• მთავარი
  • გიორგი ფლოროვსკი
  • უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია
  • ეკლესიის ისტორია
    • საქართველოს ეკლესიის ისტორია
  • პატრისტიკა
    • ტატიანე სირიელი
    • ფსევდო-ბარნაბას ეპისტოლე
    • წმ. იუსტინე მოწამე და ფილოსოფოსი
  • ბიბლეისტიკა
  • კრეტის დიდი და წმინდა კრება
  • თანამედროვე ღვთისმეტყველება
    • ბიოგრაფიები
  • სხვადასხვა
    • მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი რელიგიათაშორისი კავშირისა და დიალოგის შესახებ (ქართული სუბტიტრებით)
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
წმიდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების  ცენტრი

St. Gregory Palama's Orthodox Christian Theology Centre
  • მთავარი
  • გიორგი ფლოროვსკი
  • უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია
  • ეკლესიის ისტორია
    • საქართველოს ეკლესიის ისტორია
  • პატრისტიკა
    • ტატიანე სირიელი
    • ფსევდო-ბარნაბას ეპისტოლე
    • წმ. იუსტინე მოწამე და ფილოსოფოსი
  • ბიბლეისტიკა
  • კრეტის დიდი და წმინდა კრება
  • თანამედროვე ღვთისმეტყველება
    • ბიოგრაფიები
  • სხვადასხვა
    • მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი რელიგიათაშორისი კავშირისა და დიალოგის შესახებ (ქართული სუბტიტრებით)
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  1. კონტაქტი

gregorypalamascentre@gmail.com


***


ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე

 

ძვირფასო საზოგადოებავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებო და საქართველოს მოქალაქენო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკლესიის აწმყო და მომავალი, ყველას გულითადად მოგილოცავთ განკაცებული ძე ღმერთის ბეთლემში ღვთაებრივი და იდუმალი შობის დიდებულ დღესასწაულს! გიხაროდეთ, ქრისტე იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი მარდიული სიცოცხლის, ზეციური შობის, ადამიანის განღმრთობისა, სიკეთის მიერ ბოროტების დაძლევის და დამარცხებისა! ბეთლემის ანგელოზთა საგალობელი რჩება მარადიულ ჰიმნად და კაცობრიობის მიზნად: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!" 


ცენტრის მილოცვა

 

2020 წლის 25 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა დიაკვნად დაასხა ხელი ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მაგისტრს, წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის წევრს, საბა კევლიშვილს და უწოდა სახელად ილია. 


ცენტრის მილოცვა

 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის წევრმა ვლადიმერ წითლიძემ ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში (შვეიცარია, ჟენევის უნივერსიტეტი, პროტესტანტული თეოლოგიის ფაკულტეტი, ბოსეს ეკუმენური ინსტიტუტი, Ecumenical Institute at Château de Bossey, Switzerland)  წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე- ,,მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების წვლილი ეუმენურ ეკო-თეოლოგიაში."

 


მსოფლიო პატრიარქის ჰომილია სიყვარულის მწუხრზე

 

პასექის კვირიაკე, 2020 წლის 19 აპრილი

                              ქრისტე აღდგა!

     ახლა, როდესაც აღვასრულებთ სიყვარულის მწუხრს, როდესაც ყოველივე საღმრთო შესაქმეში აღდგომის სურნელს აფრქვევს, კვლავინდებურად ვგრძნობ შინაგან სწრაფვას, რომ ყოველ თქვენგანს გამამხნევებელი სიტყვით მოგმართოთ, კურთხეულნო მსმენელნო და ტელემაყურებელნო, რომლებიც პანდემიის შიშის გამო, თქვენდა უნებურად, თქვენი ნების გარეშე, „დახშულ ბჭეთა მიღმა“, ეკლესიების გარეთ აღნიშნავთ პასექს.


მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

† ბართლომეოსი არქიეპისკოპოსი

კონსტანტინოპოლისა - ახალი რომის

და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის სრულ სისავსეს მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტეს მიერ 

 


მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე 

 

ტირანის და სრულიად ალბანეთის

მთავარეპისკოპოსი  ანასტასიოსი

 

აღდგომა 2020

უშიშება

 

     „ნუ გეშინინ“ (მათ. 28:10.)

