მარხვის წესებისა და სექსუალური ურთიერთობის შესახებ

 

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

 მარხვის წესი ჯერ კიდევ ძველ აღთქმისეულ ეპოქაში იყო და შემდეგ რა თქმა უნდა ახალ აღთქმაშიც. გახსოვთ სახარებაში მოთხრობილია ფარისეველზე, რომელიც ამბობს, რომ ორჯერ იმარხავს კვირაში. იოანე ნათლისმცემელმა მარხვაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ქრისტემ 40 დღის მანძილზე იმარხულა უდაბნოში. საქმე მოციქულთაში ბევრი ადგილია, სადაც მარხვაზეა საუბარი, როდესაც კონკრეტულად მოციქულების მარხვის შესახებ გვაქვს თხრობა. მარხვა ქრისტიანულ ცხოვრებაში შედის ისე, როგორც მოწამეობისათვის მომზადება. წერილში, რომელიც ღირსმა თეოდოსი კიევ-პეჩორელმა მისწერა კიევის თავადს, ნათქვამია, რომ მოციქულთა გადმოცემის თანახმად, ჩვენ ვმარხულობთ ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს და ამ დღეებში ერისკაცნი არ ჭამენ ხორცს, ხოლო მონოზონნი რძის პროდუქტსაც კი არ იღებენ. ასევე XIV საუკუნეში მოღვაწე, ანტიოქიის პატრიარქი ბალსამონი წერს, რომ ერისკაცნი შობის დღესასწაულამდე მარხულობენ 7 დღე, ხოლო მონოზონნი 40 დღით ადრე იწყებენ მარხვას შობის დღესასწაულამდე. როგორც ჩანს ძველ ეკლესიაში ერისკაცნი და მონოზონნი სხვადასხვანაირად მარხულობდნენ, ხოლო შმედეგ რატომღაც ისინი გაერთიანდა და ეკლესიაში, მონოზონთა მარხვა გახდა საერთო ყველასათვის. ასე რომ მარხვას აქვს თავისი ისტორია. მაგ: მრავალ დღიანი მარხვები მხოლოდ მეოთხე საუკუნეში ჩნდება, მანამდე ქრისტიანები ისე მარხულობდნენ, როგორც დღეს მუსლიმები მარხულობენ, ანუ ასეთ შემთხვევაში ადამიანი მარხულობს მთელი დღის განმავლობაში, სამაგიეროდ იგი არაფერს არ იღებს ამ დღის განმავლობაში. ხოლო მრვალ დღიან მარხვებს, პირველად ტერტულიანე ახსენებს მესამე საუკუნის ბოლოს, ოღონდ ერთი განმარტებითურთ, რომ ზოგიერთი ერეტიკოსი, გნოსტიკოსები განაწესებენ მრავალ დღიან მარხვებს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. მაგრამ მეოთხე საუკუნეში მრავალ დღიანი მარხვები ჩნდება მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ იმ ხანებში უკვე ჩნდება მცდელობა, რომ გამოიყოს სამარხვო და რასამარხვო საკვები. ბიბლიაში არ არსებობს რაიმე მინიშნება სამარხვო საკვების შესახებ. და აი მეოთხე საუკუნეში უკვე არის მცდელობა, რომ გამოცდილებითი გზით განირჩეს რა არის სამარხო და რა არასამარხვო. მაგრამ გამოცდილებითი გზა იმას ნიშნავს, რომ როდესაც შენ ჭამ რამეს, შემდეგ შენი ერექციული აღგზნება იჩენს თავს, ანუ მარხვა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ადამიანმა დაიმორჩილოს თავისი ჰორმონები, ამის შედეგად უკვე იბადება მარხვის ტექნიკა, ჩნდება იმის გაგება, რომ ის არარის საკმარისი ერთი დღისათვის, რადგან თუკი ერთი დღე მთლიანად არაფერს არ შეჭამ, ხოლო დღის ბოლოს ძალზედ დიდი რაოდენობის საკვებს მიიღებ, ეს ასევე ცუდად იმოქმედებს შენზე. ამიტომ გაჩნდა მართლმადიდებლური, კათოლიკური თუ ბუდისტური ტრადიცია მარხვებისა, ყველა ადამიანი ერთნაირი ფიზიოლოგიისაა, ამიტომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა იგი მართლომადიდებელია, ბუდისტია თუ ა.შ. ფსიქო ფიზიკა ერთნაირია. ამიტომაც იქაც და იქაც იბადება საერთო გაგება, თუ გინდა იყო თავისუფალი, განთავისუფლდი სექსუალური დამოკიდებულებისაგან. ამიტომაც მონოზონი, იქნება იგი მართლამდიდებელი, მუსლიმი თუ ბუდისტი, მიდის თავისუფლებისაკენ სავალი გზით, ხოლო შემდეგ, ერთ-ერთი დამოკიდებულება, რომლისაგანაც შენ უნდა განთავისუფლდე, ეს არის შენი სექსუალური მოქცევის განჭვრეტა. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს და მიმართავს საერო პირებს: გადათვალე რა ეღირება შენთვის განკუთვნილი ხორციანი საკვები და შემდეგ გადათვალე რა ეღირება შენი სამარხვო საკვები, შემდეგ მიირთვი სამარხვო საკვები, ხოლო ის თანხა რაც დარჩება შესწირე გაჭირვებულებს. დღეს დღეობით, ჩვენ მართლმადიდებლები დავცინით ჯანსაღ სახარებისეულ საზრისს, დღეს სამარხვო საკვები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე არასამარხვო. ანუ სოსისის ყიდვა გაცილებით იაფია, ვიდრე არასამრხვო საკვების, როდესაც შენ ზიხარ და ფიქრობ, ღმერთო ეს ჩემი კარტოფილი რომელი საკვებით გავამდიდრო და შემდეგ ყიდულობ ათას რამეს, რომელიც როგორც ავღნიშნეთ გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე უბრალოდ სოსისის ყიდვა.ამიტომაც ამ საკითხთან დაკავშირებით. XVII საუკუნეში ძალზედ საინტერესო დოკუმენტი შეიქმნა, არაბი მოგზაურის – პავლე ალებელის სამოგზაურო დღიურის სახით, რომელიც რუსეთში მოგზაურობდა. იგი ამბობს, რომ მოსკოვში ასე მარხულობენ: თევზი ნება დართულია გაჭირვებული და გლეხი ადამიანებისათვის, ხოლო მდიდარი ადამიანები არ მიირთმევენ თევზს მარხვაში, რადგან ეს მათთვის ძალზედ დიდ ცოდვათ ითვლება. საქმე იმაშია, რომ დიდი მახვის განწესება კრძალავს აღნიშნულ მარხვაში თევზის ჭამას, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ამ დროს რუსეთში კარტოფილი არ იყო, არც ბრინჯი შედიოდა იაპონიიდან და ვერმიშელიც კი არ არარსებობდა (იმ დროინდელი ხალხი საერთოდ როგორ ცხოვრობდნენ, გაუგებარია. პირველზე – კომბოსტო წყლით, მეორეზე კომბოსტო წყლის გარეშე, მესამეზე – წყალი კომბოსტოს გარეშე :დდდდ), ამიტომ რუსეთში იყო ასეთი გაგება, რომ გაჭირვებულს მხოლოდ და მხოლოდ თევზის ჭამა შეეძლო, თევზაობის შედეგად, ხოლო მდიდარ ადამიანს შეეძლო უცხოეთიდან მოეპოვებინა სხვადასხვა სახის გემრიელი თევზი, ამიტომ მდიდარ ადამიანს აეკრძალა მარხვაში თევზის ჭამა, ხოლო გაჭირვებულისათვის ნება დართული იყო.
რა თქმა უნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარხვის წესი, მარხვა მხოლოდ დაქ მხოლოდ ჩემ პრობლემად უნდა დარჩეს და მეტი არავისი. აი საბჭოთა დროში ორი ანეგდოტი იყო ცნობილი, პირველი: საბჭოთა პერიოდი, დიდი მარხვა, რომელიც მღვდლისათვის ძალზედ მძიმე პერიოდია, რადგან ამ დროს ათასობით ადამიანი მიდის მოძღვართან აღსარების ჩასაბარებლად, ამის შემდეგ კი შემდგომ მარხვამდე აღარც ამბობენ აღსარებას, ამიტომ დიდი ტანჯვაა მოძღვრისათვის ამდენი აღსარების მოსმენა და აი მოძღვარი ავტოპილოტის მეშვეობით ისმენს ასმეოთხმოცე აღსარებას და ამ დროს მრევლი ეუბნება მას, შევცოდე მამაო, რადგან ძეხვი მივირთვი მარხვაში, ხოლო მღვდელი უკვე იმდენად დაღლილია, რომ იგი უკვე ადამიანურად მოქმედებს და ეკითხება, ხოო და რომელი ძეხვის ჭამით შესცოდე? გაკვირვებული მრევლი ეკითხება, როგორ თუ რომლით, ორი და 20 რომ ღირს იმით, ამ დროს მღვდელს უბრუნდება გონი და ეუბნება: შენ ცოდვილი კი არა მოწამე ხარ-ო. :დდდ მეორე ანეგდოტი: ისევ საბჭოთა დრო და ახალგაზრდა გოგონა ეუბენბა მოძღვარს, რომ ქარხანაში სადაც მუშაობს, შესვენების დროს მთელი კოლექტივი ერთ სასადილოში სადილობს და თუკი მე არ ავიღებ ხორცს ან სოსისს, ისინი მიხვდებიან, რომ ვმარხულობ, გარკვეული დროის განმავლობაში სხადასხვა მიზეზების შედეგად დავმალავ, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მიხვდებიან ამას, შემდეგ შემეკითხებიან, მორწმუნე ვარ თუ არა, ხომ არ დავმალავ და ამის გამო სამსახურიდან გამომაგდებენ, მე კიდევ შვილები მყავს აღსაზრდელი და შეიძლება, რომ ვჭამო არასამრხო საკვები? და მოძღვარი პასუხობს საყვარელო შენ ყველაფერი მიირთვი, მხოლოდ ადამიანები არ შეჭამო და აი ეს არის მთავარი მარხვის დროს და ძალიან ბევრნი და გამოცდილი სულიერი მოძღვრები ხანდახან უკრძალავენ მრევლს მარხვის დაცვას, ამას აკეთებენ არა ქადაგების გზით, არამედ პირად საუბრებში, რადგან სახარებაში ნათქვამია, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით, ამიტომ შენი მარხვა უშედეგოა, თუკი შენ არ პოულობ სულიერ სიხარულს შენს ლოცვაში და ზოგი ადამიანი ასე რომ ვთქვათ საპოლიციო პროტოკოლის მიხედვით მარხულობს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეკლესიამ დაადგინა ასე, მაგრამ მასში ცოცხალი ლოცვა არ არის, განსაკუთრებული სიყვარული არ არის და მაშინ ჩნდება ისეთი ტიპაჯი, რომელიც საკმაოდ ცნობილია ეკლესიური ადამიანებისათვის: „მე არ მომეკაროთ, დღეს განსაკუთრებულად სულიერი ვარ, მომეკარებით და დენი დაგარტყავთ“ ამიტომ , თუ ადამიანს ასეთი დამოკიდებულება აქვს მარხვის დროს, სჯობს მან სულ არ იმარხულოს და არ ჭამოს ადამიანები, ესააა მთავარი. და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება ვთქვათ, თუკი შენ სადმე სუფრაზე მოხვდები, არაა საჭირო ყველას უთხრა, რომ „მე ვმარხულობ, თქვენ კი არამზადებო ცეცხლეთ თქვენი ძეხვი“. ანუ თუკი თქვენ მარხვის დროს მოხვდებით სუფრაზე, მაგ: ახალ წელს, სადაც
არაეკლესიური პიროვნებები არიან შეკრბილნი, არ არის საჭირო ხაზგასმა თქვენი ეკლესიურობისა, ჭამეთ რასაც შემოგთავაზებენ, ხოლო შემდეგ
განაგრძეთ მარხვა. ადამიანური ურთიერთობა გაცილებით აღმატებულია,
ვიდრე შენი პირადი განწესება.


მამა ანდრეის ვიდეო ლექციებიდან  მოამზადა იოანე შოშიაშვილმა

 

ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი

 

რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

ადამიანის შექმნის შესახებ

ტიბეტი

მარხვის წესებისა და სექსუალური ურთიერთობის შესახებ