კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(III ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

3.ერეტიკოსები და  სქიზმატები

კრების დოკუმენტის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება ის არის, რომ მასში ერეტიკოსებად არ იწოდებიან   კათოლიკები და პროტესტანტები.  მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონში[1]მოცემული კრიტერიუმები განსაზღვრავენ თუ რა შემთხვევაში შეიძლება ვინმეს ერეტიკოსად გამოცხადება:  „მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ ჩვენს მიერ შეჩვენებულ, განკანონებულ კლერიკოსებს“. წმიდა კანონების თვითნებურად  მოხმობა  და მითუმეტეს ბოროტად გამოყენება  ყოვლად დაუშვბელია. ნათელია, რომ ადამიანი ერეტიკოსად ვერ ჩაითვლება, თუ  იგი განკანონებული არ არის   მსოფლიო კრების მიერ. ადგილობრივი კრებების მიერ ზოგიერთი  სწავლების დაგმობის მიუხედავად[2], არ მომხადარა კათოლიკების საზოგადო დაგმობა.  ჩანს, რომ  1054 წლის შედეგ აღმოსავლეთში  ეს ფაქტი  ზოგიერთისთვის დაფიქრების მიზეზი გახდა, სწორედ ამიტომ ბალსამონი აღნიშნავს: „ეს ყოველივე გაითვალისწინე, რადგან შესაძლოა დაგჭირდეს მათ წინააღმდეგ რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო სწორი რომის საყდრისგან გამოყოფა,  სანამ როგორც ბოროტის მოსურვეებს (κακόφρονες) ისე არ დავგმობდით მათ. ხოლო წინამდებარე კანონი მათ დოგმატური მიზეზის გამო არ სჯის...“[3]. აღსანიშავია, რომ ბალსამონი  1054 წლის ორმხრივი ანათემებიდან, მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ საუბრობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სქიზმის შესახებ, რასაც რა თქმა უნდა  უკავშირებს დოგმატურ მიზეზებს; ამისთვის  მიმართავს პირველ-მეორე კრების (861) 15-ე კანონს არა პიროვნულ,  არამედ ეკლესიათა შორის  საეკლესიო ერთობის დარღვევის საფუძველზე. ის თავს არიდებს კათოლიკებს უწოდოს ერეტიკოსები, მაგრამ მათ ახასიათებს როგორც „ბოროტის მოსურვეებს“ (κακόφρονες), თუმცა არ ცდილობს განასხვაოს ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან.

 რადგან ობიექტური მკვლევარი ვალდებულია დაწვრილებით გამოიკვლიოს ყველაფერი; ამიტომაც არ უნდა დავივიწყოთ აღმოსავლეთის ეკლესიის ის სიმბოლური დოკუმენტები, სადაც კათოლიკები და მათგან მოგვიანებით განყოფილნი (პროტესტანტები) ხასიათდებიან როგორც ერეტიკოსები, ან იგმობა მათი ესა თუ ის სწავლება (რა თქმა უნდა ამგვარი რამ არ მომხდარა მსოფლიო კრების მიერ, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური და დოგმატური ტრადიციის მიხედვით შეუძლებელია ჩაანაცვლოს ადგილობრივმა კრებამ). განსაკუთრებით საინტერესოა თუ როგორ განსაზღვრავს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ურთიერთობებს მათთან, რომლებსაც  ადგილობრივ კრებებზე  ან სხვა დოკუმენტებში უწოდებს მწვალებლებს,  მაგალითისთვის:

● მარკოზ ეფესელი თავის ცირკულარულ ეპისტოლეში, სათაურით: „ყოველთა მკვიდრთა ქვეყნისათა და კუნძულებზე მყოფ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიმართ“[4], კათოლიკებს უწოდებს ერეტიკოსებს, ძირითადად ფილიოკვეს გამო „მათ როგორც ერეტიკოსებს არ გავექეცით? და ამის გამო არ განვშორდით?“.  მიუთითებს წმიდა ფოტიოსის ნომოკანონს[5] წმიდა თეოდორე სტუდიელის საპირისპიროდ, რომელიც ფიქრობდა, რომ ვალდებულნი ვართ ერეტიკოსებად მივიჩნიოთ „ისინი, რომლებიც არ  ნათლავენ და არ ინათლებიან მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“[6]. წმიდა მარკოზ ეფესელი აღნიშნავს: „ერეტიკოსი არის  ის ვისაც მიემართება  ერეტიკოსების წინააღმდეგ გამოცემული კანონები, ასევე ის ვინც თუნდაც მცირედით გადაუხვევს სწორ რწმენას“.  ეს პოზიცია მარკოზ ეფესელს ხელს არ უშლის კათოლიკებს ეკლესია უწოდოს: „მრავალი წლის წინ ჩამოშორდა დასავლეთის ეკლესია, ეს სახელგანთქმული წევრი,  ოთხ უწმიდეს პატრიარქთან  ზიარებას“[7]. ის ფაქტი რომ კათოლიკები მარკოზ ეფესელის მიერ მწვალებლებად ხასიათდებიან, ხელს არ უშლის მას  კათოლიკობიდან მართლმადიდებლობაში შემომსვლელები მიიღოს მხოლოდ მირონის ცხებით; ამისთვის  მიუთითებს მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონს და შესაბამისად იყენებს მას[8]. ფერერა-ფლორენციის კრებაზე წარუმატებლობის შემდეგ უქმდება  კათოლიკური ეკლესიის წოდება  მოძმე ეკლესია [9]?  იგივე განსხვავებები არ გვაქვს?

 


 კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

 

(II ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

 

 2.პირველ-მეორე კრების 15-ე კანონი

 

მართლმადიდებლობის ზოგიერთი თანამედროვე დამცველი დადებითად პასუხობს ზემოთ დასმულ კითხვებს და საკუთარ თავს ადარებენ  წმ. ათანასეს, მაქსიმე აღმსარებელს, თეოდორე სტუდიელს, მარკოზ ეფესელს და სხვა მრავალს. ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ მოიხმონ პირველ-მეორე კრების (861)   15-ე კანონის მეორე ნაწილი[1] განცალკევებულად: „მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არათუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჯეროვანი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი“ [2].

მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველნი საკუთარ ეპისკოპოსებს ადანაშაულებენ ერესში, მაგრამ არ წყვეტენ მათთან კავშირს, როგორც ამას წესი და ამ კანონის განმარტება  მოითხოვს[3]. რადგან კანონი ავალდებულებს მწვალებლური ეკლესიიდან გამოსვლას, რომელსაც წინამძღვრობს ერეტიკოსი პატრიარქი და მასთან ზიარების გაწყვეტას. ხოლო ისინი ეკლესიურად მიუღებელი წესით  წყვეტენ იმ ეპისკოპოსის მოხსენებას, რომელსაც ეკუთვნიან და არა პატრიარქის, რომელსაც ისედაც არ იხსენებენ და არც არიან ვალდებულნი მოიხსენიონ, სურთ დარჩნენ, იმსახურონ და იქადაგონ ტაძარში, მონასტერში, ან სკიტში სადაც იმყოფებიან, რომ იღვაწონ მათთვის „ერეტიკოსი“ ეპისკოპოსის სამწყსოში. „კავშირის გაწყვეტისას“ კატეგორიულად აცხადებენ, რომ განხეთქილებას არ ქმნიან და არც რომელიმე სხვა  სქიზმატურ ეკლესიას უერთდებიან. ამგვარად უეპისკოპოსო სასულირო პირების პოზიცია მიანიშნებს.  რომ უფრო მეტად სურთ საკუთარი თეოლოგიური შეხედულებების დანერგვა და გატარება, ვიდრე სქიზმის წარმოქმნა, რაც გამოიწვევდა საეკლესიო ერთობის დარღვევას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ თეოდორე სტუდიელის სიტყვებს[4]: „უთავო, უწინამძღვრო, უწესრიგო და დაპირისპირებულნი ვერ გადავრჩებით“. მათი მცდელობანი, რაც მათ წინააღმდეგობრივ პიროვნებას უკავშირდება, გვახსენებს ხალხურ ანდაზას: „ძაღლიც გააძღო და პური მთლიანი დაგრჩეს შეუძლებელია“!


კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(I ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

1.შესავალი სიტყვა

მეხუთე მსოფლიო კრების ოქმებში ვკითხულობთ: „ეკლესიის იმედი არ უნდა ემყარებოდეს ადამიანებს, მაშინაც კი თუ ისინი კეთილნი   არიან, ხოლო თუ ისინი ბოროტნი არიან არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია დაირღვა.

მიუხედავად ამისა ჩვენ ვიღებთ მათ ბრალდებას, რადგან ჩვენი ძმები არიან. და თუ დამტკიცდება რომ დამნაშავენი არიან, შევაჩვენებთ იმავე დღეს. ხოლო ეკლესიას, რომელიც ღმერთმა  აღგვითქვა და გვიბოძა, არც ვყიდით და არც არასოდეს  მივატოვებთ“.

ზემოთ წარმოდგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვები, კართაგენის კრების (411) ოქმებში[1]  მიეკუთვნებიან ნეტარ ავგუსტინეს.  შემთხვევითი არ არის, რომ მოცემული ნაწყვეტი წაიკითხეს მეხუთე მსოფლიო კრებაზე [2], როდესაც საჭირო გახდა  ემსჯელათ საკითხზე: შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვილი ერეტიკოსების შეჩვენება.  



წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებები და მათი მიღების პრობლემა

მესინიის მიტროპოლიტი ხრიზოსტომოს სავატოსი

 

 

     სინოდალური გადაწყვეტილებების მიღების საკითხი, როგორც ადგილობრივ, ისე საყოველთაო დონეზე არის ეკლესიოლოგიური და თეოლოგიური თემა, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი სასამართლო გაგებასთან, სამართლებრივ მოქმედებასთან ან სტატისტიკურ შეფასებებთან.


 ორი სკოლა- რას ნიშნავს კრეტის კრება, მომავალი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის

 

სერაფიმ დანქერთი- ამსტერდამის უნივერსიტეტის აღმოსავლური მართლმადიდებლობის   ცენტრი

 

უამრავმა მედია მომხსენებელმა და გამომცემელმა  აღწერა კრეტის წმინდა კრებამდე არსებული და მისი მსვლელობისას   დაფიქსირებული დაპირისპირებები.

ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კრების სირთულეები გეოპოლიტიკური პროცესებიდან უფრო მეტად გამომდიარეობდა, ვიდრე ეკლესიოლოგიურიდან, რაც განპირობებული იყო რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობათა  და კულტურულ დაპირისპირებათაგან. სხვები მიიჩნევდნენ, რომ უთანხმოებანი გამოვლინდა ორ მხარეს შორის დაფიქსირებულ  ხედვებში. პირველს მიეკუთვნებიან ისინივისაც სურდა რომ საკრებო პროცესში ჩართულიყო მსოფლიოს დიდი ნაწილი, ხოლო მეორეს კი ისინი, რომლებსაც მიაჩნდათ რომ ეკლესიის შიდა ადმინისტრაციული განხილვები  იყო  უმთავრესი.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა წმინდა და დიდი კრების დასკვნით სესიაზე

 

წმინდა და დიდი კრების დასკვნით სესიაზე, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა. მისმა ყოვლადუწმინდესობამ მადლობა მოახსენა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომლებიც კრების მსვლელობაში  იღებდნენ მონაწილეობას. მან აგრეთვე  დასძინა, რომ ,,სულიწმინდის მადლი და ნათელი, რომელიც თანაბრად განეფინება  ეკლესიის  მთელ სხეულ, წინ მიგვიძღვის  ერთსულოვნებისაკენ…ერთად ჩვენ დავწერეთ ისტორია! ჩვენ დავწერეთ ეკლესიის ისტორიის ახალი თავი!’’


წმინდა და დიდი კრების IX, X, XI

კოლიმბარი, კრეტა, საბერძნეთი

           

 მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მეოთხე დღეს, ღონიის სტავროპიგიალურ მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა რუმინეთის საპატრიარქოს დელეგაციამ, რის შემდეგაც იერარქებმა გააგრძელეს გეგმიური მუშაობა კრების   IX, X და  XI სესიებზე.  კრების IX სესიაზე განახლდა საუბრები მარხვის მნიშვნელობისა და თანამედროვე ცხოვრებაში მის შენახვის წესზე, ხოლო რაც შეეხება X  და XI სესიებს, მათი მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა ქორწინების საიდუმლოსა და მის დამაბრკოლებელ მიზეზებზე.  დღის წესრიგში განსახილველი ორი საკითხის ირგვლივ დაწყებულ ვრცელ და გახსნილი დისკუსიათა დროს, რომელზეც განიხილებოდა თემების პასტორალური და კანონიკური პერსპექტივები, მეთაურებმა და ადგილობრივ ეკლესიათა ცალკეულმა იერარქებმა გამოთქვეს სხვადასხვა სახის შემოთავაზებები და განმარტებები.   კრებაში მონაწილე იერარქებმა ხმა მისცეს და მიიღეს საბოლოო ტექსტები ავტონომიის და მის მინიჭების წესზე, ასევე მართლმადიდებლური დიასპორის შესახებ. მომდევნო დღეებში კი მათ მიიღეს დადგენილება  დღევანდელ ცხოვრებაში მარხვის შენახვის წესზე, ასევე თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებელი ეკლესიის მისიაზე და მის როლზე. დღის დასკვნით სესიაზე, წაკითხულ იქნა სხვა ეკლესიებთან ურთიერთობის შესახებ არსებული პუნქტი, რომელიც თავის მხრივ განიხილეს პლენარულ სხდომაზე, რასაც მოჰყვა ღია დისკუსიები.  


კრების   III, IV, V სესიები

 

კოლიმბარი, კრეტა, საბერძნეთი  21 ივნისი, 2016 წელი   კუნძულ კრეტაზე, წმინდა და დიდი კრების მსვლელობის მეორე დღეს, ღონიას სტავროპიგიალურ მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილემ, რის შემდეგაც იერარქებმა გააგრძელეს კრების გეგმიური მუშაობა მესამე, მეოთხე და მეხუთე სესიებზე.  კრების მესამე სესიაზე განახლდა დისკუსიები  საკითხზე-, ,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,’’ ხოლო მეოთხე და მეხუთე სესიებზე კი ძირითადი ყურადღება დაეთმო მართლმადიდებლურ დიასპორას. ვრცელი დისკუსიების მიმდინარეობისას, მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებისა და ცალკეული იერარქების მხრიდან, გამოითქვა სხვადასხვა სახის წინადადებები, შენიშვნები და განარტებები.  შუადღით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მთავარეპისკოპოსმა იობმა (გეჩა), წმინდა და დიდი კრების თაობაზე საზოგადოებას მიაწოდა უახლესი ინფორმაციები.


დიდი და წმინდა კრების სესიათა მოკლე მიმოხილვა

 

2016 წლის 19-26 ივნისს, მსოფლიოს ყურადღება საბერძნეთის კუნძულ კრეტისკენ იყო მიმართული, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები შეიკრიბნენ და რიგ საკითხების შესახებ იმსჯელეს. კრებამ, რომელსაც ეკლესია 10 საუკუნეზე მეტია ელის, განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია მსოფლიოში. წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოკლე მიმოხილვას (კრების განრიგი).

