წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი        

II-ნაწილი

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე  (კატერელოსი)

 

         პენტარქიის სისტემის მნიშვნელობა შეაფასა კრების თავმჯდომარემ და იმპერატორის წარმომადგენელმა პატრიკიოს ვაანისმა.[1] ღმერთმა დააფუძნა ხუთ საპატრიარქოზე ეკლესია და ეს ხუთი ეკლესია  წარმოადგენს ეკლესიის თავს. იესო ქრისტემ ეკლესიის  შესახებ თქვა: „და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათ. 16,18). პატრიკიოს ვაანისის მიხედვით ეს ნიშნავს, რომ თუ გამოაკლდება ორი მათგანი (საპატრიარქო)- სხვა სამი დარჩება. თუ გამოაკლდება სამი მათგანი- ორი  მაინც დარჩება. თუ მოხდება ყველაზე დიდი უბედურება და გამოაკლდება ოთხი საპატრიარქო- დარჩება ერთი, უკანასკნელი, ქრისტეს სახელით, როგორც ყველას თავი, რომელიც გააერთიანებს ქრისტეს   სხეულს.  

         კათოლიკურ ეკლესიასთან წარმოებულ თანამედროვე დიალოგებში, იმედის მომცემი ნაყოფია  საერთო დუკუმენტი, რომელიც საღვთისმეტყველო კომისიამ  მიიღო  ვალაამში (ფინეთი),  მე-5 სხდომაზე (1988 წ.), სადაც პენტარქია აღიარებულია უძველეს და კანონიკურად ჩამოყალიბებულ საეკლესიო სისტემად, რომელშიც რიგობითად პირველი რომის ეპისკოპოსია. 22 წლის წინ დაწერილ აღნიშნული დოკუმენტის ბოლო პარაგრაფში, ორივე მხარე აღნიშნავს, რომ ეკლესიაში  რომის ეპისკოპოსის პრიმატის გამოკვლევა შემდგომი პერიოდის საქმეა[2].  

          როდესაც არსებობს თანხმობის მიღწევის სურვილი, განხილვის შედეგი შეუძლებელია იყოს ისეთი, როგორიც ანასტასი ბიბლიოთეკარმა მიიღო, რასაც 869-70 წწ.  კრების   ოქმების შესავალში აღნიშნავს კიდეც: ,,იესო ქრისტემ მისცა თავის სხეულს, ანუ ეკლესიას, იმდენი საპატრიარქო  რამდენი გრძნობაც სხეულს აქვს. ეკლესიაში ყველაფერი კარგად მიდის როდესაც საპატრიარქო საყდრებს აქვთ საერთო ნება, იმგვარად როგორც სხეულის ფუნქციას არაფერი აკლია, სანამ ხუთივე გრძობა ჯანმრთელია.  რომის საყდარის  პრიმატი კი განასახიერებს მხედველობის გრძნობას, რადგან მას  (პაპის საყდარს) ყველა სხვა დანარჩენზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია’’[3].  

           რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის, რომ ახალი ვალაამის დოკუმენტში (§2) (1987),  ასევე რავენის დოკუმენტში (§24) (2007) და ასევე კრეტის წინასწარ გეგმაში [4] (რის საფუძველზეც გასულ წელს პაფოსის დიალოგი წარიმართა.) ნახსენებია მოციქულთა 34-ე კანონი- ,,თითოეულისა ნათესავისა ეპისკოპოსთაი უხმს კაცთა მის ნათესავისათა, რაითა პირველად და თავად მათდა შეერაცხოს ეპისკოპოსი თვისი და არარას იქმოდინ ნამეტნავსა თვინიერ განზრახვისა მისისა, არამედ მათ ხოლო იქმოდის კაცად-კაცადი, რაოდენი სარგებელ ეყოფოდინ ეკლესიასა მისსა და მის ქუეშეთა სოფელთა. არამედ ნუცაღა ეპისკოპოსი თვინიერ განზრახვისა ყოველთაისა იქმს რასმე“[5]. შეიძლება ეს კანონი მოქმედებდეს პენტარქიაში ხუთ მეთაურს შორის ურთიერთობების დასარერულირებლად? ამ კითხვაზე პასუხი უმნიშვნელოვანესია, უდავოა რომ როდესაც აღმოსავლეთში რომის ეპისკოპოსი არის  Primus Inter Pares, დასავლეთში მას ,,სვამენ’’ პირამიდის თავში და ანიჭებენ ძალაუფლებას სხვა ეკლესიების ეპისკოპოსებზე.

         რომის პრივილეგირებული ადგილის დასადასტურებლად მოყავთ მაგალითები, როდესაც აღმოსავლეთის გამორჩეული წარმომადგენლები მიმართავდნენ რომის საყდარს, (განსაკუთრებით IV  და V  საუკუნეში) კრიზისული ვითარების დროს დახმარების და მფარველობის საძიებლად. აღსანიშნავია ათანასე დიდის და იოანე ოქროპირის შემთხვევები IV საუკუნეში[6], ასევე  ფლაბიანე კონსტანტინოპოლელის, ევსები დორიელის და თეოდორიტე  კვირელის შემთხვევები ეფესოს[7] (449) ავაზაკთა კრების მიერ მათი დაგმობის შემდეგ. გარდა იმისა,  რომ  ეს პიროვნებები მხოლოდ რომს არ მიმართავდნენ დასახმარებლად, (მაგ. იოანე ოქროპირი დასახმარებლად არ სწერდა მხოლოდ რომის პაპს, არამედ მედიოლანის და აკილიის  ეპისკოპოსებსაც [8]), ამის  მსგავსი უფლება მიეცა კონსტანტინოპოლის საყდარსაც ქალკედონის კრების მე-9 და მე-17 კანონებით[9].  გადამწყვეტია ის, რომ ისინი ვინც მიმართავდნენ რომს, არ მიიჩნევდნენ მას უმაღლეს უმაღლესი ძალაუფლების მქონედ (მკაცრი სამართლებრივი გაგებით), რომს არ გააჩნდა მართლმსაჯულების უმაღლესი ხარისხი. ამგვარი მიმართვები რომისადმი არ იყო მმართველობითი ხასიათის, უბრალოდ მიმართავდენ მას, რადგან იგი ფლობდა განსაკუთრეულ ავტორიტეტს და შეეძლო ემოქმედა ურთიერთთანადგომის ფარგლებში, საკუთარი შეხედულებების თავზე მოხვევის გარეშე. გარდა ამისა დასავლეთში ლტოლვილთა გადასვლის შემთხვევები პირველ ათასწლეულში იშვიათი იყო[10].

          პაპი ნიკოლოზი თვლიდა, რომ ეგნატესა და ფოტიოსის დაპირისპირება შეეძლო გამოეყენებინა არა მხოლოდ კონსტანტიოპოლის საყდრის შიდა საქმეებში ჩასარევად, არამედ პაპის პრიმატის დამკვიდრების შესაძლებლობად. პაპ ნიკოლოზს სურდა არსებითი როლი ჰქონოდა კონსტანტინოპოლში წმიდა ფოტიოსის მეორედ პატრიარქობის დროს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა ეგნატე (877), ხოლო აღმოსავლეთი თვლიდა რომ წმიდა ფოტიოსი ბრუნდებოდა იმავე საპატრიარქო საყდარზე საიდანაც არასოდეს განყენებულა [11], რადგან 869-70 წლების კრება გაუქმებულად გამოცხადდა. პაპის წარმომადენელს ირაკლიის ეპისკოპოსი  იოანე  ამგვარად პასუხობს: „წმიდა ლოცვებს აღავლენდა მისი სამწყსო და გვყავს ჭეშმარიტი მწყემსი, ნეტარი და უბოროტო, უწმიდესი მეუფე ჩვენი ფოტიოსი და მსოფლიო პატრიარქი“[12]. წმიდა ფოტიოსის საპატრიარქო საყდარზე ასვლას არ ჭირდებოდა პაპის თანხმობა.

          კრების (879/80) მთავარი მიზანი არ იყო არც კონსტანტინოპოლის  ეკლესიაში და არც კონსტანტინოპოლის საყდარსა და სხვა საპატრიარქო საყდრებს შორის ერთიანობის აღდგენა, კრებას სურდა რომს მიცემოდა  აღმოსავლეთთან კავშირის აღდგენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია ქალკედონის ეპისკოპოს ზაქარიას სიტყვები: „სიმართლეს გეტყვით, სწორედ ჩვენთვისაა საჭირო ეს კრება, ჩვენთვის  ძმებო და  და მამანო და რომის უწმიდესი ეკლესიისთვის,  ჩვენი ღირსებისთვის, რათა განხეთქილებების გამო არ შევრცხვეთ,  როგორც შფოთის და დაპირისპირების მეთაურნი.“ [13]  პაპის წარმომადგენლები შეეცადნენ კრების გადაწყვეტილებებში დაფიქსირებულიყო პაპის უმაღლესი ადგილი, მაგრამ  ვერ მოახერხეს. კრების მოქმედება და  შეხედულებები არ იყო ცალმხრივი, არამედ პაპის წარმოგზავნილ ლეგატებისაგან განსხვავებით (რომლებიც გამოხატავდნენ პაპის აზრს), წარმოადგენდა ყველა წევრის კრებსით  გადაწყვეტილებას.  როგორც აღნიშნავს ფოტიოსის კრების მკვლევარი  J. Meijer-ი,[14] ,,სინოდის კრებსითობა გამოიხატება ფრაზით: „წმიდა კრებამ ბრძანა“. ცხადია რომ კრებაზე არ ჰქონდა მნიშვნელობა ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის ფრაზა. გადაწყვეტილებები იყო კრებსითი. სხვა პატრიარქების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებებიც კი ჩანს რომ მიღებულიქნენ კრებსითად [15].  

          უდავოა, რომ წმიდა ფოტიოსის სხვადასხვა ნაშრომებში მოციქული პეტრე დახასიათებულია როგორც „მოციქულთა თავი“, „მოწაფეთა თავი“[16], „მოციქულთა წინამძღოლი“ [17], „მოციქულთა შორის გამორჩეული“[18],  „ზეცის კარიბჭის და შესასვლელის გასაღებების მფლობელი.“[19] პეტრე მოციქული არის ის, ვისაც „დავალებული აქვს სამყაროზე ზრუნვა“[20]. პეტრემ ქრისტე  აღიარა ცოცხალი ღმერთის ძედ, სწორედ ამიტომ, ქრისტემ „ჭეშმარიტების მაღიარებელ პეტრეს მისცა მისი სამეფოს გასაღებები და მის რწმენაზე დააფუძნა ეკლესია“[21]. პეტრე არის მოციქული „რომლზეც დაფუძნებულია სარწმუნოება“[22].

         ზემოთ მოყვანილი მაგალითები შეიძლება გამოყენებულ იქნან როგორც მითითებები ან მტკიცებულებები დასავლეთის შეხედულების დასადასტურებლად, რომ პეტრეს გამორჩეული ადგილი ეკავა მოციქულთა კრებულში. არსებობს   ერთ ნაწყვეტი ფოტიოსის ,,ბიბლიოთეკის’’ ნაწყვეტი, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს ფაქტს, აღიარებდა თუ არა წმიდა ფოტიოსი, პეტრე მოციქულის ამგვარ ძალაუფლებას. წმიდა ფოტიოსი აკომენტირებს ალექსანდრიის პატრიარქ ევლოგიოსის მოსაზრებას (რომ უფლის სამეფოს გასაღებები არ მიეცა არც იოანეს, არც სხვა რომელიმე მოწაფეს) და აღნიშნავს: „პეტრეს მიმართ ითქვა, მაგრამ მოციქულთა თავის პიროვნებაში სხვა მოციქულებსაც იგივე ძალაუფლება მიეცათ.“[23]

        ის რომ წმიდა ფოტიოსი უარყოფს მოციქული პეტრეს გამორჩეულ ადგილს არ ნიშნავს, რომ არ აღიარებს რომის სამოციქულო წარმომავლობას. რომი არის სამოციქულო საყდარი და კათედრა. ფოტიოსი უყოყმანოდ უწოდებს პაპს სულიერ ძმას და მამას[24] და  საუბრობს პაპის „მამობრივ ღირსებაზე.“[25]  ფოტიოსის კრების (879-80) ოქმებში (კონსტანტინოპოლურ რედაქციაშიც კი[26]) ვხედავთ, რომ  პაპი (თავის ეპისტოლეში კრების მიმართ) რომის სამოციქულო საყდრის წინ წამოწევას ცდილობს და იმავეს იმეორებენ  პაპის  წარმომადგენლებიც. რომის საყდარი არის: „ზეციური სამეფოს  კლიტეების მფლობელი...  თავი მოციქული პეტრეს მიერ ... აქვს შეკვრის და გახნის ხელმწიფება“ [27]. ყოველივე რაც ზემოთ აღინიშნა ნათლად მიუთითებენ, რომ ფოტიოსი ეწინაარმდეგებოდა პაპისტურ პრეტენზიებს და დიდი მონდომებით უჭერდა მხარს პენტარქიის სისტემის სინოდალურ ფუნქციას.  

         საერთო აზრის თანახმად, ამჟამად შერეული საღვთისმეტყველო კომისიის დიალოგები (მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის) კრიზისულ ფაზაშია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც განიხილება  საეკლესიო კავშირში რომის ეპისკოპოსის როლი და პრიმატის ხასიათი.   IX საუკუნეში წმიდა ფოტიოსის პოზიცია დასავლეთთან და ეგნატესა და ფოტიოსს შორის დაპირისპირება მიუთითებენ, რომ კონსტანტინოპოლის საყდრის ამ მძიმე პერიოდშიც კი აღმოსავლეთი აღიარებს პენტარქიის სისტემაში რომის ეპისკოპოსის მხოლოდ პატივით პირველობას. ამ სისტემაში მყოფი ეკლესიები განდიდებულნი იყვნენ განსაკუთრებული პატივის უპირატესობით და მსოფლიო კრებების კანონებით აღიარებული იყო ამ ეკლესიების ზემიტროპოლიტური იურისდიქცია. დიდი ხნის შემდეგ დოსითე იერუსალიმელი და მელეტიოს პიგასი, არ აღიარებენ რომის ეპისკოპოსის პრიმატს. ასევე უარს ეუბნებიან რომს, ჩაერიოს უფლებრივად აღმოსავლეთის შიდა საქმეებში. მხოლოდ პაპი დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ჭეშმარიტების კრიტრიუმს, სხვა პატრიარქების  და კრებების ზემდგომს. პაპი არ არის განუსჯელი, არამედ არის   Primus Inter Pares ეკლესიათა შორის და პენტარქიის სისტემაში. პაპის პრიმატი, (როგორც ამას მოითხოვდა პაპი გელასი, ორმიზდის ლიბელოსი, ფსევდოისოდორეს დეკრეტალიები და Libellum Satisfactionis-) არასოდეს მიუღია აღმოსავლეთს.

 

 



[1]  Mansi 16, 140E-141A: «Posuit Deus ecclesiam suam in quinque patriarchiis et definirit in evangeliis suis, ut nunquam aliquando penitus decidant, eo quod capita ecclesiae sint: etenim illud quod igitur: Et porte inferi non prevalebunt adversus eam; hoc denuntiat, quando duo ceciderint, currunt ad tria; cum trio ceciderint currunt ad duo; cum vero quator forte ceciderint, unum, quod permanet in omnium capite Christo Deo nostro, revocat iterum religuum corpus ecclesiae: nunc autem toto terrarium orbe concordante non habes excusationis modum, quemadmodum olim factum est».

[2] ახალი ვალაამის დოკუმნეტის შესახებ იხ. Επισκέψεις (1.9.1988) 9-18, ΜΑΡΖΕΛΟΣ Γ. ზემოთ დასახელებული ნაშრომი  გვ. 314-315.

[3] Mansi, 16, 7D: «Inter quas videlicet sedes quia Romana praecellit, non immerito visui comparator: qui perfecto cunctis sensibus praeeminet, acutior illis existens, et communionem, sicut nullus eorum, cum omnibus habens». 

[4]  Joint Coordinating Committee for the Theological Dialogue between the Roman Catholic Church and the Orthodox Church (Aghios Nicolaos, Crete, Greece, 27 September - 4 October 2008): «The role of the Bishop of Rome in the Communion of the Church in the First Millenium»,  § 12 (რავენის დოკუმენტი  § 24).

[5] ΡΑΛΗΙΣ-ΠΟΤΛΗΣ Β΄45.

[6] PG 25, 301C:  „მხოლოდ ათანასესა და მარკელოსთან მყოფი ეპისკოპოსები არ ჩასულან იქ...“   PG 25, 308AB:  „(Αθσανασίου Απολογία κατά Αρειανών). PG 47, 8: “არ კმარა მხოლოდ გლოვა... ყოვლად პატიოსანი და ყოვლად წმიდა ეპისკოპოსები იძულებულნი არიან... დატოვონ თავიანთი ეკლესიები... და თავიანთი სამყოფელიდან შორს იგზავნებიან“. კრეტის  წინასწარ გეგმაში § 2 ნახსენებია ათანასე ალექსანდიელის შემთხვევა:   «In 339-40 Athanasius bischop of Alexandria, made an appeal to Pope Julius. In the words of the Pope, quoted by Athanasius, ‘He [Athanasius] came not of his own accord, but he was summoned by letter from us’ (Athanasius, Apologia contra Arianos 29; Cf 20, 33 und 35)». µÏ. P. Ioannou, Die Ostkirche und die Cathedra Petri im 4. Jahrhundert, Stuttgart 1972, Nr. 8, 46-47: «Athanasios von Alexandrien erscheint auf Vorladung in Rom und wird von Julius I. in die Communio der katholischen Kirche aufgennomen... Ende Frühjahr 339. Athanasios reiste bald nach Erhalt der Vorladung nach Rom... Sokrates und Sozomenos unterscheiden zwei Reisen des Athanasios und des Paulos von Konstantinopel nach Rom...».

[7] SCHATZ KL. ზემოთ   დასახელებული ნაშრომი. 51. BERNARDAKIS P., “Les appels au pape dans l’ église grecque jusqu’ a Photius”, Échos d’ Orien 6 (1907) 30-42, 118-125, 249-257. HORN ST. OT., P e t r o u K a t h e d r a. D e r B i s c h o f v o n R o m u n d d i e S y n o d e n v o n E p h e s u s ( 4 4 9 ) u n d Chalcedon, Paderborn 1982, 72-105 (Drittes Kapitel: Appellationen an die sedes apostolica). Sources Chrétiennes, 111, 56-58. Mansi 17,400Α: „ყველამ იხილეთ ათანასე დიდი, ეპისკოპოსი ალექსანდრიისა და კირილე იერუსალიმელი, იოანე, რომელსაც ჩვენი სიყვარული ოქროპირს უწოდებს და ფლაბიანე კონსტანტინოპოლელი. ყველა მათგანი კრებებზე განკვეთეს და განაყენეს... ამ სამოციქულო საყდარმა შემოკრიბნა ისინი და პატივში აიყვანა“.

[8] იხ. კრეტის წინასწარი გეგმა: § 25: «John Chrysostom (404), for example, appealed not only to Rome but also to the bishops of Milan and Aquileia».

[9] ΡΑΛΛΗΣ-ΠΟΤΛΗΣ Α΄237 და  258-259.

[10]  VRIES W., Rom und die Patriarchate des Ostens , Freiburg-München 1963, 22: «Es handelt sich im ganzen um ein paar Dutzend Fälle im Laufe des ganzen Jahrtausends».

[11]  Mansi 17, 413Β: „მოგვწერეს რომ უწმიდესი კონსტანტინოპოლის ეკლესია შენს შესახებ შეთანხმდა და შეიკრიბა და რომ საყდარი რომელიც შენ გეკუთვნოდა და წაგერთვა, კვლავ დაიბრუნე“.

[12] MANSI 17, 384A.

[13]  MANSI 7, 385C.

[14] MEIJER J., A successful Council of Union. A theological analysis of The Photian Synod of 879-880, Thessaloniki 1975, 134: «Besides its purpose, the very existence of this synod reveals the synodal activity of the Church as understood and lived in the ninth century: კრებამ განაცხადა,  “the synod said”. Apparently it was no important who said it. The decisions were taken together».

[15]  J. MEIJER, ზემოთდასახელებული ნაშრომი, 134: «when the letter of Patriarch Theodosius of Antioch to Photius in which he spoke about the decisions of his local synod was read to the Fathers, then the Fathers agreed: “What Theodosius” synod has decided, we accept also».

[16]  PG 102, 585C.

[17]  PG 101, 309C; 324∞. Mansi 17, 380C. Mansi 17,400D: „რომლის მიერაც მოციქულთა თავის, პეტრეს ავტორიტეტს ვეზიარებით...“.

[18] PG 102, 764C.

[19]  PG 102, 661A.

[20] PG 101, 608C.

[21] PG 101, 933A.

[22] PG 102, 909A.

[23] PG 104, 328D-329Α.

[24]  Mansi 17, 504D: „ვეთანხმებით რომის უწმიდეს პაპს, ჩვენს სულიერ  ძმასა და მამას“.

[25] PG 102, 596BC.

[26] MEIJER J., ზემოთდასახელებული ნაშრომი, 74: «The letters which Pope John sent to Constantinople in 879, have come down to us in two versions, the first found in the Register of Pope John VIII, called in this work the Roman Version (=RV), and the orther real during the sessions of the Synod of 879-880, the Constantinopolitan Version (=CV)».

[27] . Mansi 17, 400CD.

 

წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი;  I-ნაწილი

 

სპეციალურად საიტისთვის სტატია ბერძნულიდან თარგმნა ნიკოლოზ ღონღაძემ

Download
წმ. ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი
Adobe Acrobat Document 288.8 KB