დიაკონ ანდრეი კურაევის პასუხი მამა გიორგი მაქსიმოვს, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

(ქვეყნდება მცირედი შემოკლებით)

 

  მადლობა მამა გიორგი მაქსიმოვს, მისი ვიდეორგოლის - „კონსტანტინოპოლი და კურაევი“ გამო, ვინაიდან მომცა საბაბი, რომ კვლავინდებურად განვმარტო ჩემი პოზიცია, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით.

   მოდით, აუჩქარებლად მოვუსმინოთ მამა გიორგის.[1]

1.      საუბარი, ავტოკეფალიის მინიჭებაზე კი არ მიდის, არამედ განხეთქილების ლეგალიზაციაზე“.

  ჯერ ერთი, უკანასკნელი ოთხასი წლის მანძილზე, კონსტანტინოპოლის (და მოსკოვის) მიერ, ყოველი ავტოკეფალიის გამოცხადება, პრაქტიკულად სქიზმების ლეგალიზაციას წარმოადგენდა, რომელნიც შედარებით ადრე წარმოიქმნენ. გამონაკლისს არც კონსტანტინოპოლის მიერ, თავად მოსკოვის ავტოკეფალიის გამოცხადების ფაქტი წარმოადგენს.  

   ისტორიაში არ იყო შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საეკლესიო ხელისუფლება, კეთილი ნებით თმობდა უკვე მის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიას. ყოველთვის მხოლოდ იმ მიწებს თმობდნენ, რომელნიც აღარ იყო მათ განმგებლობაში. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფორს-მაჟორული სიტუაცია იქმნებოდა, მაშინ „კეთილ ნებას“ გამოხატავდნენ და „საჩუქრად გასცემდნენ“ იმას, რისი შენარჩუნებაც უკვე აღარ შეეძლოთ.

   ტიპიური მაგალითი - პატრიარქ ტიხონის 1920 წლის, 20 ნოემბრის № 362 განცხადება. „იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ეპარქია, ბრძოლის ველის გადაადგილების და სახელმწიფო საზღვრის ცვლილების გამო, ყოველგვარი კავშირის გარეშე აღმოჩნდება უმაღლეს საეკლესიო მმართველობასთან,  ან თავად უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლება, უწმიდესი პატრიარქის თავმჯდომარეობით, რაიმე მიზეზის გამო შეწყვიტავს თავის საქმიანობას კონკრეტულ ეპარქიაში, ეპარქიის მღვდელმთავარი დაუყონებლივ უნდა შევიდეს მეზობელი ეპარქიების მღვდელმთავრებთან კავშირში, მაგ: საეკლესიო ხელისუფლების უმაღლესი ინსტაციის ორგანიზაციაში, რომელიც რამოდენიმე თანაბარ პირობებში მყოფ ეპარქიას მოიცავს (დროებითი უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების, ან სამიტროპოლიტო ოლქის სახით)“.

    მერე მეორე: უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინოპოლი თავისთვის კი არ გვართმევს ჩვენ კიევს, არამედ დამოუკიდებლობას აძლევს მას და ამასთანავე, საკუთარი თავისგანაც ათავისუფლებს მას.

   საპირისპირო ისტორიულად ფიქსირდება იმპერიის ეკლესიაში მსხვილი ნაციონალური დანაკარგის დაბრუნება, მაგრამ ეს ყოველთვის,მხოლოდ საომარი ოკუპაციის შედეგი გახლდათ (ბულგარელებზე და სერბებზე, ბიზანტიის გამარჯვებამ, მათი ავტოკეფალიების ლიკვიდაცია გამოიწვია). ამიტომ აქ არ გვაქვს ბევრი ვარიანტი:

    ან მუშტების და ანათემების რახარუხი გრძელდება ასწლეულის მანძილზე; ან სამიტროპოლიტო დგამს ნაბიჯს განხეთქილების ლეგალიზებისაკენ; ან თავად სამიტროპოლიტო იბრუნებს ადრე დაკარგულ უფლებებს და გამარჯვებული მეფისაგან იღებს მათ (რომელიც, მაგ: ბულგართმმუსვრელის ლამაზ და ჭეშმარიტად ქრისტიანულ ტიტულს ატარებს) და ერთ-ერთ საოკუპაციო სტრუქტურას წარმოადგენს.

    მე მესმის, რომ ‘’იმპერცებით’’, ჩემთვის სახარება სხვადასხვა გვერდებზე იშლება, მაგრამ ჩემთვის მეორე ვარიანტია სასიამოვნო და საინტერესო. მე მიმაჩნია, რომ ეს მეორე ვარიანტი უფროა დაკავშირებული მოციქულის სიტყვებთან, მზის ჩასვლამდე შერიგების შესახებ (ეფ. 4,26).

   ხოლო სიტყვებისა და იარლიყების შერჩევა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მიზანი ამოძრავებს მქადაგებელს და სამი შესაძლო გზიდან, რომელ გზას დაადგა იგი. ვაი რომ არა მხოლოდ მამა გიორგის, არამედ ჩვენი სინოდის ენაც, გახლავთ ომის ენა.

    შესაძლოა თვალთმაქცურადაც, მაგრამ სწორედ ფანარი საუბრობს დღეს მშვიდობისა და სიყვარულის ენით. და კვლავინდებურად ვიტყვი: აყენებს რა თავის თავს, ჩვენი მრისხანე მხილებების ქვეშ, ფანარი თავისთვის  არ გამოყოფს უკრაინას, მოსკოვისაგან. ეს გახლავთ სრულიად თავგანწირული მსახურება.

    კონსტანტინოპოლის პროგრამა უკრაინისათვის, საკამათო და მტკივნეულია. გასაგებია, რომ იგი, არც თუ ისე ცოტა სიძნელეებს და კონფლიქტებს წარმოშობს (რომელთა წარმოშობაც, ჩვენი აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება), მაგრამ მას მაინც აქვს პერსპექტივა: თავდაპირველად მხოლოდ ერთ „იურისდიქციას“, უკვე არსებულ იურისდიქციასთან ერთად, აქვს შანსი, რომ უკრაინელი ხალხის ერთიან ეკლესიას წარმოადგენდეს, თუნდაც მომავალ თაობებში.

     მოსკოველ მკაცრ რიტორებს ხომ საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პოზიტივი და არანაირი პერსპექტივა. პატრიარქ ალექსის დროს, უკრაინის საკითხი, მართალია შორეული და კანონიერი პერსპექტივის სახით განიხილებოდა, მაგრამ „ავტოკეფალია“ მაინც იხსენიებოდა („ხელსაყრელ დროს“, მაგრამ ეხლა არა), ხოლო პატრიარქ კირილეს პირობებში, ეს „სტაფილოც“ გაუჩინარდა. ახლა კი, ოფიციალური და პრო-ოფიციალური დეკლარაციების მთელი საზრისი, საომარი პათოსივით ლაკონურია: „ჩვენ გავისვრით ტყვიას უკანასკნელი უკრაინელის გამო და როგორც ერთი, ისე მოვკვდებით ამისათვის ბრძოლაში“.

   ვკითხავ მაინც მამა გიორგის: უკრაინული კრიზისის გადაწყვეტის შესახებ, რომელი პროგრამა გააჩნია მოსკოვს? მამა ანდრეი ტკაჩოვი და მამა ანდრეი ნოვიკოვი გავგზავნოთ იქ, რათა მათ, თავიანთი ბრძნადმეტყველებით დააშოშმინონ სქიზმატების გულები? კამერა დამონტაჟდეს და მიტროპოლიტ ონუფრის კელიიდან სადღეღამისო რეპორტაჟები უნდა იწარმოებოდეს, რათა მთელმა ქვეყანამ იხილოს მისი ლოცვა და შერცხვეს? თუ უბრალოდ სქიზმატების სასწაულებრივ მონანიებას დაველოდოთ? თუკი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, ასეთი სახის მიღებულმა ზომებმა და ხმებმა არ იმუშავეს, მაშინ საიდან ასეთი თავდაჯერებულობა, რომ ისინი მომავალში იმუშავებენ?

   და საერთოდ, საიდან ასეთი თავდაჯერებულობა, რომ ღმერთი სწორედ ჩვენ სინოდთან არის? ხანდახან საღმრთო ნებელობა, „გათხვრილი“ და არც თუ ისე „სიმპათიური“ (იგ. ადამიანი, რომელიც სიმპათიებს იწვევს სხვებში -მთარგმნელისაგან) მოღვაწეების მეშვეობით მოქმედებს.

2.      მამა გიორგის გამოსვლის მთავარი თეზისი: „პირველად კონსტანტინოპოლმა დაიწყო“. როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში, ისტორია დაუზარებლად გვიბოძებს ხოლმე არგუმენტებს და ფაქტებს ნებისმიერი მხარისათვის. ჩვენი სინოდის 14 სექტემბრის განცხადება მრავალრიცხოვან შეურაცხყოფათა ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელნიც XX საუკუნეში, კონსტანტინოპოლმა მიაყენა ჩვენი ლიდერების თავმოყვარეობას და პრესტიჟს. თუმცა, კონსტანტინოპოლს შედარებით უფრო გრძელი სიის წარდგენა შეეძლო ჩვენთვის.

    ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთის იმპერია ან სსრკ თავის საზღვრებს აფართოვებდა, მსროლელ-კავალერისტ-ტანკისტების კვალს მიდევნებული ჩვენი ეპისკოპოსები, ახლად დაპყრობილ ტერიტორიებს, საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ეპარქიებად აცხადებდნენ. ამის ფონზე, იმ პატრიარქთა შეხედულებები, რომელთაც მიეკუთვნებოდათ ადრე ეს ეპარქიები, არც ერთხელ არ გათვალისწინებულა.

    ყირიმის ძველი ბერძნული ეპარქიები როგორ აღმოჩნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში? სად არის მათი „განტევების სიგელები“?

   იგივე კითხვა მოლდოვის შესახებ. კავკასია და შუა აზია? იქაც მხოლოდ რუსული ადმინასტრიციის გამოჩენისას დაიწყო ქრისტიანობის ისტორია?

    საქართველოს უძველესი საპატრიარქოს ლიკვიდაციის ფაქტის გახსენება, ხომ საერთოდ მესირცხვილება. კიევის გადაცემის ამავე ისტორიაში - არა უშავს ხომ, რომ კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა, რუსი ელჩების მიერ ნაყიდი ‘’თურქი ვიზირის[2]’’ ზემოქმედებით, მიიღო ეს გადაწყვეტილება?

   მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, არავინ არ არის სპეტაკი და წმიდა. ყველა იმპერია და ყოველი მათი საპატრიარქო, მტაცებლები და ‘’ალფა-სამეცები’’ იყვნენ, რომელნიც სოციალური იერარქიის საფეხურებზე, სახარებისეულ ეთიკაზე დაყრდნობით კი არ ავიდნენ, არამედ ნაკლებად წარმატებული კონკურენტების ხარჯზე.

     კამათები საკითხზე, „ვინ დაიწყო პირველმა“,  - „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე პირველმა დაუბრუნე მას ხურდა-ს“ - სტილში მიმდინარეობენ.

   ან როგორც სხვა დიალოგშია:

-         ძვირფასო, რატომ თვლი, რომ მე არ ვზრუნავ შენზე? გაიხსენე, როდესაც შენ ცუდად გახდი, მე მოგიმზადე შენ „სუპჩიკი“!

-         ძვირფასო, შენ ურევ მოვლენათა თანმიმდევრობას. თავდაპირველად შენ გამიკეთე მე სუპი და ამის შემდეგ გავხდი მე ცუდად.

ამიტომ, სათითაოდ რომ არ ჩამოვთვალოთ ისტორიული პრეტენზიებისა და შეურაცხყოფების დაუსრულებელი ნუსხა, თვალი გადავავლოთ მიმდინარე სექტემბრის მოვლენებს.

   კონსტანტინოპოლში მიმდინარეობს ადგილობრივი ეკლესიის სამღვდელმთავრო კრება (სინაქსისი). მასზე კეთდება, უკრაინასთან დაკავშირებული რამოდენიმე მოხსენება. გადაწყვეტილებები არ მიიღება! საერთოდ ფანარში მიღებულია, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ სინოდი იღებს. სინაქსისი გახლავთ სათათბირო ორგანო და როდესაც მამა გიორგი ამბობს, რომ სინაქისისმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მე აქ ვსვამ კითხვას - და სად წაიკითხა მან ეს გადაწყვეტილება?

   აქ კიდევ ერთ გაუგებრობას აქვს ადგილი. სიტყვას, „გადაწყვეტილება მიღებულია“, გააჩნია ორგვარი გაგება: 1) „ჩვენ სრულად გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ესა და ეს..... ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამა და ამ გზას დავადგეთ“. 2) მიღებულია რეზოლუცია, დოკუმენტი, განჩინება, განსაზღვრება, ტომოსი, ბრძანება, რომ „ასე იყოს ოფიციალურად“.

   ამ აზრებიდან, მხოლოდ პირველში შეიძლება ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ სინაქსისმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ. ეს გახლავთ დეკლარაცია მიზნების შესახებ, მაგრამ არა რეალობა. ამიტომ, ჩვენი პოლემისტები იძულებულები არიან, რომ სინაქსისის უაზრო რეზოლუციები, მისი მონაწილეების ინტერვიუებით ჩაანაცვლონ.

    შემდეგ, მამა გიორგის ის ერთდაერთი „ქმედება“ მოჰყავს მაგალითად, რომელიც მან და სინოდმა, სქიზმისათვის გამამართლებელ საბუთად ჩათვალეს. ეს გახლავთ - ეგზარქოსების დანიშვნა.

   მიტროპოლიტ ილარიონთან ერთად, მეც ვთვლი, რომ ესენი უბრალოდ ელჩები არიან („ამ შემთხვევაში ეგზარქოსები წარმოადგენენ სპეცწარმომადგენლებს“ მიტრ. ილარიონი,[3] მაგრამ მამა გიორგი მიიჩნევს, რომ „მათ ძალაუფლება აქვთ მინიჭებული“.

    მაგრამ, ზუსტად რა მოიმოქმედეს მათ უკრაინაში „ძალაუფლებით“? ჩვენი სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მომენტში, ცნობილიც კი არ იყო, ჩამოვიდნენ ისინი თუ არა. ყოველ შემთხვევაში მათი საეპარქიო საიტები ა.შ.შ-ში და კანადაში, მათ მუდმივ ადგილსამყოფელში განხორციელებული საქმიანობის შესახებ იტყობინებიან.

   „მოცემული წყაროების თანახმად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგზარქოსები უკვე იმყოფებოდნენ უკრაინის დედაქალაქში და კიევ-პეჩორის ლავრაშიც კი გაისეირნეს. 10 სექტემებრს, პამფილიის მთავარეპისკოპოსი - დანიელი ამერიკიდან და ედმონტონის ეპისკოპოსი - ილარიონი, კანადიდან ჯვართამაღლების ტაძართან შენიშნეს. როგორც ეკლესიაში მომუშავე პერსონალმა გვაუწყა, ერთ-ერთმა ეგზარქოსმა პანაღია იყიდა თავისთვის, - იტყობინება უკრაინის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი“[4]

   9 სექტემბერს, პამფილიის მთ. ეპისკოპოსი დანიელი იმყოფებოდა ბრაზილიაში,[5]

როგორ მოასწრებდა იგი, რომ 10 სექტემებერს კიევში ყოფილიყო? მითუმეტეს რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობდა.

   თუკი, СПЖ -ს დაბალავტორიტეტიანი საიტის ინფორმატორები ვერ გაერკვიენ სიტუაციაში, საეჭვოა რომ ლავრაში „პანაღიის“ შეძენა, შესაძლოა ორ პატრიარქს შორის კავშირის გაწყვეტის საბაბად ჩაითვალოს.

   მაგრამ არც იმ დღეს და არც შემოდგომ დღეებში, ამ ეგზარქოსებს თავიანთი „ძალაუფლებით“, დემონსტრირებულად არაფერი მოუქმედებიათ უკრაინაში. შეხვედრა პოროშენკოსთან? მეც არაერთხელ შევხვედრილვარ სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებს (მათ შორის, პატრიარქის დავალებით) და ეს, უმცირესი ხარისხითაც კი არ იყო ჩემი პრეტენზიების დემონსტრირება, საეკლესიო ხელისუფლებაზე ამა თუ იმ ქვეყანაში (აფხაზეთშიც კი).

   დიახ, II მსოფლიო კრების, მეორე კანონი გვაფრთხილებს:

   „სამთავროების ეპისკოპოსები ნუ გასცდებიან საკუთარი ეკლესიის საზღვრებს და ნუ შეიჭრებიან სხვა ეკლესიის საზღვრებში. თუკი ისინი არ არიან მიწვეულნი, დაე ნუ შეიჭრებიან სხვა ეკლესიის საზღვრებში, ხელდასხმისა ან რომელიმე სხვა საეკლესიო განკარგულებებისათვის“.

   თუმცა, ამიტომაც ვკითხულობ მე უკვე არაერთხელ - ამ ეგზარქოსებმა ვის დაასხეს ხელი კიევში? რომელი საეკლესიო განკარგულება შეასრულეს მათ?

   შესაძლოა, შემდგომში მართლაც ჰქონდეს ადგილი, ფანარის ოფიციალურ განსაზღვრებას, რომელიც უკრაინაში, მათ კანონიკურ ძალაუფლებაზე მიუთითებს. შესაძლოა, ამ ეგზარქოსების კანონიკურ ქმედებებსაც ჰქონდეს ადგილი, კიევში და ალბათ, ასეც მოხდება, მაგრამ ეს, არც ჩემი ტექსტის დაწერის დროს მომხდარა და მითუმეტეს, არც 2018 წლის 14 სექტემბრამდე იყო მომხდარი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სინოდის განცხადება განხეთქილების შესახებ, წარმოადგენს პირველ ქმედებას ამ კონფლიქტში.

   განვმეორდები: კანონი არ სჯის განზრახვისათვის. განზრახვებზე არსებულ დეკლარაციისათვის, სავსებით ადექვატურად შეიძლებოდა პასუხის გაცემა, საკუთარი განზრახვების დეკლარაციით. მაგ: თუკი თქვენ განახორციელებთ თქვენს გეგმას, მაშინ ჩვენი საპასუხო ქმედება იქნება ასეთი. მაგრამ აქ, განზრახვის საპასუხოდ, რეალური ქმედება გვაქვს.

   წარმოიდგინეთ, რომ გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს თავისი განზრახვის შესახებ, რომ აფრიკული ტანჟერის[6] ერთ-ერთი პორტი მის საკუთრებაში უნდა გადავიდეს. ამის საპასუხოდ, საფრანგეთი საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს და გერმანიის საზღვართან გადაჰყავს ჯარი. ვინ აღვივებს კონფლიქტს?

    მამა გიორგის, ტერიტორიალური კონფლიქტების გამო,  სხვა საპატრიარქოების მიერ კავშირის გაწყვეტის შესახებ მოჰყავს მაგალითები. სინამდვილეში, ევქარისტიული შანტაჟის შესახებ არსებული ეს მაგალითებიც, უკიდურესად სევდის მომგვრელია. სხვისი უმსგავსოებით, საკუთარი თავის გამართლება, მეეჭვება რომ მართებული იყოს.

   მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად, იქ კონკრეტული ქმედებები იყო.

   მაგ: იერუსალიმის მიერ, ეპისკოპოსის დანიშვნა კატარში, ან ბუქარესტის მიერ - სერბეთში (2002 წელს, რუმინეთის ეკლესიის ეპარქია, 39 სამრევლოს ითვლიდა).[7] აქ რეაქცია უკვე მომხდარ ფაქტზე გამოვლინდა, რომელიც მმართველი ეპისკოპოსების დანიშვნას გულისხმობდა, სწორედ ამ (სერბეთის) ტერიტორიაზე.

   ამასთან დაკავშირებით, სერბეთის ეკლესიამ, სწორედაც რომ არ გაწყვიტა კავშირი ბუქარესტთან, არამედ მხოლოდ დაიმუქრა ამის გაკეთებით. „თუკი ამის შემდეგ, მსგავსი ანტიკანონიკური ქმედებები გამოვლინდება, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია, იძულებული იქნება, რომ ლიტურგიკული და კანონიკური კავშირი გაწყვიტოს რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან“. [8]

    ანუ, სერბეთის ეკლესიამ ის გააკეთა, რასაც მე გთავაზობთ მიმდინარე სიტუაციაში: გავცვალოთ მუქარები.

   ესტონეთის განხეთქილებაც არ შეიძლება პრეცედენტად ჩაითვალოს. 1995 წლის თებერვალში, ესტონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირადი მიწვევით, ტალინში ჩავიდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები - მიტროპოლიტები: მელიტონი და იოანე. იმავე დღეს, ისინი ოფიციალურად იქნენ მიღებულნი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1996 წლის 22 თებერვალს, მსოფლიო საპატრიარქოს უზენაესმა სამდივნომ და წმ. სინოდმა გამოსცეს კომუნიკე, სადაც ნაუწყები იყო იმის შესახებ, რომ ამა წლის 20 თებერვალს, წმ. სინოდმა ერთხმად მიიღო საპატრიარქო და სინოდალური დეკრეტი, 1923 წლის ტომოსის აღდგენის შესახებ“.

    საპასუხოდ, 1996 წლის 23 თებერვალს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა განაჩინა: „შეეწყვიტა კანონიკური და ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ფინეთის ავტონომიურ სამთავარეპისკოპოსოსთან, ასევე შეეწყვიტა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მმართველებისაგან შემდგარ დიპტიქში“. [9]

   ანუ, მაშინ ეგზარქოსების გამოჩენა, სწორედაც რომ არ ითვლებოდა განხეთქილების მიზეზად.

     ჩვენს შემთხვევაში, ქმედება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა, ხოლო განხეთქილება უკვე ნაუწყებია. ამიტომ, ეს, „არანაირად არ არის, იგივე სიტუაცია“. 1995 წელს, ეგზარქოსების დანიშვნის საპასუხოდ, დიპლომატიური სამუშაო მხოლოდ შეტრიალდა, კი არ შემწყდარა.

    პატრიარქი ტიხონი და ბესარაბიის პრობლემა?

    რუმინეთის ეკლესიის წმ. სინოდის, 1918 წლის ივნისში დადგენილი განჩინების თანახმად, კიშინოვის ეპარქიას, სათავეში ჩაუდგა, ხუშის ეპისკოპოსი - ნიკოდიმოსი (მუნტიანუ, მომავალი პატრიარქი). თანაც, უფრო ადრე, ბესარაბიის სამღვდელოების კრება შედგა, რომელმაც იგი რუმინეთის ეკლესიაში მიიღო, ხოლო მთავარეპისკოპოსი ანასტასი (გრიბანოვსკი), რუმინეთის სინოდის შემადგენლობაში იქნა დადგენილი. სწორედ მისი უარის შემდეგ, გაიგზავნა იქ ნიკოდიმოსი. რუსეთის ეკლესიის თავმჯდომარემ - პატრიარქმა ტიხონმა, 1918 წლის ოქტომბერში, ამ წარმოგზავნასთან დაკავშირებით, რეაგირება მოახდინა. ივნისი ... - ოქტომბერი...

   თუმცა კვლავაც, რეაქცია, ნახევარი წლით უსწრებდა ქმედებას. მაგრამ ეს რეაქციაც მომავალ დროში აღსრულდა. „თუკი რუმინეთის ეკლესია, მიუხედავად ჩვენ მიერ გამოხატული წინააღმდეგობებისა, ძალადობრივად შეეცდება მდგომარეობის გამყარებას, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, რომ გავწყვიტოთ ყოველგვარი ძმური და კანონიკური ერთობა რუმინეთის სინოდთან და არსებული საქმე, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების სასამართლოებში გადავიტანოთ“.

    და აი მე ვითხოვ, რომ მანახონ კანონი ან პრეცენდენტი, რომელიც უშვებს საეკლესიო სამყაროს პრევენციულ განხეთქილებას.

3.      საკმაოდ დიდი ხნის წინ, კანონებთან ჩემი ურთიერთობის დროს წავიკითხე ლექცია, სახელად „საეკლესიო კანონმდებლობის პარადოქსები“ (ამ ლექციის დისკი, წმ. სერგის სამების ლავრის მიერ გამოიცა). დიახ, ეს გახლდათ ჩემი „გამოსამშვიდობებელი ამბორი“ კანონებისადმი. მე ვამბობდი, რომ როგორც ხატი გახლავთ ღმერთის ოცნება, ადამიანზე, ასევე კანონებიც გახლავთ ეკლესიის ოცნება, თავად თავის თავზე, რომელიც არასდროს არ მოდიოდა რეალობასთან თანხვედრაში. ხოლო ოცნებებზე დამყარებული პრეტენზია, რომ რეალობას აკონტროლებდე, როგორც მინიმუმუმ, სასაცილოდ ჩანს.

   და სანამ თავად ეკლესია, პატიოსნად არ განსაზღვრავს ურთიერთობას, თავისსავე კანონებთან, რომელთა ერთგულებაზეც საჯაროდ იფიცება, მაგრამ ამასთან ერთად, უკიდურესად მიკერძოებულად ასრულებს მათ, ნებისმიერი სახის ციტატები კანონებიდან და ვინმეს არაკანონიკურობისადმი გამოთქმული საყვედურები, არადამაჯერებელია.

   მაგრამ მე ღიად და პატიოსნად მოგიწოდებთ კანონიკური სამართლის გადახედვისაკენ და ვამბობ, რომ ის, ვინც თავის ცხოვრებაში კანონებით ირწმუნება, - ან მატყუარაა, ან თავს იტყუებს.

     სინოდალები შინაგანად სრულად ეთანხმებიან ამ პოზიციას, თუმცა ადასტურებენ, რომ მათთან ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი კანონიერადაა. აი ამიტომაც, მე ვეკითხები მათ და მათი სასახლის კარის კანონისტებს: მაინც რომელი კანონი უშვებს პრევენციულ ომს?

    ამასთან დაკავშირებით, მე საეკლესიო სამართლის ორი პუნქტის შესახებ  აღვნიშნე: „ამ კანონის მიხედვით, მღვდელი, რომელიც ერესის დაუმტკიცებლად, უარს იტყვის სხვა კლიროსის წევრებთან ერთად თანამსახურებაზე, სამღვდელო წოდებიდან განთავისუფლება განეკუთვნება. სხვა კანონი ამბობს, რომ თუკი შენ ადანაშაულებ სხვას, მაგრამ ვერ დაამტკიცებ მის დანაშაულს, სასჯელი, რომელიც მას განეკუთვნებოდა, შენზე გადმოდის“.

   დაგეხმარებით:

მოციქულთა მერვე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი, მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, დაე, მიზეზი წარმოადგინოს, და თუ იგი საპატიოა, შენდობილ იქნეს; იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთოს, როგორც მორწმუნე ერისათვის ზიანის მომტანი და, თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა“.

    II მსოფლიო კრების, მეექვსე კანონი: „მაშინ ბრალმდებელმა დიდი სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას მიმართოს, რომელიც ამ მიზეზით შეიკრიბება, მაგრამ სანამ ბრალმდებელი თავის ბრალდებაზე საუბარს დაიწყებდეს, მან წერილობითი პირობა უნდა დადოს, რომ მზადაა იმ შემთხვევაში თუ თვითონ ცილისმწამებელი აღმოჩნდება, იგივე სასჯელი მიიღოს, რაც ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელოდა“.

    დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებებში არ არსებობს კრიმინალი, ხოლო ჩვენი მხრიდან, მათთან ურთიერთობის გაწყვეტა იმ ბრალდებებით, რომლებსაც ვუყენებთ, მძიმე კანონიკური დანაშაულის ტოლფასია. ამ ბრალდებებს ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, მაშასადამე, სხვისთვის წაყენებული დაუმტკიცებელი ბრალდების გამო, ჩვენი სინოდი თვითონ უწესებს თავის თავს „სანქციებს“.

   მამა გიორგის მიერ ციტირებული „მოციქულთა 33 კანონი“, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იგივეს ამბობს:

    „არ უნდა მოხდეს უცხო ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარება წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, ხოლო ამ სიგელის წარდგენის შემდეგ გამოიკვლიონ და, თუკი აღმოჩნდება, რომ ის კეთილმსახურების მქადაგებელია, მიღებულ იქნეს; წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცით მას რაც სჭირდება, საძმოში კი ნუ მიიღებთ, რამეთუ მრავალი სიყალბე ხდება“.

    იმისათვის, რომ გავიგოთ ეს კანონი, თანამედროვე რუსული ენის საგრავიტაციო ველიდან უნდა გამოვიდეთ. (წინამდებარე კანონის ქართულ თარგმანში გამოყენებულია სიტყვა კეთილმსახურება, ხოლო რუსულში ღვთისმოსაობა, ვინაიდან წერილის ავტორი რუსია და აქცენტს რუსულ ენაზე აკეთებს, მეც თარგმნისას გამოვიყენებ ტერმინ „ღვთისმოსაობას“ – „Благочестие“, რათა აზრი გასაგები იყოს, თუმცა ეს ორი ტერმინი კეთილმსახურება და ღვთისმოსაობა, სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს - მთარგმნ.). ტერმინი „ღვთისმოსაობა“, აქ სულაც არ ნიშნავს იმას, რასაც თანამედროვე საუბრისას ვგულისხმობთ ხოლმე. ეს არ გახლავთ ადამიანის პირადული თვისებები. უბრალოდ ძველბერძნულმა ენამ არ იცოდა სიტყვა „რელიგია“. რელიგიური ქმედების განმსაზღვრელად, სწორედ ეს ტერმინი - „ევსევია“(Ευσέβεια - მთარგმნელისაგან) გამოიყენებოდა. წმიდა მამებისეულ მწერლობაში, ამ სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა და ტერმინ „მართლრწმენის“ (მართლმადიდებლობის) სინონიმად მოგვევლინა.

   მაშ ასე, მოდის ადამიანი და მოაქვს წერილი, ცნობილი მაგრამ შორს მყოფი მართლმადიდებელი ეპისკოპოსისაგან. მისი ხელწერის ნიმუში ჩვენს სამყოფელში არ მოიპოვება. დარეკვისა და სიმართლის გაგების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არსებობს. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ერეტიკოს-გნოსტიკოსებს უყვართ თავიანთი თავის, საეკლესიო პირებად წარმოჩენა. როგორ გავიგოთ, ვინ დგას ჩვენს წინ? ძალიან მარტივად! - თავდაპირველად მას უნდა მივცეთ სიტყვის თქმის საშულალება ვიწრო წრეში და თუკი იგი დაიწყებს გნოსტიკური ხასიათის ლაყბობას, ესეიგი გადაცმულია (იგულისხმება მატყუარა - მთარგმნელისაგან).

    ანუ ეს კანონი გვიკრძალავს ერეტიკოსთან თანამსახურებას. ხოლო ოცდამეორე კანონი, ამისაგან შებრუნებულ დასკვნას აკეთებს: თუკი შენ უარს ეუბნები მღვდელს, თანამსახურებაზე, ესეიგი ერეტიკოსად მიიჩნევ მას. თუკი ასეა, მაშინ დაამტკიცე ეს!

    ხოლო მამა გიორგის დასკვნა იმის შესახებ, რომ 33 კანონი, ერესში დადანაშაულების გარეშე, მსახურებაზე უარის თქმის შესახებ იძლევა ნებართვას, მხოლოდ მის ვიწრო ისტორიულ თვალსაწიერზე მიუთითებს.

4.      აჩქარების ცუდი შედეგები. და თუკი ჩვენი სინოდი არ იჩქარებდა, განხეთქილების გამოცხადებას? ფანარის პოზიციაზე, არც ემოციურ აფეთქებას ექნებოდა გავლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 14 სექტემბერს (დღევანდელი პონტიფიკატი, ხო საერთოდ ბირთვული იარაღია ასეთი აფეთქებებისა) და არც მისთვის ალტერნატიულ ხანგრძლივ მოთმინებას. მაგრამ ჩვენი პოზიციები, დიალოგისა და პოლემიკის დროს, საკმაოდ მყარი იქნებოდა. მყარი იქნებოდა იმ გაგებით, რომ ჩვენ არ ვართ დამწყებები.

   აქ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

ა)  გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის“, ნებისმიერი მითითება კანონიკურ უფლებასა და ისტორიაზე, აბსოლუტურად უინტერესოა. დაწყებულ საქმეში, ყველა პატრიარქი და სინოდი, საკუთარი ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და არა კანონებით, ან „სამართლიანობით“. ბულგარელებს საკუთარი გეგმები აქვთ მაკედნონიის ავტოკეფალიაზე. კონსტანტინოპოლი მზად არის, რომ ბელგრადისაგან მაკედონიის გამოყოფის საქმეში, მხარი დაუჭიროს მათ - ამიტომაც სოფია მხარს დაუჭერს ფანარს და არა მოსკოვს. სერბები განაწყენებულები არიან ფანარზე, სწორედ მაკედონიის გამო და ისინი ჩვენ დაგვიჭერენ მხარს. ბუქარესტს თავისი პრობლემები აქვს სერბეთთან, ესეიგი ისინი სერბო-რუსული ტანდემის წინააღმდეგ გამოვლენ... ამგვარად არის საქმე, ყველა ადგილობრივ ეკლესიაში. ამ ეკლესიების ლიდერებს, არ სჭირდებათ მითითებები იმ კანონებზე, რომელნიც არ იცავენ მათ ინტერესებს.

    ბ) თუკი მოსკოვის ამოცანა ის არის, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ეკლესიებზე, არა მათი ლიდერებისადმი მიმართვით, არამედ მათი სამწყსოსადმი, მაშინ ეს გათვლაც ნაკლებად პერსპექტიულია. კანონებს ბერძნები წერდნენ და მათი სპეციალისტები, ჩვენს „შემთავსებლებზე“ (იგულისხმება პიროვნებები, რომელნიც ითავსებენ ამ სპეციალობას - მთარგმნელისაგან) უკეთესად იპოვიან საჭირო კანონს და საკუთარი თავის სასარგებლოდ განმარტავენ მას. აი, არ წავიდნენ რმე-ს ეპისკოპოსები საერთო მართლმადიდებლურ კრებაზე და ამის შესახებ კანონიც გამზადებულია უკვე:

     ლაოდიკიის კრების მეორმოცე კანონი: „ეპისკოპოსმა, რომელიც კრებაზეა გამოძახებული, არ უნდა შეურაცხყოს მისი გამომძახებელნი, არამედ უნდა წავიდეს და ეკლესიისა და მისი საქმეების წარსამართავად ან მოწაფე იყოს, ან მასწავლებელი. ვინც არად ჩააგდებს მოწოდებას და კრებაზე არ მივა საპატიო მიზეზის გარეშე, მას თავი თვითონ ბრალდებულ-უყვია“.

     ტრულის მს. კრების, მერვე კანონი: „ხოლო ეპისკოპოსებს, რომლებიც არ მოვლენ კრებაზე, თუმც კი იმყოფებიან თავიანთ ქალაქებში და ამასთანავე ჯანსაღნი არიან და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმისაგან თავისუფლანი, ძმური სიყვარულით გამოეცხადოთ გულისწყრომა“.

    ხოლო ბალსამონის განმარტება, ამ კანონთან მიმართებით, ბრძანებს: „საპატრიარქო სინოდები არ უნდა იყოს“.

    აი რატომ მიყვარს ჩვენი კანონები: გინდ ზემოდან ქვემოთ წაიკითხე ისინი, გინდ ქვემოდან ზემოთ, გინდ ვისოცკისებურად (по Высоцкому) – „გადავშლი კოდექსს ნებისმიერ გვერდზე“, ხოლო საერთო დასკვნა მაინც ერთი და იგივეა: ჩვენ ყველანი, დიდი ხანია უკვე, რაც არქიკანონისტები ვართ.

   გ) თუკი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ თავად უკრაინელების გადაბირება მოხდეს, მაშინ ესეც უკიდურესად ცუდად კეთდება. სინოდის განჩინებაში, ისევე როგორც ოფიციოზური კომენტარების მთელ ნაკადში, აბსოლუტურად უგულებელყოფილია და არ არსებობს მცდელობა, თავად უკრაინელების აზრის გაგებისა. პატრიარქმა ვერ გამონახა დრო და შესაძლებლობა, რომ პირდაპირ მათთვის მიემართა, თავისი პოზიციის განმარტებითურთ. არ იყო მცდელობები, რომ გაგებულიყო მცირეოდენი სიმართლე, რომელიც არსებობს ავტოკეფალისტურ მისწრაფებებში და კონსტანტინოპოლის პოზიციაში. კრიზისის გადასაჭრელად, არც ერთი გზა არ არის შემოთავაზებული. ისე გამოდის, რომ უკრაინელებმა სიცოცხლე უნდა დათმონ, პატრიარქ კირილესთან ერთობის გამო და თავად მან (პატრიარქმა კირილემ) რა დათმო უკრაინელებისათვის? ასევე ნაკლებად მომგებიანი ტაქტიკაა, რომ დავარწმუნოთ უკრაინელები შემდეგი პოზიციიდან: „ჩვენ, მოსკოვში მაცხოვრებლები, გაგვანაწყენეს!“.

    და მთავარი: საერთო აზრისათვის ბრძოლაში, ყოველთვის მომგებიანია მსხვერპლის პოზიცია - „თავს დაგვესხნენ“. ჰიტლერი და სტალინიც კი ამას ჩხაოდნენ, რომ უგუნური პოლონელები და ფინელები პირველები დაესხნენ თავს მათ ჯარებს. ასე რომ, მართალია მაქსიმოვი მასხრად იგდებს ეგზარქოსებს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი საუკეთესო სასტარტო პოზიციებს იკავებენ, წარმოდგენილ რეალურ დაპირისპირებაში...

    არაფრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ „ჩვენ არ ვიცოდით“ ამ მოვლენების შესახებ. კონსტანტინოპოლის პატრიარქი - იერემია II, მოსკოვის პატრიარქ ნიკონის მიერ, 1653 წლის „პიდალიონში“ გამოცემული სიგელის რუსულ თარგმანში, მოსკოვში საპატროარქოს დადგენის შესახებ, გარკვევით ამბობს: „კრებამ განაჩინა, რომ მოსკოვის პატრაიარქად დადგინებულმა, მეუფე იობმა ჩვენი სახელი უნდა მოიხსენიოს და კონსტანტინოპოლის საყდარი, მის თავად და უპირატესად უნდა აღიაროს, როგორც აქვთ ეს სხვა პატრიარქებს“. [10]

    სიგელის ტექსტი იხ: [11]

    ხოლო მოსკოვისათვის ესოდენ ძვირფას სიგელში, კიევის სამიტროპოლიტოს გადაცემის შესახებ, კიდევ უფრო მკვეთრად არის ნათქვამი:

    „ ... დაე პირველად, მსოფლიო პატრიარქის უწმიდესი სახელი მოიხსენიოს, როგორც ყოველთა ცოცხალი წყარო და საწყისი. მას განეკუთვნება ყველა სამრევლო და ეპარქიები“ («κα περκειμνου πντων τν πανταχο παροικιν τε κα παρχιν»).

       კონსტანტინოპოლის უფლებების და „საკანონმდებლო აქტების“ შემცველი ფორმულირებები, რომელნიც მასთან თანმდევ სინოდალური გადაწყვეტილების დოკუმენტებშია დაფიქსირებული, ასეთი ფორმით გახლდათ მოცემული:  «вся благая в концы вселенныя подаваются, и источник всем суще». იხ. [12]

      რატომ არ მოხდა შედავება? როდესაც „აღმოსავლელი პაპი“ რაიმეს გვჩუქნიდა, ჩვენ სიხარულით ვეამბორებოდით მის ყოვლადუწმიდეს ფეხსაცმელს („პატრიარქის წინაშე აღსრულებული თაყვანისცემა, ალბათ იმაში მდგომარეობდა, რაშიც ქვეშევრდომების მხრიდან, იმპერატორისადმი მიძღვნილი თაყვანისცემა - მიწამდე თაყვანისცემასა და მისი მუხლის ამბორში“).[13]

     მაგრამ ახლა, ის (კონსტანტინოპოლი) რაღაცის წართმევით იმუქრება - და აქ, ჩვენმა „ღვთისმეტყველებმა“ შენიშნეს, რომ მისი მრავალსაუკუნოვანი შეხედულება საკუთარ თავზე, მხოლოდ და მხოლოდ ეხლახანს მოფიქრებული ერესია.

    დიახ, ბოსფორელ მეუფეებს აქვთ ასეთი, ძველი დაავადება. მაგრამ ეს, ქრონიკული ათასწლოვანი დაავადებაა. ოდესღაც, ჩვენი ივანე მრისხანეც კი, „ასთავის კრებით“ ახალისებდა ამ  დაავადებას. ასთავის კრების(1551)  55-ე თავი:[14]

     მოსკოვმა ამ დაავადების შესახებ იცოდა და ხანდახან იწყნარებდა მას, ხანდახან კამათობდა. მაგრამ ყოველი უთანხმოება და კრიტიკა არ დადის  ტერმინ „ერესამდე“. ეს საკმაოდ კეთილშობილური სიტყვაა და არ ღირს ბანალურ ავხორცობებთან მისი მიკუთვნება.

    თუკი მამა გიორგი გვთავაზობს, რომ პატრიარქ ტიხონის მიერ, ფანარისადმი წაყენებული პროტესტებიდან ავიღოთ მაგალითი, მაშინ თავადაც, პატრიარქ ტიხონის მაგალითს მიბაძოს და ნუ აცხადებს ფანარს ერეტიკულად. წმ. ტიხონი, სწორედაც რომ ყოველგვარი უკიდურესობების და უკმეხობების გარეშე გამართული პოლემიკების მაგალითს წარმოადგენს.

    და ბოლოს, ფანარსა და ‘’ობნოვლენცებზე’’. თემა საკმაოდ რთულია. იგი თანამედროვე მკვლევარისთვისაც რთულია (გირჩევთ, რომ მამა ილია სოლოვიოვის ფბ. გვერდზე შეხვიდეთ). მაგრამ თანამედროვეთათვის კიდევ უფრო რთულად იდგა საქმე. სავსებით რთული იყო, რომ მოსკოვიდან და რუსეთიდან შორს მყოფ ადამიანს გაეგო, თუ სად იყო საეკლესიო ხელისუფლების კანონიკური ცენტრი, პატრიარქთან თუ ადგილობრივ კრებასთან?!

     მხოლოდ ორ დოკუმენტს წარმოგიდგენთ:

  პატრიარქ ტიხონის წერილი, პროტოპრესვიტერ ბ. კრასნიცკისადმი, უმაღლეს საეკლესიო საბჭოსა და მოსკოვის საეპარქიო მმართველობის ორგანოში მისი დანიშვნის შესახებ (1924 წლის, 19-20 მაისი).

      ,,თქვენო მაღალღირსებავ, მამა პროტოპრესვიტერო: დაე მართლმადიდებელი ეკლესიის უზენაესმა მღვდელმთავარმა, უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ აკურთხოს თქვენი და თქვენი თანამოძმეების კეთილი მიზანი, რომელნიც ეკლესიის ცხოვრებისათვის საკმაოდ რთულ დროს გამოხვედით საეკლესიო ასპარესზე, რომელნიც თქვენი ძალებისამებრ ზრუნავთ ეკლესიის კეთილდღეობაზე. დაე, იკურთხოს მომავალი ადგილობრივი კრების დასაწყისი. ამ კრებაზე, დაე სულიწმიდამ, ეკლესიის ერთგული შვილების სასარგებლოდ და განსამტკიცებლად, განაგოს საეკლესიო საქმეები. გიწვევთ თქვენ, რომ მონაწილეობა მიიღოთ ეკლესიის მართვაში და ჩემს დროს შექმნილი, უმაღლესი საეკლესიო საბჭოსა და მოსკოვის საეპარქიო მმართველობის წევრად გნიშნავთ. მე გთავაზობთ თქვენ, რომ წარმოდგეთ უმაღლეს საეკლესიო საბჭოში, რომელიც, გაერთიანებულია წმ. სინოდთან, ჩემი უშუალო ხელმაძღვანელობით. გავალებთ, რომ დაუყონებლივ გამოითხოვოთ, საეკლესიო მმართველობის ორგანოების ლეგალიზაცია, აღძრათ შუამდგომლობა შეწყვეტილ საქმეებსა და გატაცებული მღვდელმთავრების, მღვდელმსახურების და ერისკაცების დაბრუნების საქმეში, დაუყონებლივ დაიწყოთ, მომავალი ადგილობრივი კრების მომზადება, რომელსაც, წმ. სამების დღის შემდეგ, უახლოეს დროში ჰმართებს შეკრება.

     დაე, საღმრთო კურთხევა და ჩვენი მღვდელმთავრული სიყვარული იყოს თქვენ ზედა.’’ 

პატრიარქ ტიხონის გზავნილი საეპარქიო მღვდელმთავრებს, საეპარქიო საბჭოების ორგანიზების შესახებ.

   1924 წლის, 19 მაისი.

,,მდაბალი ტიხონი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. ჩვენთან, კანონიკურ ურთიერთობაში მყოფ, ყველა საეპარქიო მღვდელმთავრებს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების მმართველებს:

   აწ (ახლა), ვზრუნავთ რა საეკლესიო მშვიდობასა და ღმერთის მიერ, ჩვენდამი მონდობილი რუსეთის სამწყსოს ყოველი შვილის გაერთიანებაზე, მოვუწოდებთ ეპარქიების მმართველ, ყველა მართლმადიდებელ მღვდელმთავარს, რომ საეპარქიო საბჭოებს, კანონით განსაზღვრული წესით, გაუწიოთ ორგანიზება, რომელნიც, პირველ რიგში, რუსეთის ეკლესიის მომავალი ადგილობრივი კრების მომზადების საქმეზე იზრუნებენ.

    აღნიშნულმა საეპარქიო საბჭოებმა, ეპარქიებში მყოფი სამღვდელოებისა და ერისკაცების წარმომადგენლები უნდა გამოირჩიონ, როგორც 1917-1918 წლების ადგილობრივი კრების კანონიკურ საფუძვლებზე მტკიცედ მდგომარეთაგან, ასევე ჩვენთან ურთიერთობაში ახლად შემოსულ პირთაგან, რომელნიც „თეთრი სამღვდელოებისა“  და ერისკაცებისაგან შემდგარ რევოლუციურ ჯგუფს -„ცოცხალი ეკლესია“, წარმოადგენენ.

     დაე თავად უფალმა, თავისი ყოვლადძლიერი მარჯვენით, მშვიდობაში, ერთსულოვნებაში და სიყვარულში განაგოს რუსეთის ეკლესია.’’

   ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა

1924 წლის, 19 მაისი

   მოსკოვი, დონის მონასტერი.

(პატრიარქ ტიხონის საგამომძიებლო საქმე. მ, 2000, 366-368 გვ.).

დასკვნები:

    ფანარის დადანაშაულება ერესში, მინიმუმ ნაჩქარევი და პოლიტიკურად არადროულია.

 ფანარის დადანაშაულება, უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრაში, ასევე ნაადრევია.

   ესეიგი საქმის ვითარებიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ჩვენს სინოდს, მხოლოდ СПЖУ-ს ანონიმურ მოწმეთა ცნობები ჰქონდა, რომელთაც თითქოს „საშინელ დანაშაულზე“ - ლავრაში პანაღიის ყიდვაზე გამოიჭირეს კონსტანტინოპოლის ლეგატები.

     ესეიგი, ურთიერთობის გაწყვეტის საფუძვლები ჩვენ არ გვქონდა. და ასეა თუ ისე, ამ განხეთქილებას, სწორედ ჩვენმა სინოდმა გაუწია დეკლარირება.

    ესეიგი, ბრალეულობა განხეთქილებაზე, მას ეკისრება.

 სისოევური (Сысоевского) ადამიანებისათვის, ამგვარი დასკვნების წყება, გახლავთ კატასტროფა. მათ არაფრით არ შეუძლიათ, რომ საკუთარი თავები, სქიზმატურ სტრუქტურაში მყოფებად წარმოიდგინონ. ამიტომ, ყველანაირად შეეცდებიან თავის დაძვრენას.

     მაგრამ ჩემს სამყაროში ასე არ არის. მე არ ვთვლი, რომ ქრისტე, თავისივე სიტყვებით - „რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება“, არის შებოჭილი. იგი (ქრისტე),  სინოდალური და საპატრიარქო რეზოლუციების მძევალი არ არის. თეორია, რომლის მიხედვითაც, ეპისკოპოსის (სინოდის, კრების) გადაწყვეტილებას, ღმერთი საკუთარ „კოზირად“ იყენებს და აქვე აჩერებს საკუთარი მადლის მინიჭებას მათზე, რომელნიც, მიწიერმა საეკლესიო პოლიტიკოსებმა და ადმინისტრატორებმა, თანაბარმადლიანობისათვის უღირსად მიიჩნიეს, ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.

    სტატიის დასაწყისში, მე ისეთი პიროვნებების (სტატიის ავტორი აქ ახსენებს სიტყვა „Лишенец“-ს, რომლის ზუსტი შესატყვისიც არ ვიცი - მთარგმნელისაგან) მაგალითები მოვიყვანე, რომელნიც პოლიტიკური სიტუაციიის ცვლილების დროს, „ლიშენცებად“ არ მიიჩნევდნენ თავს. სწორედ ამიტომ ვაცხადებ მე, რომ ჩემმა სინოდმა, ჩემი დაკითხვის გარეშე დამაყენა სქიზმატის მდგომარეობაში. რა გაეწყობა, „ყველაფერი აიღე ცხოვრებისაგან“. ამ ტყავსაც მოვირგებთ.

   მამებო, 17 სექტემბრის შემდეგ, თქვენს ლიტურგიას მადლი მოაკლდა? დარწმუნებულები ხართ, რომ არა? მეც ასე მიმაჩნია და ვინაიდან და რადგანაც,  არც ძველ კანონებზე არსებული მითითებები, არც „საეკლესიო თავადების“, ახლანდელი პოლიტიკური გარჩევები, ჩემზე შთაბეჭდილებას არ ახდენენ (მე არც ერთს და არც მეორეს, უბრალოდ ონტოლოგიურად სიღრმისეულად არ მივიჩნევ), მე მშვიდად ვამბობ: კირილე, მაინც ჩვენი პატრიარქია.

     მე პატრიარქს მხარს არ დავუჭერ! მიუხედავად იმისა, რომ მან, თავის ბოსფორელ კოლეგაში ერესი ვერ აღმოაჩინა, მაინც გაწყვიტა მასთან კავშირი. მე ეს, შეცდომად მიმაჩნია. მაგრამ, თავად ამ შეცდომას არ გავიმეორებ. პატრიარქ კირილეში მე უამრავ სამწუხარო რაიმეს ვხედავ, მაგრამ რადგანაც ერესის მქადაგებელს ვერ ვხედავ, მაშასადამე  ვერც იმის საფუძველს ვხედავ, რომ მისგან წავიდე და ბოლოს, ამოვიოხრებ და ისე ვუპასუხებ: „კეთილი უწმიდესო, ალბათ ისევ წავჩანჩალდებით“.

 

    

 


[2] ვიზირი- ხელსაწყო, რომლითაც იზომება თვითმფრინავის გადახრა ქარის გავლენით (მთარგმნ.).

[4] https://www.interfax.ru/world/629057

[6] ტანჟერი ქალაქი და ნავსადგური ჩრდილოეთ მაროკოში (მთარგმნ.).

[10]    « ἐπιβεβαιοῦμεν καὶ τὸ ἕνεκεν τούτου γεγονὸς πατριαρχικὸν χρυσόβουλλον, ἐν ᾦ τὰ περὶ τούτου πάντα ἑγρά[φη] πλατύτερον, ἀποφαινόμενοι συνοδικῶς, ἵνα ὁ χειροτονηθεὶς Μοσκοβιου πρὸ ὁλίγου κυριος [Ἰὼβ πατριάρχης] ... χρεωστῶν μνημονεύειν ἡμῶν τοῦ ὀνόματος καὶ τῶν λοιπῶν, καὶ κεφαλὴν αὐτοῦ καὶ πρῶτον ἔχειν καὶ νομίζειν τὸν ἀποστολικὸν θρόνον Κωνσταντινουπόλεως, ὡς καὶ οἱ λοιποὶ ἔχουσι, [πατρι]άρχαι ».

[13] . სუვოროვი. ბიზანტიელი პაპი. მოსკოვი, 1902, გვ. 48.

[14]   "И причетник с митрополитом имать некая распря, от патриярха всея тоя земли да судится; под ним же суть епископи и митрополиты всея области и страны тоя или от патриярха Констентина града, да судятся. Сия бо власть от инех патриярх никому же предана бысть, ни от правил, ни от закона, еже судити митрополита под инем патриярхом, суща другому патриярху, но токмо Констентина града патриярху се дано есть".

 

რუსულიდან თარგმნა იოანე (ვანო) შოშიაშვილმა

 

წყარო: https://www.facebook.com