მართლმადიდებლობა ემიგრაციაში და პატრიარქი ათენაგორა I

 

მართალია ათენაგორა  ლტოლვილი არ იყო, მაგრამ მას ჰქონდა ღრმა ადამიანური თანადგომა იმ ემიგრანტებისადმი, რომლებსაც მრავალი სიძნელე და ტკივილი გადაეტანათ. ათენაგორა ამ ურთიერთობით მიხვდა, რომ ემიგრანტებს  ძველი სამშობლოს დავიწყება არ შეეძლოთ, ისინი ყველაფერს საკუთარ სამშობლოსთან აკავშირებდნენ. ემიგრანტები თავიანთ რწმენას, კულტურასა და ენას უცხოობაშიც იცავდნენ. ისინი ცხოვრობდნენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც სამშობლოში დაბრუნების უფლება ექნებოდათ და ამის გამო საზღვარგარეთ მყუდრო გარემოს მოწყობისგან თავს იკავებდნენ. ათენაგორა რეალურად ფიქრობდა ამ  პრობლემებზე. მან იცოდა წარსულთან კავშირის არსებობის შესახებ და ხვდებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანების ძველი და ღირსეული ტრადიციებით უცხოობაში დამკვიდრების აუცილებლობას. ათენაგორა იაზრებდა, რომ ამერიკა მრავალი მართლმადიდებლისთვის იქნებოდა სამშობლო, შესაბამისად მან გადაწყვიტა, რომ ემიგრანტები ახალ სამყაროში ინტეგრირებულიყვნენ. ამისათვის ისინი არ გაიკიცხებოდნენ, გაკიცხვას დაიმსახურებდა ემიგრანტთა ის ნაწილი, რომლებიც უცხოეთში იზოლაციაში ცხოვრობდნენ. საჭირო გახდა, რომ მომავლისთვის გამოძებნილიყო ოპტიმალური გზები სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.  

ათენაგორა ინტეგრაციის შესახებ თავის შეხედულებას შემდეგნაირად აყალიბებს: ჩვენ ჩვენი ეკლესია ამერიკაში, ქვეყნის იდეებთან და მემკვიდრეობასთან ჰარმონიაში ავაშენეთ, რადგან ამას ითვალისწინებდა ეკლესიის სწავლება. ეროვნული ეკლესია უნდა გახდეს იმ ქვეყნის ეკლესია, სადაც მას უწევს ცხოვრება. გერმანიაში ეკლესია უნდა გახდეს გერმანიის ეკლესია, საფრანგეთში ფრანგული, ამერიკაში ამერიკული, ანუ ყველგან სადაც ჩვენ ბუნებრივ მემკვიდრეობას ვიცავთ“. ათენაგორა ინტეგრაციის პროცესისას ახერხებს არსობრივი საწყისის პოვნას. ბერნარდ ოჰზეს შეხებულებით, ათენაგორასთნ ერთად დაიწყო თანასწორობის პროცესი, რომელიც დღეს სრულყოფილად მიმდინარეობს. ოლივერ კლემენსი ამბობდა, რომ მან დაარს ახალი საბერძნეთი ამერიკაში და სწორედ ეს არის დიდი საოცრება. როდესაც საუბრობ საოცრებაზე, აუცილებელია რაიმეზე მყარად დაყრდნობა. შესაძლებელია ვინმემ მხოლოდ ბუნებრივ განვითრებაზე ისაუბროს, იმ გადმოსახედიდან, როდესაც ემიგრანტთა მესამე თაობა კმაყოფილია თავისი ცხოვრების მოცემული პირობებით. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ათენაგორა  ამ ყველაფრის შესახებ ფხიზელი გონებით ფიქრობდა. იგი მოითხოვდა ეკლესიის სამყაროსთვის გახსნილობას, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ იცავდა ძველ ადათ-წესებს. კონტინენტზე მცხოვრებ ხალხს მართლმადიდებლობა მიაჩნდათ შორსმიმავალ და თავისუფლების მიერ შემოთავაზებულ ცხოვრების წესად. მართლმადიდებლობა, საკუთარი სარწმუნოების პატივისცემით ახვედრებს ერთმანეთს ხალხს. სლავური და ბერძნული ემიგრაციით ახალმა სამყარომ დადებითი იმპულსი მიღო. ამერიკა თავისი კოსმოპოლიტური ხასიათით გახდა დიდი შეხვედრის ადგილი. მართლმადიდებლობამ შეძლო თავის იდენტობა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა. ემიგრანტების ჯგუფმა აღასრულა დიდი მისია, რომლებმაც ძველი ეკლესიის სული თან მოიტანეს. თავდაპირველად ემიგრანტებმა ახალ სამყაროს თვალწინ წარუდგინეს აღმოსავლური ეკლესიის დიდი სულიერი გამოცდილება.  

მართლმადიდებლობის ახალ სამყაროში უკეთესად დამკვიდრებისათვის, ათენაგორას სურდა ბევრი ამერიკელის მღვდლად კურთხევა. 1937 წელს ათენაგორა აარსებს საბაზისო თეოლოგიური განათლების მისაღებ სასწავლებელს „Holy Cross“-სს. იქ ცოდნამიღებულ თეოლოგებს საკუთარი კვლევები ათენში ან ხალკზე უნდა დაესრულებინათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ძნელად შეიძლებოდა ამ ყოველივეზე ფიქრი, ამიტომ სემინარიას 1947 წელს ემატება  თეოლოგიური აკადემია, რომელიც ბრუკლინში, ბოსტონთან გადაიტანეს. ათენაგორას სასწავლო ადგილის შეცვლა მომგებიანად მიაჩნდა, რადგან ეს იყო კულტურული ცენტრი და სტუდენტებს პირდაპირი კავშირი ექნებოდათ ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან. ათენაგორას სურდა, რომ აკადემიის სიახლოვეს ყოფილიყო სხვა კონფენსიების თეოლოგიური ფაკულტეტები. რამოდენიმე ხნის შემდგომ თეოლოგიური აკადემია მოიპოვებს სახელს და ცნობილი გახდება, როგორც ამერიკის ერთადერთი ელინური უნივერსიტეტი. თეოლოგიურ ფაკულტეტს დაემატა ასევე სხვა დისციპლინებიც. ძალიან საკამათო იყო საღვთისმსახურო ენა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ღვთისმსახურება არა მარტო ბერძნულ ენაზე ჩატარებულიყო, არამედ ასევე ინგლისურადაც. აგრეთვე გამოჩნდა ლიტურგიკული ტექსტების საყოველთაოდ გასაგებ ენაზე გადამუშავების აუცილებლობა. ათენაგორა რა თქმა უნდა  შორს არ წავიდა, ის აფასებდა ძალიან ძველ ბიზანტიურ ლიტურგია, მაგრამ ამასთანავე სრულყოფილად ხვდებოდა, რომ ძველი ბიზანტიურ ლიტურგიას ახალი თაობა  ამერიკაში ვერ აღიქვამდა. ათენაგორამ იცოდა, რომ ძველ ფორმებს ახალ სამყაროში ადგილი არ ექნებოდა და ლიტურგიკულ რეფორმა უნდა დაწყებულიყო, რადგან მართლმადიდებლებს უხდებოდათ ევანგელურ და კათოლიკურ გარემოში ცხოვრება. როდესაც ათენაგორას დროს დაშვებულ იქნა დასავლური ნაწაროებების შესრულებაც. მაგ: დიდ მღევარებას იწვევდა ქორწინებისას ჟღერებული  ფელიქს მენდელსონ ბართჰოლდის საქორწინო მარში.

 ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ საუბრის დაწყება უკვე შესაძლებელი გახდა. ათენაგორასთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა მართლმადიდებელი ემიგრანტის გაერთიანება. მას ძალიან აღელვებდა დაპირისპირება ელინიზმსა და სლავიანიზმს შორის, რომელიც ამერიკაში აშკარა იყო. ათენაგორა ფიქრობდა, რომ ემიგრაციული საზოგადოების საეკლესიო საზოგადოებად დაფუძნება შესძლებელი იყო მას შეეძლო მომავლისთვის ფიქრი და იმედის ქონა ემიგრაციის მომავალ თაობაზე დაყრდნობით, რომლებიც მოგვიანებით იგრძნობენ ძლიერ კავშირს ამერიკასთან, ამ გრძნობის საფუძველზე მათ შეუძლიათ უკვე ამერიკაში ამერიკული მართლმადიდებლური ეკლესია დააფუძნონ. ეს იქნება სიახლე, რამეთუ სხვა ხალხის საშულებით ეკლესიაში საეკლესიო ნაციონალური პრინციპი გაწყდება და ეს იქნება ეკლესიის ნაციონალურობის გაუქმების საუკეთესო საშუალება. ეს მძიმედ ამოსახსნელი კითხვა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ  იქნებოდნენ დაცული ავტოკეფალიისკენ მსწრაფი ეკლესიები ძველი საპატრიარქოებისგან.

1960 წელს, როდესაც ათენაგორა უკვე მსოფლიო პატრიარქი იყო  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამ დროს მთავარეპისკოპოსი თავის ეგზარხოს იაკობთან ერთად ამერიკაში აფუძნებს მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მუდმივ კონფერენციას, რომელიც წელიწადში ორჯერ უნდა გამართულიყო. ამ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მართლმადიდებელი იურისდიქციის თორმეტმა იერარქმა, რითაც მათ გამოხატეს საზოგადოებასთან თავიანთი მტკიცე სოლიდარობა ეს ყველაფერი უეჭველად იყო პრაქტიკაში ძნელად გასატარებელი და ძალიან დიდი საქმე, რომელსაც ბევრი საეკლესიო საზოგადოების წარმომავლობა ერთმანეთთნ უნდა დაეკავშირებინა.

1960 წლის კონფერენციაზე მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარხოსმა იაკობმა თქვა: ამერიკაში, გაერთიანებული იურისდიქციის დეფიციტი არის გრძელვადიანი თემა და ასევე კანონის აბსოლუტური დარღვევა. ამ საკითხის საუკეთესო კორექტურა მოხდება ამერიკის სინოდის ყოველი განათლებული და წინამძღოლი იერარქისგან მართებულად მოქმედების შემთხვევაში. იურისდიქციების ნაციონალურად ჩაბარება კანონიკურად არავითარ შემთხვევაში  არ მართლდება. ეს არის ამერიკაში ჩვენი ორგანიზაციის და ეკლესიის კანონიკური სტრუქტურის აბსოლუტური დარღვევა. ამას ვითმენთ იმის ფასად, რომ ოდესღაც საერთაშორისიო კრიზისი განვითარდება, რომელიც ძალის გარეშე უნდა მოგვარდეს დროა, რომ ამერიკის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იარსებოს, თუ ეს ასე არ მოხდება ემიგრანტების მეორე, მესამე თაობა შეაბიჯებს პრობლემურ და კვლავ ძველ, რასისტულ საზოგადოებაში“.  

ეს სვლები ათენაგორამ გაიაზრა და სისრულეში მოიყვანა. ზოგადად, როდესაც ავტოკეფალიის კითხვა ისმოდა პატრიარქი ძალიან თავდაჭერილი იყო. ეს თავდაჭერილობა გამოიჩინა მაშინაც, როცა 1970 წელს რუსეთის პატრიარქმა კონსტანტინეპოლთან შეთანხმების გარეშე რუსულ სამიტროპოლიტოს ავტოკეფალია მიანიჭა. რუსეთის პატრიარქი თავს იმართლებდა იმით, რომ პირველი მისიონერები ამერიკაში რუსები იყვნენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ავტოკეფალიის მოთხოვნის უფლება. ეს გადაწყვეტილება ათენაგორამ გააპროტესტა. ათენაგორა წერს პატრიარქ ალექსის წერილს და მოითხოვს კონსტანტინოპოლის პატრიარქის უპირატესობის გათვალისწინებას, რომელიც ქალკედონის კრების 28-ე კანონით არის დამტკიცებული. გარდა ამის ათენაგორა მოსკოვის პატრიარქისგან მოითხოვდა დაჟინებულ ერთსულოვნებას და ერთობლივ მუშაობას მომავალი პანორთოდოქსული სინოდისთვის. ათენაგორას თვალსაზრისით მხოლოდ ამ პანორთოდოქსულ სინოდს შეუძლია ამერიკულ კითხვებს გეზი მისცეს, ვინაიდან ეს არის ძალიან კომპლექსური შეკითხვა.

ასევე დადასტურებულია ის, რომ ათენაგორას ურთიერთობები ჰქონდა დამყარებული ამერიკაში არამართლმადიდებელ საეკლესიო იერარქებთან. ცნობილია  ასევე, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა კარდინალ ფრანცისკ სპელემანთან. ათენაგორას მიერ მოწვეულ კონფერენციაზე საკამთო იყო ეკუმენური კითხვა. ამერიკა არის  ნაყოფიერი ნიადაგი ეკუმენური აქტიურობისთვის. სწორედ აქ მიიღო ათენაგორამ პირველი ძლიერი იმპულსი შემდგომი მოქმედებისათვის, შესაბამისად  ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც იმ დროისთვის ამერიკაში იყო, აყალიბებს პატრიარქს შემდგომი მსახურებისთვის. ათენაგორას მნიშვნელოვან წარმატებაზე მისი ნამოქმედარიდან გამომდინარე შეგვიძლია საუბარი. თავისი 18 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მწყემსმთავარმა ამერიკაში სხვა ორგანიზებულ ეკლესიების ნაწილში ააშენა ბერძნული ეკლესია. (ზოგადადაც პატრიარქი ამერიკის საეგზარხოსოს მყარ დასაყრდენს  ყოველთვის მსოფლიო საპატრიარქოში ხედავდადა). ათენაგორამ აშშ-ში შექმნა ის სოლიდური საფუძველი, რომელზეც დაეფუძნა მისი მემკვიდრეების- მიქაელ კონსტანდინისის (1949-1958) და 1959  წლიდან იაკობ კუკუსის მოღვაწეობა. ათენაგორას ახარებდა ის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა დიდი კონფენსიების გვერდით თავისი დიდებულების დამტკიცება შეეძლო

 

გერმანულიდან თარგმნა:  აიხშტეტ- ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი გეგუჩაძემ

  წყარო:  ” Der Ökumenische Patriarch  Athenagoras I; ein Friedensbringer aus dem Osten, 1986″,Payer, Alja.

 

 

საიტზე პატრიარქ ათენაგორას შესახებ განთავსებულია:

არისტოკლის სპრუს გზა მსოფლიო პატრიარქობისაკენ 

მართლმადიდებლობა ემიგრაციაში და პატრიარქი ათენაგორა I

უცნობი ფაქტები მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას შესახებ

ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია    

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

ათენაგორა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი