ცენტრის შესახებ

 

 წმ. გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი არის ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც სამომავლოდ იმუშავებს მართლმადიდებლური (და ზოგადად ქრისტიანული) თეოლოგიის კვლევის, საეკლესიო სიახლეების და  აქტუალური რელიგიური საკითხების გაშუქების მიმართულებით, რაც წინამდებარე საიტზე აისახება. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნული გაერთიანება სრულიად დამოუკიდებელია.

 ცენტრის წევრები არიან ის ქართველი სტუდენტები, რომლებიც საღვთისმეტყველო ცოდნას ბერძნულენოვან სასწავლებლებში იღრმავებენ (ცენტრის თითოეული წევრის შესახებ საიტზე განთავსებულია შესაბამისი ინფორმაცია). ღვთის მადლით, ქართველი ახალგაზრდა თეოლოგები საბერძნეთის გარდა სხვაგანაც სწავლობენ, წმ.გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი აფასებს  მათ მოღვაწეობას და მზადაა თანამშრომლობისთვის.

 წმიდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი მზადაა მიიღოს და საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოს ყველა ის გულითადი რჩევა, რაც საერთო საქმის გამოსწორებისკენ იქნება მიმართული.

 

პატივისცემით  ცენტრის ადმინისტრაცია (17.03.2017) 

 

         


ცენტრის წევრები