ეკლესიათა ევროპის საბჭოს დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოში

 

2017 წლის პირველ აპრილს, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეს I-მა, მსოფლიო საპატრიარქოში (ფანარი, სტამბული) უმასპინძლა ეკლესიათა ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური და რელიგიური ვითარება, სტამბულში ეკლესიის მდგომარეობა და ამ ყოველივეს საერთაშორისო დონესთან ურთიერთმიმართება. საუბარი შეეხო თურქეთის მომავალ რეფერენდუმს და ქრისტიანების, როგორც რელიგიური უმცირესობის საკითხს. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე შიდა-მართლმადიდებლურ ურთიერთობებზე და 2016 წლის ივნისში კუნძულ კრეტაზე ჩატარებული დიდი და წმინდა კრების ირგვლივ.

ეკლესიათა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებმა აცნობებს მსოფლიო პატრიარქს მოახლოებული მეთხუთმეტე გენერალური ასამბლეის შესახებ, რომელიც Novi Sad-ში (სერბეთი) გაიმართება. მსოფლიო პატრიარქმა საბჭოსადმი გულთბილი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა და მის საქმიანობაში მსოფლიო საპატრიარქოს ჩართულობაზე ყურადღება გაამახვილა.

ვიზიტის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად ეკლესიათა ევროპის საბჭოს წევრები კვირას, წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში გამართულ ლიტურგიასაც დაესწრნენ.

წყარო: http://www.ceceurope.org/his-all-holiness-ecumenical-patriarch-bartholomew-receives-cec-presidency-in-istanbul/

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა