დაიბადა 1994 წლის 1 დეკემბერს.
2013 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის #5 საჯარო სკოლა.
2015 წელს ჩააბარა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე.
2019 წლის ოქტომბრიდან ერაზმუსის პროგრამით სწავლობს ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტში
2020 წლის 26 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე წარმოადგინა და წარმატებით დაიცვა ნაშრომი თემაზე: „ისტორიული იესოს შესახებ კვლევა განმანათლებლობიდან დღემდე.“
2024 წელს, ჰოლი ქროსის ბერძნულ მართლმადიდებლურ კოლეჯში (ბოსტონი, აშშ), დაასრულა თეოლოგიის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა.
2026 წელს, ჰოლი ქროსის ბერძნულ მართლმადიდებლურ კოლეჯში (ბოსტონი, აშშ), უმაღლესი შეფასებით დაასრულა თეოლოგიის მეორე სამაგისტრო პროგრამა.
ამჟამად გიორგი იკვლევს თეოლოგიის ენის შედარებით ანალიზს მართლმადიდებლობასა და ბუდიზმში.
