ალბანეთის მთარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

 

    «და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.» (რომ. 6, 4). იესო ქრისტეს აღდგომით მოპოვებული გამრჯვება ძალადობის, ცოდვის და სიკვდილის წინააღმდეგ, ასევე სამყაროს განსაახლებლად დაწყებული საქმის განსასრულებად. დღეს კიდევ ერთხელ ივსება ჩვენი გულები სიხარულით. ღვითისა და ადამიანის ძე იესო ქრისტე საშინელი სიკვდილით მოკვდა ჯვარზე, მაგრამ  მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით « დიდებულითა ძალითა მამისათა», იგი ჩვენთვის საუკუნოდ იქნება მკვდრეთით აღდგომილი უფალი. უფლის აღდგომა იესო ქრისტეს განსაკუთრებულებას უსვამს ხაზს. მილიარდობით ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, მათგან ბევრმა შეძლო საკუთარი ტალანტითა და ენერგიით მასებზე შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ საბოოლოდ ყველა იძლია სიკვდილისაგან.   მხოლოდ ქრისტემ ნებსითი სიკვდილითა და აღდგომით დათრგუნა სიკვდილი და დაარღვია მისი მეუფება.  ქრისტეს მისტიური სხეული ეკლესია ცხოვრობს და მოქმედებს უფლის აღდგომის ნათელში. მართლმადიდებლები განსაკუთრებული სიხარულით ვზეიმობთ აღდგომას.

  ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე უბრალოდ არ ვიხსენებთ ერთ სულის შემძვრელ ისტორიულ მოვლენას, არამედ ვალდებულნი ვართ სულიერად ავღორძიმდეთ და ვიდოდეთ განახლებული ცხოვრებით «…ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხოვრებისათა ვიდოდეთ» . აღდგომის დღესასწაული მოგვიწოდებს გავაცნობიეროთ ნათლობის უღრმესი შინაარსი. დიდი შაბათის სამოციქულო მიანიშნებს: «ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.» ( რომ. 6,3-4). 

   მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე მოგვიწოდებს მუდმივი განახლებისკენ «არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ.» (2 კორ. 5, 17), მოგვიწოდებს განვაახლოთ მასთან ჩვენი კავშირი. მუდმივი სულიერი განახლება არის ქრისტიანული ცხოვრების უმთავრესი ელემენტი. მოწოდებულნი ვართ განვაახლოთ ჩვენი ნდობა საღვთო ძალისადმი, მისი მზრუნველობის და გამომხსნელობითი განგებულების მიმართ. ვალდებულნი ვართ გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა სიმართლის და სამართლიანობის დასამკვიდრებლად, ურთიერთთანადგომისა და სიყვარულის გასაძლიერებლად. უფალი მოგვიწოდებს გვჯეროდეს, რომ იმედი საბოლოოდ განაქარვებს უიმედობას, სიცოცხლე ძლევს სიკვდილს. 

                                         ***

   ეს უდიდესი გარდაქმნა ხორციელდება აღდგომის სიხარულში, მშვიდი მხიარულებით, რომ გვასხივოსნებს აღდგომა ჩვენ და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ.  მორწმუნენი მამის, ძის და სულიწმინდის სახელით მონათლულები განსაკუთრებული სიღრმით განვიცდით ამ გარდაქმნას. რამდენადაც ძლიერდება ჩვენი რწმენა ქრისტეს აღდგომის მიმართნ იმდენად უფრო მძაფრი ხდება საპასექო სიხარული. მაგრამ აღდგომის სიხარულის ბრწყინვალება უფრო ფართოდ განივრცობა. მზის სხივების მსგავსად, რომლებიც აღწევენ სამყაროს ყველაზე ბნელ კუთხეებამდე, აღდგომის სიხარულის სინათლე საიდუმლოდ განმსჭვალავს მათაც ვინც შორს იმყოფებიან ან ირყევიან რწმენასა და მცირედმორწმუნეობას შორის.

   აღდგომის სიხარული  იმისთვის გვეძლევა რათა იგი გაუზიაროთ სხვებსაც. სააღდგომო ჩვეულება გვავალდებულებს, რომ როდესაც აინთება ჩვენი სანთელი მისი ცეცხლი გადავცეთ სხვებსაც. ეს არის მორწმუნეთა ვალდებულების ერთგვარი სიმბოლო მოციქულთა მსგავსად აღდგომის სასიხარულო ცნობა. მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა ბრძანა: « მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცასა და ქვეყანასა ზედა» და დაამატა « წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი». შეუძლებელია დავკმაყოფილდეთ ჩვენი პირადი ხსნით და სიხარულით, ვალდებულნი ვართ გადავცეთ ეს სასიხარულო ცნობა მათაც, ვისაც ჯერ არ სმენია მის შესახებ. აღდგომის სიხარული შეუძლებელია ჩაიკეტოს და დარჩეს მხოლოდ ერთ რომელიმე ერთობაში, რადგან იგი ყველასთვისაა განკუთვნილი მთელი სამყაროს განსაახლებლად.

   კიდევ ერთი აუცილებელი შენიშვნა: პასექი არ არის ერთდღიანი დღესასწაული, მისი ბრწყინვალება განმსჭვალავს მთელ წელს. მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით ყოველ კვირას საგალობლები ჩვენი ფიქრები და გული ივსება აღდგომის სიხარულით. აღდგომის სული და ხასიათი განსაზღვრავს ქრისტიანულ ცხოვრებას. აღდგომის იმედი აზრს აძლევს ჩვენს სიცოცხლეს. მართლმადიდებელი ეკლესია ესაა აღდგომის ეკლესია. 

                                      ***

  მოდით კიდევ უფრო ღრმა შეგნებით ვიდღესასწაულოთ პასექი და შევთხოვოთ მკვდრეთით აღმდგარ უფალს, განაახლის  ჩვენი ცხოვრება ჭეშმარიტებაში, გააძლიეროს ჩვენი სიმტკიცე  ამ ეპოქის მრავალი დაბრკოლების წინაშე, განამტკიცოს ჩვენი ენთუზიაზმი შემიქმებით ინიციატივებში. დაე ყოველდღე განვიცდიდეთ აღდგომის სიხარულს, რომელიც არ გვავიწყებს ცხოვრების მკაცრ რეალობას, მაგრამ მასზე მაღლა გვაყენებს და გარდაქმნის მას მკვდრეთით აღმადაგრი იესო ქრისტეს მადლით და ძალით. დაე, აღდგომის სიხარულით განახლება გახდეს ჩვენი ცხოვრების საზრუნავი.

    ქრისტე აღდგა!

 

წყარო-

 

სპეციალურად საიტისთვის  ბერძნულიდან თარგმნა ნიკოლოზ ღონღაძემ

Download
ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის ს
Adobe Acrobat Document 126.9 KB