 


სერბეთის პატრიარქ უნეტარეს ირინეოსის მიმართვა

 

სერბი ხალხის, რომლებიც ცხოვრობენ როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ასევე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მივესალმებით ამ კურთხეულ შეხვედრას, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მოველოდით.  ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც მრავალი საუკუნის  შემდეგ მოგვცა შესაძლებლობა, რათა კვლავ მოგვეწვია მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრება. განსაკუთრებულ მოკითხვას გადმოგცემთ ქალაქ ნაისიდან[1], სადაც იშვა იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელიც როგორც ცნობილია გახლდათ პირველი მსოფლიო კრების თავმჯდომარე. განვმეორდებით და ვიტყვით, რომ ჩვენ მოუთმენლად და დიდი სიხარულით ველით ამ შეკრებას და მის მიერ ეკლესიის ერთიანობის გამოხატულებას.


,,სინოდალურობა უნდა იყოს წესი არ მხოლოდ ადგილობრივ, არამედ სრულიადმართლმადიდებლურ დონეზე'' რუმინეთის ეკლესიის პატრიარქი დანიელი

 

წმინდა და დიდი კრების გახსნით სესიაზე (ორშაბათს, 2016 წლის 30 ივნისს) მისმა უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ხაზი გაუსვა სინოდალურობის (კრებსითობის) მნიშვნელობასა და პატივისცემას არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ სრულიადმართლმადიდებლურ დონეზეც.  თქვენო უწმინდესობავ,  თქვენო უნეტარესობავ,  თქვენო უსამღვდელოესობავ,  კრების ღრმადპატივცემულო საზოგადოებავ,  მართლმადიდებელ ეკლესიათა წმიდა და დიდი კრება არის ერთი მხრივ იშვიათი მოვლენა, ამავდროულად კი სიტუაციის ნორმალიზაციის დასაწყისი, რადგან სინოდალურობა (კრებსითობა) არის ადგილობრივ ეკლესიათა ცხოვრების კანონიკური წესი, რომლითაც გამოიხატება ერთი წმნიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიიის მართლმადიდებლური რწმენის ერთობა, საკრამენტალური ცხოვრება და კანონიკური წესრიგი. თუკი სინოდალურობა არის კანონიკური წესი (ნორმა) ადგილობრივ დონეზე, მსგავსადვე უნდა იყოს სრულიადმართლმადიდებლური მასშტაბითაც.  


ინტერვიუ არქიდიაკონ იოანე ხრისავგისთან

 

მართლმადიდებლური კრება  გაიმართება ბულგარეთის ეკლესიის გარეშე  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერმა განაცხადა, რომ შეიცვალა არაპროცედურული და საორგანიზაციო საკითხები  კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომელიც გახლავთ ,,პირველი თანასწორთა შორის’’, განაცხადა, რომ მართლმადიდებლური კრება გაიმართება. აღნიშნული მოვლენა,  14 ეკლესიის გადაწყვეტილებით  დაიგეგმა ამა წლის 16-26 მაისს, მიუხედავად ამისა ბულგარეთის ეკლესიამ  უკანასკნელ კვირას დააანონსა, რომ არ დაესწრებოდა მას.  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერმა, მამა იოანე ხრისავგისმა (მ. იოანე ხრივაგისი Rev. Dr. John Chryssavgis, გახლავთ თეოლოგიის დოქტორი, ცნობილი თეოლოგი , ათობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი -რედ.) განუცხადა კათოლიკურ ,,HERALD’’-ს (მოამბეს), რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან  ,,არაპროცედურული და საორგანიზაციო საკითხები შეიცვალა’’, კრება კი გაიმართება.  რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც აცხადებს რომ ბულგარული მხარის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, კრების ჩატარება შეუძებელია. ,,თუნდაც 1 ეკლესიის არყოფნაც კი ქმნის გადაულახავ დაბრკოლებას’’, რადგან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,კრების გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ კონსენსუსის გზით.’’  მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა, რომ პირველიერარქთა მიერ იანვარში მიღებულ  სინაქსისზე,


წმინდა და დიდი კრების სამუშაო განრიგი

 

ოთხშაბათი, 15 ივნისი

 14:00 – მსოფლიო პატრიარქ, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსის ჩამოსვლა. (ხანიას აეროპორტი)  17:00- მწუხრის საპატრიარქო ლოცვა სტავროპიგიალურ მონასტერში. (კრეტის მართლმადიდებლური აკადემია; კოლიმბარი და ხანია[1] )

 ხუთშაბათი 16  ივნისი  მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა ჩამოსვლა  (ხანიას აეროპორტი)

 პარასკევი ,17  ივნისი  9:00–17:30- ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაურთა მცირე სინაქსისი  კრეტის მართლმადიდებლური აკადემია. 