     მთავარი ძღვენი, რომელიც მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა მოგვანიჭა, ხაზგასმულია  საპასექო პერიოდის ჰიმნში: „დახშულ კარებში, წარმოუდეგ მაცხოვარ მოციქულთა შენთა და მიჰმადლე მათ უშიშება და მშვიდობა“. ამ ძალამ, რომელიც უშიშებამ მიანიჭა მოციქულთ, თავდაპირველად „ჰურიათა შიშისთვის“ დამალულებს, ისინი გარდაქმნა უშიშ მოციქულებად, რათა წასულიყვნენ და მოემოწაფებინათ „წარმართნი“ და დაემოწმებინათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა.


მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა, წმიდა და დიდ კვირასთან დაკავშირებით

 

 საყვარელო ძმანო და დანო, ყველასათვის ცნობილი შემზღუდველი ზომებისდა გამო, უამრავი ჩვენი ძმა, ამ წმიდა დღეებში აღსრულებულ ყველა მსახურებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით თანამონაწილეობს. მეც მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ქრისტეში ყველა საყვარელ ძმასა და დას მივმართო ერთი გზავნილით, რომელიც დიდ და წმიდა კვირაში შესვლას ეხება.


რატი ბიგანიშვილი

 

დაიბადა 1995 წლის პირველ დეკემბერს.

 

დაამთავრა ქ. თბილისის მე-4 საჯარო სკოლა.

2015-2019 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.


გურამ პაპავა

 

დაიბადა 1998 წლის 2 აგვისტოს ქ.სამტრედიაში.

2016 წელს დაამთავრა საამტრედიის 1-ლი საჯარო სკოლა, ამავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.

2019 წლიდან იმყოფება ბერძნული ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსებზე (თესალონიკი, საბერძნეთი).


“უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენი”(ინ.14:15)

 

რთულია სიტყვების მოძებნა როდესაც მსოფლიოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით 537017 დაინფიცერებული ყავს, საქმე კი სულაც არ ეხება მაგალითად ისეთ კატასტროფას როგორიც ბირთვული ომია, ყველაფერი, უჯრედზე მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმის, ახალი “COVID-19” ვირუსის შედეგია, სამწუხაროდ ვითარება ძალიან რთულია, და ამ სირთულის ფონზე, რასაც დღეს ვირუსის გავრცელება ქვია, ჩნდება უამრავი იდეა, ვერსია ან ვარაუდი, რომელიც ეხმარება ან ხელს უშლის ქრისტიანს ამ სულიერ და ხორციელ კრიზისს გაუმკლავდეს.


 

მართლმადიდებელ ეკლესიათა გადაწყვეტილებები COVID-19 - თან (ე.წ. კორონა ვირუსთან) დაკავშირებით

 

ქართულ საზოგადოებაში ხშირად დაისმის შეკითხვები ე.წ. კორონა ვირუსთან დაკავშირებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვადასხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მიიღეს. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაქსიმალურად მოკლე მონახაზს, რომლითაც ზემომოყვანილ შეკითხვებზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი.


კორეის მიტროპოლიტ ამბროსის საშობაო ეპისტოლე

 

მსოფლიო საპატრიარქოს კორეის მიტროპოლიტისა და იაპონიის ეგზარქოსის, მისი მეუფების, ამბროსის (ზოგრაფოსი)

 

საშობაო ეპისტოლე

 

უფლისმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,

გამოხსნა! ამ სიტყვას, რომელიც მარადიულობის სიმძიმეს იტვირთავს, ჩვენ ვუკავშირებთ ქრისტეშობის დიდი და დიდებული დღესასწაულის მნიშვნელობას. ადამიანთა მოდგმა მთელ მსოფლიოში მადლიანად ისმენს ამ იმედით სავსე სიტყვას, რამდენადაც ყოველი ჩვენგანი - ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, საჭიროებს და მოელის გამოხსნას.


მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

 

პატრიარქის საშობაო გზავნილი 2019

 

† ბართლომეოსი, ღვთის წყალობით კონსტანტინოპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი. ეკლესიის მთელ სისავსეს- მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი მაცხოვარ ქრისტეს მიერ

 

* * *

ყოვლადუსამღვდელოესნო, ღვთივდაცულნო ძმანო და დანო,

უფლისმიერ საყვარელო შვილებო,

 


უკურეაქცია მოსკოვს - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება

 

8 ნოემბერს ალექსანდრიის პატრიარქმა წირვისას დიპტიხში მოიხსენია კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე, რაც ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით ახალი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას ნიშნავს. მოგვიანებით, ქადაგებისას კი თავად პატრიარქმა თეოდორემ აუწყა მრევლს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ[i].

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს ალექსანდრიის პატრიარქი იმყოფებოდა ოდესაში, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქიის მიწვევით, სადაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ეგზარქოს ონუფრეს [ii]. შესაბამისად საეკლესიო წრეებისათვის სავსებით მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის ეკლესიას აღიარება ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან. 


ალექსანდრე ჯინჭარაძე

 

დაიბადა 1994 წლის 24 თებერვალს. 2012 წელს დაამთავრა ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა.

2012 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

2016 წელს, თსუ-ს დამთავრების შემდეგ, ჩააბარა მაგისტრატურაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

 


გიორგი ლელუაშვილი

 

დაიბადა 1994 წლის 1 დეკემბერს.

 

2013 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის  #5 საჯარო სკოლა.

 

2015 წელს ჩააბარა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე.


ცენტრის მილოცვა

 

წმიდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს დავით ნებიერიძესა და ნიკო ღონღაძეს, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის წარჩინებით დასრულებას 


ვლადიმერ წითლიძე

 

დაიბადა 1988 წელს.

2005 წელს დაამთავრა ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლა.

2013 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია- თეოლოგიის ბაკალავრი.

2016 წელს დაამთავრა ილიას უნივერსიტეტი- ფილოსოფიის მაგისტრი. სამაგისტრო თემა- ,,ჰიუმის ეთიკის ანალიზი ინტელექტუალიზმთა მიმართებაში და მისი შედეგები."


მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტერვიუ

 „ფილარეტის გარკვეულ ძალაუფლებრივ და პატივმოყვარე ვნებებს, უკრაინელი ხალხის მთელი იმედების გაცრუება სურთ“

 

(ქვეყნდება მცირედი შემოკლებით)

 

უკრაინის ემირეტუს პატრიარქ ფილარეტის მიერ, ავტოკეფალიის ტომოსის არაღიარებასთან დაკავშირებული განცხადებები, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ რადიო ,,ნოვოე ვრეამიაში''   შეაფასა.  

 


 

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი

 

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი  (ლამბრინიდისი) 1967 წელს თურქეთში დაიბადა. სწავლობდა თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სამოძღვრო განყოფილებაზე, რომელიც 1991 წელს წარჩინებით დაასრულა.  

1993 წელს, ბონის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სამაგისტრო დისერტაცია წარმატებით დაიცვა (თემა ,,ძმები იოანე და ნიკოლოზ მესარიტები’’). 1994 წელს მიერ ხელი დაესხა დიაკვნად და მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდში მუშაობა დაიწყო.

 


გიორგი ნადირაშვილი 

 

დაიბადა 1993 წლის 6 მაისს.

 

2011 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველი.''

2011-2015 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.

 


გიორგი ბურდული

 

დაიბადა 1995 წლის 3 მარტს.

 

2013 წელს დაამთავრა თბილისის 90-ე საჯარო სკოლა.

 


თორნიკე ჩიტაძე

 

დაიბადა ქ. თბილისში, 1996 წლის 1 მარტს.

 

2014 წელს დაამთავრა თბილისის 83-ე საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თეოლოგიის ფაკულტეტზე.

 

2018 წელს, სემინარიის დასრულების შემდეგ გადის ბერძნული ენის შემსწავლელ კურსებს ათენის უნივერსიტეტში


ინტერვიუ კორეის მართლმადიდებელ მიტროპოლიტთან

 

The Orthodox World-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით.

 

თქვენო მეუფებავ, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის. მედიის საშუალებით შევიტყვეთ, რომ მოსკოვის საპატრიარქომ ახლახან დააფუძნა „სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ეპარქია“. რა კომენტარს გააკეთებდით მომხდარის შესახებ?

 

მადლობა თქვენც ასევე, ბატონო სოტიროპულოს, ამ შესაძლებლობისათვის. სამწუხაროა, რომ ჩვენმა რუსმა ძმებმა არ შეისმინეს ჩვენი პროტესტის ხმა, რომელიც დიდი გულისტკივილით რამდენჯერმე გავაკეთეთ, არ დაერღვიათ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურობა კორეაში. დიდად სამწუხარო და განსაცვიფრებელია ადგილობრივი მორწმუნეებისათვის, რომ მსოფლიო საპატრიარქოსთან უთანხმოების ქვეტექსტით, რომელიც შეეხებოდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს, მოსკოვის საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში, შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ აზიის შუაგულში დააფუძნა საეგზარქოსო და ეპარქია.


მსოფლიო პატრიარქის პასუხი ალბანეთის მთავარეპისკოპოსს

 

ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსო, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო ძმაო და თანამსახურო  ანასტასი.  ქრისტეს მიერ ძმურად გეამბორებით და  მოკითხვას ვუგზავნით თქვენს უნეტარესობას.

მივიღეთ და გულდასმით წავიკითხეთ 14 იანვარს თქვენს მიერ ჩვენდამი გამოგზავნილი წერილი, 24 დეკემბერს თქვენდამი გამოგზავნილი  ჩვენი წერილის საპასუხოდ,  უკრაინაში ჩვენს  კანონიკურ ქმედებებთან  დაკავშირებით.  პასუხად ვაცხადებთ,  რომ ჭეშმარიტი სწავლების თანახმად კონსტანტინოპოლის,  ახალი რომის  მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს წმიდა  ძმათა წინაშე აკისრია გარკვეული ვალდებულებანი, რომელთა დაკავშირებითაც  შეგახსენებთ შემდეგს: 


რუმინეთის ეკლესიამ 2018 წელს ქველმოქმედებისთვის 27 მილიონი დოლარი გაიღო

 

2019 წლის 19 თებერვალს, ბუქარესტში, რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდზე არაერთ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ეკლესიის მიერ 2018 წელს გაწეული ქველმოქმედების შესახებ დ შეაჯამეს მიღწეული შედეგები. როგორც გაირკვა, 2018 წელს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სხვადასხვა სახის საქმველმოქმედო საქმიანობისთვის 27 


ინტერვიუ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან

 

მიტროპოლიტი ეპიფანე პუტინის, პოროშენკოს, არჩევნების, დაწყევლისა და თავსაფრების შესახებ მას სწამს, რომ როცა „ყველა მართლმადიდებელი უკრაინელი გაერთიანდება ერთიან უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაშინ დასრულდება ომი დონბასში და ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას“. ის ცდილობს ამოძირკვოს უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლის სურვილი, მუდმივად შენიშვნა მისცეს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს მათი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო. მას არ სჯერა დაწყევლის ძალის და ამბობს, რომ ეკლესიებში შეიძლება სკამების დადგმა. ის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ეპიფანე. და ეს, რადიო თავისუფლებისთვის მიცემული მისი ეკსკლუზიური ინტერვიუა.


ცენტრის მილოცვა

 

2018 წლის 25 დეკემბერს, შვეიცარიის მიტროპოლიტმა და ევროპის ეგზარქმა მაქსიმემ (პოთოსი), შამბეზის წმინდა პავლეს ტაძარში (ჟენევა, შვეიცარია) ხელი დაასხა დიაკვნად, წმინდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველების ცენტრის წევრ მონაზონ გაბრიელს (ნოდარ ბარათაშვილს). 


ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის საშობაო ეპისტოლე

 

+ ანასტასიოსი მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა

 

დაუცველობის გრძნობის გადაჭრის საშუალება

 

„ქრისტეს შობასა, ვადიდებდეთ...

ქრისტესა ჩუენ ქუეყანისანი აღვამაღლებდეთ“

(ქრისტეშობის ძლისპირი)

 

     ადვილი შესამჩნევია დაუცველობის გრძნობა თანამედროვე სამყაროში, რომელიც შემაშფოთებელი შედეგების გამომწვევია. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეს  მატერიალური საშუალების გამოყენებით. ზოგიერთი კი ცდილობს ამ პრობლემასთან საბრძოლველად გამოიყენოს შეძლებული მეგობრები, პოლიტიკოსები და ეკონომიკური ფაქტორები. მრავალი ადამიანი კი დასახმარებლად მიმართავს აზიური წარმომავლობის რელიგიურ იდეოლოგიებს. მრავალი ფაქტორი მიუთითებს ადამიანთა დაუცველობაზე.


“მსოფლიო საპატრიარქო არავის არ ემუქრება და არც ვინმეს მუქარას იღებს!’’

 

მოსკოვის პატრიარქი კირილე ფანარიდან გაემგზავრა, როგორც ჩანს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი გადაწყვეტილია. როგორც კი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით დიალოგი დასრულდა,  მოსკოვის პატრიარქი კირილე და მისი დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოდან გაემგზავრა. მოსკოვის პატრიარქი ისე წავიდა ფანარიდან, რომ მასმედიასთან მცირე განცხადებაც კი არ გაუკეთებია. რუსეთის პატრიარქი ცარიელი ხელებით წავიდა. ერთადერთი, რისი წაღებაც შეძლო, არის უწყება იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს.



Privacy Policy | Sitemap
2017
Log in Log out | Edit
  • Scroll to top
Close