახებ. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ფილოსოფოსების უმეტესობა, ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის, პითაგორას მოწაფეები იყვნენ.


განსხვავებები ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის სწავლებებს შორის

პანაიოტის ხრისტუ

 

ა) სამების შესახებ.

სამების შესახებ სწავლება რომ ნეოპლატონიზმისგან არის ნასესხები, დადასტურებით ვერავინ იტყვის, რადგან ეს უკანასკნელი ნეოპლატონიზმზე ბევრად ადრეულია. მიუხედავად ამისა, სამების შესახებ დოქტრინის ფორმულირება ეყრდნობა ბერძნული ფილოსოფიის ელემენტებს და იყენებს ტერმინებს: სიტყვა (Λόγος), სიბრძნე (Σοφία), ჰიპოსტასი (ὑπόστᾰσις), სუბსტანცია ანუ არსება (οὐσία) და ბუნება (φύσις).


          ეკლესიის საიდუმლოებების რაოდენობის შესახებ

ნიკო მაცუკა

 

მართლმადიდებლური ტრადიცია XIV საუკუნემდე საიდუმლოებების განსაზღვრულ რაოდენობას არ აფიქსირებს. ყველა საიდუმლო (მათ შორის შვიდი საიდუმლოც, რომლებიც  სქოლასტიკურმა თეოლოგიამ განსაზღვრა), აღიარებულნი არიან საეკლესიო ცხოვრებაში და მათი შედეგების მიხედვით ხდება მათი აღწერა. ერთი ხანგრძლივი პროცესის ბოლოს, რომელიც XIV საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნიკოლოზ კაბასილამ (გამოეხმაურა რა მართლმადიდებლურ გარდამოცემას), საეკლესიო სხეულის აღწერა შემოგვთავაზა და საიდუმლოებები, როგორც ხეზე არსებული ტოტები და ვენახში არსებული ვაზის ნერგები, ისე წარმოადგინა. ეს აღწერილობითი სახის ილუსტრაციები გასაგებად და ცხადად გვეუბნებიან, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს საიდუმლოებების აღრიცხვასთან დაკავშირებით.


                                საწამლავი ბარძიმში

 

  „მეფემდე მიაღწია ცნობამ, რომ იმ დროის ძლევამოსილი ხელმწიფე, ქართველთა მეფე, დავითი (იგ. ტაოს მეფე, დავით III კურაპალატი, ი.შ.), რომელიც ბიზანტიასთან განსაკუთრებული სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა და ამასთან ერთად, განსაკუთრებით იშვიათ გარემოებებში. მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა საწამლავი მიუტანა მას, რომელიც წმ. ზიარებაში იყო შერეული, რამაც დავითს მტანჯველი სიკვდილი მოუტანა 1001 წლის, აღდგომას“ (თ. უსპენსკი, ბიზანტიის იმპერიის ისტორია. მოსკოვი, 1997, ტ. 2. გვ. 433). სხვათაშორის, ესეც ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გახლდათ.


„აღდგომა, როგორც ძლევა ჯოჯოხეთისა“

 

ქრისტეს აღდგომა უპირატესი და გამორჩეული მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. მხსნელის სიკვდილზე გამარჯვებამ დაამსხვრია ჯოჯოხეთის კლიტენი და ადამიანს ცხონების შესაძლებლობა მიანიჭა. ქრისტიანულ რელიგიაში აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია და ის თორმეტი დღესასწაულის მწვერვალია.

აღდგომას დიდი სულიერი და მისტიკური მნიშვნელობა აქვს. ადამიანური გონებისთვის წარმოუდგენელი ფაქტია გარდაცვლილის გაცოცხლება, აღდგომა და ცად ამაღლება. ღვთის განგებისა და მისი ძალისათვის კი შეუძლებელი არაფერია. მხოლოდ ადამიანებს გვიკვირს ყოველივე ჭეშმარიტება და მას სასწაულს ვუწოდებთ.


ინტერვიუ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან

 

მიტროპოლიტი ეპიფანე პუტინის, პოროშენკოს, არჩევნების, დაწყევლისა და თავსაფრების შესახებ მას სწამს, რომ როცა „ყველა მართლმადიდებელი უკრაინელი გაერთიანდება ერთიან უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაშინ დასრულდება ომი დონბასში და ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას“. ის ცდილობს ამოძირკვოს უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლის სურვილი, მუდმივად შენიშვნა მისცეს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს მათი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო. მას არ სჯერა დაწყევლის ძალის და ამბობს, რომ ეკლესიებში შეიძლება სკამების დადგმა. ის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ეპიფანე. და ეს, რადიო თავისუფლებისთვის მიცემული მისი ეკსკლუზიური ინტერვიუა.


ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა? სოციალური ეთიკა მართლმადიდებელი თეოლოგიის ინტერესთა გზაგასაყარზე-ათანასიოს ვლეცისი

  

რეზიუმე

წინამდებარე სტატიაში მიუნხენში მცხოვრები პროფესორი, ათანასიოს ფლეცისი, რომელიც „International Journal of Orthodox Theology“-ის წევრი და კონსულტანტია, მართლმადიდებლური ეთიკის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს. ის ასევე ეკლესიის, სახელმწიფოსა და საზოგადო დამოკიდებულებათა ისტორიულ რეკონსტრუქციას გვთავაზობს და ხაზს უსვამს ორთოდოქსული სოციალური ეთიკის ესქატოლოგიურ მხარეს. დასკვნის სახით მკითხველი გაეცნობა ეკუმენური სოციალური ეთიკის მნიშვნელობას: „ ჩვენს სამყაროში მარტირიასა და დიაკონიაზე არსებულმა საერთო მონდომების დინამიკამ შეიძლება ერთობლივი ლიტურგიის აღნიშვნასა და მის აღსრულების დაჩქარებას შეასხას ფრთები. ამისათვის ეკლესიის სოციალური ეთიკის მხარემ შეიძლება დღევანდელობამდე გაუთვალისწინებელი, მრავალფეროვანი დინამიკა განავითაროს.

 


მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტი და აფხაზეთის რეაქცია უკრაინის ავტოკეფალიაზე 

 

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

 

უკრაინის საკითხზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა 2018 წლის აპრილის შემდეგ რამდენიმე ტურნე მოაწყო აღმოსავლეთის პატრიარქებთან. ბოლო პერიოდში, 15 ნოემბერს სტუმრობდა ალექსანდრიის ეკლესიას[i],  17 ნოემბერს ანტიოქიას,[ii] 19 ნოემბერს კვიპროსს[iii]. 29 ნოემბერს ანტიოქიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქომ გაუგზავნა ფულადი დახმარება, სირიის ომისას დანგრეული ტაძრების აღსადგენად[iv]. მოსკოვის საპატრიარქოს თანამშრომლები 7 ნოემბერს სტუმრობდნენ ბულგარეთის ეკლესიას[v], 15 ნოემბერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას [vi], 23 ნოემბერს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას[vii].  

 


ნიკოს კაზანძაკისის „უკანასკნელი ცდუნების“ ანალიზი და მისი მიმართება სახარებისეულ უწყებასთან

 

გიორგი გველესიანი

დიდი შემოქმედი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ნიკოს კაზანძაკისი დაიბადა 1883 წლის 18 თებერვალს ჰერაკლიონში მაშინ, როდესაც ეს მხარე ოტომანთა იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო გარდაიცვალა 1957 წლის 26 ოქტომბერს. მშობლიურ მხარეში არსებულმა ვითარებამ მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა, რაც შთამბეჭდავად აღწერა თხზულებაში „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ (1948 წ.), რომელშიც თურქი ფაშასა და თავად ბერძენი დიდებულების უღელქვეშ მყოფი ბერძენი ხალხის მძიმე ყოფა წარმოადგინა.

