ფლოროვსკის ეკუმენიზმი

 

მართლმადიდებლური ეკუმენიზმი, როგორც მისიონერული საქმიანობა და ეკლესიის საზღვები

დრ. ბრენდონ გალაჰერი (Dr. Brandon Gallaher)[1]

           

            ფლოროვსკის ძირითადი ეკუმენური პოზიცია ჩამოყალიბდა 1930 წლებში, ბულგაკოვის[2] ეკუმენური მოსაზრებების საპირისპიროდ. ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ საეპისკოპოსო კურთხევის ჯაჭვის მქონე ეკლესიები (იგულისხმება უწყვეტი სამოციქულო ხელდასხმის მქონე ეკლესიები გ.ლ.) ერთიანობისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ და რომ მართლმადიდებელი ეკლესია მართალია ყველაზე უფრო სრულად გამოხატავდა საეკლესიო ერთიანობას და არის Una Sancta (,,ერთი წმინდა’’, იგულისხმება მრწამსის ფრაზა- ,,ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია’’ გ.ლ.), მაგრამ საყოველთაო ეკლესია საკუთარი საზღვრებით არ იზღუდებოდა და როგორც ჭეშმარიტ ეკლესიებს, ისე მოიცავდა უფრო ნაკლები ხარისხის მქონე საეკლესიო სხეულებს.[3] ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ დაწერილ შრომაში ფლოროვსკი ღიად ამტკიცებს, რომ  მართლმადიდებელი ეკლესია არის ჭეშმარიტი და ერთადერთი ეკლესია, რომელიც მოწმდება არა ‘’საკუთარი ადგილობრივი ტრადიციით’’, არამედ ,,პატრისტიკული ტრადიციით’’ ან ,,კათოლიკე ეკლესიის საერთო მემკვიდრეობით’’.[4] ის ასევე ამბობს, რომ ყველა და ყველაფერი, რაც კი ოდესმე ეკლესიას ჰქონია არ იყო ,,საღვთო ჭეშმარიტება’’. ფლოროვსკის აზრით,  ყველა სხვა ეკლესიებს ჰქონდათ ნაკლულოვანება, რამდენადაც იყვნენ მართლმადიდებლობისგან, განუყოფელი ეკლესიის საერთო ტრადიციიდან განშორებულნი, ან ,,სქიზმატები’’ და აქედან გამომდინარე მოხმობილნი არიან, რომ დაუბრუნდნენ და მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობაში განიკურნონ (ე.ი. შეიცვალონ).[5] იმ მართლმადიდებელთა და არამართლმადიდებელთა ურთიერთკავშირი, რომელთა რწმენა და ცხოვრების წესი ძალიან რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ბუნებრივია რომ წარმოუდგენელი იყო და ამ ურთიერთკავშირის ერთიანობის მნიშვნელობით გაგება კი ის ,,ბუნდოვანი ხეივანი გახლავთ, რომლიდანაც თავისდაღწევა შეუძლებელია’’.[6] სამომავლო პროგრესი გაერთიანების გზაზე, მხოლოდ ‘’ეკუმენიზმის სივრცის’’ (ეკლესიათა შორის განსხვავებული შეთანხმებებისა და შეუთანხმებლობების  აღმოჩენისა და აღნიშვნის) ‘’დროული ეკუმენიზმით’’ ამოვსებით მიიღწევა, რაც არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მართლმადიდებლობაში, მათ საერთო ტრადიციაში დაბრუნებით გაერთიანება.[7] თუმცა, პროტოპრესვიტერი ცდილობდა, რომ საერთო ტრადიცია, ‘’აღმოსავლურ’’, ‘’ელინურ-ქრისტიანულ’’ და ‘’ბერძნულ’’ მახასიათებლებიდან განუყრელად დაენახა. ფლოროვსკის არ უკვირდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენურ მოძრაობაში ჩართვა, არამედ მას აღიქვავდა ‘’მისიონერული მოქმედების’’ [8], ან როგორც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მსოფლიოს ყველა ქრისტიანისადმი დამოწმების საშუალებად: ‘’ხელახალი ქრისტიანული გაერთიანება არის მართლმადიდებლობის უბრალოდ საყოველთაო გარდაქმნა... რაც არის გარეთ [იგულისხმება განწესებანი და სარწმუნოების კანონების საეკლესიო ნორმები] უბრალოდ არასწორია. მაგრამ არასწორი შეიძლება არა მხოლოდ მხილებულიქნეს, არამედ გაიკურნოს. ამის დასამოწმებლად მართლმადიდებლობა მონაწილეობს ეკუმენურ მსჯელობაში, იმედით, რომ მისი მოწმობით ადამიანთა გულებსა და გონებაში საღვთო ჭეშმარიტება გაიმარჯვებს’’. [9] ფლოროვსკი, 1940 წლის მიწურულსა და 1950 წლის დასაწყისში გამართულ ემსს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) წარმატებულ ეკუმენურ შეხვედრებში, ეკუმენიზმის საკუთარ ხედვას ღიად აცხადებდა. რის შემდეგაც ფლოროვსკის ეს თეოლოგია,  ეკუმენურ მოძრაობაში მართლმადიდებლური ჩართულობის დღევანდელი აზროვნების ბირთვი გახდა- ეკუმენიზმი, როგორც მდუმარე ევანგელიზაციის სახე.

            უფრო მეტიც, მართალია ფლოროვსკის ეჯერა ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია რომ არის (არა უბრალოდ ,,არსებობის’’ სუსტი მნიშვნელობით) მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ ის არ თვლიდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები იყვნენ ქრისტიანები. პროტოპრესვიტერი ამას ყველაზე უფრო ცხადად ამტკიცებდა თავის 1933 წლის ესსეში- ’ეკლესიის საზღვრების შესახებ’’, [10] რომელიც განპირობებული იყო ბულგაკოვის უფრო ადრეულ და ნაკლებად ცნობილ ესეთი,[11] რომ სხვადასხვა განყოფილი სხეულების ცალკეული ქრისტიანები, არსებობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურად გარეთ, მაგრამ სულიერ საზღვარს შიგნით. მართლმადიდებელ ეკლესიაში  გარკვეული არამართლმადიდებლების ეს ,,თითქმისწევრობა’’, არის ამგვარ ნაწილთა ღირსებით განპირობებული, რამდენადაც ისინი იმარხავდნენ ღვთის სიტყვასა და ჭეშმარიტ გულმოდგინებას. აქ ფლოროვსკი მკაფიოდ იშველიებს ავგუსტინეს, [12] არამართლმადიდებლისთვის შეგვეძლო გვეწოდებინა ქრისტიანი, სამების სახელით მათი ნათლობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რომ, იგი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს გარეთ შესრულდა და არაა სრულყოფილად მადლმოსილი და ეკლესიური. მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად ტრადიციაში დადგენილია არამართლმადიდებელი მორწმუნეების მიღება არა ,,ახალი ნათლისღებით’’, არამედ მიროცხების ან აღსარების საიდუმლოებებით. არამართლმადიდებლურ საიდუმლოებათა ძალმოსილება არის გარანტია, რომ ღმერთი, ჭეშმარიტი ეკლესიიდან განყოფილ ქრისტიანებშიც კი ეკლესიის მეშვეობით აგრძელებს მოქმედებას, იგი განყოფილ ქრისტიანებს საკუთარი თავის სრულყოფილ ერთობასა და ზიარებაში უკან იხმობს.

            ეს ყოველივე შეიძლება არ ითვალისწინებდეს ფლოროვსკის მხარდაჭერილ ე.წ. ‘’განშტოების თეორიას’’, რომელშიც მართლმადიდებელი ეკლესია ანგლიკანობასთან და რომის კათოლიკობასთან ერთად განიხილება, როგორც მრავალ ტოტთაგან ერთ-ერთი ისტორიული. მაგრამ პროტოპრესვიტერისთვის არც მისტიკური ტერმინი- ,,ეკლესია’’ გულისხმობდა მხოლოდ ‘’მართლმადიდებელ ეკლესიას’’, იმგვარი მნიშვნელობით, რომ თუკი ვინმე ანგლიკანურ კრებულს ‘’ეკლესიას’’ უწოდებს, მისთვის ეს ნიშნავს მართლმადიდებლობის იდენტურ ეკლესიურ და დოგმატური რეალობას. ეს ფაქტი, ზოგიერთი ზილოტის მიერ უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრების საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავს. ფლოროვსკისთვის კიპრიანესეული და ნიკოდიმიტების ხედვა, რომ  მართლმადიდებლობის კანონიკურ კედლებს მიღმა იყო განურჩეველი სიბნელე და რომ ყველა არამართლმადიდებლური საიდუმლოება ნული და ძალადაკარგულია, იყო გვიანი პერიოდის საღვთისმეტყველო ცდომილება და საკითხის გამძაფრება. ნებისმიერ შემთხვევაში ის ამტკიცებდა ეკლესიის კანონიკური და სულიერი საზღვრების იდენტურობას. ფლოროვსკი აცხადებდა, რომ ეს მოგვიანო მოსაზრება წამოიჭრა კონტრ-რეფორმაციულ პერიოდში, მაშინ როდესაც მართლმადიდებლებს რომის კათოლიკეები გადანათლავდნენ ხოლმე, რამაც მაშინ ეს გამძაფრებული შეფასება გამოიწვია, მამათა იმ ჭეშმარიტი სწავლების საწინააღმდეგო, რომლებიც ერთმანეთისგან არჩევდნენ ერეტიკოსთა საიდუმლოთა შორის განსხვავებულობებს (მაგ, გნოსტიკოსებს არიოზელებისან) და თავად ერეტიკოსებს სქიზმატებისგან, რომლებიც განიყვნენ ეკლესიისგან, მაგრამ მათი ძირითადი სწავლება შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლურს უთანხმდებოდა. როგორც წმ. ბასილი ხსნის თავის პირველ კანონიკურ ეპისტოლეში, ,,პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება.’’ (ამფილოქესადმი 188).[13] ამიტომაა, რომ რუსეთის საპატრიარქო და მსოფლიო საპატრიარქო იღებს რომის კათოლიკეებს და პროტესტანტებს ტრიადოლოგიური ნათლისღებით, მირონცხების საიდუმლოს მეშვეობით და არა იმ ნათლობის განმეორებით, რომელიც უკვე ‘’ძალმოსილად’’ მიიჩნევა, თუმცა კანონიკური ეკლესიის გარეთ ნაკლები ქმედუნარიანობით აღსრულდა. ფლოროვსკის  რა თქმა უნდა ჯეროდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყო ჭეშმარიტი და ერთადერთი ეკლესია. ჭეშმარიტ ეკლესიაში ჯერ კიდევ არ იგულისხმება სრულყოფილი ეკლესია. სხვა ნაწილები (უფრო დიდი ან ნაკლები ხარისხით) ასევე შეიძლება გარკვეულწილად იწოდებოდნენ ‘’ეკლესიებად’’, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი უყურებენ მართლმადიდებელ ეკლესიას, ცოცხალი ქრისტეს სხეულს ,,რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით’’ (ეფეს. 1.23), ჰგვანან ეკლესიას და იმარხავენ მართებულ სწავლებასა და საიდუმლოებებს,  მართლმადიდებლობის ნაწილს. საკმაოდ იმედისმომცემია, რომ ეკუმენიზმის ფლოროვსკისეული თეოლოგია დადებითად მიიღო 2016 წლის ივნისში კრეტაზე (ხანია, Crete-Chania), გამართულმა წმინდა და დიდმა კრებამ. მისი ეკუმენური თეოლოგია ეყრდნობა მართლმადიდებელი ეკლესიის მოწმობას თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც მუდამ უკან, ქრისტეს ცხოვრების სისრულეში  მოიხმობდა სხვა ქრისტიანებს, იქ, სადაც მათი ნათლობა სრულიქმნება.

 

 



[1] დრ. ბრენდონ გალაჰერი (Dr. Brandon Gallaher)- ინგლისურენოვანი თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ოქსფორდისა და ექსეტერის უნივერსიტეტების (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი, ფლოროვსკის სპეციალისტი. კრეტის 2016 წლის დიდი და წმინდა კრების სამუშაო ჯგუფის წევრი.

[2] იგულისხმება სერგეი ბულგაკოვი (28 ივლისი 1871 – 13 ივლისი 1944), ემიგრაციის პერიოდის რუსი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი.

[3] დაწვრილებით იხილეთ: Brandon Gallaher, ‘Bulgakov and Intercommunion’, Sobornost, 24(2) (2002), pp.9-28 (sequel to ‘Bulgakov’s EcumenicalThought’, Sobornost, 24(1) (2002), pp.24-55), Catholic Action: Ecclesiology, the Eucharist and the Question of Intercommunion in the Ecumenism of Sergii Bulgakov, MDiv thesis, St Vladimir’s Orthodox Theological Seminary, 2003, ‘Great and full of Grace’: Partial Intercommunion and Sophiology in Sergii Bulgakov, in Church and World: Essays in Honor of Michael Plekon, ed. William C. Mills (Rollinsford, New Hampshire: Orthodox Research Institute, 2013), pp.69-121 and ‘Father Sergius Bulgakov’ in Orthodox Handbook on Ecumenism: Resources for Theological Education: “That they all may be one” (John 17,21), eds. Pantelis

Kalaitzidis, Thomas FitzGerald, Cyril Hovorun, Aikaterini Pekridou, Nikolaos Asproulis, Guy Liagre and Dietrich Werner (Volos, Greece: Volos Academy Publications in cooperation with WCC Publications, Geneva, and Regnum Books International, Oxford, 2014), pp.201-206.

[4] Florovsky, ‘The Eastern Orthodox Church and the Ecumenical Movement’, Theology Today, 7(1) (April 1950), pp.68-79 at 72.

[5] იქვე.204-205.

[6] Florovsky cited in ‘Report of Conference held at High Leigh June 26-28, 1934 on “The Healing of Schism”’. Found in Oxford Archive of The Fellowship of St Alban and St Sergius. Folder labelled ‘The Fellowship Conference Policy Before 1940’, p.6.

[7] Florovsky, ‘The Challenge of Disunity’, Saint Vladimir’s Seminary Quarterly, 3(1-2) (Fall–Winter 1954-5), pp.31-36 at 36.

[8] Florovsky, ‘Une vue sur l’Assemblée d’Amsterdam’, Irénikon, 22(1) (1949), pp.5-25 at 9.

[9] Florovsky, ‘Confessional Loyalty in the Ecumenical Movement’, pp.204-205.

[10]  იხ. Florovsky, ‘The Limits of the Church’, Church Quarterly Review, 117 (233) (October 1933), pp.117-31 and also see ‘The Doctrine of the Church and the Ecumenical Movement’, The Ecumenical Review, 2(2) (Winter 1950), pp.152-61. დასახელებული სტატიის გიორგი გველესიანის მიერ შესრულებული თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ-https://goo.gl/N1oTJp

[11] Bulgakov, ‘Ocherki ucheniia o tserkvi. (III). Tserkov’ i “Inoslavie”’, Put’, 4 (June–July 1926), pp.3-26. Abridged translation: ‘Outlines of the Teaching about the Church: The Church and Non-Orthodoxy’, American Church Monthly, 30(6) (1931), pp.411-23 and 31(1) (1932), pp.13-26.

[12]  იხ. Will Cohen, ‘Sacraments and the Visible Unity of the Church’, Ecclesiology, 4.1 (2007), pp.68-87.

[13] ბასილი დიდის 85 კანონი, წმინდა ბასილი კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსის პირველი ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ, "დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ  ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ  თბილისი, 2009

 

 

საიტზე ასევე განთავსებულია:

,,მამებთან დაბრუნების’’ სირთულე

 

და პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის სხვა სტატიებიც:

ეკლესიის საზღვრების შესახებ

წმინდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1 

 ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა

დაკარგული ბიბლიური გონება

გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

მართლმადიდებლური სწავლება  ღვთისმშობლის შესახებ

Cur Deus Homo? განკაცების მოტივი

 

 

წყარო: დრ. ბრენდონ გალაჰერი (Dr. Brandon Gallaher); Georges Florovsky; Florovsky’s Ecumenism Orthodox Ecumenism as Missionary Activity and the Limits of the Church; გვ.93-97

© ტექსტი ითარგმნა მისი ავტორის,  დრ. ბრენდონ გალაჰერის (Dr. Brandon Gallaher) პირადი თანხმობით

 

 

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

Download
ფლოროვსკის ეკუმენიზმი.pdf
Adobe Acrobat Document 380.3 KB