რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ვისაუბროთ ქრისტეს მემკვიდრეობის შესახებ. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტე არასდროს არაფერს წერდა. ერთადერთი ადგილი სახარებაში, სადაც ქრისტე რაღაცას წერს, გახლავთ იოანეს სახარების მე-8 თავი, სადაც თხრობა მრუშობაში მხილებული დედაკაცის შესახებ. მეხუთე საუკუნის დასაწყისამდე, არცერთი წმიდა მამა არ უკეთებდა კომენტარს ამ სიუჟეტს, წმ. იოანე ოქროპირიც კი, რომელმაც დაგვიტოვა ვრცელი კომენტარები იოანეს სახარების შესახებ, ამ საინტერესო სიუჟეტის შესახებ არაფერს ამბობს. წმ. ეფრემ ასურიც, რომელმაც ასევე ოთხივე სახარება განმარტა დუმს. ჩვენი თემა საკმაოდ საინტერესოა და მისი განმარტებაც მოგვიანებით ხდება. მოდით დავაკვირდეთ, რას წერს იქ ქრისტე? რაღაცას წერს მიწაზე, მაგრამ რას? ყველაზე კარგი, საინტერესო და სარწმუნო განმარტება, რაც მე შემხვედრია, გახლავთ შემდეგი: როგორი ხალხი მივიდნენ ქრისტესთან? ფარისევლები. ფარისევლები ეს თქვენ ხართ, მე თქვენ შეურაცყოფას არ გაყენებთ, მე თქვენ გაქებთ, რადგან ფარისვლების არსებობა, წინასწარმეტყველთა ოცნება იყო. ისინი გახლდნენ ჩვეულებრივი ებრაელი ერისკაცები, რომლებიც ბოლოსდა ბოლოს დაინტერესდნენ, თუ რას ასწავლიდა მათ მოსე, წინასწარმეტყველები და .. ამის გამო მათ არავინ არ უხდიდა ფულს, არამედ ისინი ამას უანგაროთ აკეთებდნენ და უნდოდათ, რომ მათაც და მათ ერსაც ღვთის მცნებებით ეცხოვრათ. პირველ რიგში ფარისევლებმა იციან წმ. წერილი და წარმოიდგინეთ, ისინი მიდიან ქრისტესთან, ქრისტე კი მიწაზე რაღაცას წერს, რას?


დაკარგული ბიბლიური გონება

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

‘’ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა (ეფ. 4:21)

ქრისტიანი მისიონრები არ არიან მოწოდებულნი იმისათვის, რომ საკუთარი შეხედულებები იქადაგონ კათედრაზე. მქადაგებლები აღჭურვილნი და ხელდასხმულნი არიან ეკლესიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. მათ მინიჭებული აქვთ ზოგიერთი კონკრეტული ტერმინი, მაგალითად იესო ქრისტეს სახარება და ისინი მოვალენი არიან ამ ერთადერთი და მარადიული უწყებისადმი. უნდა გაავრცელონ და მხარი მისცენ. `იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა (იუდ. 1:3). რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვა ქმედითად უნდა იყოს ქადაგებული. მარადის უნდა იქნას გათვალისწინებული განჩინების ერთგულება ყოველ ახალ თაობასა და კონკრეტულ ჯგუფს შორის. ყოველ ახალ შემთხვევაში თუკი ვითარება მოითხოვს ხელახლა უნდა იქნას წარმოჩენილი, მაგრამ რაც ყველაზე აღმატებულია (სახარების) უწყებამ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.  

ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას კი არ უქადაგებენ `უცხო სახარებას”, არამედ იმავე სახარებას, როგორც იყო გადმოცემული. ღვთის სიტყვა არ შეიძლება ადვილად მოერგოს წარმავალ ზნე-ჩვეულებებსა და კონკრეტული საუკუნის მიდგომებს, რაც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვართ მიდრეკილი, რომ ღვთის სიტყვის საზომი ჩვენივე მიდგომით განვსაზღვროთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გონება ქრისტეს ფასეულობით გავზომოთ. `თანამედროვე გონება ასევე ღვთის სიტყვის განსჯის ქვეშ  დგას.

 

 


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

 

IV-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

 

 

თავი III

§3.1 სიკვდილი ელინურ ფილოსოფიაში

ანტიკურ საბერძნეთში ფიქრობდნენ, რომ ადამიანის არსებობა სიკვდილით არ მთავრდებოდა, არამედ გარდაცვლილი არსებობას განაგრძობდა ჰადესში. მიუხედავად ამგვარი შეხედულებისა, ჰადესში ყოფნა არ ითვლებოდა სიცოცხლედ. სიცოცხლე ითვლებოდა უდიდეს სიკეთედ.[1] ორფეოსისა და პითაგორას მიმდევართა რწმენით, სიკვდილი ესაა სხეულში დატყვევებული სულის გათავისუფლება (მათ ასევე სწამდათ სულის გადასახლების ანუ მეტემფსიქოზისა, სხვადასხვა სხეულში). ასევე არსებობდა თქმულება გმირთა კურთხეულ მიწებზე გადასახლების შესახებ. მიუხედავად ამისა, სიკვდილი ანტიკურ საბერძნეთში  სიცოცხლის დასასრულად და უდიდეს ტრაგედიად ითვლებოდა. არისტოტელეს თავის ნაშრომში მოჰყავს ფილოსოფოსი ქალის, საფოს, გამონათქვამი: „სიკვდილი ბოროტებაა, ღმერთებმა ასე გადაწყვიტეს, თორემ თვითონაც დაიხოცებოდნენ“[2].

 


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

III-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

 

§2.2 სჯული წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

წმინდა პავლე მოციქულის წერილებში სჯული უკავშირდება სიკვდილსა და ცოდვას, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში. სიკვდილი - ესაა საბოლოო ზღვარი, სანამდეც ცოდვას მიჰყავს ადამიანი. ცოდვა კი ძალას იღებს სწორედ სჯულისაგან (1 კორ. 15.56). სჯული ხშირად უარყოფით კონტექსტში განიხილება: „რამეთუ საქმეთაგან სჯულისათა არავინ განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისსა“ (რომ. 3.20); „რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწუნოებით თვინიერ საქმეთაგან სჯულისათა“ (რომ. 3.28); „რამეთუ სჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს სჯული, მუნ არცა სჯულისა გარდასვლაჲ“ (რომ. 4.15); „და ცოდვაჲ თქვენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ სჯულსა ქვეშე არამედ მადლსა“ (რომ. 6.14); „ხოლო განთავისუფლებულ ვართ სჯულისა მისგან“ (რომ. 7.6); „რამეთუ დასასრული სჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10.4).  ასევე კორინთოელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ. 3.6)


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

II-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

     §1.4 დაცემული მდგომარეობის შესახებ

 წმინდა პავლე მოციქული მნიშვნელოვან სხვაობას ხედავს ქრისტესშობამდელ პერიოდსა და იმ დროს შორის, როდესაც ქვეყანას განკაცებული ღმერთი მოევლინა. ქრისტემდე ადამიანმა დაკარგა ღმერთთან კავშირი, დარღვეული ურთიერთობა კი მისთვის სტატიკური მდგომარეობა არ ყოფილა; დრო გადიოდა, ადამიანი ნელ-ნელა შორდებოდა საკუთარ შემოქმედს და, შესაბამისად, იმ მდგომარეობასაც, რომელშიც ის ღმერთმა შექმნა. ბიბლიის კომენტატორთა განმარტებით, ადამიანში ღვთის ხატად შექმნილ სულს იმ შემთხვევაში აქვს უნარი მართოს სხეული, როდესაც ღმერთს უშუალოდ უკავშირდება,  მაგრამ როდესაც ეს კავშირი დაირღვა, ადამის ცოდვის შედეგად იმძლავრა ხორციელმა, სხეულებრივმა მიდრეკილებებმა, რამაც ადამიანი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო: მას დაეკარგა ძალა როგორც  ღვთისგან ბოძებული სჯულის დაცვისა, ისე ღვთისმიერვე ბუნებითად ჩანერგილი მორალური კანონების შესრულებისა. ადამიანი თითქოს მარტო დარჩა, მას თითქოს ღმერთი აღარ მფარველობდა, მათ შორის თითქოს გადაულახავი ზღუდე აღიმართა ცოდვის სახით.


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

 

I-ნაწილი

 

 

 თავი I

                      §1.1  ცოდვის არსი წარმართულ ფილოსოფიაში

           

         მსჯელობანი ცოდვის შესახებ ქრისტიანულ მოძღვრებაში სიახლე არ არის, ამის შესახებ ქრისტეს შობამდეც ბევრი დაწერილა. სანამ უშუალოდ წმინდა პავლე მოციქულის სწავლებებს წარმოვადგენდეთ, ზოგადად შევეხებით ქრისტეს შობამდე მოღვაწე წარმართ მოაზროვნეთა შეხედულებებს ამ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შევიტყობთ, თუ როგორ შეიძლება ეფიქრათ მოციქულის ეპისტოლეთა ადრესატებს,  ანტიკური კულტურის  მემკვიდრეთ - პირველ ყოვლისა, თავად წმინდა პავლეს მიერ წარმართულ ქვეყნებში დაარსებული ქრისტეს ეკლესიების მრევლს, ახლადმოქცეულთ წარმართობიდან ქრისტიანობისკენ. ვფიქრობთ, რომ წმინდა პავლეს ამის გათვალიწინება  აუცილებლად მოუწევდა.


ქრისტეს სასამართლო პროცესი: იურიდიული ანალიზი

ავტორი: ხრისტოს დერმოსიანიდისი (მოსამართლე)

 

  ქრისტეს უდანაშაულობაში დარწმუნებულმა პილატემ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ  იუდეველები ყვიროდნენ: „ჩუენ სჯული გუაქუს,და სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი,რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.“ ეს არის  ებრაელების დღევანდელი პოზიციაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ქრისტემ ნამდვილად დაარღვია მოსეს რჯული და სამართლიანად დაისაჯა სიკვდილით. მაგრამ შესაძლოა ...


ქრისტეს ხორციელი არსასრული

 

 

 

შინაარსი

1-შესავალი

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

3-იესოს გვემა

4-ჯვარცმა

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

8-წარწერა ჯვარზე

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია; ბ)ტეტანუსი და სეფსისი; გ )თრომბოზი – თრომბოემბოლია;

12-იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი

13- გამოყენებული ლიტერატურა

 

იესო ქრისტეს აღსასრული მრავალი ასპექტითაა მნიშვნელოვანი.

წინამდებარე თემაში შევეცდებით მაქსიმალურად მოვერიდოთ ამ საკითხის

ირგვლივ არსებულ საღთისმეტყველო კვლევებს და განვიხილოთ იგი

სამედიცინო, ისტორიული, არქეოლოგიური, თუ სხვა საინტერესო კუთხით. განაგრძე კითხვა>>


ადამიანის შექმნის შესახებ

 (დიაკონი ანდრეი კურაევი)

 

 ადამიანის შექმნა ბიბლიაში ერთობ უჩვეულოდ არის აღწერილი. რაც შეეხება საკუთრივ მის შექმნას, ადამიანი ჩნდება ორი ეტაპისაგან. თავდაპირველად ღმერთი მიწის მტვერისაგან ქმნის მის სხეულს, ხოლო ამის შემდგომ ხდება ადამიანისათვის სიცოცხლის სულის შთაბერვა. რას ნიშნავს, რომ ღმერთმა მიწის მტვერისაგან შექმნა ადამიანი?  წინა საუკუნის ...