წმინდა მარდარიე ლიბერტვილელი(1889-1935)

 

2017 წლის 14-16 ივლისს, წმინდა საბას სახელობის მონასტერში (ლიბერტვილი, ილინოისის შტატი, აშშ), სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 2017 წლის 7 მარტის საეპისკოპოსო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, აღესრულება წმინდა მარდარიეს საერთო-მართლმადიდებლური გლორიფიკაცია.[1] აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით დაგეგმილია სიმპოზიუმი, სხვადასხვა სოციალური თუ ახალგაზრდული ღონისძიებები და რა თქმა უნდა საღმრთო ლიტურგია (კვირა, 16 ივლისი), რომელსაც აღავლენს მისი უწმინდესობა სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, მიწვეულ იერარქებთან ერთად.

  

ისტორია

 

წმინდა მარდარიე ლიბერტვილელი დაიბადა მონტენეგროს სოფელ კორნეტის ღარიბ ოჯახში,  1889 წლის 2 ნოემბერს, აქვე მოინათლა  და სახელად იოანე ეწოდა. თავდაპირველად განათლების მისაღებად გააგზავნეს მონტენეგროს ქალაქ რიჟეკა ჩრნოიევიცაში, შემდეგ ბელგრადში (სერბეთი), სადაც ახალგაზრდა იოანემ ისურვა ეკლესიაში ემსახურა, ბერად აღიკვეცა სტუდენიცას მონასტერში და ეწოდა სახელად მარდარიე. სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ახალგაზრდა იეროდიაკონი მარდარიე გაიგზავნა რუსეთში  სადაც 12 წელი გაატარა 1905-1917.  

 

 

რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა გააგზავნა იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სერბეთის ეკლესიის დასაარსებლად. 1923 წლის პირველი დეკემბრიდან  არქიმანდრიტი მარდარიე სერბეთის ეკლესიის ამერიკულ-კანადური ეპარქიის მმართველია, მან ლიბერტვილში (ილინოისის შტატი) მოიპოვა მიწა და ააგო წმ. საბას მონასტერი. სერბეთის ეკლესიის წმ. სინოდის მიერ 1925 წლის 7 დეკემბერს დადგენილ იქნა ამერიკის ეპარქიის პირველ ეპისკოპოსად, ხოლო მისი ხელდასხმა კი 1926 წლის 25 აპრილს, ბზობის კვირას შესრულდა. აქედან მოყოლებული როგორც სამხრეთ ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში წმ. მარდარიე დაუღალავად იღწვოდა ტაძრების ასაშენებლად, სიყვარულის, მშვიდობის და ქრისტეს სახარების საქადაგებლად, იგი მშვიდობით მიიცვალა 1935 წლის 12 დეკემბერს და თავის ანდერძისამებრ დაკრძალეს ლიბერტვილის წმ. საბას მონასტერში. სერბეთის ეკლესიის წმ. სინოდის2015 წლის 14-29 მაისის  გადაწყვეტილებით, იგი  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დიპტიხში.  

 

 

წყარო 1

წყარო 2

 

მოამზადა იეროდიაკონმა სტეფანე თინიკაშვილმა

 



[1]GLORIFICATION- (ლათ. GLORIFICAZIONE)-(ბერძნ. ΕΓΚΩΜΙΑΣΜΌΣ)- ნიშნავს განდიდებას, ხოტბის შესხმას