 


დიაკონ ანდრეი კურაევის პასუხი მამა გიორგი მაქსიმოვს, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

 

(ქვეყნდება მცირედი შემოკლებით)

 

  მადლობა მამა გიორგი მაქსიმოვს, მისი ვიდეორგოლის - „კონსტანტინოპოლი და კურაევი“ გამო, ვინაიდან მომცა საბაბი, რომ კვლავინდებურად განვმარტო ჩემი პოზიცია, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით.

   მოდით, აუჩქარებლად მოვუსმინოთ მამა გიორგის.[1]

1.      საუბარი, ავტოკეფალიის მინიჭებაზე კი არ მიდის, არამედ განხეთქილების ლეგალიზაციაზე“.

  ჯერ ერთი, უკანასკნელი ოთხასი წლის მანძილზე, კონსტანტინოპოლის (და მოსკოვის) მიერ, ყოველი ავტოკეფალიის გამოცხადება, პრაქტიკულად სქიზმების ლეგალიზაციას წარმოადგენდა, რომელნიც შედარებით ადრე წარმოიქმნენ. გამონაკლისს არც კონსტანტინოპოლის მიერ, თავად მოსკოვის ავტოკეფალიის გამოცხადების ფაქტი წარმოადგენს.  

   ისტორიაში არ იყო შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საეკლესიო ხელისუფლება კეთილი ნებით თმობდა უკვე მის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიას. ყოველთვის მხოლოდ იმ მიწებს თმობდნენ, რომლებიც აღარ იყო მათ განმგებლობაში. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფორს-მაჟორული სიტუაცია იქმნებოდა, მაშინ „კეთილ ნებას“ გამოხატავდნენ და „საჩუქრად გასცემდნენ“ იმას, რისი შენარჩუნებაც უკვე აღარ შეეძლოთ.


სექსი, ქორწინება და განღმრთობა

 

განღმრთობა და ადამიანი

მართლმადიდებელი ტრადიციისათვის განღმრთობა არა რაღაც შორეულის მოლოდინი, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გნხორციელების შესაძლებლობაა. განღმრთობაზე საუბრისას ეკლესიის მამები სულის განსხვავებულ - რაციონალურსა და გრძნობი - მხარეებს ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ. რაციონალური კუთხით, განღმრთობა საღვთო სიბრძნისა და ჭეშმარიტების ხედვასთანაა დაკავშირებული, რომელიც შესაქმეში ვლინდება და საღვთო მჭვრეტელობით შეიმეცნება. სულის მეორე მხარე მგრძნობელობითია, რომელიც პიროვნულ სურვილსა და ნდომას უკავშირდება და ამასთანავე შიშის, სიბრაზისა და შურის გამოვლინების შესაძლებლობას ქმნის.


მეუღლეობრივი კავშირის შესახებ სამარხო დადგენილება არ არსებობს!

დიაკონი ანდრეი კურაევი [1]

    

ვრცელი სამოციქულო ციტატა: “ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა. ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რაოდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“ (1კორ. 7, 3-5). თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად არის, მაგრამ თუკი ბერძნულ ორიგინალს ავიღებთ ხელში, მაშინ რუს მკითხველს რამოდენიმე აღმოჩენა ელოდება წინ (ქართველ მკითხველსაც. მთარგმნ.). 


სულიწმინდის მაცხოვნებელი და მაკურთხეველი მოქმედება, ღვთისმსახურებასა და საიდუმლოებებში

 

 

თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

 

 

მორწმუნე ადამიანისათვის, დამოუკიდებლად მისი რელიგიური შეგნებისა და წარმოდგენებისა, არსებითია ლოცვა, რომელშიც ის, მიწიერი ყოფის საზღვრებს მიღმა,  სულიერად მაღლდება მის მიმართ, ვისაც  ატარებს გულით და  უწოდებს ღმერთს. ამიტომ, ყველა რელიგიისთვის არის დამახასიათებელი ღვთისმსახურება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ზეცად მიმართული გონებითა და სუფთა გულით გაერთიანებული სიმრავლის სოლიდური მიმართვა ღვთისადმი. ეს ყოველივე, შეიძლება ითქვას როგორც მონოთეისტურ, ასევე პოლითეისტურ რელიგიებზე, მაგრამ საკმარისი არა არის ქრისტიანული ღვთისმსახურების დასახასიათებლად.

ქრისტიანული ღვთისმსახურება არ წარმოადგენს მხოლოდ ამაღლებული გონებითა და გულით გაერთიანებული ხალხის მიმართვას ღვთისადმი, რადგან,ამასთან ერთად, ის არის ქრისტიანის მადლისმიერი კურთხევის აქტიც, რომელიც დაიწყო ეკლესიის დაარსებიდან და გრძელდება დღემდე.


 რომაული კატაკომბები: იკონოგრაფია და ზოგიერთი ევქარისტიული სიმბოლო

 

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

 

 “ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ“ (საქ.2.42).

 

ისტორიული მყოფობის დასაწყისიდანვე ევქარისტია წარმოადგენდა ეკლესიის ცხოვრების ცენტრს.  აპოსტოლური და პოსტაპოსტოლური პერიოდები კი წარმოადგენდნენ ქარიზმატული შემოქმედებითობის ჟამს, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი საკრებულო ფლობდა საკუთარ ლიტურგიის წესს (რიტუალს), ამ შემოქმედებითი ეპოქის წარმოსადგენად საკმარისია გავიხსენოთ დიდაქეს სიტყვები: „წინასწარმეტყველებს ნება დართეთ აღასრულონ სამადლობელი რამდენიც სურდეთ“ (დიდაქე. X,7)[1].

ევქარისტია, იყო რა ეკლესიაში ყოფითი ცენტრი, იქცეოდა ღვთისმეტყველების (ქადაგება, კატეხიზაცია), მოწამეთა კულტის, სოციალური მსახურების (დიაკონია), სხვადასხვა კულტმსახურებების და რაღათქმაუნდა წინარექრისტიანული ხელოვნების წყაროდ.

იმის გასაგებად თუ რას წარმოადგენდა თავად წინარექრისტიანული ხელოვნება, საჭიროა მის რამდენიმე სახასიათო ნიშნულს შევეხოთ. აქ საგნები კარგავენ საკუთარ სუბსტანციას და მხედველს წარმოიდგებიან  სრულიად ახალი შინაარსით. ხელოვნების ნიმუში ტრანსფორმირდება სიმბოლოდ და კონცეპტუალურ გამოსახულებად[…] თითქოს ყველაფერი ჰაერში შეშდება, ერთმანეთთან სივრცული ურთიერთდამოკიდებულების გარეშე. პერსონაჟთა გამოსახულებები სტერეოტიპულია და განმასხვავებელი ელემენტები წარმოჩენილია დეტალურად. გეომეტრიული სქემები ზუსტად განსაზღვრავენ კომპოზიციას, რომელშიც წარმოდგენილნი არიან ფიგურები, რაც სძენს  გამოსახულებას მოწესრიგებულ, რიტმულ დეკორატიულობას.[2] ყოველ ნახატში ჩადებული სიმბოლო, ჩადებული აზრი გვეხმარება უკეთესად გავიაზროთ  ეკლესიის ცხოვრების ზოგიერთი ასპექტები.


გერმანიის მართლმადიდბელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წერილი ახალგაზრდებს სიყვარულის, სექსუალობის და ქორწინების შესახებ

 

გერმანიის მიწაზე მცხოვრებო საყვარელო მართლმადიდებელო ახალგაზრდებო,

როგორც თქვენი ეკლესიის მწყემსმთავრებს, ჩვენ გვსურს მოგმართოთ ამ წერილით და  ზოგიერთ აქტუალურ თემებზე ჩვენი დამოკიდებულება გაგიზიაროთ. მსოფლიო უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და საჭირბოროტო თემებიც მეტად ცხადად იჩენენ თავს. ისინი ძალზედ ღრმად უკავშირდებიან  ადამიანის არსებობას - თქვენს არსებობას: აწმყო და მომავალი ღვთისგან გაქვთ ბოძებული, რათა ისინი თავადვე განკარგოთ.

1.      ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავის თავისუფლად და ღირსეულად წარმოჩენის საშუალება გააჩნია. კაცობრიობის ისტორიაში ეს ყოველთვის ასე არ გახლდათ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ ნარჩუნდება ადამიანური ღირსების სიწმინდე. ის ფაქტი, რომ ჩვენ გერმანიაში ვცხოვრობთ, ქვენყანაში, სადაც მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანითა უფლებები ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათაა მიჩნეული, ჩვენს მიერ შესაძლოა ღვთიურ კურთხევად იქნეს განხილული.

 

იმ დროს, როდესაც სხვადასხვა ტერიტორიაზე წარმოშობილი რელიგიური ექსტრემიზმი ძლიერდება, და ძალას იკრებს, ჩვენ, ქრისტიანები ხსენებულ ფასეულობათა მთელი ძალით დაცვისკენ ვართ მოწოდებულნი. ისინი ზუსტად ეხმიანება ადამიანის ხატისებრიობის იმ განსაზღვრებას, რომელიც წმინდა წერილში და ჩვენი ეკლესიის ტრადიციაში ხმიანდება: ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი(დაბ. 1,27). გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების ადამიანურ შესაძლებლობას ჩვენ ამ ხატისმიერობის ერთერთ გამოხატულებად ვსახავთ.


 რა არის დიდი შესვლა? როგორ ხდება, რას განასახიერებს სიმბოლურად და რა  უნდა გააკეთონ ამ დროს მორწმუნეებმა?

 

        დიდი შესვლა არის წმიდა ძღვენის გადატანა სამკვეთლოდან საკურთხეველში, წმიდა ტრაპეზზე. ამ მოქმედებას ძველად დიაკვნები აღასრულებდნენ, რომელთაც საკურთხეველში ეპისკოპოსი ელოდებოდა. VI საუკუნიდან გადასვენება ხდება სადღესასწაულოდ და სიდიადით, რადგან მღვდლებიც იღებდნენ მონაწილეობას და იმპერატორიც. ბიზანტიის მორწმუნე იმპერატორები, რათა პატივისცემა და თაყვანისცემა გამოეხატათ გარდაცვლილი იმპერატორისთვის, ლოცვით მიაცილებდნენ მღვდელმსახურებს მთელ ტაძარში. ამ სადღესასწაულო შტრიხმა მოგვცა „დიდი“-ს ხასიათი, მცირესთან შეპირისპირებით. პირველად XIV საუკუნიდან ჩნდება ეს სხვაობა წერილობით ტექსტებში.

    სანამ ძღვენის გადატანა მოხდება მღვდელი ამბობს ორ ლოცვას, რომლებშიც ევედრება ღმერთს, რომ განგვწმიდოს ჩვენ ყოველი ცოდვისაგან, რათა ღირსნი ვიყოთ მონაწილეობა მივიღოთ საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოში. მკითხველი (მგალობელი) გალობს „ქერუბიმთას“ საგალობელს „რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით...“ - ჩვენ, რომელნიც საიდუმლოთ ქერუბიმებს განვასახიერებთ და ცხოველსმყოფელ წმიდა სამებას, სამწმიდაოს გალობას უგალობთ, დაე ახლა ჩვენგან შორს დაუტევოთ ყოველი ამქვეყნიური (მატერიალური) საზრუნავი, რათა შევხვდეთ ყოველთა მეუფეს, რომელიც ანგელოზების მწყობრთაგან გარშემორტყმული მოდის. ქერუბიმთა საგალობელი საღმრთო ლოიტურგიაში VI საუკუნიდან (573-574) შემოვიდა, რათა გადაეფარა ის დრო, რომელიც სჭირდება მღვდელმსახურს დიდი გამოსვლისათვის.


"ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა"

 

კითხვა: როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ცოლსა და ქმარს, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით პეტრე მოციქულის სიტყვებს: "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა".

 

პასუხი: ამ სიტუაციის შესანიშნავი განმარტება მე მოვისმინე ანტონ სუროჟელისაგან. ერთხელ, ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი ჩავიდა ინგლისში, კერძოდ ინგლისის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეპარქიაში და აი მიტროპოლიტს ჰკითხა ერთმა მართლმადიდებელმა ინგლისელმა: ,,მეუფეო, ჩვენ ერთი რაღაც ძალზედ გვაშფოთებს, როდესაც მივდივართ ჯვრის დასაწერად და ასევე ჩვენი ის მეგობრები, მათ შორის არამართლმადიდებელ ინგლისელები, კურსელები და .. რომლებიც ესწრებიან ხოლმე ჩვენეულ ჯვრისწერას, ძალზედ გვაშფოთებს ის, რომ ამ დროს იკითხება პავლე მოციქულის სიტყვები: "ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა". რატომ უნდა ეშინოდეს? რატომ არ წერია, რომ უყვარდეს და .. და იცით რა არის მეუფეო, აი თქვენი დიაკონები ისე გაჰკივიან "ეშინოდეეეეს ქმრისაა", რომ ამ ინგლისელებს ტაძრიდან გაქცევა უნდებათ.’’ იქნებ აგვიხსნათ, რატომ უნდა ეშინოდეთ?


სექსუალური ეთიკა ავგუსტინესთან

 

სექსუალური ვნება როგორც პირველქმნილი ცოდვა

გვიან შუა საუკუნეებში განვითარებული თეოლოგიური შეხედულება ქორწინების შესახებ დიდ ზეგავლენას აურელიუს ავგუსტენესგან განიცდის (+430), თუმცა მისი უმდიდრესი ლიტერატურული დანატოვარი მეტწილად ბიბლიის ტექსტთა კომენტირებით შემოიფარგლება. ჩვენი ინტერესის სფეროს კი უპირველესად ქორწინების სათნოების(De bono coniugali) და ქალწულთა(De virginibus) შესახებ გადმოცემული სწავლება წარმოადგენს.

 

„არა თუ ქორწინების მეგობარი, არამედ უფრო მონა ჩემი ვნებებისა“ – აღიარებს საკუთარ  „აღსარებანში“ ავგუსტინე და ამასთანავე საკუთარ მშობლებს საყვედურობს იმ უმოქმედობას, რომელიც მათ მისი სექსუალური მომწიფების 15 წლის ასაკში გამოიჩინეს და რაც მათგან მისთვის ქორწინების დაუძალებლობაში გამოიხატა. მისმა ღვთისმოსავმა დედამ, მონიკამ მაშინ უკვე დაუშვა, რომ 17 წლის ავგუსტინე საკუთარ მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა 14 წლის განმავლობაში და მანამდე მასთან შვილი, სახელად “Adeodatus“(ღმერთისგან მოცემული) ჰყავდა.


სექსუალური ეთიკა პავლესთან                                                    

       ახალი აღთქმა: ქრისტეს მაგალითი

სექსუალობის თემის განხილვისას საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ახალი აღთქმა არა ერთ მთლიან ტექსტს, არამედ მრავალ სხვადასხვა სრულიად განსხვავებულ ხელნაწერთა კრებულს წარმოადგენს. საკუთრივ ერთ კატეგორიას იესოს ცხოვრებაზე ერთმანეთისაგან განსხვავებული ისტორიების მაუწყებელი ოთხი სახარება შეადგენს, მეორე კატეგორიაში მოციქულ პავლეს  ავთენტური წერილები ერთიანდება, რომელთაგან აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ისინი, რომლებიც მის სახელს მიეწერება.

ქრისტიანული მრწამსის ფუნდამენტს იესოს ცხოვრება და სწავლება წარმოადგენს. რაც შეეხება სექსუალობის თემას, გარდა ქორწინების გაუქმების პრობლემისა, იესოსგან ამ საკითხზე თითქმის ვერაფერს ვგებულობთ. ეს უმეტესად მისი ცხოვრებაა, რომელსაც მრავალი ფასეული რჩევა-დარიგებისათვის ვმადლობთ. მიუხედავად საკუთარი იუდაური წარმომავლობისა, ვნებისაგან დაცლილმა იესომ საკმაოდ ნათლად წარმოგვიდგინა საკუთარი დამოკიდებულება ქალების მიმართ და იმდროინდელი იუდაური ცხოვრების წესისა და შეხედულებებისაგანაც თავი შორს დაიჭირა. მისთვის ქალსა და კაცს შორის არანაირი არსებითი განსხვავება არ არსებობს, ამ ორ სქესს ის ერთნაირად ფასეულად მიიჩნევს.

„იესოსგან არ გვესმის არცერთი განცხადება პროსტიტუციის წინააღმდეგ, ის არაფერს ამბობს ჰომოსექსუალიზმზე, გარყვნილებაზე, მასტურბაციაზე, ქორწინებამდელ და ქორწინების გარეშე აღსრულებულ სექსუალურ აქტზე, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ განწმენდის რიტუალებზე და არც უშუალოდ მხოლოდ ქალს განუკუთვნებს კონკრეტულ უფლებრივ პოზიციას“ - ამგვარად აჯამებს ახალი აღთქმის ტექსტს ჰერბერტ ჰააგი.

იუდეველი იესოსგან ერთხელაც ვერ ვხვდებით განწმენდის რიტუალთა პატივისცემას, რომლებიც მისთის ძველი აღთქმის რჯულიდან იყო ცნობილი(ლევ. 11-15; რიც. 14,4-21). ამის საპირისპიროდ, ის მათ პირიქით, კატეგორიული დასაბუთებით  გვერდით სწევდა. ადამიანი არა იმით შეიბილწება რასაც მიიღებს, არამედ იმ ბოროტი გულისთქმებითა და საქმით რომლებიც მისი გულიდან გამოდიან. ამით ეკლესიისათვის და ყოველი ქრისტიანისათვის ის შინაგანი კრიტერიუმია მოცემული, რომლიც კაცმა რომ თქვას ყოველი გარე კაზუისტური შეხედულებისგან უნდა იქნას დაცული.

 


სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- II

 

ორიგენე(+254) ძველი პერიოდის ყველაზე დიდი ბერძენი თეოლოგი. ის კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფე გახლდათ და როგორც მისმა ინტელექტუალურმა მემკვიდრემ, მოგვიანებით ალექსანდრიის სახელგანთქმული კატეხეტური სკოლის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. ცხოვრების მკაცრმა ასკეტურმა წესმა ორიგენე საბოლოოდ თვითკასტრაციამდე მიიყვანა, რადგან მან მათეს სახარებაში გაჟღერებული ქრისტეს სიტყვები წინადაცვეთის შესახებ ბუკვალურად გაიაზრა. რის შემდეგაც მისთვის ხორციელი შებილწვის საფრთხე გაქრა.

საეკლესიო დოგმატიკამ ორიგენეს ფატალურ სწავლებას ფართო გზა გაუხსნა, რომლიც ადამისა და ევას ცოდვით დაცემასა და სამოთხიდან გამოდევნას სექსუალურ დანაშაულად მიიჩნევს და ეს ცოდვა შთამომავლობას გადაეცემა. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ახალშობილი ადამიანი მშობელთა მიერ განხორციელებული განაყოფიერების აქტის გამო ქვეყნიერებას როგორც უწმინდური და ცოდვილი ნაყოფი მოევლინება. ორი ასწლეულის შემდეგ პაპ ლეონ I-თან ზუსტად მსგავს ნააზრევს ვაწყდებით. პაპი 50-ე ფსალმუნის VII მუხლს მოიშველიებს: რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან . პაპს მეფსალმუნის სიტყვები ისე ესმის, თითქოს ყოველ სექსუალურ შეერთებას მასთან დაკავშირებული მგრძნობელობითი სურვილის გამო მხოლოდ ცოდვილი ნაყოფის გამოღება შეუძლია.

 

 


ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც მღვდლები, (განსაკუთრებით კი მონოზონნი) არაფრად მიიჩნევენ კრების, სინოდის, საპატრიარქოს განჩინებას, მამათა დარიგებებს და პავლე მოციქულის სწავლებასაც კი. მოციქული ხომ გასაგებად ამბობს: შესაძლოა ურწმუნო ქმარი, მორწმუნე ცოლის მიერ ცხონდეს. ანუ მღვდელი, რომელიც აცხადებს, რომ ცოდავენ ის ადამიანები, რომლებიც საერო წესით დაქორწინებულნი არიან, მაგრამ ჯვარი არ აქვთ დაწერილი, ასეთი მღვდელი  თავისი საშინელი საღვთისმეტყველო უცოდინრობის დემონსტრირებას ახდენს.

 მეოთხე საუკუნეში არსებობდა ერთი საინტერესო საეკლესიო კანონი, მერვე საუკუნეში ამ კანონის აქტულიზებას ცდილობდა ღირსი თეოდორე სტუდიელი, კანონი ბრძანებს: თუკი მღვდელი ეწვევა მეორედ დაქორწინებულთა ქორწილის სუფრას, განიკვეთოს ხარისხიდან. და რას ნიშნავს ეს კანონი? ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობდა ჯვრისწერის არანაირი საიდუმლო, რომ მეოთხე საუკუნეში და მთლიანად პირველ ათასწლეულში, ქორწინება ხდებოდა საერო ნაციონალური წეს-ჩვეულების მიხედვით. თუკი მღვდელი უბრალოდ მივიდოდა საქორწინო სუფრაზე, ეს უკვე ნიშნავდა საეკლესიო სანქციას ამ ჯვრისწერაზე. ეს არ არის რაღაც შემთხვევა, რომელიც დისკოტეკაზე მოხდა, არამედ ნორმალური დეკლარაცია, საქორწინო კონტრაქტის. დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ღვთისა და აქ შეკრებილი ხალხის წინაშე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, ვიზრუნებთ ერთმანეთზე და .. ხოლო მღვდლის მიწვევა ეს უბრალოდ ნიშნავდა იმას, რომ იქ ეკლესიური გარემო იქმნებოდა, რადგან ეკლესია მხოლოდ ტაძარი ხომ არ არის, ეკლესია არის კრებული და აი ამ ქორწილში შეიკრიბა მთელი თემი ჩვენი სოფლისა და აი მღვდელიც აქ არის, სუფრასთან ზის, ე.ი. ეს არის საეკლესიო წესით აღსრულებული ქორწინება.

 


სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I                                                   

 

       ბოროტი ვნება

მოციქულთა ხანის მომდევნო ქრისტიანულ ლიტერატურაში ქრისტიანთაგან ქორწინების გაგების ამსახველი მასალა ძნელად მოიპოვება. ეპისკოპოსი ეგნატე ანტიოქიელი (+110) და მისი თანამოძმე პოლიკარპე სმირნელი (+156) ზემოთ ხსენებულ საკითხზე სწავლებას მცირე ზომის ეპისტოლეში გადმოგვცემენ, რომელიც მღდელმსახურთა ვალდებულებებს შეეხება. პოლიკარპეს  უნდოდა მანდილოსნებისათის მოეწოდებინა, რათა ისინი ხორცითა და სულით  საკუთარი თანამეცხედრეებით დაკმაყოფილებულიყვნენ და მამაკაცებს კი საკუთარი მეორენახევრები ჰყვარებოდათ ისე, როგორც ქრისტემ  ეკლესია შეიყვარა.

