იოანე ზიზიულასი: ჩვენ გვჭირდება თეოლოგი ეპისკოპოსები და თეოლოგი მღვდლები

 

2004 წლის 5-10 ოქტომბერს . სოფიაში ჩატარდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლებს შორის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება და თანამედროვე სამყარო “.

 

კონფერენციაზე  შეკრებილ იყვნენ სხვადასხვა  საღვთისმეტყველო სასწავლებლების ხელმძღვანელები და პროფესორები-მასწავლებლები, რომლებმაც თანამედროვე საზოგადოების მიერ ეკლესიის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე იმსჯელეს, აგრეთვე   ამ გამოწვევების  საღვთისმეტყველო გააზრების გზებზე.

 

კონფერენციაზე იმყოფებოდა ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი. კონფერენციის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტი იოანე  მოსკოვის სასულიერო აკადემიის მართლმადიდებლურ სტუდენტურ ჟურნალ «Встреча» სთან ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

 

მეუფეო, ჩემი პირველი შეკითხვა  უკავშირდება კონფერენციის სამუშაო თემას: რა მნიშვნელობა აქვს საღვთისმეტყველო სკოლებს შორის ურთიერთობას და რა როლს თამაშობს ამაში საღვთისმეტყველო დისკუსიები, კონფერენციები და კონგრესები მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისათვის?

 

პირველ რიგში, საღვთისმეტყველო დისკუსიებში   ჩვენს  ერთობას ვაცნობიერებთ, ვუღრმავდებით მას და ვაძლიერებთ. საღვთისმეტყველო აზრების გაცვლის გარეშე ეკლესიის ერთიანობა ზედაპირული ხდება. მეორე, მოსაზრება ეხება პრობლემებს, წარმოქმნილს საეკლესიო წრეებში. პრობლემა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგრამ როდესაც ეს მოსაზრება აბსოლუტიზირდებაიწყება ერესში ურთიერთბრალდებები და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ პრობლემა არ იყო განხილული საღვთისმეტყველო ჭრილში, არ ყოფილა სხვადასხვა მხრიდან პოზიციების ახსნა-განმარტება, არ იქნა მოძებნილი ურთიერთშეხების წერტილი . დღეს ჩვენ ვსაჭიროებთ საღვთისმეტყველო დიალოგს, თუ არა და მაშინ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა საფრთხის ქვეშ დადგება.

 

ძველ ეკლესიაში მხოლოდ ეპისკოპოს შეეძლო სარწმუნოების საკითხებზე საუბარი, რომელიც განასახიერებდა ქრისტიანული თემის ერთობას. თუმცა ჩვენ დროში ბევრი ღვთისმეტყველი არ წარმოადგენს საეკლესიო პირს. როგორი უნდა იყოს დღევანდელ დღეს ურთიერთდამოკიდებულება ეპისკოპოსებსა და საღვთისმეტყველო სკოლებს შორის?

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სამწუხაროდ, მოხდა ღვთისმეტყველების გამოყოფა ეპისკოპატისგან. საეკლესიო იერარქები  პირველ რიგში ადმინისტრატორები გახდნენ და დაუტოვეს ღვთისმეტყველება სასწავლებლებს  და პროფესორებს. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ეპისკოპოსი თავად არის ცენტრი ეკლესიის ერთიანობის, თუ ის არ გამოიჩენს ყურადღებას საღვთისმეტყველო მუშაობის მიმართულებით, მაშინ წარმოიქმნება განცალკევების საშიშროება  ან  კონფლიქტი თეოლოგებსა  და საეკლესიო იერარქიას შორის. ყველა მნიშვნელოვანი რწმენის საკითხი წყდება საეკლესიო კრებებზე,რომელზეც  წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ეპისკოპოსები. და თუ ეპისკოპოსები არ არიან თეოლოგები, მაშინ არ არის გამორიცხული არასწორი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ჩვენ გვჭირდება თეოლოგი-ეპისკოპოსები და თეოლოგი-მღვდლები, იმიტომ რომ თეოლოგია ეს ეკლესიის ცხოვრების ნაწილია და არა მხოლოდ აკადემიური სასწავლებლის.

 

რუსეთში ძალას იკრებს საერო საღვთისმეტყველო განათლება, რას ფიქრობთ თქვენ, რა შეიძლება  მოუტანოს ამან ეკლესიის არსებობას?

 

საერო მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განვითარება შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს, ღვთისმეტყველება უნდა არსებობდეს ეკლესიის შიგნით. ეპისკოპოსები ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებენ კრიტიკას თეოლოგების მხრიდან, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ეკლესიის შიგნითეს ფუნქცია არ უნდა გადავცეთ  საერო სამყაროს. საღვთისმეტყველო სამუშაოები რომელიც ტარდება  ეკლესიის გარეთ, თეოლოგი ეპისკოპოსების მონაწილეობის გარეშე, შეიძლება წავიდეს იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს კონფლიქტამდე თეოლოგებსა და ეპისკოპოსებს შორის.

 

რისი თქმა შეგიძლიათ თანამედროვე ღვთისმეტყველების მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებლურ სამყაროში? ძველად არსებობდა საღვთისმეტყველო სკოლები: ალექსანდრიის, ანტიოქიის, სირიული. შეგვიძლია დღეს ჩვენ ვისაუბროთ სკოლებზე, რომლებიც განსაზღვრავენ საღვთისმეტყველო აზროვნების ძირითად მიმართულებებს?

 

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან თეოლოგებს, არც ძლიერ სკოლებს. არსებობენ კონსერვატორები, რომლებიც იღებენ ღვთისმეტყველებას როგორც წარსულიდან სიტყვების გამეორებას, აგვტომატური გამეორება ეკლესიის მამების გამონათქვამების. სხვები იმდენად ლიბერალურად უდგებიან, რომ მხოლოდ სოციალური საკითხებით არიან დაკავებულები, არცერთ შემთხვევაში არ მოდიან კორელაციაში წმინდა ტრადიციებთან. მაგრამ ჩვენ დღეს გვჭირდება ღვთისმეტყველება, რომელიც გააგრძელებს წმინდა მამების ტრადიციას და ყურადღებით მოუსმენს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება ღვთისმეტყველება, რომელიც გაგვცემს კითხვაზე პასუხს :“რას იტყოდნენ ეკლესიის მამები დღეს და ახლა?“ თავის ეპოქაში ეკლესიის მამები საუბრობდნენ პრობლემებზე, რომელიც იყო აქტუალური წარმართებისათვის, ელინებისათვის, ფილოსოფოსებისათვის. ჩვენთან, თანამედროვე ღვთისმეტყველები ასე არ იქცევიან. იმისათვის, რათა იყო დაკავებული ღვთისმეტყველებით, ცხოვრობდე თანამედროვე ღვთისმეტყველებით, ძალიან კარგად უნდა იცნობდე ეკლესიის მამებს, არა მხოლოდ მათ ნაწერებს, არამედ გრძნობდე მათ სულს, გადმოიტანო რა ის თანამედროვეობაში. ესერთადერთისაშუალებაა. თუკი დღეს არსებობენ ძლიერი ღვთისმეტყველები, ისინი ძალიან ცოტანი არიან და  არ არიან  მართლმადიდებლურ სივცრეში აღიარებულები, მათ უკეთესად იღებენ სხვები, რომელთაც გულწრფელად სურთ მოისმინონ პასუხები საჭირბოროტო საკითხებზე. ასეთი ღვთისმეტყველება, თითქოსდა ნოვატორული არ მოსწონთ იმ მართლმადიდებლებს, რომლებიც არასწორად იღებენ ეკლესიის მამების დანატოვარს, როგორც წარსულის მიღწევას. ჯანსაღი თანამედროვე ღვთისმეტყველება კიდევ უნდა განვითარდეს. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ, ძალიან მცირედის. ის უნდა განვითარდეს თქვენთან, ახალგაზრდა თეოლოგებო!

ჩვენ უნდა ვსაზრდოობდეთ საეკლესიო ტრადიციიდან, წმინდა გარდამოცემიდან და განსაკუთრებით ლიტურგიის გაგებით. რა შეუძლია დღეს გაგვიზიაროს წმინდა ევქარისტიამ ჩვენ პრობლემებზე, ჩვენი თანამედროვე ცხოვრების წესზე? ძალიან ბევრი უნდა ითქვას ლიტურგიაზე: ის არა მხოლოდ უნდა შესრულდეს, არამედ ასევე სწორად უნდა განიმარტოს. რისთვის არის აუცილებელი ზიარება? ჩემი პირადი არსებობისათვის -აქ და ახლა. თანამედროვე დასავლურ სამყაროში ადამიანი დგას მრავალი ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე და ჩვენ მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებმა მასზე რამენაირად პასუხი უნდა გავცეთ,  ამოვიდეთ რა ლიტურგიის სიმდიდრიდან, ეკლესიის მამებიდან.

 

შეუძლებელია ყური დაუგდო თანამედროვე სამყაროს და არ შეისწავლო ის ენა, რომელზეც ის აზროვნებს და საუბრობს.  წმინდა წერილის და ეკლესიის მამების ნაწერების გარდა, რომელის საერო მეცნიერებებია აუცილელები რათა  შევისწავლოთ?

 

პირველ რიგში ფილოსოფია, ხოლო შემდეგ  დანარჩენი მეცნიერებები: ბიოლოგია, ფიზიკა – ისინი ბევრს საუბრობენ სამყაროზე. ასევე ჩვენ უნდა ვიცნობდეთ თანამედროვე ხელოვნებას – პირველ რიგში მისი საშუალებით ადამიანი გამოთქვამს საკუთარ პრობლემებს.

 

თუმცა თანამედროვე ხელოვნება გვეჩვენება საკმაოდ უცნაურად, ზოგჯერ ადამიანურობისაგან ძალიან შორს მდგარი…

 

ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავერკვეთ თუ რატომ არის თანამედროვე ხელოვნება ასეთი. ადამიანი დღეს იმყოფება მრავალრიცხოვან კულტურულ კონფლიქტებში. მაგალითად, უკიდურესი ინდივიდუალიზმით გაჯერებული კულტურა, ყველა ცდილობს იპოვოს საკუთარი ბედნიერება შეგრძნებებში. საიდან ამდენი ნარკომანი? საიდან ამდენი განქორწინებები? საიდან ამდენი ჩავარდნა ურთიერთობებში? ეს ყველაფერი ადამიანური ყოფის პრობლემებია, რომელსაც ხელოვნება ცდილობს აირეკლოს.  ღვთისმეტყველებმა უნდა მივცეთ პასუხი, შევთავაზოთ სხვაგვარი გზა.

უკიდურეს ინდივიდუალიზმს მართლმადიდებლურმა ღვთისმეტყველებამ შეიძლება დაუპირისპიროს საზოგადოების იდეა, ზიარება, პიროვნება. მე მაქვს ნაშრომები პიროვნებაზე და ევქარისტიაზე. მე მგონია, რომ ეს არის ურთიერთკავშირის გაგება. ისინი არა მხოლოდ ერთმანეთთან კავშირშია, მათ გააჩნიათ უშუალო კავშირი იმასთან, თუ რამდენად აცნობიერებს ადამიანი საკუთარ არსებობას. ჩვენ გაგვაჩნია  მართლმადიდებლური მემკვიდრეობის საგანძური, მაგრამ იგი ჩავკეტეთ, შევქმენით მისგან მუზეუმი, დავდივართ მის გარშემო და შევძახით: „მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობა!“ უნდა ამოვაბრძანოთ ის მუზეუმიდან და წარვუდგინოთ დანარჩენ მსოფლიოს.მე მჯერა, რომ მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება  წარმოადგენს მომავალ ჰუმანიზმს.

თუკი ჰუმანიზმი გააგრძელებს გამოყოფას მართლმადიდებლური მსოფმხედველობისაგან, ის გაიფანტება. დასავლური ქრისტიანობა დასუსტდა. მან შექმნა კულტურა, ცხოვრები წესი, აზროვნების წესი.ჩვენ ახლა  ნათლად ვხედავთ ამ ყოველივეს ხელმოკლეობას.

მაგრამ ჩემს წიგნზე რექაციის შედეგად, მე ვხედავ რომ დასავლელი ადამიანი მზად არის მიიღოს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება. კომუნისტური რეჟიმი, რომლის გამოც მრავალი რუსი ღვთისმეტყველი იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო. დიახ, ასეთია საღვთო ჩანაფიქრი, რომელიც ადამიანის გონებას არ შეუძლია გაიგოს. ღმერთი უშვებს, რათა მოხდეს ზოგიერთი განსაცდელი იმისათვის, რათა მოხდეს ასევე რაღაც კარგიც. რუსი ღვთისმეტყველები აღმოჩდნენ ემიგრაციაში 1920-იან წლებში, და უცნობია, შეიძლება კი, ისინი რომ დარჩენილიყვნენ რუსეთში, იქნებოდნენ კი ასეთი ნაყოფიერები. ჩვენ ყველა მართლმადიდებლები და არა მართლმადიდებლებიცვიმყოფებით  XX საუკუნის რუსული ემიგრაციული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების გავლენის ქვეშ.

 

დიდი ტკივილითა და მწუხარებით ვიტყვი, რომ მომავალი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უფრო მეტად წარმომიდგენია არამართლმადიდებლურ ქვეყნებში, ვიდრე მართლმადიდებლურ ტერიტორიებზე. ქრისტეს სწავლება ადვილად ვრცელდებოდა არა პალესტინაში, ქრისტე ამბობს, რომ არცერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სამშობლოში (ლუკ. 4,24). მართლმადიდებელი ქვეყნები ეხლა იმყოფებიან არქეოლოგიური გულგრილობის მდგომარეობაში. ისინი მხოლოდ მოწიწებით ექცევიან ტრადიციებს, ცდილობენ მის შენარჩუნებას, ეშინიათ მისი  რაიმე სხვამხრივი შინაგანი ამოქმედების. თუკი ტრადიციას დაახშობ, ის დაიხრჩობა. ხოლო არამართლმადიდებელი ქვეყნები გახსნილები არიან ახალი ტენდენციებისათვის, იმიტომ რომ ისინი დაიღალნენ საკუთარი ტრადიციებით. მათ ძლიერ ეხმარებათ მოთმინებისა და გახსნილობის სულისკვეთება,აგრეთვე ისინი მზად არიან მოსმენისათვის.

 

თქვენ საუბრობთ   აშშ-ზე?

 

არა, ეს ასევე ეხება ევროპასაც. ჩემი წიგნი „Being as Communion“ მთელ ინგლისურენოვან სამყაროში დიდი ინტერესით სარგებლობს. მისი ინტერესის მიზეზი მარტივია: წიგნი საუბრობს იმაზე თუ რას ნიშნავს იყო პიროვნება, იმყოფებოდა საზოგადოებაში, იმყოფებოდე ეკლესიაში, რომელიც წარმოადგენს  თანაზიარებაში არსებობას, და არა მხოლოდ დაწესებულებაში მყოფობას.

ეს სწორედ ის არის, რომელსაც ესწაფვის  დასავლელი ადამიანი. კათოლიკეები დაიღალნენ თავიანთი ინსტიტუციონალიზმით, ისინი თითქმის მზად იყვნენ გადაეგდოთ ეკლესიის ინსტიტუტი მსგავსად პროტესტანტებისა, ვერ პოულობდნენ რა მასში აზრს. მაგრამ ეხლა ხედავენ ისინი, რომ შესაძლებელი ინსტიტუციონალურობა, რომელიც არ თრგუნავს და არ ჩაგრავს ადამიანს,არამედ   ურთიერთობის სახეს წარმოადგენს, გზა თავისუფალ პიროვნებად ქცევისა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს  მართლმადიდებელი თეოლოგი გარშემომყოფთათვის.

   

წყარო 1

წყარო 2

   

 

თარგმნა გერმანიის აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა- შოთა კინწურაშვილმა     

Download
ზიზიულასი- თეოლოგი მღვდლები და ეპისკოპოს
Adobe Acrobat Document 148.0 KB