ინტერვიუ არქიდიაკონ იოანე ხრისავგისთან

 

მართლმადიდებლური კრება  გაიმართება ბულგარეთის ეკლესიის გარეშე  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერმა განაცხადა, რომ შეიცვალა არაპროცედურული და საორგანიზაციო საკითხები  კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომელიც გახლავთ ,,პირველი თანასწორთა შორის’’, განაცხადა, რომ მართლმადიდებლური კრება გაიმართება. აღნიშნული მოვლენა,  14 ეკლესიის გადაწყვეტილებით  დაიგეგმა ამა წლის 16-26 მაისს, მიუხედავად ამისა ბულგარეთის ეკლესიამ  უკანასკნელ კვირას დააანონსა, რომ არ დაესწრებოდა მას.  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერმა, მამა იოანე ხრისავგისმა (მ. იოანე ხრივაგისი Rev. Dr. John Chryssavgis, გახლავთ თეოლოგიის დოქტორი, ცნობილი თეოლოგი , ათობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი -რედ.) განუცხადა კათოლიკურ ,,HERALD’’-ს (მოამბეს), რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან  ,,არაპროცედურული და საორგანიზაციო საკითხები შეიცვალა’’, კრება კი გაიმართება.  რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც აცხადებს რომ ბულგარული მხარის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, კრების ჩატარება შეუძებელია. ,,თუნდაც 1 ეკლესიის არყოფნაც კი ქმნის გადაულახავ დაბრკოლებას’’, რადგან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,კრების გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ კონსენსუსის გზით.’’  მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა, რომ პირველიერარქთა მიერ იანვარში მიღებულ  სინაქსისზე, ,,ნათლად და ერთმნიშვნელოვნადაა’’ გადაწყვეტილი, რომ კრება ჩატარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა ეკლესია არ იქნება მისი მსვლელობისას წარმოდგენილი. საკუთრივ კრების გადაწყვეტილებები კი ხელმოწერილია ყველა ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან.  კრების (რომელიც იგეგმება 1961 წლიდან) მიზანია , რომ  ერთად შეიკრიბოს აღმოსავლეთის ქვეყნების 14 ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) ეკლესია, რაც იქნება ასეთი მოცულობითი მოვლენისის პირველი პრეცენდენტი. კრებამ უნდა დაამოწმოს იანვრის შეხვედრებზე მიღებული  6 დოკუმენტი. ესენია: მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი; ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები;მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს; ავტონომია და მისი გამოცხადების წესი;მართლმადიდებელი დიასპორა და მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში.  ამ ყოველივეს მიუხედავად უკანასკნელი კვირების მანძილზე, ბულგარეთის ეკლესიის გადაწყვეტილებამდეც კი შეინიშნებოდა აზრთა სხვადასხვაობა. სახელდობრ, ანტიოქიის ეკლესიამ გააპროტესტა ქორწინების შესახებ არსებული დოკუმენტი [ – შევნიშნავთ, რომ ანტიოქიის საპატრიარქომ პროტესტი არა ამ დოკუმენტის შინაარსის, არამედ ყატარის საკითხის გადაუჭრელობის გამო განაცხადა – რედაქცია], ხოლო საქართველოს ეკლესიამ კი წარმოადგინა შესწორებები, მართლმადიდებელი ეკლესიის დანარჩენ ქრისტიანული სამყაროსადმი დამოკიდებულების ირგვლივ.  მამა იოანე ხრისავგისმა განაცხადა, რომ უდავოდ საწყენია და ძალიან მტკივნეული საკითხია ბულგარეთის ეკლესიის განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი არ დაესწრება კრებას, მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მან ოფიციალურად განაცხადა, რომ კრებას დაესწრებოდა და ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ეთანხმებოდა წარმოდგენილ ყველა დოკუმენტს, რაც აღნიშნულიც კი იყო, თითოეულ ტექსტსა თუ რეგულაციაზე.

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა  

წყარო:  http://www.catholicherald.co.uk/news/2016/06/07/orthodox-council-will-go-ahead-without-bulgarian-church/?utm_content=buffer32f87&utm_medium=social&utm_source=twitter.com&utm_campaign=buffer