 


სექსუალური ურთიერთობა  მეუღლებრივ კავშირში და მის გარეთ

 

ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით ყოველი თვითნებური სექსუალური აქტი დაგმობილია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლებრივი კავშირის გარეთ განხორციელებული უკლებლივ ყველა სექსუალური ქმედება ამ წესით უნდა დარეგულირდეს. 

მამაკაცი, რომელიც მანდილოსანთან ნიშნობამდე დაამყარებდა სექსუალურ კავშირს, მკაცრად განისჯებოდა და ჯარიმდებოდა კიდეც. ის იყო ვალდებული, რათა მის მიერ შეცნობილი ქალი ცოლად მოეყვანა. ხოლო ქალი, რომელიც ქორწინებამდე დაკარგავდა ქალწულებას, ქვებით იქოლებოდა; „რადგან მან ისრაელში საძაგელი საქციელი ჩაიდინა, რითაც საკუთარი მამისეული სახლი შეარცხვინა“. ახალი აღთქმა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არანაირ კონკრეტულ რეაგირებას არ გვავალებს.

 


,,თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება’’- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

გვიანდელ ანტიკურ აზროვნებაში არსებობდა აზრი, რომ სული  იქმნება სადღაც ღმერთების სამყაროში, შემდეგ ეს სული შედის სხეულში და მზის სისტემის გავლით, ორბიტის საშუალებით  გადადის პლანეტებზე, პლანეტები კი ღმერთები გახლავთ. ამ სულისათვის გაღებული წყალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ახლოს არიან ეს პლანეტები და ღმერთები ამ სულის მოძრაობის ტრაექტორიასთან, საუბარია ვენერას, მერკურის, მარსის, იუპიტერის, მთვარის და სხვა პლანეტების წყალობაზე და ბეჭედზე, რომელსაც ისინი უბოძებენ ადამიანის სულს. შესაბამისად ეს კოსმიური ბეჭდები, გნოსტიკოსებისთვის ბოროტებას წარმოადგენს და უკანა გზაზე, როდესაც ადამიანი კვდება და სული ბრუნდება დიადი ღმერთების სამყაროში, იგი უნდა განხორციელდეს ამ ღმერთებთან. ამ კონტექსტში ასეთი იდეა სავსებით გასაგებია, მაგრამ როდესაც შეეცადნენ ეს იდეა ქრისტიანულ ლიტერატურაში გადმოეღოთ, კერძოდ ვასილი ახლის ცხოვრებაში, ანუ თეოდორას ხილვებში, მაშინ უკვე გაჩნდა საკითხი, რომ აქ ქრისტეს ადგილი აღარ რჩება. თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება და ისე გამოდის, რომ ეშმაკები განმსჯიან მე ჩემი ცოდვების გამო და არა ქრისტე და თუკი ჩემი სული შეძლებს, რომ გაიაროს საზვერეები, მაშინ ქრისტეს ისღა რჩება, რომ დაამტკიცოს განაჩენი, რომელიც ეშმაკებმა გამოიტანეს. 


ევროპული და რუსული ინკვიზიციის შესახებ

ავტორი- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

სიტყვა "ინკვიზიტორი" ნიშნავს გამომძიებელს, ხოლო "ინკვიზიცია" გამოძიებას. მართლმადიდებელი მქადაგებლები ხშირად დიდ სიხარულს გამოხატავენ, როცაა ევროპელ ინკვიზიტორთა დანაშაულის შესახებ რაიმე საშინელ ამბავს მოისმენენ  და ამბობენ, რომ  ეს მათთან ხდებოდა, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მართალია ასეთი მაშტაბებით არ ყოფილა, მაგრამ ჩვენთანაც იყო. რუსეთის იმპერიის შემთხვევაშიც არსებობდა ინკვიზიცია და მას სწორედ "რუსული ინკვიზიცია" ერქვა, რომელმაც 150 წელს გასტანა. რუსეთში ინკვიზიციას საფუძველი ჩაუყარა პეტრე პირველმა და პირველი კანონი, რომელიც ჯადოქრობის გამო ადამიანის ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა, სასჯელის სახით დამტკიცდა 1715 წელს. მაშასადამე რუსეთშიც არსებობდა ინკვიზიცია და თქმა იმისა რომ არ არსებობდა, არ შეიძლება.

 


რუსული მითები წმინდა სერაფიმე საროველის შესახებ 

ავტორი- დიაკონი ანდრეი კურაევი 

   

 როგორც ნათურები იზიდავენ მწერებს თავისთან, ასევე ჩვენი ეკლესიებიც იზიდავენ სულიერად დაავადებულ ადამიანებს. განსაკუთრებით ეს ხდება მაშინ, როდესაც მოძღვარი გახლავთ საინტერესო, წმიდა ცხოვრებით მაცხოვრებელი, სულიერი, მადლიანი, ამ დროს მის გარშემო იკრიბებიან სულიერად დაავადებული ადამიანები. გავიხსენოთ იანიტების სექტა, რომელიც აღმოცენდა წმ. იოანე კრონშტადტელის გარშემო. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა წმ. სერაფიმე საროველთან დაკავშირებითაც. მისი ,,ჯვარი'' აღმოჩნდა, რომ მოწაფეთა შორის ჰყავდა ბატონი მოტოვილოვი, ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი. ეს პიროვნება თავის ნააზრევს წმ. სერაფიმეს მიაწერდა, ოღონდ ეს ნააზრევი აბსოლუტური აბსურდი და სისულელეა. მაგ: მოტოვილოვი წერდა რუს მეფეებს- ნიკოლოზ პირველს და ალექსანდრე მეორეს, თითქოს მამა სერაფიმე ითხოვს მათგან, რომ შეავედრონ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერთ-ერთი ადამიანის დალოცვა, ეს ადამიანი გახლდათ სამხრეთ ამერიკულ შტატებში არსებული ჯარების მეთაური და მისი დალოცვა იმიტომაა საჭირო, რომ ამერიკაში სამამულო ომი მიმდინარეობდა. თუმცა ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ მამა სერაფიმე გარდაიცვალა ამერიკაში სამამულო ომის დაწყებამდე 30 წლით ადრე, თუმცა ომის დროს მოტოვილოვი ცოცხალი იყო და აგრძელებდა სერაფიმე საროველის სახელის გამოყენებას.  


წმიდა იოანე შანხაელი

 XX საუკუნის  წმინდანი- ეპისკოპოსი, ასკეტი, მლოცველი, სასწაულმოქმედი, მისიონერი

 

     სიწმიდე ძვირად უჯდება ადამიანს. წმინდანი სრულად უბოძებს საკუთარ თავს ღმერთს: მთელი თავისი აზრებით, გრძნობებით,  სურვილებით, ქმედებებით. იგი არაფერს არ იტოვებს საკუთარი თავისათვის, რადგან თავად ნებავს, რომ მხოლოდ ღვთაებრივი გააჩნდეს.

                                                

          უხერხული წმინდანი

    წმიდა იოანე შანხაელი (1896-1966)- ჩვენი თანამედროვე. არანაირი „სტარეცული გაჭაღარავებული დიდებული გარეგნობით“ იგი არ გამოირჩეოდა: დაბალი, შეუხედავი, სასაუბრო დეფექტით, ხშირად ფეხშიშველი. ზოგიერთი მის გარშემო მყოფი ადამიანი თავს უხერხულადაც კი გრძნობდა „ასეთი ეპისკოპოსის გამო“, ეპისკოპოსი ხომ მსხვილ ქალაქებში მსახურობდა: შანხაიში, პარიზში, ბრიუსელში, სან-ფრანცისკოში.

    იგი ხშირად ფეხშიშველი დადიოდა და ერთხელაც ზემდგომთაგან ბრძანება მიიღო, რომ ფეხსაცმელი ეტარებინა. ეპისკოპოსი ატარებდა მათ წელს უკან შეკრული თასმებით. მოვიდა ახალი ბრძანება: „ფეხზე ჩაცმის“, ეპისკოპოსი მორჩილი იყო და ჩაიცვა.

     წმიდა იოანე 30 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად. მას შემდეგ ლოცვა - ღმერთთან და წმინდანებთან კავშირი - მისთვის უფრო რეალური იყო, ვიდრე დანარჩენი საქმეები, ზრუნვა და განცდები მიწიერი ცხოვრებისა.

    წმინდანი ლოცვაში საღვთო ნებისყოფას ეძებდა, რომლითაც ყოველ მის ქმედებას ამოწმებდა. ლოცვა, როგორც ცოცხალი კავშირი ღმერთთან და წმინდანებთან გახლდათ წმიდა იოანეს  „სასწაულების“ წყარო: წმინდანი ლოცულობდა - ღმერთი უსმენდა მას.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წერილი პაპ ფრანცისკეს, რომის ეკლესიის მფარველი წმინდანის დღესასწაულზე

 

თქვენო უწმინდესობავ!

დღეს პატივი გვაქვს თქვენთან ერთად ვიდღესასწაულოთ წმინდა, დიდებულ და ყოვლადღირს მოციქულთა თავთა- პეტრესა და პავლეს ხსენება, რომლებმაც საიმპერო ქალაქში მიიღეს მოწამის გვირგვინი. ამ დღესასწაულის გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი საპატრიარქო კათედრების ოფიციალური დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების კურთხეული და სამარადისო ტრადიცია.

თქვენი უწმინდესობისადმი მიმართული ჩვენი ძმური მისალოცი სურვილები, ამ დღესასწაულზე პირადად გამოხატა ჩვენმა საპტრიარქო დელეგაციამ, რომელსაც მისი აღმატებულება, ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი ჩვენი დაეკლესიების ერთობლივი საღვთისმეტყველო დიალოგის ვიცე-რეზიდენტი ხელმძღვანელობს, ასევე დელეგაციაშია  მაღალღირსი ამბროსიოს ხოროზიდისი და მაღალღირსი არქიმანდრიტი აგათანგელოზ სისკისი, მსოფლიო საპატრიარქოს ბიბლიოთეკარი და თქვენდამი მოვლენილი წლევანდელი საპატიო დელეგაციის მდივანი.  



მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ვიდეომიმართვა, რელიგიათაშორისი კავშირისა და დიალოგის შესახებ (ქართული სუბტიტრებით)

 

2017 წლის 14 ივნისს, მსოფლიოს ძირითადი რელიგიების სულიერმა ლიდერებმა, ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც სათითაოდ განიხილავენ რელიგიათაშორისი კავშირისა და დიალოგის მნიშვნელობას. გთავაზობთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის მიმართვას ქართული სუბტიტრებით.


რატომ არის თეოლოგია მთელ მსოფლიოში მეცნიერება, ხოლო რუსეთში - არა

 

რუსეთში  „თეოლოგია,“  როგორც სამეცნიერო სპეციალობა, ყველა სხვა ქვეყნებზე გვიან გამოჩნდა (2015 წელს), ხოლო თეოლოგიაში საკანდიდატო დისერტაციის პირველი დაცვა მხოლოდ 2017 წლის 1 ივნისს შესრულდა. იმის შესახებ, თუ რატომ ექვემდებარება რუსეთში სამეცნიერო თეოლოგია კრიტიკას და ეს კრიტიკა ხშირად რატომ  გახლავთ უჩვეულო, „პრავმირს“ ესაუბრა არქიმანდრიტი კირილე (ჰოვორუნი) - ღვთისმეტყველების კანდიდატი, ფილოსოფიის დოქტორი, სტოკჰოლმის თეოლოგიური სკოლის მასწავლებელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაკი.

 

რატომ არის თეოლოგია - მეცნიერება?

ღვთისმეტყველებაში ჩვენ განვასხვავებთ ღმერთის ცოდნას და ღმერთის შესახებ ცოდნას. პირველი მიიღება ღმერთთან ურთიერთობით მეორე პირში, ხოლო მეორე - სხვა ადამიანებთან ურთოერთობით, როდესაც ღმერთის შესახებ საუბრობენ მესამე პირში. საკუთრივ ღვთისმეტყველება ცოდნის მეორე სახედ ითვლება, რომელიც ეფუძნება პირველს და ამავდროულად ამოწმებს მას. ღმერთის არ ცოდნით, ღმერთის შესახებ ცოდნა ცარიელი ჰაერის ნაყვა გახლავთ, ხოლო ღმერთის ცოდნა, ღმერთის შესახებ არცოდნით ხშირად ღმერთის ცოდნის შერყვნას იწვევდა, რაც თავის მხრივ, საბოლოოდ ღმერთის შესახებ ცოდნასაც შერყვნის. ეს ხშირად ერესებს წარმოშობდა, რომლებიც არა მხოლოდ ლოგიკურ შეცდომებად ითვლებიან, არამედ წარმოადგენენ საფრთხეს, ქრისტიანის სულიერი განვითარებისათვის.  

 


რეფორმა – როგორც ტრადიციასთან დაბრუნება

 

 

მღვდელ-მონაზონი აბდუ ბადუი. 1960-იან წლებში ლიბანის მარონიტულ ეკლესიაში დაწყებული რეფორმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი

 

მამა აბდუ, სანამ შეკითხვებზე გადავალთ იქნებ საკუთარი თავი გაგვაცნოთ და მოგვიყვეთ მცირეოდენი თქვენს შესახებ.

-ჩემი სახელი აბდუ ბადუი გახლავთ. მე ვარ მონაზონი, მღდელი, პროფესორი, დოქტორი, თქვენ როგორც გნებავთ ისე მიუთითეთ, მაგრამ მე მიყვარს როდესაც უბრალოდ აბდუს მეძახიან. დავიბადე 1941 წელს ლიბანში სადაც ასევე გავიარე სწავლის ყველა საფეხური. მღვდლად კურთხევის შემდეგ მე გამგზავნეს რომში ხელოვნების ისტორიის შესასწავლად. სამი წლის შემდეგ რომშივე დავიცავი სამეცნიერო ხარისხი და დავბრუნდი უკან ლიბანში. ჩემი სამშობლოში დაბრუნება დაემთხვა პერიოდს, როდესაც ლიბანში საფუძველი ეყრებოდა დიდ ლიტურგიკულ რეფორმას. ჩვენ დავიწყეთ ლიბანური ლიგურგიკული ტექსტებიდან ლათინიზმების განდევნა. ეს საკმაოდ რთული სამუშაო გახლდათ. სამუშაო ჯგუფში ჩართული იყვნენ ხელოვნების თითქმის ყველა დარგის წარმომადგენლები. ჩვენ ვმუშაობდით არა მარტო საეკლესიო კულტურიდან ლათნიზმების განდევნაზე, არამედ ასევე მიზნად დავისახეთ სირიული ენის მოდერნიზება და უბრალო ხალხისათვის გასაგები ენით მიწოდება, ისე რომ არ დაგვეკარგა არც ტექსტთა პოეტური მხარე, არც მელოდიურობა და საერთო ჯამში შეგვენარჩუნებინა ავთენტური კულტურის ხაზი. საბოლოოდ ჩვენ ეს შევძელით.

 


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

 

IV-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

 

 

თავი III

§3.1 სიკვდილი ელინურ ფილოსოფიაში

ანტიკურ საბერძნეთში ფიქრობდნენ, რომ ადამიანის არსებობა სიკვდილით არ მთავრდებოდა, არამედ გარდაცვლილი არსებობას განაგრძობდა ჰადესში. მიუხედავად ამგვარი შეხედულებისა, ჰადესში ყოფნა არ ითვლებოდა სიცოცხლედ. სიცოცხლე ითვლებოდა უდიდეს სიკეთედ.[1] ორფეოსისა და პითაგორას მიმდევართა რწმენით, სიკვდილი ესაა სხეულში დატყვევებული სულის გათავისუფლება (მათ ასევე სწამდათ სულის გადასახლების ანუ მეტემფსიქოზისა, სხვადასხვა სხეულში). ასევე არსებობდა თქმულება გმირთა კურთხეულ მიწებზე გადასახლების შესახებ. მიუხედავად ამისა, სიკვდილი ანტიკურ საბერძნეთში  სიცოცხლის დასასრულად და უდიდეს ტრაგედიად ითვლებოდა. არისტოტელეს თავის ნაშრომში მოჰყავს ფილოსოფოსი ქალის, საფოს, გამონათქვამი: „სიკვდილი ბოროტებაა, ღმერთებმა ასე გადაწყვიტეს, თორემ თვითონაც დაიხოცებოდნენ“[2].

 


თომა კემპიელის „ქრისტეს მიბაძვა“ და ეგნატე ბრიანჩანინოვის „ასკეტური გამოცდილებანი“

 

 

            თავდაპირველად  მსურს თომა კემპიელის წიგნის სათაურს შევეხო. წიგნს ლათნურად  „De imitatione Christi“ ქვია, რუსულ თარგმანში – „ ქრისტეს მიბაძვა“. სავარაუდოდ ეს სახელი მთლიანი  წიგნისათვის  თავად თომას არ უბოძებია, ეს უფრო გადამწერთა შემოქმედების ნაყოფია: თავად თომასეულ ხელნაწერში (1441 წლის ხელწერილი) 4 წიგნს საერთოდ არ გააჩნია საერთო სათაური. სახელდება „De imitatione Christi“ პირველი წიგნის პირველი თავის დასაწყისიდანაა აღებული „De imitatione Christi et contempt omnium vanitatum mundi”. თავად ამ სიტყვათა წყობა კი პავლე მოციქულის ეპისტოლედანაა აღებული (Iკორინთელთა- 11;1). თომა კემპიელის ზემოთხსენებულმა წიგნმა, რომელიც ქრისტიანული სწავლებითი ლიტერატურის ყველაზე გავრცელებულ ნაშრომს წარმოადგენს, თავის მხრივ ბევრ სხვა ავტორს უბიძგა, რათა მათ მსგავსი ტიპის ნაშრომები შეექმნათ, რომლებიც საბოლოო ჯამში როგორც მიბაძვის“  მიბაძვად შეიძლებდა შეფასდნენ. ამგვარ შემოქმედებათა (რიმეიქთა) რიცხვი ისეთი დიდია, რომ მათთვის ბიბლიოგრაფიული წყობის მიცემა უფრო რთული იქნება, ვიდრე თავად თომას ნაშრომთა ბიბლიოგრაფირება. ჩემთვის ასეთ მიბაძვათა 19 ნაშრომია ცნობილი, რომლებიც რუსულ და სლავურ ენებზეა გამოცემული: 1. იაკობ ბოემე ქრისტოსოფია, ან გზა ქრისტესაკენ“. 2. იერემია დრეკსელი ილიოტროპიონი, ან ღვთაებრიობაშ ადამიანური ნების წარმოქმნა“. 3. ბენედიქტ გეფტენი საღვთო ჯვრის სამეუფეო გზა“. 4. ორესტ ნასტურელი, რომელმაც წიგნის სლავური თარგმანი დედოფალ ელენეს ბრძანებით შეასრულა და დასაწყისში დაურთო საკუთარი ლექსად თქმული ქება დედოფალი ელენესა და თომას წიგნის მიმართ. 5. სვიმეონ პოლოცკი ქრისტეს მიბაძვა“. 6. ქალბატონი გიონი ქრისტეს ბავშვობის მიბაძვა, რომელიც ყველა მდგომარეობისათვის სრულყოფილების მაგალითია“. 7.  იერონიმე დე გონელიე ქსრიტეს მიბაძვაზე მიმატებული საკუთარი გამოცდილება და ლოცვები. 8. მონაზონი ვარლაამ გოლენკოვსკი სულიერი საუბრები“. 9.  ალექსანდრ-იოსებ დე რუვილი მიბაძვა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისა“. 10. „გულის საუბარი ღმერთთან და შინაგანი ლოცვისათვის მომზადება“ – ეკუთვნის უცნობ კათოლიკე ავტორს. 11. ფელიციტე დე ლამენესი- ცნობილი რელიგიური ფილოსოფოსი, რომელიც ქრისტიანული სოციალიზმის ფუძემდებელია. მის კალამს თომას წიგნის რამდენიმე თავის რეფლექსია ეკუთვნის. 12. ადელბერტ შამისო ჯვრის არჩევანი“. 13. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ასკეტური გამოცდილება“. 14. კონსტანტინე პეტროვის ძე პობედონოსცევი შენიშვნები და გააზრებები“. 15. დიტრიხ ბონჰოფერი ქრისტეს გზით“. 16. დედა მარია მიბაძვა ღვთისმშობლისა“. 17. ბარბარა კლოსი მარიამის მიბაძვა წმ. როზარიას საიდუმლოებებში“. 18.  სირია სასწავლო გეგმა“ – ბიბლიის კითხვის გეგმა, რომელიც გამოიცა ამერიკაში, უცნობი სექტის მიერ. 19. იოსებ სტოუელი ქრისტეს კვალდაკვალ“.  


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

III-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

 

§2.2 სჯული წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

წმინდა პავლე მოციქულის წერილებში სჯული უკავშირდება სიკვდილსა და ცოდვას, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში. სიკვდილი - ესაა საბოლოო ზღვარი, სანამდეც ცოდვას მიჰყავს ადამიანი. ცოდვა კი ძალას იღებს სწორედ სჯულისაგან (1 კორ. 15.56). სჯული ხშირად უარყოფით კონტექსტში განიხილება: „რამეთუ საქმეთაგან სჯულისათა არავინ განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისსა“ (რომ. 3.20); „რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწუნოებით თვინიერ საქმეთაგან სჯულისათა“ (რომ. 3.28); „რამეთუ სჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს სჯული, მუნ არცა სჯულისა გარდასვლაჲ“ (რომ. 4.15); „და ცოდვაჲ თქვენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ სჯულსა ქვეშე არამედ მადლსა“ (რომ. 6.14); „ხოლო განთავისუფლებულ ვართ სჯულისა მისგან“ (რომ. 7.6); „რამეთუ დასასრული სჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10.4).  ასევე კორინთოელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ. 3.6)


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

II-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

     §1.4 დაცემული მდგომარეობის შესახებ

 წმინდა პავლე მოციქული მნიშვნელოვან სხვაობას ხედავს ქრისტესშობამდელ პერიოდსა და იმ დროს შორის, როდესაც ქვეყანას განკაცებული ღმერთი მოევლინა. ქრისტემდე ადამიანმა დაკარგა ღმერთთან კავშირი, დარღვეული ურთიერთობა კი მისთვის სტატიკური მდგომარეობა არ ყოფილა; დრო გადიოდა, ადამიანი ნელ-ნელა შორდებოდა საკუთარ შემოქმედს და, შესაბამისად, იმ მდგომარეობასაც, რომელშიც ის ღმერთმა შექმნა. ბიბლიის კომენტატორთა განმარტებით, ადამიანში ღვთის ხატად შექმნილ სულს იმ შემთხვევაში აქვს უნარი მართოს სხეული, როდესაც ღმერთს უშუალოდ უკავშირდება,  მაგრამ როდესაც ეს კავშირი დაირღვა, ადამის ცოდვის შედეგად იმძლავრა ხორციელმა, სხეულებრივმა მიდრეკილებებმა, რამაც ადამიანი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო: მას დაეკარგა ძალა როგორც  ღვთისგან ბოძებული სჯულის დაცვისა, ისე ღვთისმიერვე ბუნებითად ჩანერგილი მორალური კანონების შესრულებისა. ადამიანი თითქოს მარტო დარჩა, მას თითქოს ღმერთი აღარ მფარველობდა, მათ შორის თითქოს გადაულახავი ზღუდე აღიმართა ცოდვის სახით.


 ეკლესიის ერთიანობა და ადამიანური განხეთქილებების ცოდვა

 

1.1.მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, დაარსებული თავად უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ, ეკლესია- დამტკიცებული და აღვსებული სულიწმიდის მიერ. ეკლესია, რომლის შესახებაც თავად მაცხოვარმა ბრძანა: „აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას“ (მთ. 16,18). იგი გახლავთ ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, წმიდა საიდუმლოთა დამმარხავი და გამცემი მთელ მსოფლიოში, „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15). იგი ზუსტად ისე ატარებს ქრისტეს ჭეშმარიტი სიტყვის გავრცელების პასუხისმგებლობის სისასვსეს, როგორც ძალაუფლების სისავსეს  „ერთგზის მოცემულს წმიდა სარწმუნოების შესახებ“ (იუდ.3). 


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

 

I-ნაწილი

 

 

 თავი I

                      §1.1  ცოდვის არსი წარმართულ ფილოსოფიაში

           

         მსჯელობანი ცოდვის შესახებ ქრისტიანულ მოძღვრებაში სიახლე არ არის, ამის შესახებ ქრისტეს შობამდეც ბევრი დაწერილა. სანამ უშუალოდ წმინდა პავლე მოციქულის სწავლებებს წარმოვადგენდეთ, ზოგადად შევეხებით ქრისტეს შობამდე მოღვაწე წარმართ მოაზროვნეთა შეხედულებებს ამ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შევიტყობთ, თუ როგორ შეიძლება ეფიქრათ მოციქულის ეპისტოლეთა ადრესატებს,  ანტიკური კულტურის  მემკვიდრეთ - პირველ ყოვლისა, თავად წმინდა პავლეს მიერ წარმართულ ქვეყნებში დაარსებული ქრისტეს ეკლესიების მრევლს, ახლადმოქცეულთ წარმართობიდან ქრისტიანობისკენ. ვფიქრობთ, რომ წმინდა პავლეს ამის გათვალიწინება  აუცილებლად მოუწევდა.


 რუსული მითები ბერძნული მართლმადიდებლობის შესახებ

 

მართალია ის, რომ ბერძნები არასდროს არ აბარებენ აღსარებას, ბერძენი ქალბატონები რატომ არ იკეთებენ თავშალს ტაძარში, საიდან აქვთ მათ ტაძრებში სკამები- საბერძნეთის „მითოლოგიური“ და რეალური სულიერი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ათენში მდებარე, ყოვლადწმიდა სამების ტაძრის კლიროსის წევრი - ალექსანდრე ნოსევიჩი.

 

-         მამა ალექსანდრე! საბერძნეთში, თითქმის ყველა ტაძარში ვხედავთ სკამებს. მანდილოსნები მსახურებაზე თავდაუბურავები მიდიან, შარვლებში... ტრადიციისაგან ამგვარი გადახვევები, როგორ მოქმედებენ ბერძნული საზოგადოების სულიერ ცხოვრებაზე?

 


ქრისტეს სასამართლო პროცესი: იურიდიული ანალიზი

ავტორი: ხრისტოს დერმოსიანიდისი (მოსამართლე)

 

  ქრისტეს უდანაშაულობაში დარწმუნებულმა პილატემ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ  იუდეველები ყვიროდნენ: „ჩუენ სჯული გუაქუს,და სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი,რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.“ ეს არის  ებრაელების დღევანდელი პოზიციაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ქრისტემ ნამდვილად დაარღვია მოსეს რჯული და სამართლიანად დაისაჯა სიკვდილით. მაგრამ შესაძლოა ...


ქრისტეს ხორციელი არსასრული

 

 

 

შინაარსი

1-შესავალი

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

3-იესოს გვემა

4-ჯვარცმა

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

8-წარწერა ჯვარზე

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია; ბ)ტეტანუსი და სეფსისი; გ )თრომბოზი – თრომბოემბოლია;

12-იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი

13- გამოყენებული ლიტერატურა

 

იესო ქრისტეს აღსასრული მრავალი ასპექტითაა მნიშვნელოვანი.

წინამდებარე თემაში შევეცდებით მაქსიმალურად მოვერიდოთ ამ საკითხის

ირგვლივ არსებულ საღთისმეტყველო კვლევებს და განვიხილოთ იგი

სამედიცინო, ისტორიული, არქეოლოგიური, თუ სხვა საინტერესო კუთხით. განაგრძე კითხვა>>


წმიდა მარკოზ მახარებლის ლიტურგია   

 

სარჩევი

 შესავალი

 ზოგადი ცნობები მარკოზ მახარებლისა და მისი ლიტურგიის შესახებ

მარკოზ მახარებლის წირვა

 სახარებით შესვლა

 საკითხავები

 დიდი კვერექსი

 კათაკმეველთა დატევება

 ძღვენის კურთხევა

 ძღვენის გარდაქცევა

 საკვირაო ლოცვა

 თავმოდრეკის ლოცვა

 ძღვენის გამოსვენება, ზიარება

 სამადლობელი

 დასკვნა

 გამოყენებული ლიტერატურა  და წყაროები   

 

შესავალი

 უძველეს ლიტურგიათა შორის მრავალმხრივ საყურადღებოა წმ.მარკოზ მახარებლის ალექსანდრიულ წირვა, რომელიც სხვაგვარად წმ.კირილე ალექსანდრიელის ლიტურგიადაც იწოდება. დასახელებული წირვა სისტემატურად აღესრულება კოპტურ ეკლესიაში, ხოლო წელიწადში რამდენჯერმე კი თითქმის ყველა ავტოკეფალურ-მართლმადიდებელ ეკლესიაში. წინამდებარე თემაში მკითხველი გაეცნობა წმ. მარკოზ მახარებლის წირვის ძირითად სტრუქტურას და შეეძლება მისი ცალკეული ეპიზოდები შეუდაროს ბერძნულ, ინგლისურ და რუსულენოვან ლიტურგიებს. დაინტერესებულ მკითხველს ხსენებული მსახურების ვიზუალურად ხილვა შეუძლია შემდეგ მისამართზე

Η Θεία Λειτουργία του Αγίου Αποστόλου Μάρκου  

 

 


საღვთო ლიტურგიაში მდუღარების წესის გამოყენების მოკლე ისტორია და სიმბოლიკა

 

 I – შესავალი

 

 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომლის თანახმადაც ღვთისმსახურებაში მდუღარებისგამოყენებას  წმინდა პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია და მისი წესად დამკვიდრება უკავშირდება სლავურ ტრადიციას,