ცენტრის მილოცვა

წმიდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს მღვდელ ნიკოლოზ ღონღაძესა და დავით ნებიერიძეს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სამაგისტრო თემების წარჩინებით დაცვას. მღვდელ ნიკოლოზ ღონღაძის თემა პაპ პიუს IX-ს ერთ ეპისტოლეს, დავით ნებიერიძისა კი პატრიარქ კირილე ლუკარისის პიროვნებასა და მის თეოლოგიას ეხებოდა. ცენტრი ულოცავს მის ორივე წევრს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მათ სამომავლო წინსვლას უსურვებს.