რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო გზავნილი

     ქრისტეს აღდგომა ყველა ადამიანის აღდგომის დასაბამია. როგორც ადამში ყველა მოკვდა, ასევე ქრისტეში ყველა გაცოცხლდა, ამას ასწავლის პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში.

            შესაბამისად, მთელი კაცობრიობის ცხოვრება აღდგომისკენ მიემართება, რამდენადაც ამჟამინდელი ფიზიკური გარემო, ახალი სამოთხისა და ახალი მიწისკენაა მიმართული, იქ, სადაც სიკვდილი აღარ იარსებებს, როგოც ამას გამოცხადების წიგნის 21-ე თავში ვკითხულობთ.

            ამიტომ ვგალობთ აღდგომის ღამეს, რომ ყველაფერი სიცოცხლით აივსო, როგორც ზეცა ასევე მიწა და მიწისქვეშეთი.

რამდენადაც წმინდა აღდგომის დღესასწაული სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებად და სიხარულის ტრიუმფად აღინიშნება, მოწოდებულნი ვართ, რომ ჩვენ გარშემო მყოფთ, განსაკუთრებით ობლებს, ავადმყოფებს, გაჭირვებულებს, მწუხარეთა და მარტოსულთ სიყვარული ვუწილადოთ.

            წმინდა აღდგომის დღესასწაულზე, ყველას ჯანმრთელობას და ხსნას, მშვიდობასა და სიხარულს გისურვებთ. მოგილოცავთ სააღდგომო გზავნილით: ქრისტე აღდგა!

 

წყარო http://basilica.ro

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

 

 

საიტზე განთავსებულია 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეები:

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლე

მისი უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო გზავნილი

ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა 

             ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე 

              ამერიკის მთავარეპისკოპოს დემეტრეოსის სააღდგომო ეპისტოლე

              ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი