ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც მღვდლები, (განსაკუთრებით კი მონოზონნი) არაფრად მიიჩნევენ კრების, სინოდის, საპატრიარქოს განჩინებას, მამათა დარიგებებს და პავლე მოციქულის სწავლებასაც კი. მოციქული ხომ გასაგებად ამბობს: შესაძლოა ურწმუნო ქმარი, მორწმუნე ცოლის მიერ ცხონდეს. ანუ მღვდელი, რომელიც აცხადებს, რომ ცოდავენ ის ადამიანები, რომლებიც საერო წესით დაქორწინებულნი არიან, მაგრამ ჯვარი არ აქვთ დაწერილი, ასეთი მღვდელი  თავისი საშინელი საღვთისმეტყველო უცოდინრობის დემონსტრირებას ახდენს.

 მეოთხე საუკუნეში არსებობდა ერთი საინტერესო საეკლესიო კანონი, მერვე საუკუნეში ამ კანონის აქტულიზებას ცდილობდა ღირსი თეოდორე სტუდიელი, კანონი ბრძანებს: თუკი მღვდელი ეწვევა მეორედ დაქორწინებულთა ქორწილის სუფრას, განიკვეთოს ხარისხიდან. და რას ნიშნავს ეს კანონი? ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობდა ჯვრისწერის არანაირი საიდუმლო, რომ მეოთხე საუკუნეში და მთლიანად პირველ ათასწლეულში, ქორწინება ხდებოდა საერო ნაციონალური წეს-ჩვეულების მიხედვით. თუკი მღვდელი უბრალოდ მივიდოდა საქორწინო სუფრაზე, ეს უკვე ნიშნავდა საეკლესიო სანქციას ამ ჯვრისწერაზე. ეს არ არის რაღაც შემთხვევა, რომელიც დისკოტეკაზე მოხდა, არამედ ნორმალური დეკლარაცია, საქორწინო კონტრაქტის. დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ღვთისა და აქ შეკრებილი ხალხის წინაშე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, ვიზრუნებთ ერთმანეთზე და .. ხოლო მღვდლის მიწვევა ეს უბრალოდ ნიშნავდა იმას, რომ იქ ეკლესიური გარემო იქმნებოდა, რადგან ეკლესია მხოლოდ ტაძარი ხომ არ არის, ეკლესია არის კრებული და აი ამ ქორწილში შეიკრიბა მთელი თემი ჩვენი სოფლისა და აი მღვდელიც აქ არის, სუფრასთან ზის, ე.ი. ეს არის საეკლესიო წესით აღსრულებული ქორწინება.

თავდაპირველად გვირგვინს ადგამდნენ იმპერატორებს, რაც საიმპერატორო ძალაუფლებას ნიშნავდა, ხოლო დროთა განმავლობაში ეს პრივილეგია (გვირგვინის დადგმის), გავრცელდა სხვა დანარჩენ ადამიანებზე, ხოლო ჩვენამდე, ქრისტიანებამდე, მხოლოდ XVII საუკუნეში მოაღწია, როცა დაიწყო ქრისტიანული ქორწინებების კურთხევა. XVIII საუკუნეში ერთი მისიონერი (სახელი არ მახსოვს, ხოლო გვარად ეს ადამიანი თუ არ ვცდები, ლინკევიჩი იყო) წერდა სინოდს: რა გავაკეთო, ჩემს რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც მოექცნენ ქრისტეს რჯულზე და მე ისინი მოვნათლე, ისინი დაქორწინებული არიან საერო წესით, მაგრამ ჯვარი არ აქვთ დაწერილი, ამიტომ მოგმართავთ კითხვით, ასეთ ცოლ-ქმარს დავწერო ჯვარი თუ არა? აქ არ იყო საუბარი ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე, საუბარია ისეთ ცოლ-ქმარზე, რომლებიც 30-40 წელია ერთად ცხოვრობენ, უკვე შვილიშვილები ჰყავთ, მაგრამ ჯვარი არ აქვთ დაწერილი. ამაზე სინოდმა უპასუხა, რომ არ იყო საჭირო მათთვის ჯვრის დაწერა, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია რაც ღვთის წინაშე ცოლ-ქმრად ითვლებიან.  ხომ ხედავთ, ეკლესია წარმართულ, შამანურ ქორწინებასაც კი აღიარებდა. ეკლესია საბჭოეთის დროინდელ ქორწინებებსაც აღიარებდა.

 როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ ტერმინმა საერო ქორწინებამ, დროთა განმავლობაში შეიცვალა თავისი მნიშვნელობა. მეცხრამეტე საუკუნეში საერო ქორწინება რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეკლესიის მიერ არა, ხოლო დღეს, საერო ქორწინება "ზაქსის" გვერდის ავლითაც ხდება. ამიტომაც ასეთ ქორწინებებთან დაკავშირებით, ჩვენი დამოკიდებულება ნეგატიურია. ამიტომ ვამბობთ, რომ თუკი წყვილი არაეკლესიურია, ჩვენ ვთვლით მათ კანონიერ ცოლ-ქმრად, თუკი მათ მოუნდებათ ჯვრისწერა, ჩვენ რა თქმა უნდა დავწერთ მათ ჯვარს, ხოლო თუ რომელიმე მეუღლეს არ მოუნდება ჯვრისწერა, რადგან სხვა აღმსარებლობისაა, არ შეიძლება დაძალება, რადგან თუკი ადამიანს ძალით მივიყვანთ საკურთხეველთან, მაშინ იგი თავის საეკლესიო ცხოვრებას ტყუილით დაიწყებს, გარეგნულ წესებს აღასრულებს, მაგრამ მის შიგნით აბსოლუტური სიცარიელე იქნება.

 

 

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 

საიტზე ასევე განთავსებულია დიაკონ ანდრეი კურაევის სხვა სტატიები:

რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

ადამიანის შექმნის შესახებ

მარხვის წესებისა და სექსუალური ურთიერთობის შესახებ

ტიბეტი

"ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა"