ცენტრის მილოცვა

2026 წლის 16 მაისს, ჰოლი კროსის ბერძნულ მართლმადიდებლურ კოლეჯში (ბოსტონი, აშშ), გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის წევრმა გიორგი ლელუაშვილმა, უმაღლესი შეფასებით დაასრულა თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (რიგით მეორე).  გიორგი იკვლევს თეოლოგიის ენის შედარებით ანალიზს მართლმადიდებლობასა და ბუდიზმში. ცენტრი ულოცავს მას ამ წარმატებას და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს.