მიტროპოლიტი კალისტოს უერი

 

დიოკლიას მიტროპოლიტი კალისტოს უერი (ერისკაცობაში ტიმოთი უერი) გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მართმადიდებელი თეოლოგი.

მიტროპოლიტი 1934 წელს დაიბადა ინგლისის ქალაქ ბათში (Bath,  Somester). თეოლოგიურთან ერთად ფილოსოფიური და კლასიკური (ანტიკური საბერძნეთის და რომის ისტორია) განათლება მიიღო ოქსფორდში, ვესტმნსტერის სკოლასა და მაგდალენის კოლეჯში. ანგლიკანთა ოჯახში დაბადებული და აღზრდილი მართლმადIდებლობას პირველად 1952 წელს გაეცნო, ხოლო 1958 წელს, 24 წლის ასაკში გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანი. 1965 წელს ხელდასხმულია დიაკვნად. 1966 წელს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, კუნძულ პატმოსზე (საბერძნეთი) აღიკვეცა ბერად და მიიღო სამღვდელო ხარისხი, რის შემდეგაც ეწოდა სახელი კალისტოს. იმავე წელს ოქსფორდში დაბრუნების შემდეგ, წინამძღვრობდა ბერნულ მართლმადიდებლურ სამრევლოს (მსოფლიო საპარიარქო), პარალელურად კი გახდა ოქსფორდის მართლმადიდებლური თეოლოგიის პროფესორი, (აღნიშნულ პოსტზე 35 წლის განმავლობაში იმყოფებოდა).  

 

1982 წელს მიტროპოლიტი გამოარჩიეს  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, თეატირისა და დიდი ბრიტანეთის ეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსად და მიიღო დიოკლიის ეპისკოპოსის ტიტული ამის მიუხედავად იგი დარჩა ოქსფორდში და განაგრძო საკუთარი მოვალეობის შესრულება როგორც ბერძნულ მართლმადიდებლურ სამრევლოში ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში. 2007 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დიოკლიის ეპარქია გახდა სამიტროპოლიტო, ამდენად ეპისკოპოსი კალისტე გახდა ტიტულარული მიტროპოლიტი და მიიღი დიოკლიის მიტროპოლიტის წოდება.

 


ანასტასიოსი- ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი

 

ანასტასიოს იანულატოსი (ბერძნ.Αναστάσιος Γιαννουλάτος) დაიბადა 1924 წლის 4 ნოემბერს პირეაში (საბერძნეთი Πειραιάς)  

 

განათლება

         სკოლის დასრულების შემდეგ 1947 წელს ჩააბარა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის ბაკალავრიატიც დაამთავრა 1952 წელს. რის შემდეგაც სწავლა გერმანიაში გააგრძელა, ჰამბურგისა და მარბურგის უნივერსიტეტებში რელიგიადმცოდნეობის, ეთნოოლოგიის, აფრიკანოლოგიისა და მისიოლოგიის განხრით, ხოლო  როგორც მკვლევარი მუშაობდა  Makerere University College-ში (კამბალა, უგანდა). 1970 წელს  სადოქტორო ხარისხი დაიცვა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე თემით-,,Summa cum laude.’’ 1952-1954 წწ. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ანასტასიოსი სხვადასხვა რელიგიებს სწავლობდა იქ, სადაც ისინი განვითარდნენ, შესაბამისად იმყოფებოდა ინდოეთში, ტაილანში, შრი ლანკაში, კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, კენიაში, უგანდაში, ტანზანიაში, ნიგერიაში, ბრაზილიაში, კარიბის ზღვისპირეთში, ლიბანში, სირიასა და ეგვიპტეში, რათა შეესწავლა- ინდუიზმი, ბუდიზმი, დაოიზმი, კონფუციონიზმი, აფრიკული რელიგიები და ისლამი.

            მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი ფლობს: ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ,  იტალიურ, ესპანურ, ალბანურ, ლათინურ, ახალ და ძველი ბერძნულ, რუსულ და სუაჰილურ (აღმოსავლეთ აფრიკის საერთაშორისო ენა, ბანტუს ჯგუფის) ენებს.

 


კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

(1886 წლის 6 აპრილი- 1972 წლის 7 ივლისი)

 

ბიოგრაფია

            პატრიარქი ათენაგორა (ბერძნ. არისტოკლის მატთეუ სპირუ; Αθηναγόρας Αʹ; Αριστοκλής Ματθαίου Σπύρου) დაიბადა 1886 წლის 6 აპრილს, სოფელ ცარაპლანაში, (Τσαραπλανά ,დღევანდელი  ვასილიკოში; იოანნინასთან ახლოს) მატთეუ ნ. სპირუსა და ელენა ს. მოკოროსის ბერძნულ ოჯახში. რელიგიისადმი სწრაფვა ბავშვობიდანვე დედამ და სოფლის მოძღვარმა ჩაუნერგა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1906 წელს სწავლა განაგრძო წმ. სამების სახელობის ჰალკის საღვთისმეტყველო სკოლაში (სტამბულთან ახლოს), აქვე აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად ათენაგორა და ხელიდაესხა დიაკვნად. მსახურობდა პელაგონიის ეპარქიაში, 1918 წელს იგი ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, შემდეგ (1919 წლიდან) კი იყო ათენის მთავარეპისკოპოს მელეტიოსის (მეტახაკისი) მდივანი, რა დროსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა პენდაპოლეოს მიტროპოლიტ ნექტარიოსთან (წმ. ნექტარიოს ეგინელთან, Νεκταρίου Επισκόπου Πενταπόλεως)  1921 წელს დიაკვნობაშივე გამოარჩიეს კერკირას (Κέρκυρα) მიტროპოლიტად და 1922 წლის 22 ნოემბერს ხელიდაასხეს ეპისკოპოსად.


პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

(17.02.1926-22.07.1992)

 

მამა იოანე მეიენდორფი დაიბადა 1926 წლის 17 თებერვალს  ქალაქ ნეილიში (საფრანგეთი), რუსი ემიგრანების ოჯახში. მამა გიორგი ფლოროვსკისთან ერთად სწავლობდა პარიზში წმინდა სერგის სახელობის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში და სორბორნის უნივერსიტეტში.

1950 წელს ცოლად შეირთო მარიე მოიავსკი, ვისგანაც შეეძინა ოთხი შვილი. იოანე მეიენდორფმა გაიარა ერთწლიანი სამხედრო სამსახური და 1958 წელს სორბორნის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია წმინდა გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო შეხედულებების შესახებ. მღვდლად კურთხევის შემდეგ იმავე წელს- მამა იოანე მიიწვიეს ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სასულიერო აკადემიაში ეკლესიის ისტორიის და პატროლოგიის პედაგოგად. ასევე ის ასწავლიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰარვარდის, კოლუმბიის, ფორდამის უნივერსიტეტებში. 1977 წელს მამა იოანე არჩეული იქნა ბრიტანეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ის იყო ნოტრ-დამის (ინდიანა, აშშ) უნივერსტეტის, ნიუ-იორკის საეპისკოპოსო ეკლესიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის და სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორი.


მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი

 

ბიოგრაფია

   მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (ბერძნ. Ιωάννης Ζηζιούλας) დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს კოზანში (Κοζάνης; საბერძნეთი). 1950 წელს სწავლობდა თესალონიკისა და ათენის უნივერსიტეტებში (საბერძნეთი), 1955 წელს კი ბოსეს ინსტიტუტში (შვეიცარია, Bossey Ecumenical Institute ). 1960-1964 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე მამა გიორგი ფლოროვსკის ხელმძღვანელობით ამავდროულად საქმიანობდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკური კვლევების ცენტრში (Dumbarton Oaks Research Library and Collection is an institute in Washington). იოანე ზიზიულასს ათენის უნივერსიტეტმა 1965 წელს მიანიჭა დოქტორის ხარისხი, ამავე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ეკლესიის ისტორიის ასისტენტ პროფესორად მომდევნო 6 წლის მანძილზე. 1970-1973 წლებში იყო ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ გადავიდა გლაზგოს უნივერსიტეტში და 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სისტემურ თეოლოგიას ლონდონის კინგსის კოლეჯში ( King's College London). 1986 წელს აირჩიეს პერგამოს ტიტულარულ მიტროპოლიტად, ამავდროულად იწყებს მუშაობას თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე დოგმატიკის პროფესორად.

 

ღვთისმეტყველება

  მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის თეოლოგიური შრომები ფოკუსირებულია ეკლესიოლოგიასა და საღვთისმეტყველო ონტოლოგიაზე, ისინი შესამჩნევად განიცდიან რუსი ემიგრირებული თეოლოგების გავლენას (ნიკოლაი აფანასიევი, ვლადიმერ ლოსკი, გიორგი ფლოროვსკი)