ეპისკოპოს მელქისედეკის სიტყვა მსოფლიო პატრიარქისადმი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) მისასალმებელი სიტყვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისადმი

 

ყოვლადუწმინდესო მეუფეო,

ამ განსაკუთრებულ და ისტორიულ საღამოს, "დასვლასა ოდენ მზისასა", როდესაც მართლმადიდებლური სამყარო ემზადება სამოთხიდან ადამის გამოდევნის გასახსენებლად, ჩვენ აქ ახალ იერუსალიმში, ანუ ჭეშმარიტ დედა ეკლესიაში, კონსტანტინოპოლში და კერძოდ ფანარში მყოფნი, განსაკუთრებულად განვიცდით თქვენი საპატრიარქო გულის სიხარულს, გულის რომელიც ზუსტად 80 წელია ფეთქავს, გულის, რომელმაც იცის მხოლოდ უყვარდეს და სამართალს სჯიდეს. დღეს, თქვენი დაბადების ღირსშესანიშნავ დღეს ვიმყოფები აქ, რათა გამოვხატო ჩემი პატივისცემა, სიყვარული, ერთგულება და ქართველი ერის მადლიერება თქვენი უწმინდესობისა და კონსტანტინინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დედა ეკლესიის მიმართ. გეახელით, რათა გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, ილია მეორის ძმური ამბორი. ჩვენი პატრიარქის, სიყვარულის მეუფის, ბრძენი და ერისმოყვარე მწყემსთავრის, პატრიარქის რომელიც ღირს იქმნა თქვენი წინანორბედის, პატრიარქ დიმიტრიოსის ხელთაგან მიეღო ავტოკეფალიის ტომოსი და ჩვენი უწმინდესი ეკლესიის საპატრიარქო ღირსება. ფანარმა, ყოვლადუწმინდესო, ყოველივე უწყის და მოქმედებს როგორც დედა, რადგან არის ჭეშმარიტი მშობელი, რომელმაც ტკივილით და მსხვერპლით შვა თითოეული ახალი ეკლესია, ასევე აღმოსავლეთის პრესვიგენულ საპატრიარქოთა შორის მეუფებს იგი. სწორედ ამიტომ, ყოველთვის როდესაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თქვენს გვერდით ყოფნა დიდ სიხარულს გვანიჭებს. ქართველ ერს ძალიან უყვარხართ. თქვენში ხედავს იმ პატრიარქს, რომელიც აღიარებს საქართველოს უფლებას, რომ დამწყსოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს სამწყსო. სრულიად ივერია ხარობს, აღავლენს ლოცვებს და გილოცავთ თქვენი დაბადების დღის 80 წლის იუბილეს. ღმერთისადმი რწმენით ღაღადებს: თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, დაე, მრავაჟამიერ ყოფილიყოს თქვენი სიცოცხლე! დიდხანს გამყოფოთ უფალმა ღმერთმა ეკლესიის მესაჭედ! მუდამ ყოფილიყავით ძლიერი, შეურყეველი და მტკიცე სვეტი ღმრთის მოშიშებისა!ნება მიბოძეთ, ჩვენი პატრიარქის სახელით, გადმოგცეთ ეს უბრალო, მაგრამ ქრისტესმიერი სიყავრულით მორთმეული საჩუქარი.

მრავალჟამიერ ყოვლადუწმინდესო!

 

Παναγιώτατε Δέσποτα,

Αὐτή τήν εὔσημη καί ἱστορική ἑσπέρα, ἐπί τήν ἡλίου δύσιν, ὅταν ὁ Ὀρθόδοξος κόσμος ἑτοιμάζεται νά μνημονεύσει τήν Ἔξοδο τοῦ Ἀδάμ ἀπό τόν Παράδεισο, ἐμεῖς ἐδῶ, οἱ παροικοῦντες τήν ὄντως Νέα Ἱερουσαλήμ καί τήν πραγματική καί αὐθεντική Μητέρα Ἐκκλησία, τήν Κωνσταντινούπολη καί τό Φανάρι, γευόμαστε μέ τόν πιό ὄμορφο τρόπο τήν εἴσοδο στόν Παράδεισο τῆς Πατριαρχικῆς Σας καρδίας, τῆς καρδίας πού χτυπᾶ ἀκριβῶς ὀγδόντα χρόνια, τῆς καρδίας πού ξέρει νά ἀγαπᾶ μόνο καί νά ἀποδίδει δικαιοσύνη.Ἦρθα αὐτές τίς μέρες στήν ἐπέτειο τῶν γενεθλίων Σας, γιά νά πῶ τά σεβάσματά μου, τήν ἀγάπη, τήν ἀφοσίωση, τήν εὐγνωμοσύνη ὅλου του Γεωργιανοῦ λαοῦ πρός τήν Παναγιότητά Σας καί πρός τήν Μητέρα Ἐκκλησία τῆς Κωνσταντινουπόλεως, πρός τό Οἰκουμενικό Πατριαρχεῖο. Ἦρθα καί μεταφέρω τόν ἀδελφικό ἀσπασμό τοῦ Μακαριωτάτου Ἀρχιεπισκόπου Μετσχέτης καί Τιφλίδος καί Καθολικοῦ Πατριάρχου πάσης Γεωργίας καί Μητροπολίτου Μπιτσβίνθας καί Σουχουμίου-Ἀμπχαζίας κ. Ἠλιού τοῦ δευτέρου. Τοῦ Πατριάρχου μας, τοῦ Προκαθημένου τῆς ἀγάπης, τοῦ σοφοῦ Πατριάρχου, τοῦ λαοφίλητου Πατριάρχου, τοῦ Πατριάρχου πού ἀξιώθηκε νά λάβει ἀπό τά χέρια τοῦ μακαριστοῦ Προκατόχου Σας Δημητρίου τόν Τόμο Αὐτοκεφαλίας καί τήν Πατριαρχική ἀξία τῆς Ἁγιωτάτης Ἐκκλησίας μας.Τό Φανάρι, Παναγιώτατε, γνωρίζει πάντα νά φέρεται ὡς Μητέρα, διότι εἶναι γνήσια Μητέρα. Εἶναι ἐκείνη πού γέννησε μέ κόπους, στερήσεις καί θυσίες ὅλες τίς νεώτερες Ἐκκλησίες ἀλλά καί ἐκείνη πού δεσπόζει ἀνάμεσα στά Πρεσβυγενῆ Πατριαρχεῖα τῆς Ἀνατολῆς. Γι’ αὐτό καί μέ κάθε εὐκαιρία χαιρόμαστε νά ἐρχόμαστε κοντά Σας. Σᾶς ἀγαπᾶ ὁ λαός τῆς Γεωργίας. Βλέπει στό πρόσωπό Σας Ἐκεῖνον τόν Πατριάρχη πού ἀναγνωρίζει ἀσφαλῶς στή Γεωργία τό δικαίωμα νά ποιμαίνει καί τήν Ἀμπχαζία καί τό Τσινχβάλι. Ὅλη ἡ Ἰβηρία ἐκφράζει ἀγαλλίαση καί χαρά, εὐχές καί προσευχές γιά τά ὀγδοηκοστά γενέθλιά Σας καί μέ πίστη στόν Θεό ἀναφωνεῖ: Παναγιώτατε, νά εἶναι πολλά, πάρα πολλά, τά ἔτη Σας. Νά Σᾶς ἔχει ὁ Θεός στό πηδάλιο τῆς Ἐκκλησίας δυνατό, ἀκλόνητο, ἀμετακίνητο, ἑδραῖο, στῦλο ἄσειστο τῆς εὐσέβειας.Ἐκ μέρους τοῦ Πατριάρχου μας, ἐπιτρέψτε μου νά Σᾶς προσφέρω αὐτό τό ταπεινό ἀλλά μέ πολλή ἀγάπη ἐν Χριστῷ δῶρο Του.

Εἰς πολλά ἔτη, Παναγιώτατε