მთავარეპისკოპოსი იობ გეჩა- Job Getcha

 მისი მაღალყოვლადუსაღმდელოესობა ტელმისუს მთავარეპისკოპოსი იობი (ერისკაცობაში იგორ გეჩა) დაიბადა მონრეალში, (კვებეკი, კანადა) 1974 წელს, უკარინული წარმომავლობის ოჯახში.  საშუალო განათლების დასრულების შემდეგ სწავლა მანიტობას უნივერსიტეტში  გააგრძელა. ამას გარდა, იგი თეოლოგიას წმინდა ანდრიას კოლეჯში (ვინიპეგი) და პარიზის წმინდა სერგის ინსტიტუტში სწავლობდა. 1998 წელს ამავე ინსტიტუტიდან მაგისტრის დიპლომი მიიღო. 2003 წელს წმინდა სერგის ინსტიტუტისა და პარიზის კათოლიკური  უნივერსტიტის ერთობლივი პროგრამით თეოლოგიის დოქტორი გახდა, 2012 წელს კი ლორენის უნივერსიტეტის (მეცი, საფრანგეთი) ჰაბილიტანტი.

იგორ გეჩა 1996 წელს ვინიპეგის მიტროპოლიტმა ვასილიმ მონაზვნად აღკვეცა და ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო, 1998 წელს საფრანგეთში,  წმინდა ანტონი დიდის მონასტერში (Saint-Laurent-en-Royans, France) მცირე სქემით შეიმოსა. 2003 წელს პარიზში, კომანის მთავარეპისკოპოსმა გაბრიელმა ხელი დაასხა მღვდლად და არქიმანდრიტობა უბოძა.

არქიმანდრიტი იობი 2001-2003 წლებში კითხულობდა სალექციო კურსს წმინდა სერგის ინსტიტუტში, აქვე მსახურობდა დიაკვნად (2005-2008 წლებში).

2003 წლიდან დღემდე ასწავლის ლიტურგიკულ თეოლოგიას პარიზის კათოლიკურ უნივერსიტეტში.

2009 წელს აირჩიეს ლიტურგიკული და დოგმატური თეოლოგიის პროფესორად, შამბეზის უმაღლეს მართლმადიდებლურ თეოლოგიურ ინსტიტუტში (შვეიცარია, ჟენევა), სადაც დღემდე ასწავლის.

            2013 წელს, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი იობი გამოირჩია ტელმისუს ტიტულატურულ მთავარეპისკოპოსად, მისი მღვდელთმთავრად კურთხევა იმავე წლის 30 ნოებერეს კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და სინოდის სხვა წევრების მიერ, მსოფლიო საპატრიაქროს  საკათედრო ტაძარში აღესრულა.

            2013-2015 წლებში დასავლეთ ევროპაში, რუსული ტრადიციის მართლმადიდებლური სამრევლოების საპატრიარქო ეგზარქოსად მსახურობდა.

            2015 წლის ნოემბერში, მსოფლიო საეკლესიო საბჭოში (ჟენევა, შვეიცარია),  მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

            მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო კვლევები და სტატიები ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებასა და მართლმადიდებლურ სულიერებაზე. საუბრობს, ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად და ბერძნულად.

 

საიტზე განთავსებულია- ავტოკეფალიის გამოცხადების ან აღდგენის მიზეზები მე-20 და 21-ე საუკუნეებში

ინტერვიუ მთავარეპისკოპოს იობთან (გეჩა), უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ

 

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა იეროდიაკონმა გაბრიელ ბარათაშვილმა