გადაწყვეტილება სასულიერო პირების მეორედ ქორწინების შესახებ

ბერძნულენოვანი სააგენტოს romfea.gr-ის განცხადებით, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და იკონომიის (გამონაკლისის სახით) სასულიერო პირებს მეორედ ქორწინების უფლება დართო (იგულისხმება ქვრივები და ის სასულიერო პირები, რომლებსაც ცოლები გასცილდნენ). გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს შესწავლილი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ გახდეს ცნობილი.

მღვდლებისთვის მეორედ ქორწინების საღვთისმსახურო წესი განსხვავებული იქნება, შემოიფარგლება მცირე ლოცვით და მას მხოლოდ ოჯახის წარმომადგენლები უნდა ესწრებოდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს სასულიერო პირებზე ვრცელდება და ცალკეულ ეკლესიებს შეუძლიათ მას არ დაეთანხმონ.

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყარო: http://www.romfea.gr