ორი სკოლა- რას ნიშნავს კრეტის კრება, მომავალი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის

სერაფიმ დანქერთი- ამსტერდამის უნივერსიტეტის აღმოსავლური მართლმადიდებლობის   ცენტრი

 

უამრავმა მედია მომხსენებელმა და გამომცემელმა  აღწერა კრეტის წმინდა კრებამდე არსებული და მისი მსვლელობისას   დაფიქსირებული დაპირისპირებები.

ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კრების სირთულეები გეოპოლიტიკური პროცესებიდან უფრო მეტად გამომდიარეობდა, ვიდრე ეკლესიოლოგიურიდან, რაც განპირობებული იყო რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობათა  და კულტურულ დაპირისპირებათაგან. სხვები მიიჩნევდნენ, რომ უთანხმოებანი გამოვლინდა ორ მხარეს შორის დაფიქსირებულ  ხედვებში. პირველს მიეკუთვნებიან ისინივისაც სურდა რომ საკრებო პროცესში ჩართულიყო მსოფლიოს დიდი ნაწილი, ხოლო მეორეს კი ისინი, რომლებსაც მიაჩნდათ რომ ეკლესიის შიდა ადმინისტრაციული განხილვები  იყო  უმთავრესი.

   ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფაქტორები კრების გამართვამდე  მართლაც თამაშობდნენ  გარკვეულ როლს, მაგრამ მოგვიანებით უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა შიდა პროცესების მომწიფებამ. ნამდვილი საღვთისმეტყველო უთანხმოება კრების დასაწყისში წარმოებულ დებატების მსვლელობისთანავე  წარმოიშვა, თან იმდენად მძაფრად, რომ ჩავარდა კიდეც  ადრე მიღებული ერთ-ერთი დოკუმენტი-,,მართლმადიდებლელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან.’’

 

რა  არის  მნიშვნელოვანი  შეთანხმება?

ზემოთთქმულ დოკუმენტებზე დაპირისპირებების განვითარებაში ახალი არაფერია, ხოლო შედარებით ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული საღვთისმეტყველო და პასტორალურ დებატები ისეთივე ძველია, როგორც თავად ქრისტიანობა. ამაში გარკვევად საკმარისია  გადაშალოთ თქვენი ბიბლია და წაიკითხოთ იოანეს ეპისტოლეები, რომლებშიც ხაზგასმულია ჩვენი მჭიდრო კავშირი იესო ქრისტესთან და მის მიერ აღსრულებულ  მარადიულ გამოხსნასთან, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მართლმორწმუნე ეკლესიის საზღვრებში  მივსდიოთ ჭეშმარიტებასა და სიყვარულს. მაგალითად:

,,7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.

თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.

ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.

ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.

რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.’’ ( 2 იოანე)

              ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სარწმუნო სიტყვის მიღება  და სხვისთვის მისი ღვთისმოსაობით სწავლება, არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი ქრისტიანისთვის.[1]

 

კითხვები დღევანდელ რისკებზე

            შემდგომში რა შეგვეძლება მოვიმოქმედოთ, როდესაც საღვთისმეტყველო უთანხმოებანი გამოიწვევენ  სქიზმას ან ერესს?

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს სურვილი, როგორც  იოანეს მეორე ეპისტოლე მიგვითითებსრომ განვაძევოთ ვინმე იმ სახლიდან, რომელიც მოციქულთა რწმენიდან განვითარებულ ფუნდამენტურ სწავლებებზეა დაფუძნებული. მაგრამ სად და რა გზებით  დავსახავთ ჩვენს მიმართულებასროგორ მოვექცევით  მართლმადიდებელი დღევანდელი მორწმუნეები, მრავალსაუკუნოვან კონფენსიონალურ იმ დანაყოფებს, რომლებიც რა ხანია  მსოფლიოში მკვიდრობენ? ამ კითხვებზე საბოლოო პასუხების გასაცემად შევაჯეროთ თუ ვის როგორ და რატომ ვიღებთ ეკლესიაში, მაგალითად რომაელ კათოლიკეს, რომელიც ისურვებს რომ გახდეს მართლმადიდებელი?

ამ კითვების პასუხებზე გავლენას ახდენს გზა, რომელიც   ფორმალურ ან პიროვნულ დონეზე გავიარეთ მსოფლიო (ეკუმენიკურდიალოგშიჩვენი დასკვნები  არ არიან ვიწრო მნიშვნელობის, არამედ ზეგავლენას ახდენენ მრავალი ადამიანის ოჯახურ ურთიერთობაზე, მეგობრობაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

  იდეალურ სამყაროში, წმინდა და დიდი კრება ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა ამ საკითხებს მაგრამ სხვაგვარად ხდება რეალურ ცხოვრებაში. ამის გასაგებად და კრების მსვლელობისას გაჟღერებული საპირისპირო მოსაზრების უკეთ გასაცნობად, საჭიროა მცირე კონტექსტის უკეთ გააზრება.

 

ორი სკოლა ისტორიის  გზაგასაყარზე

          წარსულის სინამდვილე განსხვავდება დღევანდელობისგან. ეკლესიის მამებს, მათ მოღვაწეობამდე  დამკვიდრებულ სქიზმებთან და ერესებთან საღვთისმეტყველო და პასტორალურ ფარგლებში ურთიერთობისათვის, ისტორიის ყველა მონაკვეთში ჰქონდათ შემუშავებული  საკუთარი მიდგომები. სხვადასხვა დროსა და ადგილებში იქმნებოდა განსხვავებული ნიუანსები და ახალ გამოწვევებს  მიემართებოდა შესაბამისი განმარტებები. ზოგადად კი არსებობდა  ,,აზროვნების ორი სხვადასხვა მიმართულების  სკოლა’’, მათი შეხედულებები კი მართლმადიდებელ ეკლესიას სრული სახით, საუკუნოვანი ისტორიის მანძლზე  არ გაუზიარებია.

 

 პურისტები (პურიტანები)[2]

 

          ერთ მიმართულებას ვუწოდებთ ,,პურისტებს’. წარსულში მათი ყველაზე სახელოვანი და გავლენიანი წარმომადგენელი გახლდათ წმ. კვიპრიანე კართაგენელი[3], ხოლო შემდგომში კი კონსტანტინოპოლის პატრიარქი კირილე V, რომელიც მე-18 საუკუნის შუა პერიოდში მოღვაწეობდა.

            მათი მსჯელობის  მიხედვით, თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ ეკლესიის გარეთ არაა ხსნა და გადარჩენაშეაჯამებს რა ამ ყოველივეს მიხვდება რომ  მადლი და საიდუმლოებანი მართლმადიდებელი ეკლესიის მკაცრი კანონიკური საზღვრების გარეთ არ არსებობს. მართლმადიდებლობისაგან ერთხელ განშორებულნი და გადასულნი სქიზმატურ თუ ერეტიკული დაჯგუფებებში, სულიერად ქრებიან და კვდებიან, რადგან მათი ,,სულიერი შთამომავლები’’  რეალურად აღარ არიან ნამდვილი ქრისტიანები, არამედ წარმართების მსგავსი ადამიანები.

   აქედან გამომდინარე ამგვარ ჯგუფებთან ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ ხისტად შეიძლება შეიზღუდოს რამდენიმე საშუალებით:

1-უპირველესად, წარსულში მიღებულ ანათემათა არათუ დაგმობით, არამედ მათდამი ერთგულების არგუმეტებით გამყარებით. მაგ: ის რომ ჩვენმა მამებმა აირჩიეს წინააღმდეგობა ამ და მსგავს ჯგუფებთან წარსულში და ამავე აზრზზე ვიმყოფებით ჩვენც აწმყოში.

2-მოვუწოდოთ მათ სინანულისა და თავის ერესთა უარყოფისკენ.

3-საჯაროდ უნდა დაადასტურონ თავისი რწმენა, რის შემდეგაც მათ მივიღებთ ეკლესიაში სრული ნათლისღებით, ისევე როგორც წარმართებს, რომლებიც მართლმადიდებლობას შემოუერთდნენ.

 უფრო ვრცელი ახსნა, ან წარმოდგენილ საკითხთა  ღრმად განხილვა უსარგებლოდ მიგვაჩნია, დაინტერესების შემთხვევაში კი ინფორმაციის მიღება მარტივადაა შესაძლებელიინტერნეტსა თუ წიგნებში განთავსებულ ადვილად აღსაქმელ  მასალების მეშვეობით.

 

,,რეალისტები’’

          მეორე მხარეს დგანან .. ,,რეალისტები.’’ თუ კონკრეტულ პიროვნებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ამ მხრივ წმ. ბასილი დიდი არის ძველი პერიოდის განსაკუთრებულად გამორჩეული მაგალით; რაც შეეხება სასულიერო პირების კრებულს, მათ   მოსკოვის 1667 წლის სრულიადმართლმადიდებლურ კრებაზე, წარმოაჩინეს საერთო სინოდალური პოზიცია, რომელიც უკანასკნელი 500 წლის მანძილზე ითვლება ამ საკითხზე არსებულ მოსაზრებათა შეჯერებულ ნიმუშად.

   მსჯელობის ამ მიმართულების მიხედვით არსებობს  ეკლესიიდან გამოყოფილთა (,,განდრეკილთა’’) ხარისხები. ზოგი ერეტიკული მოძღვრებანი იმდენად მკვეთრად განსხვავდება, მოციქულებრივი მოძღვრებისაგან, რომ მათი აღმსარებლობა ფაქტიურად ეკუთვნის საერთოდ სხვა რწმენას. (მაგ: დოკეტები, რომლებიც იოანეს მეორე ეპისტოლეში არიან აღნიშნულნი); თუმცა აგრეთვე არსებობს სხვადასხვა ერეტიკული სწავლებანი რომლებიც ახლოს დგანან საღვთო გამოცხადებასთან და იესო ქრისტეს მიერ ნაქადაგებ მოძღვრებასთან, ვგულისხმობთ მორწმუნეებს, რომლებსაც  აქვთ გარკვეულწილად  გზააბნეული რწმენა ან ერეტიკული ხედვები, იქიდან გამომდინარე რომ იმყოფებიან ეკლესიის გამოცდილების კანონიკურ საზღვრებს გარეთ, თუმცა ამისდა მიუხედავად მაინც იზიარებენ მადლის იმ განშტოებებს, რომელიც საღვთო განგებულებით, სრული   სახით არსებობს მხოლოდ მარლმადიდებელ ეკლესიაში.

   რუსი ბერი (.. ,,სტარეცი’’) სოფრონ სახაროვიც[4], (რომელიც ძალიან ცნობილი  გახდა მას შემდეგ, რაც დღის სინათლეზე გამოიტანა  წმ.სილუან ათონელის ცხოვრება და სწავლანი) ამგვარად ფიქრობს. 1930 წელს იგი ამბობდა: ,,მადლის სისავსე შეიძლება ხელთეპყრას მხოლოდ ერთ  (და ერთადერთ) ეკლესიას, მაგრამ გარკვეულწილად სხვა ეკლესიებსაც გააჩნიათ მადლი, რადგან აქვთ  ქრისტესადმი რწმენა, თუმცა არასრული.’’ არქიმანდრიტი სოფრონის დაკვირვებანი შესაძლებელია არყევს მათ პოზიციებს, ვინც მხოლოდ ასაჩინოვებს პურისტთა ნააზრევსმაგრამ ხუცესის დაკვირვება მარტივად ასახავს იმ ნაარევს, რაც დიდი ხნით ადრე შეინიშნებოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. არცთუ ისე შორეულ წარსულში, ამავე ეკლესიის ეპისკოპოსთა სადღესასწაულო კრებამ, გამოაქვეყნა ძალიან სასარგებლო ტექსტი ,,არამართლმადიდებლებთან დამოკიდებულების ძირითადი პრინციპები’’ https://mospat.ru/en/documents/attitude-to-the-non-orthodox/i/  რომელშიც ხსნის:

,,მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მამათა პირით ადასტურებს, რომ ხსნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში. ამავდროულად კი ის თემები, რომლებიც განიდრიკნენ მართლმადიდებლობისაგან, არასოდეს აღიქმებოდენ, როგორც საღვთო მადლისაგან სრულიად განშორებულნი. ეკლესიასთან თანაზიარების ყოველი გაწყვეტა, აუცილებლად იწვევს მადლით აღსავსე ცხოვრების დაშლას, მაგრამ მადლი  ყოველთვის სრულიად როდი  იკარგება ამ განდრეკილ თემებში. ამიტომაცაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არამართლმადიდებლური თემებიდან  შემოერთების მსურველთ, საკუთარ წიაღში არ იღებს  მხოლოდ ნათლობის საიდუმლოთი. მიუხედავად ერთიანობის რღვევისა, ეს ნაშთები კვლავაც რჩებიან  ქრისტესთან გარკვეულწილად არასრულ კავშირში, ხოლო მათი მსახურება კი აღიქმება წინდად, სამომავლოდ ეკლესიის ერთობასა და სისავსეში და დასაბრუნებლად.’’

    რადგან საღვთისმეტყველო და სულიერ სინამდვილეს ჯერ კიდევ ვიზიარებთთუნდაც სქიზმათა და ერესთა შორისაც კი შეგვიძლია შევნიშნოთ სხვა ქრისტიანები და აღვიქვათ ისინი ,,განშორებულ ძმებად’’. ,,ძირითადი პრინციპების’’ ტექსტი გადმოგვცემს: ,,თავად მათი ეკლესიური სტატუსი, ვინც საკუთარი თავი ეკლესიისგან განაყენეს, არ  განიკუთვებს მარტივ განსაზღვრებას. განყოფილ საქრისტიანოში, ჯერ კიდევ შეინიშნება  გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც გადმოგვცემენ რომ მათთანაც გაისმი ღვთის სიტყვა და არსებობს ქრისტესადმი რწმენა, რომელი როგორც ღმერთი და მხსნელი, მოვიდა ხორცით (1ინ.1:1-2:4,2,9) და საჭიროა მისდამი გულწრფელი ერთგულება.’’

            ამ აღნიშნული მახასიათებლების მიხედვით აზროვნების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ბევრად ნაკლები მიზეზი იზოლაციისთვის და უფრო  მეტი ურთიერთქმედებისთვის, დიალოგისა და რწმენის სისავსეში შემორიგების მცდელობისთვის. საბოლოოდ, როგორც- ,,ძირითადი საფუძვლების’’ ტექსტიდან ხდება ნათელი, სწორედ ეს მიდგომაა მართებული, რადგან განყოფილ ქრისტიანულ თემებში მადლი სრულიად არ გამქრალა, რომ ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ   არამართლმადიდებელი ქრისტიანები ეკლესიაში მხოლოდ სარწმუნოების აღიარებით, ან ძველი ერესის უბრალოდ დაგმობით. მათი ადრინდელი ქრისტიანული მოძღვრება საკმარისად ასახავს მოციქულებრივ რწმენას, რაც გვაძლევს რეალურად მოქმედების  საფუძვლებს.

 

,,რეალისტები’’ რუსეთის მიღმა

          რათა უფრო გასაგები იყოს დავძენთ, რომ ზემოთ აღწერილი საკითხის მოყვანილი ფორმით გააზრება, ინდივიდუალურად დამახასიათებელი არაა  რუსეთისთვის, რადგან მსგავსი პოზციები არაერთხელ დაფიქსირებულა ეკლესიის ისტორიის მანძილზე. წარმოგიდგენთ ორი მაგალითს.

 იერუსალიმის 1672 წლის, სრულიადმართლმადიდებლური კრების რწმენის სიმბოლოში, ამავე  ეკლესიის პატრიარქი დოსითეოზი აცხადებს:

   ,,გარდა იმისა, რომ  უარვყავით მიუღებელი  და მავნე მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ სუსტი რწმენის შემთხვევაში, საიდუმლოს სიწმინდე ზიანდება. .ერეტიკოსებს, რომლებიც უარყოფენ თავის ერესს ჩვეულებრივად ვიღებთ ეკლესიაში. თუკი დავუშვებთ რომ მათ აქვთ ყოვლად არასწორი რწმენა, ისინი უნდა მივიღოთ სრული ნათლისღებით, მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი რეალურად გამოთქვამენ  ჭეშმარიტ რწმენაში შემოერთების სურვილს, ხელახლა აღარ ვნათლავთ. (καίτοι ἐλλιπῆ ἐσχηκότες τὴν πίστιν τέλειον ἔλαβον τὸ βάπτισμα· ὅθεν τελείαν ὕστερον τὴν πίστιν κεκτημένοι οὐκ ἀναβαπτίζονται).

რუმინული თეოლოგიის ბოლო თაობის  ყველაზე ცნობილი  წარმომადგენელი, მამა დიმიტრუ სტანილოაე[5]  წერს  თავის ,,მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველების’’  მეორე ტომში:

   ,,ისმის კითხვა, თუ  რანი არიან სხვა ქრისტიანული კონფენსიები, რომლებიც არ აღიარებენ  განუყოფელი ქრისტესთან ასეთ იდუმალ და ეფექტურ კავშირს? ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი არიან არასრული ეკლესიები, ზოგი უფრო ახლოს სრულყოფილებასთან, ზოგი კი უფრო შორს აგრეთვე ვთვლით, რომ არამართლმადიდებლური კონფენსიები არიან განყოფილი ჯგუფები, რომლებსაც ჩამოუყალიბდათ გარკვეული ურთიერთობა სრულყოფილ ეკლესიასთან, შესაბამისად გარკვეულად ურთიერთობენ კიდეც მასთან, მაგრამ არ იზიარებენ ქრისტე-მზის სრულ სინათლესა და ძალას. ამდენად, ეკლესიის გზა მოიცავს მისგან გამოყოფილ ყველა აღმსარებლობებსაც, რადგან  მათ არ შეუძლიათ ეკლესიაში არსებული ტრადიციისაგან სრულად განშორება. მაგრამ ეკლესია, ამ სიტყვით სრულყოფილი გაგებით გახლავთ მხოლოდ მართლმადიდებლური.’’

    მამა სტანილოაეს მიხედვით, ტერმინში-,,არასრული ეკლესიები’’ იგულისხმებიან  მორწმუნეთა ის ერთობანი, რომლებსაც ,,აქვთ ჭეშმარიტ ქრისტესადმი  შესუსტებული რწმენა, შესაბამისად ეს ნაკლულოვანება აისახება ,,არასრულ საიდუმლოებებში’’, მაგრამ ისინი კვლავ არიან ქრისტეს ნამდვილ სხეულთან, ერთ ჭეშმარიტ ეკლესიასთან კავშირში.’’

 

რა არის სახელი?

   რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მართლმადიდებლურ  აზროვნებაში არავის უცდია ოდესმე დაეყო ეს ორი ტენდენცია სკოლებად და ეწოდებინა მათთვის ,,პურისტი’’ და ,,რეალისტი’’. ასე მოვიქეცით, რათა მარტივად იქნას იდენტიფიცირებული  ის მრავალსაუკუნოვანი განსხვავებანი, რომლითაც განპირობებულია მართლმადიდებელ იერარქათა, კრეტის კრების ,,ურთიერთობების’’ დოკუმენტის ბუნდოვან საკითხებთან დაკავშირებული მიდგომები . 

 პურისტული სკოლის ძლიერება არის მისი დამოკიდებულება რწმენის ნათლად გამოცხადებასთან. დასაწყისშივე, მისი არგუმენტები ვითარდებოდა მკაცრ ლოგიკურ საზღვრებში, ხოლო დასრულდა ეკლესიის რეალურ ცხოვრებაში ,,სიწმინდის თეორიისადმი’’ უპირატესობის მინიჭებით. ამგვარივე დამოკიდებულება შეინიშნებოდა საწყის პერიოდშივე: წმ.კვიპრიანე საჯაროდ აცხადებდა, რომ მისი მიდგომა განსხავდებოდა ადრეულ ქრისტიანულ ტრადიციებისა და ეკლესიის პრაქტიკისაგან. გარდა  ეკლესიისათვის დამახასიათებელი ისტორიული გამოცდილებისათვის საღვთისმეტყველო ახსნის ძიებისა, მან განავითარა ლოგიკურად მწყობრი თეოლოგიური სისტემა, რომელიც თავმოყრილია მის თავდაპირველ (ჭეშმარიტ) მოძღვრებაში. ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირდა  მე-18 საუკუნის ისეთ ცნობილ  ,,პურისტ’’ ავტორიტეტთანაც, როგორიც წმ. ნიკოდიმოს ათონელი გახლდათ[6]– მაგრამ ეს არის ძალიან გრძელი საკითხი და გადავდოთ მომდევნო დღისთვის.

     მეორე მხრივ, რეალისტთა სკოლის სიძლიერე გახლდათ საღვთისმეტყველო აზრის გამოთქმის მცდელობა იმის თაობაზე, რასაც ეკლესია მთელ მის ისტორიულ გამოცდილებაში რეალურად პრაქტიკულად მოქმედებს  და არა თეორიულად. ისინი ზრუნავდნენ პარადოქსული რეალობის ასახსნელად: რომ მხოლოდ მართლმადიდებლური კრებულია  ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია. ხოლო თუკი ვინმე კვლავ ეძებს ხსენებულ საითხებთან დაკავშირებულ პასუხებს, აუცილებლად იპოვის მოსკოვის კრების ,,ძირითად პრინციპების’’ თავში, რომელიც ეძღვნება ერთანობას, დაყოფილ საქრისტიანოში.

   ამ ორი სკოლის  სხვა სისუსტეებისა და ძლიერი მხარეების   უფრო ღრმა ანალიზისთვის მოცდა მოგვიწევს, რამდენადაც ჩვენი მიზანი იყოამ ბლოგპოსტში  მარტივად  მოგვეწოდებინა ზოგიერთი მოსაზრება, რომლებიც ეკლესიის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე   დასახელებული ორი სკოლის წიაღში არსებობდა და რომ ამ საკითხთა ჯერ კიდევ  მოუგვარებლობაზე  მიუთითებდა კრეტის კრებაზე განვითარებული და ჩვენ მიერ აღნიშნული განხილვები.

 

გზა წინ

მართლმადიდებლურ აზროვნებაში  ამ ორი ,,სკოლის’’ არსებობაუფრო მეტად  პასუხობს დასახელებულ საკითხთა ირგვლივ  არსებულ ღია კითხვებს და აზრთა სხვადასხვაობისთვის გვიტოვებს ნაკლებს საფუძველს. კრეტის კრების შემდეგ, ჩვენ ახლოს არ ვართ  ყოვლისმომცველ საღვთისმეტყველო რეზოლუციასთან. კრების დოკუმენტი თავად რჩება უმთავრესად  პროცედურულ დონეზე და არ აღწევს  საკითხთა სიღრმეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში გადასაჭრელი გვექნებოდა სერიოზული და მონუმენტური ამოცანა, ხოლო სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ ყველა ეკლესიებს არ მიუღიათ მონაწილეობა საკრებო პროცესში, რომ მის მოსამზადებელ პერიოდშივე საკმაოდ დაგროვდა კითხვები, აგრეთვე ისიც, რომ უკანასკნელი 50 წლის  განმავლობაში,    სამწუხაროდ  ნაკლებად შეინიშნებოდა საღვთისმეტყველო საკითხებით ღრმა დაინტერესება.

როგორც მამა კირილე ჰოვორუნი აღნიშნავდა, მსოფლიოს მასშტაბით მოწვეული კრებები  ,,დეტალურად განიხილავდნენ დოკუმენტებს, რის შემდეგაც  თანხმდებოდნენ ან უარყოფდნენ ტექსტის შემოთავაზებულ ვარიანტებს. რეალურად მაინც ცოტა თუ კითხულობდა ტექსტებს, ხოლო ფორმალური თანხმობის შემდეგ კი ისინი იგზავნებოდა არქივებში, სადაც მათ აგროვებდნენ და ინახავდნენ.’’

დასასრულს დავძენთ, რომ ერთი შეხედვით შეუძლებლად მიგვაჩნდა ყოვლისმომცველი დისკუსიების დაწყება. მიუხედავად ამისა კრებამ წამოწია ისეთი საკითხი, რომლებმაც   საჯარო დებატების დაწყება გამოიწვია. აქედან გამომდინარე მომავალი კრებები მოთხოვნილების შესაბამისად შესაძლებელია კვლავ მოუბრუნდნენ ამ საკითხს.

    რამდენიმე წლის წინ მიტროპოლიტმა კალისტოს უეარმა[7] დაწერა, რომ მეოცე საუკუნის მართლმადიდებლური თეოლოგიის მთავარი გამოწვევა იყო ეკლესიოლოგია, განსაკუთრებით კი ეკლესიის საზღვრები და მისი ურთიერთობი არამართლმადიდებელ აღმსარებლობებთან. 21- -ში კი მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ დაანონსა ანთროპოლოგიისა და ბიოეთიკის თემის პოპულარიზება, აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ ეკლესიოლოგიური კამათები, დებატების წინა პლანიდან, უკან გადაინაცვლებს.

კრეტის კრება კი ჯერ-ჯერობით  სხვას წარმოაჩენს.

 

შენიშვნები

[1] ,, ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას’’(1 ტიმ.6.3)

 

[2] Etym. ინგლ. puritan (სიტყვიდან purity „სიწმიდე“, ლათინურიდან puritas)It. Puritanesimo; ანგლიკანობის წიაღში აღმოცენებული და ინგლისურ კალვინიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიური მოძრაობა. ეს სახელი მას მოწინააღმდეგეებმა შეარქვეს. ისინი ამგვარად უტევდნენ რელიგიური განწმედის შესწავლას“ (Studium purioris religionis), რომლითაც, უმთავრესად 1580 წლის შემდეგ, . კარტრაიტმა (†1603) დაასაბუთა თავისი კრიტიკა ინგლისის ეკლესიის მოწყობის, ლიტურგიისა და მოძღვრების მიმართ, – მათ იგი ანტიბიბლიურად მიიჩნევდა. პურიტანები ითხოვდნენ ინგლისის ეკლესიაში ყველა შემორჩენილი პაპისტური ელემენტის გაუქმებას, დაწყებული ლიტურგიიდან (ლიტურგიული სამოსი და მორთულობანი, გალობა, ორღანის ჟღერადობა, ჯვარი და ..), მხოლოდ საღმრთო წერილზე ერთადერთ და აბსოლუტურ ნორმაზე დაყრდნობის მიზნით. დედოფალ ელისაბედ I-ის (1558- 1603) ეპოქასთან დასაპირისპირებლად, რომელსაც თავაშვებულად და დაცემულად მიიჩნევდნენ, პურიტანები საგანგებო ყურადღებას უთმობდნენ კვირადღის წმიდაყოფას, უარს აცხადებდნენ თეატრზე, ცეკვაზე, კულტურაზე და ეტიკეტზე. ეს მოძრაობა პოლიტიკის სფეროსაც შეეხო, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1640 წლის ინგლისის რევოლუციაში, ჩართული იყო ეპისკოპალიზმთან და თვით მონარქიასთან ბროლაში. პურიტანიზმი დაედო საფუძვლად ოლივერ კრომველის (†1658) რესპუბლიკას. მის შემდგომ რესტავრაციას, კათოლიკე სტიუარტების მეთაურობით (1660-1687), პურიტანებმა დიდი დევნის ხანა უწოდეს, თუმცა სწორედ ამ დროს შეიქმნა პურიტანული საგანმანათლებლო ლიტერატურის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები, როგორებიცაა, ჯონ მილტონის (†1674) „დაკარგული სამოთხე“ (1667) თუ ბაპტისტ ჯონ ბუნიანის მომლოცველის მოგზაურობა“ (1678). პურიტანული მემკვიდრეობა ინგლისელთა ეროვნული ცნობიერების ნაწილად იქცა და დღესაც განსაზღვრავს გარკვეულწილად ამ ხალხის ქცევას. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=4582

 

[3] აფრიკელი ღვთისმეტყველი, მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული წმინდანი. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=300%3A2

 

[4] https://en.wikipedia.org/wiki/Sophrony_(Sakharov)

 

[5] დიმიტრი სტანილოაე- მეოცე საუკუნის გამორჩეული რუმინელი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი; https://orthodoxwiki.org/Dumitru_Staniloae

 

[6] წმ.ნიკოდიმოს ათონელი- XVII-XIX საუკუნის ცნობილი მოღვაწე https://orthodoxwiki.org/Nicodemus_of_the_Holy_Mountain

 

[7] მიტროპოლიტი კალისტოს უეარი- თანამედროვეობის გამორჩეული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი; კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი. https://orthodoxwiki.org/Kallistos_(Ware)_of_Diokleia

 

წყარო-http://blogs.ancientfaith.com/orthodoxyandheterodoxy/2016/07/11/two-schools-council-crete-means-future-orthodox-theology/

ქართული წყარო-

https://seminarieli.wordpress.com/2016/07/22/ორი-სკოლა-რას-ნიშნავს-კრე/

 

 

 თარგმნა და შენიშვნები დაურთო გურამ ლურსმანაშვილმა

 

Download
კრეტის კრება და ორი სკოლა.pdf
Adobe Acrobat Document 257.8 KB