კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?

(V ნაწილი)

 

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

7. ინტერქრისტიანული დიალოგები

კრეტის წმიდა და დიდი კრების მიერ მიღებულ დოკუმენტის კითხვისას, თუ კარგად დავაკვირდებით იმ ადგილს, სადაც საუბარია ინტერქრისტიანულ დიალოგებსა და ეკუმენური მოძრაობის შესახებ, იბადება კითხვა: აღნიშნული დოკუმენტი ეთანხმება   „დაბრუნების ეკუმენიზმს“ თუ „შეერთების ეკუმენიზმს“? კრების კრიტიკოსები ჯერ კიდევ კრების ჩატარებამდე ცდილობდნენ გაეპროტესტებინათ, რომ თითქოს კრება აპირებდა „შეერთების ეკუმენიზმის“ მიღებას და დაკანონებას. რა თქმა უნდა ეს მოსაზრება მცდარია. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა არ აქვთ ცალკეული პირების პირად მოსაზრებებს,  არამედ იმას თუ სინამდვილეში რას ამბობს დოკუმენტი. მნიშვნელობა არც ცალკული პირების სუბიექტურ მოსაზრებებს აქვთ  იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მიეღო წმიდა და დიდ კრებას და რა- არა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში დაადგინა წმიდა და დიდმა კრებამ.

თავდაპირველად უნდა ვაჩვენოთ ზუსტად რას გულისხმობენ „შეერთების ეკუმენიზმის“ და ჰეტეროდოქსებთან რაიმე სახით დიალოგის წარმოების მოწინააღმდეგენი. ხშირად კრიტიკოსების პუბლიკაციებში[1] აღნიშნულია, რომ კრეტის კრება იზიარებს ფრანგი სასულიერო პირისა და თეოლოგის Yves Marie Joseph Congar-ის (1904-1995)  მოსაზრებებს, რომელმაც სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მიიღო კარდინალის წოდება. უდავოა, რომ Yves Congar-მა დიდი გავლენა მოახდინა ვატიკანის მეორე კრეაბაზე (1962-1965).  კრეტის კრების კრიტიკოსები ისე, რომ არ იცნობენ  Yves Congar-ის მდიდარ სამწერლობო შემოქმედებას, იყენებენ მისი ერთ-ერთი პივრველი ნაშრომის  ინგლისურ თარგმანს (რატომღაც არც ერთ მათგანს არ შეუძლია ან ნაშრომის ფრანგულ დედანში წაკითხვა[2]) და ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ერთმანეთის მიყოლებით აღნიშნავენ: „შეერთების ეკუმენიზმი ემყარება იმ თეორიას რომელიც  1939 წელს ჩამაყალიბა ფრანგმა თეოლოგმა Congar-მა.  ამ თეორიის მიხედვით დამოუკიდებელი საეკლესიო „ელემენტები“, მაგალითად როგორიცაა ნათლისღება, შესაძლებელია ეკლესიისის ერთობიდან განცალკევდნენ და ამგვარად სქიზმატი ქრიტიანები ეკლესიასთან სულიერად შეაერთონ (voto), რის შედეგადაც ისინი ეკლესიის წევრები გახდებიან“[3].

 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის

სიტყვა მრევლისადმი

 

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

პატიოსანნო მამანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, შეგეწიოთ კვირის მადლი.

დიდმარხვის მესამე კვირაა დღეს და ყველა მოქმედ ტაძარში დაბრძანებულია პატიოსანი ჯვარი; იგი ყვავილებით არის შემკული და მის მიმართ აღესრულება საყოველთაო თაყვანისცემა. ამით ეკლესია ყველას, ვინც მარხვის ღვაწლშია და არა მხოლოდ მათ, გვახსენებს ჯვრის გამომხსნელობითი მნიშვნელობის შესახებ, რათა გავძლიერდეთ და განვმტკიცდეთ არჩეული გზისადმი ერთგულებაში. ჯვარი ხომ ცოდვათაგან კაცთა მოდგმის გამოხსნის, სიმდაბლის, გადარჩენისა და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. ჯვარი მიგვანიშნებს იმ გზაზე, რომელიც წუთისოფელში განვლო ჩვენთვის განკაცებულმა იესომ. იგი ხომ ყოველთა ქრისტიანეთა წინამძღვარია; შესაბამისად, ჩვენი მოძღვარია. ჰოდა, რაგინდ მოუძლურდე, თუნდაც ჩაიმუხლო ან წაიქცე კიდეც, მიაპყარი შენი მზერა, ფიზიკური და სულიერი, ჯვარზე ამაღლებულ მაცხოვარს და წაქცეულს - წამოდგომის ძალა მოგეცემა, სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფი - იმედით აღივსები, უსამართლოდ დევნილი -გამხნევდები, დაღლილ-დაქანცულს - ახალი სუნთქვა გაგეხსნება. მართალია თითოეულ ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და აქ გვერდის ასაქცევი გზები არ არსებობს, მაგრამ არ შეგაშინოს გზის სიძნელემ. გახსოვდეს: „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკ. 9,23). ჭეშმარიტ მორწმუნეებს განსაკუთრებით გამოარჩევს ჩვენი დიდი მეუფისა და მაცხოვრის - იესო ქრისტეს გზისადმი ერთგულება. დღეს, გამორჩეული სიმძაფრით ჩაგვესმის ჩვენი მოძღვრის, იესო ქრისტეს სიტყვები: „თუ ვინმეს სურს, რომ მე მომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“ (მკ. 8,34.). დღეს ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა არათუ ფიქრის, არამედ მოქმედების დროა. განვაგდოთ უიმედობა, მოწყენილობა, შიში და იმედით შევხედოთ ხვალინდელ დღეს; გავძლიერდეთ სულიერად, რწმენით შევხედოთ ჯვარცმულ იესოს და „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს“ (1 პტ. 4,13.), გიხაროდეთ, რადგან „თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი“ (ლკ. 10,20).


რომის პაპ ფრანცისკეს ფინანსური დახმარებით, ავსტრიაში პირველი მართლმადიდებლური მონასტერი აშენდება 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ 100 000 ევრო გამოყო  ავსტრიაში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში (St Andrä, Burgenland), პირველი მართლმადიდებლური მონასტრის ასაშენებლად.

წმინდა სამების მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში (“Dreifaltigkeitskathedrale”) გამართულ საზეიო ღონისძიებაზე, რომელიც ავსტრიის 1967 წლის მართლმადიდებლურ აქტის 50 წლისთავის აღნიშვნას ემსახურებოდა, (რომის კათოლიკე ეკლესია ავსტრიის სახელმწიფოში შესაბამისი უპირატესობებით სარგებლობს, რომელიც კონკორდატით რეგულირდება, ხოლო სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებს ნორმატიული აქტები არეგულირებენ.) კარდინალმა კურტ კოხმა და Eisenstadt-ის (Burgenland-ის ძირითადი ქალაქი) ეპისკოპოსმა ეგიდიუსმა (Ägidius), მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს პაპის გადაწყვეტილების შესახებ აუწყეს. 


ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა 

 

"დაინთქა სიკვდილი ძლევითა!" (ფს. 25.8) 

 

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 

 ქრისტე აღდგა! 


მისი უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო გზავნილი

 

            ქრისტეს აღდგომა ყველა ადამიანის აღდგომის დასაბამია. როგორც ადამში ყველა მოკვდა, ასევე ქრისტეში ყველა გაცოცხლდა, ამას ასწავლის პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში.

            შესაბამისად, მთელი კაცობრიობის ცხოვრება აღდგომისკენ მიემართება, რამდენადაც ამჟამინდელი ფიზიკური გარემო, ახალი სამოთხისა და ახალი მიწისკენაა მიმართული, იქ, სადაც სიკვდილი აღარ იარსებებს, როგოც ამას გამოცხადების წიგნის 21-ე თავში ვკითხულობთ.


 რა არის დიდი შესვლა? როგორ ხდება, რას განასახიერებს სიმბოლურად და რა  უნდა გააკეთონ ამ დროს მორწმუნეებმა?

 

        დიდი შესვლა არის წმიდა ძღვენის გადატანა სამკვეთლოდან საკურთხეველში, წმიდა ტრაპეზზე. ამ მოქმედებას ძველად დიაკვნები აღასრულებდნენ, რომელთაც საკურთხეველში ეპისკოპოსი ელოდებოდა. VI საუკუნიდან გადასვენება ხდება სადღესასწაულოდ და სიდიადით, რადგან მღვდლებიც იღებდნენ მონაწილეობას და იმპერატორიც. ბიზანტიის მორწმუნე იმპერატორები, რათა პატივისცემა და თაყვანისცემა გამოეხატათ გარდაცვლილი იმპერატორისთვის, ლოცვით მიაცილებდნენ მღვდელმსახურებს მთელ ტაძარში. ამ სადღესასწაულო შტრიხმა მოგვცა „დიდი“-ს ხასიათი, მცირესთან შეპირისპირებით. პირველად XIV საუკუნიდან ჩნდება ეს სხვაობა წერილობით ტექსტებში.

    სანამ ძღვენის გადატანა მოხდება მღვდელი ამბობს ორ ლოცვას, რომლებშიც ევედრება ღმერთს, რომ განგვწმიდოს ჩვენ ყოველი ცოდვისაგან, რათა ღირსნი ვიყოთ მონაწილეობა მივიღოთ საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოში. მკითხველი (მგალობელი) გალობს „ქერუბიმთას“ საგალობელს „რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით...“ - ჩვენ, რომელნიც საიდუმლოთ ქერუბიმებს განვასახიერებთ და ცხოველსმყოფელ წმიდა სამებას, სამწმიდაოს გალობას უგალობთ, დაე ახლა ჩვენგან შორს დაუტევოთ ყოველი ამქვეყნიური (მატერიალური) საზრუნავი, რათა შევხვდეთ ყოველთა მეუფეს, რომელიც ანგელოზების მწყობრთაგან გარშემორტყმული მოდის. ქერუბიმთა საგალობელი საღმრთო ლოიტურგიაში VI საუკუნიდან (573-574) შემოვიდა, რათა გადაეფარა ის დრო, რომელიც სჭირდება მღვდელმსახურს დიდი გამოსვლისათვის.


  ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

,განსაცვიფრებელი მოსაწვევი’’

 

,,ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ’’ (იოანე 20.21)

 

            მართლმადიდებელი ქრისტიანების მსახურებითი ცხოვრება, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით გვირგვინდება. სახარების ქადაგება აღდგომის გარეშე ძალიან სუსტი მოძღვრება იქნებოდა.  პავლე მოციქული აღდგომის ჭეშმარიტებას კიდევ უფრო შესანიშნავად განამტკიცებს: ,,ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც’’ (1 კორ. 15. 14). ქრისტიანული გზავნილის სიძლიერე თავსიყრის ფრაზაში: ,,ქრისტე აღდგა!’’ ქრისტეს აღდგომა სიკვდილის დაძლევას წარმოაჩენს.


გერმანიის მართლმადიდბელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წერილი ახალგაზრდებს სიყვარულის, სექსუალობის და ქორწინების შესახებ

 

გერმანიის მიწაზე მცხოვრებო საყვარელო მართლმადიდებელო ახალგაზრდებო,

როგორც თქვენი ეკლესიის მწყემსმთავრებს, ჩვენ გვსურს მოგმართოთ ამ წერილით და  ზოგიერთ აქტუალურ თემებზე ჩვენი დამოკიდებულება გაგიზიაროთ. მსოფლიო უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და საჭირბოროტო თემებიც მეტად ცხადად იჩენენ თავს. ისინი ძალზედ ღრმად უკავშირდებიან  ადამიანის არსებობას - თქვენს არსებობას: აწმყო და მომავალი ღვთისგან გაქვთ ბოძებული, რათა ისინი თავადვე განკარგოთ.

1.      ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავის თავისუფლად და ღირსეულად წარმოჩენის საშუალება გააჩნია. კაცობრიობის ისტორიაში ეს ყოველთვის ასე არ გახლდათ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ ნარჩუნდება ადამიანური ღირსების სიწმინდე. ის ფაქტი, რომ ჩვენ გერმანიაში ვცხოვრობთ, ქვენყანაში, სადაც მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანითა უფლებები ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათაა მიჩნეული, ჩვენს მიერ შესაძლოა ღვთიურ კურთხევად იქნეს განხილული.

 

იმ დროს, როდესაც სხვადასხვა ტერიტორიაზე წარმოშობილი რელიგიური ექსტრემიზმი ძლიერდება, და ძალას იკრებს, ჩვენ, ქრისტიანები ხსენებულ ფასეულობათა მთელი ძალით დაცვისკენ ვართ მოწოდებულნი. ისინი ზუსტად ეხმიანება ადამიანის ხატისებრიობის იმ განსაზღვრებას, რომელიც წმინდა წერილში და ჩვენი ეკლესიის ტრადიციაში ხმიანდება: ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი(დაბ. 1,27). გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების ადამიანურ შესაძლებლობას ჩვენ ამ ხატისმიერობის ერთერთ გამოხატულებად ვსახავთ.


ამერიკის მთავარეპისკოპოს დემეტრეოსის სააღდგომო ეპისტოლე

დღესასწაულთა დღესასწაული

 

ღრმად პატივცემულო იერარქებო, კეთილმსახურო მღვდლებო და დიაკვნებო, ბერ-მონაზვნებო, ბერძნული მართლმადიდებლური თემების  ხელმძღვანელებო და წევრებო, დღის, შუადღის და საეკლესიო სკოლებო, საქველმოქმედო გაერთიანებებო, ახალგაზრდებო, ბერძნულო ორგანიზაციებო და ამერიკის სრულიად მართლმადიდებლურო ოჯახო.

 

ქრისესმიერ საყვარელო ძმებო და დებო,

ქრისტე აღდგა! 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სააღდგომო გზავნილი ეპარქიის სამწყსოსადმი 

 

ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, სულიწმიდის მადლში შობილო ძვირფასო სამწყსოვ,

ქრისტე აღსდგა!

 

გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს! დაე, ამ მოვლენით განცდილმა სიხარულმა განმსჭვალოს ყოველი თქვენგანის გული და გონება, რათა მიიღოთ და განიცადოთ სიმდიდრე სიტკბოებისა, 


 მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლე

 

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი იესო ქრისტეს მიერ

 

ძმანო, და ქრისტესმიერსაყვარელნო შვილნო!

 

იესო ქრისტეს აღდგომა და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება ჩვენი რწმენის, მსახურების, კულტურისა და წეს-ჩვეულებების საფუძველია. მართლმადიდებელ მორწმუნეთა ცხოვრება მის ყველა გამოხატულებებსა და მაშტაბებში მთლიანადაა განმსჭვალული აღდგომის რწმენით და იგი ქრიტიანსთვის ყოველდღიურ აღდგომას წარმოადგენს. ამგვარი საპასექო გამოცდილება არ არის უბრალოდ უფლის აღდგომის  გახსენება, არამედ ჩვენი განახლებისა და ყოველივეს ესქატოლოგიური განსრულების ურყევ დამოწმებას წარმოადგენს.


კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 2018 წლის საშობაო ეპისტოლე

 

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ! 

 

"ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ" (გალ.4,7).  ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსაბმა რომ გაიგონეს: ,,…მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…” (ლუკა. 2.11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14).  ანთებული სანთლებით მწყემსებთან და მოგვებთან ერთად სულიერად ჩვენც გავეშუროთ ბეთლემისაკენ და მივეახლოთ ყრმა იესოს, - წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ დავითის ძედ წოდებულს.   რატომ შეიყვარა ღმერთმა ასე დავითი? რატომ მიაგო გამორჩეული პატივი? შობის ადგილად მისი ქალაქი რატომ ირჩია და  თავისი ხორციელი წარმომავლობა მას რატომ დაუკავშირა?!  პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი გახდა მეფე-რჩეული   დავითს ძლევამოსილობის მწვერვალზეც  და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა,  არამედ, -  ყოვლადსახიერი უფალი.

,,რელიგია მეოცე საუკუნეში ძალაუფლების თავსმოხვევის ორგანოდ გადაიქცა''  -პატრიარქი ბართლომეოსი

 

   მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის კონფერენციამ (World Policy Conference) მაროკოში 3-5 ნოემბერს გასამართ ღონისძიებაზე მიიწვია,  სადაც წარმოდგენილი მხარეები განიხილავდნენ ცალკეული პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედებების მთელ პლანეტაზე გამოწვეულ ზეგავლენას. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოსმა შეკრებილ საზოგადოებას ფრანგულ ენაზე ვრცელი სიტყვით მიმართა:

 ,,სამწუხაროდ, რელიგია მეოცე საუკუნეში ძალაუფლების თავსმოხვევის ორგანოდ გადაიქცა, რის გამოც, ფაქტობრივად, რელიგიის მოქმედების ბუნებაც აცდა თავის ხაზს, ანუ მშვიდობის, შერიგებისა და დიალოგის აღსრულების ხაზს.

     დღევანდელ მსოფლიოში მოვლენების მნიშვნელობის გასაგებად უნდა გავიხსენოთ რელიგიების როლი კაცობრიობის ისტორიაში. ისინი, რომელნიც ამბობენ „რელიგიასთან  მიბრუნებას“, ან „ღმერთთან მიბრუნებას“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის არსებითი მასშტაბის ამოქმედება, რაც ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული იდენტურობასთან, მაგრამ არაა იმდენად იდენტობა, რამდენადაც მეტაფიზიკისა და სულიერების ადგილი.   


 პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

         (Archpriest Georges Florovsky)

           

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი (1893 წლის 9 სექტემბერი -1979 წლის 11 აგვისტო) ელიზავეტგრადში (Єлисаветград, შემდგომში- კიროვოგრადი, Кропивницький, უკრაინა), მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა, რომელიც მალევე ოდესაში გადავიდა საცხოვრებლად. ფლოროვსკი სკოლის პერიოდშივე სწავლობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ენებს. თვრამეტი წლისამ ფილოსოფიისა და ისტორიის აკადემიურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა.

          1919 წელს ახალგაზრდა ფლოროვსკიმ ოდესის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ამგვარად, ფლოროვსკი გახდა იმ რუსული ინტელიგენციის ემიგრაციის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა დროს შედიოდნენ: ნიკოლაი ბერდიაევი, სერგი ბულგაკოვი, ნიკოლოზ ლოსკი, ვლადიმერ ლოსკი, სიმეონ ფრანკი, ლევ კარსავინი, ანტონ კარტაშევი, წმ. მარია სკობცოვა, ალექსანდრ შმემანი, იოანე მეიენდორფი და სხვანი.

     1921 წლის დეკემბერში ფლოროვსკიმ ჩეხეთ-სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდია მიიღო. მალევე მან კარლის უნივერსიტეტში (ჩეხეთი, Charles University), ასევე რუსულ და სლავურ ინსტიტუტებში დაიწყო მუშაობა.

         1926-1939 და 1945-1948 წლებში ფლოროვსკი პარიზში მოღვაწეობდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ბელგრადში იმყოფებოდა, სადაც კაპელანთა სკოლაში ასწავლიდა. 1932 წელს ხელი დაესხა მღვდლად, ამ პერიოდიდანვე აქტიურად ერთვება ეკუმენურ დიალოგში.


მე მიყვარს მართლმადიდებლობა

 

კარდინალი ივ კონგარი

 

თავიდანვე მსურს მოგახსენოთ, რომ მე მიყვარს მართლმდიდებლობა და დიდ პატივს ვცემ მის ტრადიციას. მას კარგად ვიცნობ, პირველ რიგში, ჩემი მეგობრებსაგან, შემდეგ იმ პირადი ურთიერთობებიდან, რომელიც უამრავ კარგ და ახალ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთან დავამყარე, რომელიც სლავური და ბერძნული ტრადიციების შესწავლით დავასრულე. ვიცნობ მართლმადიდებლობას, აგრეთვე, ლიტურგიებითაც, რამდენადაც ყველას  თავისი ღვთისმსახურებით ესაუბრება, ლიტურგია მასთან ურთიერთობის, მისი არსების გაცნობის გზაა. სიტყვა “ორთოდოქსი” ხომ “სწორად დიდებას” ნიშნავს.

რაც მიყვარს მართლმადიდებლობაში, ტრადიციასთან მისი სიღრმისეული ერთობაა. იგი თავისდაუნებურად უერთებს ყველა ცენტრალურ ელემენტს გამოცხადებას, შემდეგ კი ეკლესიის მამების გენია. თუ მართლამდიდებლობა საუბრობს ევქარისტიის შესახებ, ის საუბრობს გამოსყიდვაზე და თუ მსჯელობს გამოცხადებაზე, მსჯელობს სამების შესახებ. ყველაფერი, რაც მის მიერაა განცხადებული, მათ შორის ცხოვრების ყველაზე კონკრეტული დეტალებიც კი, ყოველთვის სამებითაა შემოფარგლული და მისითაა განათებული. ეს ტრინიტალურობა მისი საიდუმლოების განუყფელია. მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის მისტერიების აღნიშნვა და მათი ჩატარება ტრინიტალური ცხოვრებით ხდება. ისინი ღრმად ცხოვრობენ სულიწმინდაში და ჯერათ, რომ სულიწმინდის მატარებელნი არიან. მათი და ჩვენი ეკლესიის საკრამენტალური კონცეპტი ერთიდაიგივეა და ჩვენ ღრმად ვართ მასში გაერთიანებულნი.


"ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა"

 

კითხვა: როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ცოლსა და ქმარს, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით პეტრე მოციქულის სიტყვებს: "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა".

 

პასუხი: ამ სიტუაციის შესანიშნავი განმარტება მე მოვისმინე ანტონ სუროჟელისაგან. ერთხელ, ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი ჩავიდა ინგლისში, კერძოდ ინგლისის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეპარქიაში და აი მიტროპოლიტს ჰკითხა ერთმა მართლმადიდებელმა ინგლისელმა: ,,მეუფეო, ჩვენ ერთი რაღაც ძალზედ გვაშფოთებს, როდესაც მივდივართ ჯვრის დასაწერად და ასევე ჩვენი ის მეგობრები, მათ შორის არამართლმადიდებელ ინგლისელები, კურსელები და .. რომლებიც ესწრებიან ხოლმე ჩვენეულ ჯვრისწერას, ძალზედ გვაშფოთებს ის, რომ ამ დროს იკითხება პავლე მოციქულის სიტყვები: "ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა". რატომ უნდა ეშინოდეს? რატომ არ წერია, რომ უყვარდეს და .. და იცით რა არის მეუფეო, აი თქვენი დიაკონები ისე გაჰკივიან "ეშინოდეეეეს ქმრისაა", რომ ამ ინგლისელებს ტაძრიდან გაქცევა უნდებათ.’’ იქნებ აგვიხსნათ, რატომ უნდა ეშინოდეთ?


სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში დიაკონისად ხელდასხმა აღესრულა

 

24 წლის ანა-კრისტი მანველიანი, პროფესიით ანესთეზიოლოგი, დიაკონისის ხარისხში იქნა ხელდასხმული ირანში,  სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლის, მთავარეპისკოპოს სებუქ სარქისიანის მიერ.

    ხელდასხმა ჯერ კიდევ 2017 წლის 25 სექტემებერს შესრულდა თეირანის წმ. სარქისის სახელობის ტაძარში, თუმცა აღნიშნული ფაქტი ახალახანს, იანვრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.

    ერთ-ერთ ბლოგი (oxbridgepartners.com) იტყობინება, რომ ანა-კრისტი მანველიანი გახლდათ მრევლი და არ ეკუთვნოდა არც ერთ სამონაზვნო თემს. მიუხედავად იმისა, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას ოფიციალურად ჯერ არ აღუდგენია დიაკონისებად ხელდასხმის უძველესი ტრადიცია, ანა-კრისტის ხელდასხმა მაინც აღესრულა.

 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სიტყვა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

 

ფოთის საკათედრო ტაძარი. 2018 წელი, 25 თებერვალი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს კეთილდღეობისათვის, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, საუკუნეთა განმავლობაში შრომობდა, იბრძოდა და თავისი სიცოცხლის მთავარ ვალდებულებად თვლიდა ერის სამსახურს. ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები!

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 1921 წლის 25 თებერვალს და იმ მოვლენებს, რომლებიც მას წინ უძღოდა. 1921 წელს, დღეის სწორს, საქართველოს თავზე წითელი დროშა აფრიალდა. აქედან მოყოლებული, ეს დღე ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა საბჭოთა საქართველოში და მას გასაბჭოების დღე ეწოდებოდა. ასე გრძელდებოდა 80-იანი წლების მიწურულამდე, ვიდრე დაიწყებოდა იმის გაცნობიერება, თუ რაოდენი ტრაგიზმით არის აღსავსე მდგომარეობა იმ ქვეყნისა, სადაც მისი მკვიდრნი დღესასწაულობენ საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასრულებას.


კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 2018 წლის საშობაო ეპისტოლე

 

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ! 

 

"ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ" (გალ.4,7).  ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსაბმა რომ გაიგონეს: ,,…მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…” (ლუკა. 2.11) 


ცენტრის მილოცვა

 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 40 წლის იუბილეს. მის უწმინდესობას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ღვთის წყალობასა და მრავალჟამიერ მღვდელთმთავრობას საქართველოს მართლმადიდებელი, ავტოკეფალიური ეკლესიის საკეთილდღეოდ.


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის

საშობაო გზავნილი

ფოთისა და ხობის ეპარქიის სამწყსოსადმი

 

სულიწმიდის მადლში შობილნო მამანო და დედანო,

ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო!

დღეს, იესო ქრისტეს ახალი აღთქმის მემკვიდრენი ვდღესასწაულობთ ერთ-ერთ გამორჩეულ საუფლო დღეს - ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი! ამ დიდებულ მოვლენას საგანგებო გალობით ეგებება ეკლესია:

შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო,

აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა,

რამეთუ რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ,

ვარსკვლავისაგან ისწავლეს თაყვანისცემაი შენი,

მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი

მაღლით აღმოსავალთად,

უფალო, დიდება შენდა!

 

ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავ დიდი ხნის მოლოდინის აღსრულებას! ამ დღეს ხომ დიდხანს ელოდა მრავალი თაობა. დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს მოვლენა ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის; რა კავშირი აქვს მას სამყაროსთან და თითოეულ ადამიანთან; როგორი მოლოდინებით ხვდება მას სამყარო, ქრისტეს ეკლესია?

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრისტეს შობა არის ღმერთის მიერ პირველ ადამიანებთან დადებული აღთქმის აღსრულება, ანუ ღმერთმა ადამიანთან დადებული პირობა შეასრულა და ქვეყნად მოავლინა მხსნელი, რომელიც ხორციელად იშვა ქალწულ მარიამისგან სულიწმიდის მიერ. იესო ქრისტეს შობა ემსახურება ადამის მოდგმის გამოხსნას ცოდვებისა დ შესაბამისად, სიკვდილის მონობისგან. დღეს შემოქმედი ღმერთი კვლავ და კვლავ გვთავაზობს ჭეშმარიტ სიცოცხლეს და ულევ სიხარულს. უფლის განკაცება უდიდესი საიდუმლოა: ის, ვინც მარადჟამ მყოფია, და ვისგანაც შეიქმნა ყოველივე, რაც კი რამ შექმნილა, ქალწულის წიაღმა დაიტია; ღმერთი დამდაბლდა, რათა ადამიანი აღამაღლოს; ეს, მანამდე არ ნახული და არ გაგონილი, ჩვენი რწმენის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამ რწმენითა და იმედით ვეგებებით ახალშობილს, რადგან რაც კი რამ თქმულა მანამდე, ყოველივე აღსრულდა და დღევანდელი დღე, ვფიქრობთ რა უფლის განკაცების საიდუმლოზე, გვაძლიერებს და გვიმყარებს რწმენას აღთქმული ზეციური სასუფევლისა და მარადიული ცხოვრების შესახებ. ქრისტეშია ჩვენი ხსნა. მასშია ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნების განახლება, ჭეშმარიტი თავისუფლება! 


ფლოროვსკის ეკუმენიზმი

 

მართლმადიდებლური ეკუმენიზმი, როგორც მისიონერული საქმიანობა და ეკლესიის საზღვები

დრ. ბრენდონ გალაჰერი (Dr. Brandon Gallaher)[1]

           

            ფლოროვსკის ძირითადი ეკუმენური პოზიცია ჩამოყალიბდა 1930 წლებში, ბულგაკოვის[2] ეკუმენური მოსაზრებების საპირისპიროდ. ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ  საეპისკოპოსო კურთხევის ჯაჭვის მქონე ეკლესიები (იგულისხმება უწყვეტი სამოციქულო ხელდასხმის მქონე ეკლესიები გ.ლ.) ერთიანობისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ და რომ მართლმადიდებელი ეკლესია მართალია ყველაზე უფრო სრულად გამოხატავდა საეკლესიო ერთიანობას და არის Una Sancta (,,ერთი წმინდა’’, იგულისხმება მრწამსის ფრაზა- ,,ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია’’ გ.ლ.), მაგრამ საყოველთაო ეკლესია საკუთარი საზღვრებით არ იზღუდებოდა და როგორც ჭეშმარიტ ეკლესიებს, ისე მოიცავდა უფრო ნაკლები ხარისხის მქონე საეკლესიო სხეულებს.[3] ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ დაწერილ შრომაში ფლოროვსკი ღიად ამტკიცებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ჭეშმარიტი და ერთადერთი ეკლესია, რომელიც მოწმდება არა ‘’საკუთარი ადგილობრივი ტრადიციით’’, არამედ ,,პატრისტიკული ტრადიციით’’ ან ,,კათოლიკე ეკლესიის საერთო მემკვიდრეობით’’.[4] ის ასევე ამბობს, რომ ყველა და ყველაფერი, რაც კი ოდესმე ეკლესიას ჰქონია არ იყო ,,საღვთო ჭეშმარიტება’’. ფლოროვსკის აზრით,  ყველა სხვა ეკლესიებს ჰქონდათ ნაკლულოვანება, რამდენადაც იყვნენ მართლმადიდებლობისგან, განუყოფელი ეკლესიის საერთო ტრადიციიდან განშორებულნი, ან ,,სქიზმატები’’ და აქედან გამომდინარე მოხმობილნი არიან, რომ დაუბრუნდნენ და მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობაში განიკურნონ (ე.ი. შეიცვალონ).[5] იმ მართლმადიდებელთა და არამართლმადიდებელთა ურთიერთკავშირი, რომელთა რწმენა და ცხოვრების წესი ძალიან რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ბუნებრივია რომ წარმოუდგენელი იყო და ამ ურთიერთკავშირის ერთიანობის მნიშვნელობით გაგება კი ის ,,ბუნდოვანი ხეივანი გახლავთ, რომლიდანაც თავისდაღწევა შეუძლებელია’’.[6] სამომავლო პროგრესი გაერთიანების გზაზე, მხოლოდ ‘’ეკუმენიზმის სივრცის’’ (ეკლესიათა შორის განსხვავებული შეთანხმებებისა და შეუთანხმებლობების  აღმოჩენისა და აღნიშვნის) ‘’დროული ეკუმენიზმით’’ ამოვსებით მიიღწევა, რაც არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მართლმადიდებლობაში, მათ საერთო ტრადიციაში დაბრუნებით გაერთიანება.[7] თუმცა, პროტოპრესვიტერი ცდილობდა, რომ საერთო ტრადიცია, ‘’აღმოსავლურ’’, ‘’ელინურ-ქრისტიანულ’’ და ‘’ბერძნულ’’ მახასიათებლებიდან განუყრელად დაენახა. ფლოროვსკის არ უკვირდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენურ მოძრაობაში ჩართვა, არამედ მას აღიქვავდა ‘’მისიონერული მოქმედების’’ [8], ან როგორც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მსოფლიოს ყველა ქრისტიანისადმი დამოწმების საშუალებად: ‘’ხელახალი ქრისტიანული გაერთიანება არის მართლმადიდებლობის უბრალოდ საყოველთაო გარდაქმნა... რაც არის გარეთ [იგულისხმება განწესებანი და სარწმუნოების კანონების საეკლესიო ნორმები] უბრალოდ არასწორია. მაგრამ არასწორი შეიძლება არა მხოლოდ მხილებულიქნეს, არამედ გაიკურნოს. ამის დასამოწმებლად მართლმადიდებლობა მონაწილეობს ეკუმენურ მსჯელობაში, იმედით, რომ მისი მოწმობით ადამიანთა გულებსა და გონებაში საღვთო ჭეშმარიტება გაიმარჯვებს’’. [9] ფლოროვსკი, 1940 წლის მიწურულსა და 1950 წლის დასაწყისში გამართულ ემსს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) წარმატებულ ეკუმენურ შეხვედრებში, ეკუმენიზმის საკუთარ ხედვას ღიად აცხადებდა. რის შემდეგაც ფლოროვსკის ეს თეოლოგია,  ეკუმენურ მოძრაობაში მართლმადიდებლური ჩართულობის დღევანდელი აზროვნების ბირთვი გახდა- ეკუმენიზმი, როგორც მდუმარე ევანგელიზაციის სახე.


კონსტანტინოპოლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

+ ბართლომეოსი არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის,

ახალი რომის და მსოლიო პატრიარქი

ეკლესიის მთელ სისავსეს

 

მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტეს მიერ

 

ღმერთის წყალობით კიდევ ერთხელ გავხდით ღირსნი ვიზეიმოთ ღვთის სიტყვის ხორციელად შობის ეს უდიდესი დღესასწაული, რომელიც ქვეყანაზე იმისთვის მოევლინა რომ ჩვენთვის მოეტანა კეთილდღეობა“, ცოდვებისგან ხსნა, გავეთავისუფლებინეთ სჯულისგან  და სიკვდილის  მონობისგან, რათა ებოძებინა ჭეშმარიტი სიცოცხლე  და უდიდესი სიხარული და არავინ მიმიღოს იგი ჩემგან“. 


ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი

 

ქრისტეშობის ძირითადი აზრი და მისი დამახინჯება.

 

„ რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს. 9. ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.“( I ინ. IV, 8-9)

 

     ქრისტეშობის დღესასწაული ტრადიციულ ქრისტიანულ საზოგადოებაში ინარჩუნებს განსაკუთრებულობას. ეს დღესასწაული ასხივებს ნათელს, სიმშვიდეს, სიყვარულს და იმედს. იმ გზით, რომლითაც იდღესასწაულება ეს დღესასწაული ჩვენ სეკულარულ სამყაროში, ხშირად იცვლება ქრისტეშობის ღრმა მნიშვნელობა.


მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა, ჩრდილოეთის პოლარული წრის ასამბლეას

(ისლანდია, რეიკიავიკი, 13 ოქტომბერი, 2017)

 

ჩვენთვის პატივია ჩრდილოეთის პოლარული წრის ასამბლეის ორგანიზატორთა, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი თავმჯდომარისა და ისლანდიის დღევანდელი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ოლაფ რაგნარ გრიმსონის (Ólafur Ragnar Grímsson) გულთბილი მოწვევით მივმართოთ შეკრებილ საზოგადოებას. უფრო მეტიც, პრივილეგიაა რომ ვიყოთ თქვენ გვერდით ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის შუაგულში, რომელიც  დედამიწის მდგომარეობის გამოსწორებისკენაა მიმართული. მრავალმხრივ, როგორც სიმბოლურად ასევე არსებითად, მსოფლიოს ეს ნაწილი განსაზღვრავს და განაპირობებს იმ მნიშვნელოვან ბირთვს, რომლითაც მივუდგებით და დავუპირისპირდებით კლიმატის გლობალურ ცვლილებას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივი კატასტროფის მოახლოებული საფრთხე დღეს არის უფრო მეტად მკვეთრი და აქტუალური ვიდრე ოდესმე, არამედ ასევე იმიტომაც, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ რეგიონში, რომლის საზარელი, მაგრამ ამასთანავე მყიფე მშვენიერება, არის უპირველესად შთამაგონებელი და გამაფრთხილებელი ყველასადმი, ვინც ზრუნავს ჩვენი პლანეტის მომავლის შესახებ.

 


კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(IV ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

6. ეკუმენიზმი-ინტერრელიგიური პლურალიზმი-პანრელიგია

 

კარგადაა ცნობილი წმიდა და დიდი კრების კრიტიკოსთა პოზიცია, რომ ეკუმენური მოძრაობის, ანუ ეკუმენიზმის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს საფუძველი ჩაუყაროს ინტრრელიგიურ ეკუმენურ თეოლოგიას, სადაც დომინანტი როლი ექნება დოგმატურ პლურალიზმს და დოგმატურ მინიმალიზმს. წარმოგიდგენთ ორ ამონარიდს სადაც ზემოთაღნიშული აზრია გამოხატული:

ა) ეკუმენური ოცნების გაფართოება არ შემოიფარგლება მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებით (მართლმადიდებლები, კათოლიკები, პროტესტანტები, ანტიქალკედონელები), არამედ გულისხმობს „მსოფლიო რელიგიების გაერთიანებასაც“. გაერთიანების პირველ ეტაპს ეკუმენიზმი იწყებს მონოთეისტური რელიგიებიდან (ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი) და შემდგომ გავრცელდება დანარჩენებზეც (ინდუიზმი, ბუდიზი და სხვ.). ამგვარად ინტერქრისტიანული ეკუმენიზმის გარდა არსებობს ინტერრელიგიური ეკუმენიზმიც“[1]. ამ ამონარიდის მიხდვით, ინტერქრისტიანული პლურალიზმიდან მივექანებით ინტერრელიგიური პლურალიზმისაკენ.


,,რელიგია მეოცე საუკუნეში ძალაუფლების თავსმოხვევის ორგანოდ გადაიქცა''  -პატრიარქი ბართლომეოსი

 

   მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის კონფერენციამ (World Policy Conference) მაროკოში 3-5 ნოემბერს გასამართ ღონისძიებაზე მიიწვია,  სადაც წარმოდგენილი მხარეები განიხილავდნენ ცალკეული პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედებების მთელ პლანეტაზე გამოწვეულ ზეგავლენას. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოსმა შეკრებილ საზოგადოებას ფრანგულ ენაზე ვრცელი სიტყვით მიმართა:

 ,,სამწუხაროდ, რელიგია მეოცე საუკუნეში ძალაუფლების თავსმოხვევის ორგანოდ გადაიქცა, რის გამოც, ფაქტობრივად, რელიგიის მოქმედების ბუნებაც აცდა თავის ხაზს, ანუ მშვიდობის, შერიგებისა და დიალოგის აღსრულების ხაზს.

     დღევანდელ მსოფლიოში მოვლენების მნიშვნელობის გასაგებად უნდა გავიხსენოთ რელიგიების როლი კაცობრიობის ისტორიაში. ისინი, რომელნიც ამბობენ „რელიგიასთან  მიბრუნებას“, ან „ღმერთთან მიბრუნებას“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის არსებითი მასშტაბის ამოქმედება, რაც ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული იდენტურობასთან, მაგრამ არაა იმდენად იდენტობა, რამდენადაც მეტაფიზიკისა და სულიერების ადგილი.   


საბერძნეთის ეკლესიამ 2016 წელს ქველმოქმედებისთვის 124 416 599  ევრო დახარჯა

 

2017 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე, საბერძნეთის სამთავარეპისკოპოსო სინოდმა მოისმინა 2016 წლის ქველმოქმედების ფინანსური ანგარიში,  რომლიდანაც ირკვევა, რომ 1 წლის მანძილზე საბერძნეთის ეკლესიამ 124 416 599 ევრო დახარჯა  სხვადასხვა სახის  დახმარებებში. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

 

1-     ღარიბთა თავშესაფრები -    10.444.403 €

2-     სამრევლო თავშესაფრები-   12. 825.579 €

3-     ობოლ ბავშვთა თავშესაფრები- 2.427.269 €

4-     პანსიონები-  1.771.350 €

5-     მოხუცთა თავშესაფრები- 23.766.673 €

6-     ქრონიკულად ავადმყოფთა ფონდები -4.519.273 €

7-     უნარშეზღუდულთა ფონდები-1.762.609 €

8-     ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები- 785.359 €

9-     ‘’სახლის დახმარებები’’-  164.876 €

10-საავადმყოფოები და კლინიკები- 2.423.115 €

 


სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- II

 

ორიგენე(+254) ძველი პერიოდის ყველაზე დიდი ბერძენი თეოლოგი. ის კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფე გახლდათ და როგორც მისმა ინტელექტუალურმა მემკვიდრემ, მოგვიანებით ალექსანდრიის სახელგანთქმული კატეხეტური სკოლის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. ცხოვრების მკაცრმა ასკეტურმა წესმა ორიგენე საბოლოოდ თვითკასტრაციამდე მიიყვანა, რადგან მან მათეს სახარებაში გაჟღერებული ქრისტეს სიტყვები წინადაცვეთის შესახებ ბუკვალურად გაიაზრა. რის შემდეგაც მისთვის ხორციელი შებილწვის საფრთხე გაქრა.

საეკლესიო დოგმატიკამ ორიგენეს ფატალურ სწავლებას ფართო გზა გაუხსნა, რომლიც ადამისა და ევას ცოდვით დაცემასა და სამოთხიდან გამოდევნას სექსუალურ დანაშაულად მიიჩნევს და ეს ცოდვა შთამომავლობას გადაეცემა. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ახალშობილი ადამიანი მშობელთა მიერ განხორციელებული განაყოფიერების აქტის გამო ქვეყნიერებას როგორც უწმინდური და ცოდვილი ნაყოფი მოევლინება. ორი ასწლეულის შემდეგ პაპ ლეონ I-თან ზუსტად მსგავს ნააზრევს ვაწყდებით. პაპი 50-ე ფსალმუნის VII მუხლს მოიშველიებს: რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან . პაპს მეფსალმუნის სიტყვები ისე ესმის, თითქოს ყოველ სექსუალურ შეერთებას მასთან დაკავშირებული მგრძნობელობითი სურვილის გამო მხოლოდ ცოდვილი ნაყოფის გამოღება შეუძლია.


სექსუალური ეთიკა პავლესთან                                                 

       ახალი აღთქმა: ქრისტეს მაგალითი

სექსუალობის თემის განხილვისას საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ახალი აღთქმა არა ერთ მთლიან ტექსტს, არამედ მრავალ სხვადასხვა სრულიად განსხვავებულ ხელნაწერთა კრებულს წარმოადგენს. საკუთრივ ერთ კატეგორიას იესოს ცხოვრებაზე ერთმანეთისაგან განსხვავებული ისტორიების მაუწყებელი ოთხი სახარება შეადგენს, მეორე კატეგორიაში მოციქულ პავლეს  ავთენტური წერილები ერთიანდება, რომელთაგან აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ისინი, რომლებიც მის სახელს მიეწერება.

ქრისტიანული მრწამსის ფუნდამენტს იესოს ცხოვრება და სწავლება წარმოადგენს. რაც შეეხება სექსუალობის თემას, გარდა ქორწინების გაუქმების პრობლემისა, იესოსგან ამ საკითხზე თითქმის ვერაფერს ვგებულობთ. ეს უმეტესად მისი ცხოვრებაა, რომელსაც მრავალი ფასეული რჩევა-დარიგებისათვის ვმადლობთ. მიუხედავად საკუთარი იუდაური წარმომავლობისა, ვნებისაგან დაცლილმა იესომ საკმაოდ ნათლად წარმოგვიდგინა საკუთარი დამოკიდებულება ქალების მიმართ და იმდროინდელი იუდაური ცხოვრების წესისა და შეხედულებებისაგანაც თავი შორს დაიჭირა. მისთვის ქალსა და კაცს შორის არანაირი არსებითი განსხვავება არ არსებობს, ამ ორ სქესს ის ერთნაირად ფასეულად მიიჩნევს.