რეზოლუცია კრეტის კრების შესახებ

 

თესალონიკის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის რეზოლუცია, წმიდა და დიდი კრების თაობაზე  თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კრებაზე (2016 წ. მაისი, სესია #563) იმსჯელეს  მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების პრიმატთა სინაქსისის შესახებ, რომელიც  გაიხსნა 2016 წლის იანვარში. შეგახსენებთ, რომ წმინდა და დიდი კრება  უნდა გაიმართოს მომავალი სულთმოფენობის დღესასწაულზე (2016 წ. 18-27 ივნისი),


ვინ მიიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდ კრებაში

 

წმინდა და დიდი კრება – სულთმოფენობა      2016  „მოუწოდა ყოველთა ერთობად“  ვინ მიღებს მონაწილეობას წმიდა და დიდ კრებაში?  მსოფლიო საპატრიარქოს მთავარდიაკონი, დოქტორი იოანე ხრისავგისი და მსოფლიო საპატრიარქოს არქიმანდრიტი დოქტორი ნათანაელ სიმეონიდისი  სულთმოფენობის დღესასწაულზე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლას, 500-ზე მეტი ადამიანი, ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერები, სასულიერო პირები, ქალბატონები და მამაკაცები,  მონაწილეობას მიიღებენ კუნძულ კრეტაზე მოწვეულ წმიდა და დიდ კრებაში. მონაწილე პირებს შორის იქნებიან 14 ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი იერარქები, 300-ზე მეტი ეპისკოპოსი, 100-ზე მეტი მრჩეველი, უამრავი დამსწრე და სტუდენტი. ბუნებრივია, რომ მსოფლიოს ყურადღება მიმართულია კუნძულ კრეტისკენ, რათა კრების პოზიციის გამომხატველ პირთაგან ან იქ მყოფი ჟურნალისტებისგან უსწრაფესად მიიღონ სიახლეები.  სულთმოფენობის დღესასწაულზე დაარსებული ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის მართლმადიდებლური 14 ეკლესიის კავშირი. ესენია:  კონსტანტინოპოლი – რომლის ხელმძღვანელიცაა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, იგი არის მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაური, „პირველი თანასწორთა შორის“.


ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი  

 

 ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი სრულიად მართლმადიდებლურ კრებას  ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითმა ორგანომ- წმიდა სინოდმა, პირველ ივნისს განაცხადა, რომ მისი დელეგაცია შეიძლება  არდაესწროს სრულიადმართლმადიდებელთა კრებას, რომელიც კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს ამა წლის 16-26 ივნისს.  წმ.სინოდმა მკაცრად მოითხოვა კრების გადადება მანამ, სანამ მათი სხვადასხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ,,ულტიმატუმის’’ შესრულება ნაკლებადსავარაუდოა, წმ.სინოდის აღნიშნული განცხადება, კრებაზე არდასწრების დაანონსებაა.  სრულიადმართლმადიდებლური კრება პირველად იგეგმება უკანასკნელი 1 000 წლის მანძილზე, მაგრამ მის შესახებ დღესაც ურთიერთგამომრიცხავი აზრები ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტი ისიცაა, რომ იგი ტარდება კუნძულ კრეტაზე და არა სტამბოლში, სადაც იმყოფება მსოფლიო პატრიარქი. ეს ცვლილება განპირობებული იყო რუსეთის ეკლესიის მოთხოვნით, რადგან უკანასკნელ პერიოდში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის.