ალექსანდრე ჯინჭარაძე

დაიბადა 1994 წლის 24 თებერვალს. 2012 წელს დაამთავრა ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა. 

2012 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

2016 წელს, თსუ-ს დამთავრების შემდეგ, ჩააბარა მაგისტრატურაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2017-2018 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში მაგისტრატურას - თეოლოგიის მიმართულებით.

2018 წელს დაიწყო ახალი ბერძნული ენის შესწავლა ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახეწლმწიფო უნივერსიტეტში.

2019 წლის ოქტომბრიდან სწავლობს ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.