„იესოსგან არ გვესმის არცერთი განცხადება პროსტიტუციის წინააღმდეგ, ის არაფერს ამბობს ჰომოსექსუალიზმზე, გარყვნილებაზე, მასტურბაციაზე, ქორწინებამდელ და ქორწინების გარეშე აღსრულებულ სექსუალურ აქტზე, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ განწმენდის რიტუალებზე და არც უშუალოდ მხოლოდ ქალს განუკუთვნებს კონკრეტულ უფლებრივ პოზიციას“ - ამგვარად აჯამებს ახალი აღთქმის ტექსტს ჰერბერტ ჰააგი.

იუდეველი იესოსგან ერთხელაც ვერ ვხვდებით განწმენდის რიტუალთა პატივისცემას, რომლებიც მისთის ძველი აღთქმის რჯულიდან იყო ცნობილი(ლევ. 11-15; რიც. 14,4-21). ამის საპირისპიროდ, ის მათ პირიქით, კატეგორიული დასაბუთებით  გვერდით სწევდა. ადამიანი არა იმით შეიბილწება რასაც მიიღებს, არამედ იმ ბოროტი გულისთქმებითა და საქმით რომლებიც მისი გულიდან გამოდიან. ამით ეკლესიისათვის და ყოველი ქრისტიანისათვის ის შინაგანი კრიტერიუმია მოცემული, რომლიც კაცმა რომ თქვას ყოველი გარე კაზუისტური შეხედულებისგან უნდა იქნას დაცული.

 


სექსუალური ეთიკა ავგუსტინესთან

 

სექსუალური ვნება როგორც პირველქმნილი ცოდვა

გვიან შუა საუკუნეებში განვითარებული თეოლოგიური შეხედულება ქორწინების შესახებ დიდ ზეგავლენას აურელიუს ავგუსტენესგან განიცდის (+430), თუმცა მისი უმდიდრესი ლიტერატურული დანატოვარი მეტწილად ბიბლიის ტექსტთა კომენტირებით შემოიფარგლება. ჩვენი ინტერესის სფეროს კი უპირველესად ქორწინების სათნოების(De bono coniugali) და ქალწულთა(De virginibus) შესახებ გადმოცემული სწავლება წარმოადგენს.

 

„არა თუ ქორწინების მეგობარი, არამედ უფრო მონა ჩემი ვნებებისა“ – აღიარებს საკუთარ  „აღსარებანში“ ავგუსტინე და ამასთანავე საკუთარ მშობლებს საყვედურობს იმ უმოქმედობას, რომელიც მათ მისი სექსუალური მომწიფების 15 წლის ასაკში გამოიჩინეს და რაც მათგან მისთვის ქორწინების დაუძალებლობაში გამოიხატა. მისმა ღვთისმოსავმა დედამ, მონიკამ მაშინ უკვე დაუშვა, რომ 17 წლის ავგუსტინე საკუთარ მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა 14 წლის განმავლობაში და მანამდე მასთან შვილი, სახელად “Adeodatus“(ღმერთისგან მოცემული) ჰყავდა.


ენციკლიკა არამართლმადიდებლებთან დალოგის შესახებ

 

მართლმადიდებლობის კვირის საპატრიარქო და სინოდალური ენციკლიკა 

(თებერვალი 21, 2010)

 

ბართლომეოსი

უფლის მადლით კონსტანტინოპოლის-ახალი რომის

მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი

 

ეკლესიის სისავსეს, ჩვენი უფლისა და მაცხოვარი

იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა

 

         ჩვენი ყოვლადწმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს საკუთარ დღესასწაულს და თავისი ისტორიული და წამებული მსოფლიო საპატრიარქოს საეპისკოპოსოდან- კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია მოაფენს კურთხევას, სიყვარულს და ზრუნვას მთელ მსოფლიოში გაბნეულ სულიერ შვილებს და მორწმუნეებს, რომლებსაც იწვევს დღესასწაულის ერთად აღსანიშნავად.

კურთხეულ არს უფლის სახელი! ვინც საუკუნეებია ცდილობენ, რომ  უამრავი ხილული თუ უხილავი დევნით ჩაახშონ ეკლესიის ხმა; ვინც შრიალებენ, რომ თავისი ერეტიკული სწავლებებით სიცრუე შეიტანონ ეკლესიაში; ვისაც  სურთ ეკლესიის დუმილი, თავისი ხმისა და დამოწმების წარმთმევით; ყველა მათი მცდელობა ამაოა! მოწამეთა მფარველობა, ასკეტთა ცრემლები, წმინდანთა ლოცვები, იცავენ ეკლესიის სულიერებას, სანამ ნუგეშინისმცემელი და სული ჭეშმარიტებისა მიუძღვის მას ჭეშმარიტების სისავსისკენ.

         მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობით, წინაღობებისა და პრობლემების მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქო, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საყდარი,  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დასაცავად და გასამყარებლად ზრუნავს, რათა ერთითა პირითა და ერთითა გულითა შევძლოთ ჩვენი მამების მართლმადიდებლური რწმენის აღსარება ყველა დროში და ჩვენ პერიოდშიც. რამდენადაც მართლმადიდებლობა არაა სამუზეუმო  საუნჯე, რომელიც უნდა დავაკონსერვოთ; ისაა სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც უნდა გადავცეთ და შევმატოთ ხალხს. მართლმადიდებლობა მუდმივად თანამედროვეა, კვლავ თავმდაბლობით უნდა ავამაღლოთ და განვმარტოთ იგი იმ არსებული კითხვებისა და საჭიროებების შუქზე, რომელიც თითოეულ ისტორიულ პერიოდში და კულტურულ მდგომარეობაში კაცობრიობას აინტერესებს.

            ამ მიზნით, მართლმადიდებლობის განუწყვეტელ დიალოგში უნდა იყოს მსოფლიოსთან. მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეშინია დიალოგის, რადგან ჭეშმარიტებას დიალოგის არ ეშინია. საპირისპიროდ, თუკი მართლმადიდებლობა ჩაიკეტება თავის თავში და არ წარმართავს მის გარეთ დიალოგს, ეს იქნება თავისი მისიის ჩავარდნა და უფრო მეტხანს ვეღარ იქნება ‘’კათოლიკე’’ და ‘’მსოფლიო’’ ეკლესია. ამის ნაცვლად, ის გახდება საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი და თვითშემოზღუდული ჯგუფი, ‘’გეტო’’ისტორიათა მიჯნაზე. ამის გამო იყო, რომ ეკლესიის დიდ მამებს არასოდეს ეშინოდათ თავისი ეპოქის სულიერ კულტურებთან დიალოგის- თვით წარმართ კერპთაყვანისმცემლებთან და ფილოსოფოსებთანაც კი- ამგვარად მოახდინეს მათი დროის ცივილიზაციათა ფორმირებაზე გავლენა და მოიტანეს ჩვენამდე ჭეშმარიტი, მსოფლიო ეკლესია.


რომის პაპი ილია მეორეს - არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა, რომელიც თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ერთმანეთს აღვუთქვით.

შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა წმინდანის, ელიას მეოხებით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ერთობა იესო ქრისტეში, უფლისეულო ძმაო, - ამის შესახებ რომის პაპის მიერ საქართველოს პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული. რომის პაპი ილია მეორეს წმინდა ილია თეზბიტელის დღესასწაულს ულოცავს.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მილოცვა უნეტარეს ილია II-ს

 

 ,,უნეტარესო ძმაო, ჩვენო უნეტარესო ძმაო, უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი, ყველა წმინდა ძმასთან ერთად ჩვენც გილოცავთ უდიდეს და მრავალწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიაში მას შემდეგ რაც გახდით ამ წმინდა ეკლესიის საჭეთმპყორბელი. განსაკუთრებით დიდ სიხარულით გიკავშირდებით მსოფლიო საპარიარქოდან და პირადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, უფლის ერის ხსნისათვის და მისი წმინდა სახელის სადიდებლად. გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი  საქმეების მიმართ.''

 


შერეული საღვთისმეტყველო დიალოგი კუნძულ ლეროსზე

 

2017 წლის 5-9 სექტემბერს, კუნძულ ლეროსზე (საბერძნეთი) იმართება საერთაშორისო საღვთისმეტყველო დიალოგი მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის. მსოფლიო საპატრიარქოდან დიალოგში მონაწილეობას იღებენ ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა), სასიმის მიტროპოლიტი გენადიოსი და სილივრიას მიტროპოლიტი მაქსიმე. 


ტორონტოს სამიტროპოლიტოს საღვთისმეტყველო აკადემია საპატრიარქო სასწავლებელი გახდა

                                     

,,მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, 2017 წლის 24 მაისის მოკრძალებული წერილით, წმინდა და სასულიერო კრების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ცნო ჩვენი ოცწლიანი საღვთისმეტყველო აკადემიის საქმიანობა და  მას საპატრიარქო სტატუსი მიანიჭა.

ჩვენი საღვთისმეტყველო აკადამიისთვის დიდი პატივია ამ განუზომელი დაფასების მიღება,  პროფესორები, ხელმძღვანელობა, სამმართველო საბჭო და მისი თავმჯდომარე მიტროპოლიტი სოტირიოსი,  ...       


მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა, ჩრდილოეთის პოლარული წრის ასამბლეას

(ისლანდია, რეიკიავიკი, 13 ოქტომბერი, 2017)

 

ჩვენთვის პატივია ჩრდილოეთის პოლარული წრის ასამბლეის ორგანიზატორთა, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი თავმჯდომარისა და ისლანდიის დღევანდელი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ოლაფ რაგნარ გრიმსონის (Ólafur Ragnar Grímsson) გულთბილი მოწვევით მივმართოთ შეკრებილ საზოგადოებას. უფრო მეტიც, პრივილეგიაა რომ ვიყოთ თქვენ გვერდით ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის შუაგულში, რომელიც  დედამიწის მდგომარეობის გამოსწორებისკენაა მიმართული. 

 


დიმიტრი კონსტანტინოპოლელის ეპისტოლე ათონის მთის მონოზვნებს

 

გთავაზობთ ეპისტოლეს, რომლითაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრი პირველმა, 1988 წლის 4 მარტს უპასუხა 1987 წლის 11 დეკემბერს, ათონის მთიდან მისთვის გამოგზავნილ საპროტესტო ხასიათის  წერილს, რომელსაც ხელს აწერდა წმინდა მთის ოცი მონასტრის წარმომადგენელი, სადაც მკაცრად აკრიტიკებდნენ მსოფლიო პატრიარქ დიმიტრის ვიზიტს რომში, მართლმადიდებელი დელეგაციის  აქტიურ მონაწილეობას კათოლიკური ლიტურგიის ზოგიერთ ნაწილში,  “საერთო დეკლარაციას რომელსაც პაპმა და პატრიარქმა მოაწერეს ხელი  და ძალზედ მარტივად აცხადებედნენ რომ კათოლიკური ეკლესია არ არის ეკლესია და მისი მისი საიდუმლოებები არ არის მადლმოსილი.

 

ათონის მთის მონასტრების უწმინდეს წინამძღვრებსა და წარმომადგენლებს, ჩვენი სიმდაბლის ქრისტეში საყვარელ შვილებს, მადლი იყოს თქვენზე და ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა!

 

ჩვენ სიყვარულითა და სათანადო ყურადღებით მივიღეთ და წმინდა სინოდის სხდომაზე განვიხილეთ თქვენი წერილი, დათარიღებული გასული წლის 11 დეკემბრით, პროტოკოლური ნომრით I/28/824, რომელშიც გსურდათ განგეხილათ ზოგიერთი იდეა და საუბრობდით ათონის მთაზე გავრცელებულ საწუხარზე, რომელიც ნამდვილად ნეგატიური ინფორმაციებიდან გამომდინარეობდა და აფასებდა ჩვენი ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესიის, იმ კონტაქტებსა და ურთიერთობებს რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს არამართლმადიდებლებთან (ჰეტეროდოქსებთან).   დედა ეკლესია და მასთან მთელი აღმოსავლეთის მართლმადიდებლები, გრძნობდნენ და გრძნობენ, პატივისცემასა და განასაკუთრებულ სიამაყეს, იმ დიდებული ბრძოლებისა და გმირული გამოცდილების მიმართ, რომელიც ათონის მთის წმინდა მამებმა, წმინდა მართლმადიდებელური რწმენის, სულიერი ღირებულებების, ზნეობის უმწიკვლოდ დასაცავად, ასევე ჩვენი ღვთისმოსავი ხალხისა და წმინდა უცვლელი გარდამოცემისათვის გადაიტანეს სწორედ ამის გამოა რომ იგი სულითა და გულით ყოველთვის ღვთისმშობლის ტახტრევანიკენაა მიმართული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით იგი, არა მხოლოდ უწმინდესი, სამოციქულო, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის მონასტრული ცხოვრების ძვირფასი ინსტრუმენტია, არამედ მართლმადიდებლობის დიდებულება და სულიერების უმაღლესი ადგილია დედამიწაზე.

სწორედ ამის გამოა რომ იგი (ეკლესია) აღელვებული ხარობს მთელი სულით, ხედავს რა ათონის მთას, მობილიზებულს მთელი გრძნობითა და ბრძოლისუნარიანობით, იმ საკითხებისადმი, რომლებიც შეეხება ჩვენს უმწიკვლო რწმენასა და წმინდა გარდამოცემას. ეკლესია უსმენს უდაბნოს მისტიურ და საკრალურ ხმას, რომელიც თავის თავში შემოიკრებს და მონაზვნობით გარდაქმნის ეკლესიის სულიერ ძალებს, ერთი მხრივ კურნავს საკუთარ სისუსტეებს, მეორე მხრივ კი მსოფლიოს წარუდგენს და სთავაზობს მართლმადიდებლობის უშრეტ საგანძურს ქრისტეში ერთობისა და ქრისტიანული სამყაროს მშვიდობის წმინდა მიზნისთვის მსახურად.  

თუმცა, უდაბნოდან მომავალ ხმაზე მეტად, ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესია აგრეთვე უსმენს სხვა ხმასაც, ხმას რომელიც ნაკარნახევია ჩვენი, როგორც პირველი საყდრის პოზიციით, რაც გულისხმობს ჩვენს პასუხისმგებლობას ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობისა და მთელი ქრისტიანული სამყაროს ერთობისკენ მიმავალ სწორ გზაზე, რათა ეს ერთობა ჭეშმარიტებაზე იყოს დაფუძნებული, სხვაგვარადმადიდებლებთან ამ კონტაქტებითა და დიალოგებით, რადგან იგი (ეკლესია) მტკიცედაა დაიმედებული მასში, ვინც აცხადებს მშვიდობას ახლობელთა თუ შორებელთათვის, რათა ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მასში მტრობის მოკვდინებით (ეფ. 2,16).

 


ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც მღვდლები, (განსაკუთრებით კი მონოზონნი) არაფრად მიიჩნევენ კრების, სინოდის, საპატრიარქოს განჩინებას, მამათა დარიგებებს და პავლე მოციქულის სწავლებასაც კი. მოციქული ხომ გასაგებად ამბობს: შესაძლოა ურწმუნო ქმარი, მორწმუნე ცოლის მიერ ცხონდეს. ანუ მღვდელი, რომელიც აცხადებს, რომ ცოდავენ ის ადამიანები, რომლებიც საერო წესით დაქორწინებულნი არიან, მაგრამ ჯვარი არ აქვთ დაწერილი, ასეთი მღვდელი  თავისი საშინელი საღვთისმეტყველო უცოდინრობის დემონსტრირებას ახდენს.

 მეოთხე საუკუნეში არსებობდა ერთი საინტერესო საეკლესიო კანონი, მერვე საუკუნეში ამ კანონის აქტულიზებას ცდილობდა ღირსი თეოდორე სტუდიელი, კანონი ბრძანებს: თუკი მღვდელი ეწვევა მეორედ დაქორწინებულთა ქორწილის სუფრას, განიკვეთოს ხარისხიდან. და რას ნიშნავს ეს კანონი? ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობდა ჯვრისწერის არანაირი საიდუმლო, რომ მეოთხე საუკუნეში და მთლიანად პირველ ათასწლეულში, ქორწინება ხდებოდა საერო ნაციონალური წეს-ჩვეულების მიხედვით. თუკი მღვდელი უბრალოდ მივიდოდა საქორწინო სუფრაზე, ეს უკვე ნიშნავდა საეკლესიო სანქციას ამ ჯვრისწერაზე. ეს არ არის რაღაც შემთხვევა, რომელიც დისკოტეკაზე მოხდა, არამედ ნორმალური დეკლარაცია, საქორწინო კონტრაქტის. დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ღვთისა და აქ შეკრებილი ხალხის წინაშე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, ვიზრუნებთ ერთმანეთზე და .. ხოლო მღვდლის მიწვევა ეს უბრალოდ ნიშნავდა იმას, რომ იქ ეკლესიური გარემო იქმნებოდა, რადგან ეკლესია მხოლოდ ტაძარი ხომ არ არის, ეკლესია არის კრებული და აი ამ ქორწილში შეიკრიბა მთელი თემი ჩვენი სოფლისა და აი მღვდელიც აქ არის, სუფრასთან ზის, ე.ი. ეს არის საეკლესიო წესით აღსრულებული ქორწინება.

 


სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I                                                   

 

       ბოროტი ვნება

მოციქულთა ხანის მომდევნო ქრისტიანულ ლიტერატურაში ქრისტიანთაგან ქორწინების გაგების ამსახველი მასალა ძნელად მოიპოვება. ეპისკოპოსი ეგნატე ანტიოქიელი (+110) და მისი თანამოძმე პოლიკარპე სმირნელი (+156) ზემოთ ხსენებულ საკითხზე სწავლებას მცირე ზომის ეპისტოლეში გადმოგვცემენ, რომელიც მღდელმსახურთა ვალდებულებებს შეეხება. პოლიკარპეს  უნდოდა მანდილოსნებისათის მოეწოდებინა, რათა ისინი ხორცითა და სულით  საკუთარი თანამეცხედრეებით დაკმაყოფილებულიყვნენ და მამაკაცებს კი საკუთარი მეორენახევრები ჰყვარებოდათ ისე, როგორც ქრისტემ  ეკლესია შეიყვარა

 


კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(III ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

3.ერეტიკოსები და  სქიზმატები

კრების დოკუმენტის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება ის არის, რომ მასში ერეტიკოსებად არ იწოდებიან   კათოლიკები და პროტესტანტები.  მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონში[1]მოცემული კრიტერიუმები განსაზღვრავენ თუ რა შემთხვევაში შეიძლება ვინმეს ერეტიკოსად გამოცხადება:  „მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ ჩვენს მიერ შეჩვენებულ, განკანონებულ კლერიკოსებს“. წმიდა კანონების თვითნებურად  მოხმობა  და მითუმეტეს ბოროტად გამოყენება  ყოვლად დაუშვბელია. ნათელია, რომ ადამიანი ერეტიკოსად ვერ ჩაითვლება, თუ  იგი განკანონებული არ არის   მსოფლიო კრების მიერ. ადგილობრივი კრებების მიერ ზოგიერთი  სწავლების დაგმობის მიუხედავად[2], არ მომხადარა კათოლიკების საზოგადო დაგმობა.  ჩანს, რომ  1054 წლის შედეგ აღმოსავლეთში  ეს ფაქტი  ზოგიერთისთვის დაფიქრების მიზეზი გახდა, სწორედ ამიტომ ბალსამონი აღნიშნავს: „ეს ყოველივე გაითვალისწინე, რადგან შესაძლოა დაგჭირდეს მათ წინააღმდეგ რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო სწორი რომის საყდრისგან გამოყოფა,  სანამ როგორც ბოროტის მოსურვეებს (κακόφρονες) ისე არ დავგმობდით მათ. ხოლო წინამდებარე კანონი მათ დოგმატური მიზეზის გამო არ სჯის...“[3]. აღსანიშავია, რომ ბალსამონი  1054 წლის ორმხრივი ანათემებიდან, მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ საუბრობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სქიზმის შესახებ, რასაც რა თქმა უნდა  უკავშირებს დოგმატურ მიზეზებს; ამისთვის  მიმართავს პირველ-მეორე კრების (861) 15-ე კანონს არა პიროვნულ,  არამედ ეკლესიათა შორის  საეკლესიო ერთობის დარღვევის საფუძველზე. ის თავს არიდებს კათოლიკებს უწოდოს ერეტიკოსები, მაგრამ მათ ახასიათებს როგორც „ბოროტის მოსურვეებს“ (κακόφρονες), თუმცა არ ცდილობს განასხვაოს ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან.

 რადგან ობიექტური მკვლევარი ვალდებულია დაწვრილებით გამოიკვლიოს ყველაფერი; ამიტომაც არ უნდა დავივიწყოთ აღმოსავლეთის ეკლესიის ის სიმბოლური დოკუმენტები, სადაც კათოლიკები და მათგან მოგვიანებით განყოფილნი (პროტესტანტები) ხასიათდებიან როგორც ერეტიკოსები, ან იგმობა მათი ესა თუ ის სწავლება (რა თქმა უნდა ამგვარი რამ არ მომხდარა მსოფლიო კრების მიერ, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური და დოგმატური ტრადიციის მიხედვით შეუძლებელია ჩაანაცვლოს ადგილობრივმა კრებამ). განსაკუთრებით საინტერესოა თუ როგორ განსაზღვრავს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ურთიერთობებს მათთან, რომლებსაც  ადგილობრივ კრებებზე  ან სხვა დოკუმენტებში უწოდებს მწვალებლებს,  მაგალითისთვის:

● მარკოზ ეფესელი თავის ცირკულარულ ეპისტოლეში, სათაურით: „ყოველთა მკვიდრთა ქვეყნისათა და კუნძულებზე მყოფ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიმართ“[4], კათოლიკებს უწოდებს ერეტიკოსებს, ძირითადად ფილიოკვეს გამო „მათ როგორც ერეტიკოსებს არ გავექეცით? და ამის გამო არ განვშორდით?“.  მიუთითებს წმიდა ფოტიოსის ნომოკანონს[5] წმიდა თეოდორე სტუდიელის საპირისპიროდ, რომელიც ფიქრობდა, რომ ვალდებულნი ვართ ერეტიკოსებად მივიჩნიოთ „ისინი, რომლებიც არ  ნათლავენ და არ ინათლებიან მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“[6]. წმიდა მარკოზ ეფესელი აღნიშნავს: „ერეტიკოსი არის  ის ვისაც მიემართება  ერეტიკოსების წინააღმდეგ გამოცემული კანონები, ასევე ის ვინც თუნდაც მცირედით გადაუხვევს სწორ რწმენას“.  ეს პოზიცია მარკოზ ეფესელს ხელს არ უშლის კათოლიკებს ეკლესია უწოდოს: „მრავალი წლის წინ ჩამოშორდა დასავლეთის ეკლესია, ეს სახელგანთქმული წევრი,  ოთხ უწმიდეს პატრიარქთან  ზიარებას“[7]. ის ფაქტი რომ კათოლიკები მარკოზ ეფესელის მიერ მწვალებლებად ხასიათდებიან, ხელს არ უშლის მას  კათოლიკობიდან მართლმადიდებლობაში შემომსვლელები მიიღოს მხოლოდ მირონის ცხებით; ამისთვის  მიუთითებს მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონს და შესაბამისად იყენებს მას[8]. ფერერა-ფლორენციის კრებაზე წარუმატებლობის შემდეგ უქმდება  კათოლიკური ეკლესიის წოდება  მოძმე ეკლესია [9]?  იგივე განსხვავებები არ გვაქვს?

 


 „აი ია“ პატრიარქს ესტუმრა

 

4 ივნისი, სულთმოფენობა, საპატრიარქოს ეზოში ჩვეული მყუდროება "აი ია"-ს სარეაბილიტაციო ცენტრის პატარებმა დაარღვიეს. „აი ია“ პატრიარქს ესტუმრა. შემობრძანებულ უწმინდესს მაშინვე ბავშვები შემოეხვივნენ, გაცისკროვნებული თვალებით უხმოდ ეფერებოდნენ და გვერდიდან არ შორდებოდნენ. უწმინდესმა დიდი გულისყურით მოისმინა პატარების ისტორია, პედაგოგებისგან თერაპიის მეთოდი გამოიკითხა...


შერეული საღვთისმეტყველო დიალოგი კუნძულ ლეროსზე

 

2017 წლის 5-9 სექტემბერს, კუნძულ ლეროსზე (საბერძნეთი) იმართება საერთაშორისო საღვთისმეტყველო დიალოგი მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის. მსოფლიო საპატრიარქოდან დიალოგში მონაწილეობას იღებენ ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა), სასიმის მიტროპოლიტი გენადიოსი და სილივრიას მიტროპოლიტი მაქსიმე.  


სექსუალური ურთიერთობა  მეუღლებრივ კავშირში და მის გარეთ

 

ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით ყოველი თვითნებური სექსუალური აქტი დაგმობილია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლებრივი კავშირის გარეთ განხორციელებული უკლებლივ ყველა სექსუალური ქმედება ამ წესით უნდა დარეგულირდეს. 

მამაკაცი, რომელიც მანდილოსანთან ნიშნობამდე დაამყარებდა სექსუალურ კავშირს, მკაცრად განისჯებოდა და ჯარიმდებოდა კიდეც. ის იყო ვალდებული, რათა მის მიერ შეცნობილი ქალი ცოლად მოეყვანა. ხოლო ქალი, რომელიც ქორწინებამდე დაკარგავდა ქალწულებას, ქვებით იქოლებოდა; „რადგან მან ისრაელში საძაგელი საქციელი ჩაიდინა, რითაც საკუთარი მამისეული სახლი შეარცხვინა“. ახალი აღთქმა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არანაირ კონკრეტულ რეაგირებას არ გვავალებს.


1 2 3