მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა

 

გარემოსდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება

 

ვიოტია (Βοιωτία), 6 ივნისი 2017

 

            თქვენო აღმატებულებავ საბერძნეთის რესპუბლიკის ბატონო პრეზიდენტო, თქვენო უნეტარესობავ ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსო იერონიმე, ღრმად პატივცემული ძმა იერარქებო, თვენო აღმატებულებავ ბატონო გუბერნატორო!

ძვირფასო მეგობრებო და მონაწილეებო!

მთელი გულით გვიხარია  მსოფლიო გარემოსდაცვითი დღისთვის მიძღვნილ ამ ღონისძიებაზე საპატივსაცემო მოწვევა, უფრო მეტად იმიტომ, რადგან მოგვეცით შესაძლებლობა, ვწვეოდით მდინარე ასოპუს (Ἀσωποῦ) ეკოლოგიურ პრობლემებს, მისი შემთხვევა მოგვიწოდებს ყურადღება გავამახვილოთ რეგიონალურ გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოს აზიანებენ.


ცენტრის მილოცვა

 

 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს იეროდიაკონ ლეონიდე ებრალიძეს, ლიტურგიკის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას. მამა ლეონიდემ რომის აღმოსავლეთმცოდნეობის პონტიფიკალურ ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადისერტაციო თემა- ''Il rito gerosolimitano dell'ordinazione episcopale e il rito del intornizzazione del Kathalikos in Georgia durante i secoli.''  (''ეპისკოპოსად კურთხევის იერუსალიმური განგება და კათოლიკოსად აღსაყდრების განგება საქართველოში, საუკუნეთა მანძილზე''). წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი კიდევ ერთხელ ულოცავს მამა ლეონიდეს ამ წარმატებას, და სამომავლო წინსვლას უსურვებს საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა ბოსეს მონასტერში (იტალია) გამართულ კონფერენციას

6 სექტემბერი, 2017

           

            უკვე მრავალი წელია შორეული მსოფლიო საპატრიარქოდან ვესწრები ბოსეს მონასტრის ამ კურთხეულ ტერიტორიაზე გამართულ სამეცნიერო სიმპოზიუმს, რითაც მუდამ გახარებული  და აღელვებული ვარ, რადგან აქ არჩეული თემები დაკავშირებულია მართლმადიდებლურ სულიერებასთან. ამიტომაც ვამახვილებდი ჩემს წინა სიტყვაში ყურადღებას, რომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიებს გვართებს სათანადო მადლიერების გამოხატვა ბოსეს მონასტრის საძმოსათვის, რადგან ის საუნჯე, რასაც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია სხვებში მოაფენს, (ე.ი. სულიერებას), ეს სიმპოზიუმი, მეცნიერულად და სულიერად ავრცელებს და გადასცემს ყველას, ვინც მონაწილეობს მასში ან კითხულობს ამ კონფერენციის მიერ გამოცემულ მასალებს.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წერილი პაპ ფრანცისკეს, რომის ეკლესიის მფარველი წმინდანის დღესასწაულზე

 

თქვენო უწმინდესობავ!

დღეს პატივი გვაქვს თქვენთან ერთად ვიდღესასწაულოთ წმინდა, დიდებულ და ყოვლადღირს მოციქულთა თავთა- პეტრესა და პავლეს ხსენება, რომლებმაც საიმპერო ქალაქში მიიღეს მოწამის გვირგვინი. ამ დღესასწაულის გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი საპატრიარქო კათედრების ოფიციალური დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების კურთხეული და სამარადისო ტრადიცია.

თქვენი უწმინდესობისადმი მიმართული ჩვენი ძმური მისალოცი სურვილები, ამ დღესასწაულზე პირადად გამოხატა ჩვენმა საპტრიარქო დელეგაციამ, რომელსაც მისი აღმატებულება, ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი ჩვენი დაეკლესიების ერთობლივი საღვთისმეტყველო დიალოგის ვიცე-რეზიდენტი ხელმძღვანელობს, ასევე დელეგაციაშია  მაღალღირსი ამბროსიოს ხოროზიდისი და მაღალღირსი არქიმანდრიტი აგათანგელოზ სისკისი, მსოფლიო საპატრიარქოს ბიბლიოთეკარი და თქვენდამი მოვლენილი წლევანდელი საპატიო დელეგაციის მდივანი.  


რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ვისაუბროთ ქრისტეს მემკვიდრეობის შესახებ. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტე არასდროს არაფერს წერდა. ერთადერთი ადგილი სახარებაში, სადაც ქრისტე რაღაცას წერს, გახლავთ იოანეს სახარების მე-8 თავი, სადაც თხრობა მრუშობაში მხილებული დედაკაცის შესახებ. მეხუთე საუკუნის დასაწყისამდე, არცერთი წმიდა მამა არ უკეთებდა კომენტარს ამ სიუჟეტს, წმ. იოანე ოქროპირიც კი, რომელმაც დაგვიტოვა ვრცელი კომენტარები იოანეს სახარების შესახებ, ამ საინტერესო სიუჟეტის შესახებ არაფერს ამბობს. წმ. ეფრემ ასურიც, რომელმაც ასევე ოთხივე სახარება განმარტა დუმს. ჩვენი თემა საკმაოდ საინტერესოა და მისი განმარტებაც მოგვიანებით ხდება. მოდით დავაკვირდეთ, რას წერს იქ ქრისტე? რაღაცას წერს მიწაზე, მაგრამ რას? ყველაზე კარგი, საინტერესო და სარწმუნო განმარტება, რაც მე შემხვედრია, გახლავთ შემდეგი: როგორი ხალხი მივიდნენ ქრისტესთან? ფარისევლები. ფარისევლები ეს თქვენ ხართ, მე თქვენ შეურაცყოფას არ გაყენებთ, მე თქვენ გაქებთ, რადგან ფარისვლების არსებობა, წინასწარმეტყველთა ოცნება იყო. ისინი გახლდნენ ჩვეულებრივი ებრაელი ერისკაცები, რომლებიც ბოლოსდა ბოლოს დაინტერესდნენ, თუ რას ასწავლიდა მათ მოსე, წინასწარმეტყველები და .. ამის გამო მათ არავინ არ უხდიდა ფულს, არამედ ისინი ამას უანგაროთ აკეთებდნენ და უნდოდათ, რომ მათაც და მათ ერსაც ღვთის მცნებებით ეცხოვრათ. პირველ რიგში ფარისევლებმა იციან წმ. წერილი და წარმოიდგინეთ, ისინი მიდიან ქრისტესთან, ქრისტე კი მიწაზე რაღაცას წერს, რას?


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სიონის საკათედრო ტაძარი მოინახულა

 

2017 წლის პირველ აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვია სიონის საკათედრო ტაძარს, სადაც საპატიო სტუმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს ტაძრის ისტორიული სიწმინდეები, სიონის ღვთისმშობლის ხატი და წმ. ნინოს ვაზის ჯვარი, გაეცნენ ეკლესიის ისტორიას და მოისმინეს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ილიამ ვიცე-პრეზიდენტს ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს კი თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა, ამასთანავე ბატონი მაიკ პენსი დაპირდა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, რომ გადასცემდა სამახსოვრო საჩუქრებს აშშ- ის პრეზიდენტ ბატონ დონალდ ტრამპს და მის მეუღლე მელანიას. 


ოთხი ივლისის სამთავარეპისკოპოსო ენციკლიკა, დამოუკიდებლობის დღე 

 (07/04/2017)

 

 

Protocol No. 98/17

4 ივლისი, 2017

დამოუკიდებლობის დღე

 

ღრმადპატივცემულო იერარქებო, კეთილმსახურო მღვდლებო, დიაკვნებო, ბერებო და მონაზვნებო, ბერძნული წესის მართლმადიდებლური თემების პრეზიდენტებო და წევრებო. დღის, შუადღის და საეკლესიო სკოლებო, საქველმოქმედო გაერთიანებებო, ახალგაზრდებო, ბერძნულო ორგანიზაციებო,  და ამერიკის სრულიად მართლმადიდებლურო ოჯახო.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო,

ჩვენი მხრიდან 4 ივლისის (აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის) ყოველწლიური აღნიშვნა, გვაძლევს საშუალებას ჩავფიქრდეთ თავისუფლების კურთხეულობაზე და გამოვხატოთ  მადლიერება ჩვენი წინაპრებისადმი, იმ თავისუფლებისთვის, რომელიც  მათ მოიპოვეს და შეინარჩუნეს ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.   


მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

24 აპრილი, 2017 წელი

 

თქვენო უსამღვდელოესობავ, თქვენო აღმატებულებავ,

საერთაშორისო ინსტიტუტების პატივცემულო წარმომადგენლებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

 

,, აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად!’’ (ფს.132:1)  ზუსტად ის გრძნობებია გამოხატული ფსალმუნთმგალობლის მიერ, რასაც განვიცდით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში სტუმრობისას. განსაკუთრებულია ჩვენი თითოეული ვიზიტი, როგორც საპატრიარქო ტახტზე არჩევიდან 25 წლის განმავლობაში, ასევე უფრო ადრეულიც  და ჩვენ სათუთად ვინახავთ ამ მოგონებებს. ჩვენთვის პირადად, ისევე როგორც მთლიანად ეკლესიისთვის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არაა უცხო, არამედ კარგად ნაცნობი ადგილი. ჭეშმარიტად, დაახლოებით 1 საუკუნის წინ მსოფლიო პატრიარქმა მოუწოდა ‘’ქრისტეს ყველა ეკლესიას ყველგან’’ და 1948 წლიდან გახდა ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი წევრი. აქედან მოყოლებული ჩვენი ეკლესია აქტიურად მონაწილეობს საბჭოში და მის ‘’რწმენისა და წესრიგის’’ კომისიაში. 1955 წლიდან მსოფლიო საპატრიარქომ შექმნა მუდმივმოქმედი დელეგაცია, როგორც განგრძობადი ურთიერთთანამშრომლობის ნიშანი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლები   მსოფლიო ეკლესიათა საბჭოსა და ეკუმენიკური მოძრაობაში იყვნენ: მალტის ეპისკოპოსი იაკობი, მიტროპოლიტი ემილიანე ტიმიადისი, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პრესვიტერი გიორგი ცეცისი, არქიმანდრიტი ბენედიქტე იოანუ, ბატონი გიორგი ლემოპულოსი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს აჟამინდელი მდივანი და ახლა გახლავთ ტალმეოსის მთვარეპისკოპოსი იობი.


შამბეზის მართლმადიდებლური ცენტრის იუბილე

 

,,22 აპრილს შამბეზის მართლმადიდებლურ ცენტრში, მსოფლიო პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით კონფერენცია მოეწყო. მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები ჟენევისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებიდან. ღონისძიებები დაკავშირებული იყო პატრიარქ ბართლომეოსის აღსაყდრების 25-ე, ცენტრის დაარსების 50-ე და ცენტრთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის მე-20 წლისთავთან. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ შამბეზის ინსტიტუტის პროფესორები, ტელმეოსის მიტროპოლიტი იობი (გეჩა), სასწავლებლის რექტორი ვ. ფიდასი და პროფესორი კ. დელიკონსტანტისი. 

 


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა ბოსეს მონასტერში (იტალია) გამართულ კონფერენციას

6 სექტემბერი, 2017

           

            უკვე მრავალი წელია შორეული მსოფლიო საპატრიარქოდან ვესწრები ბოსეს მონასტრის ამ კურთხეულ ტერიტორიაზე გამართულ სამეცნიერო სიმპოზიუმს, რითაც მუდამ გახარებული  და აღელვებული ვარ, რადგან აქ არჩეული თემები დაკავშირებულია მართლმადიდებლურ სულიერებასთან. ამიტომაც ვამახვილებდი ჩემს წინა სიტყვაში ყურადღებას, რომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიებს გვართებს სათანადო მადლიერების გამოხატვა ბოსეს მონასტრის საძმოსათვის, რადგან ის საუნჯე, რასაც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია სხვებში მოაფენს, (ე.ი. სულიერებას), ეს სიმპოზიუმი, მეცნიერულად და სულიერად ავრცელებს და გადასცემს ყველას, ვინც მონაწილეობს მასში ან კითხულობს ამ კონფერენციის მიერ გამოცემულ მასალებს.


გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

I. გამოცხადება

 რელიგიური ცოდნის ორი ასპექტი: გამოცხადება და ემპირია (გამოცდილება). გამოცხადება არის ღვთის ხმა ადამიანისადმი. ადამიანს ესმის მისი ხმა, უსმენს მას, იღებს ღვთის სიტყვას და იმეცნებს მას. სწორედ ამ განზრახზვით ესაუბრება ღმერთი ადამიანს და მან უნდა შეიმეცნოს მისი მოწოდება. გამოცხადებით სათანადო მნიშვნელობით ჩვენ გვესმის ღვთის ეს სიტყვა ისე, როგორც ჩვენ შევიმეცნეთ. წმინდა წერილი არის იმ გამოცხადების დაწერილი ნაკრები, რომელიც ჩვენ გვეუწყა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა წმინდა წერილის ხასიათი განიმარტოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლია წარმოგვიდგენს ღვთის ხმას, რომელიც ადამიანური ენითაა გადმოცემული. გამოცხადება არის თეოფანია. ღმერთი გარდამოდის ადამიანთან და ადამიანს უცხადებს საკუთარ თავს. ადამიანი ხედავს და იმეცნებს ღმერთს და ის აღწერს იმას, თუ რასაც ხედავს და ესმის. ის ამოწმებს იმას, რაც მას განეცხადა. ბიბლიის უდიდესი მისტერია და სასწაული მდგომარეოს იმ ფაქტში, რომ ღვთის სიტყვა არის ნაუწყები ადამიანური ენით. ადრეული ქრისტიანი განმმარტებლები ძველი აღთქმის ტექსტებში ხედავდნენ ღვთის განკაცების მოლოდინსა და პროტოტიპს. უკვე ძველ აღთქმაშივე საღვთო სიტყვა ხდება ადამიანური. ეს ამტკიცებს გამოცხადების ავთენტურ ანთროპომორფიზმს. ადამიანური ენა არ ამცრობს გამოცხადების აბსოლუტურობას, არც ღვთის სიტყვის ძალმოსილებას შემოსაზღვრავს. ღვთის სიტყვა შესაძლოა ადეკვატურად გამოიხატოს ადმიანური ენით, რადგანაც ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად. სწორედ ამ მიზნითაა, რომ ადამიანმა მიიღოს ღმერთი მისი ნაუწყები სიტყვის მიღებითა და დაცვით. ღვთის სიტყვა არ იქნება დამცრობილი ადამიანური ენით ხელახლა გამოხატვისას. ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანური სიტყვა გარდაიქმნება (ტრანსფორმირდება), 


რუსული მითები წმინდა სერაფიმე საროველის შესახებ 

ავტორი- დიაკონი ანდრეი კურაევი 

   

 როგორც ნათურები იზიდავენ მწერებს თავისთან, ასევე ჩვენი ეკლესიებიც იზიდავენ სულიერად დაავადებულ ადამიანებს. განსაკუთრებით ეს ხდება მაშინ, როდესაც მოძღვარი გახლავთ საინტერესო, წმიდა ცხოვრებით მაცხოვრებელი, სულიერი, მადლიანი, ამ დროს მის გარშემო იკრიბებიან სულიერად დაავადებული ადამიანები. გავიხსენოთ იანიტების სექტა, რომელიც აღმოცენდა წმ. იოანე კრონშტადტელის გარშემო. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა წმ. სერაფიმე საროველთან დაკავშირებითაც. მისი ,,ჯვარი'' აღმოჩნდა, რომ მოწაფეთა შორის ჰყავდა ბატონი მოტოვილოვი!ლ, ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი. ეს პიროვნება თავის ნააზრევს წმ. სერაფიმეს მიაწერდა, ოღონდ ეს ნააზრევი აბსოლუტური აბსურდი და სისულელეა. მაგ: მოტოვილოვი წერდა რუს მეფეებს- ნიკოლოზ პირველს და ალექსანდრე მეორეს, თითქოს მამა სერაფიმე ითხოვს მათგან, რომ შეავედრონ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერთ-ერთი ადამიანის დალოცვა, ეს ადამიანი გახლდათ სამხრეთ ამერიკულ შტატებში არსებული ჯარების მეთაური და მისი დალოცვა იმიტომაა საჭირო, რომ ამერიკაში სამამულო ომი მიმდინარეობდა. თუმცა ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ მამა სერაფიმე გარდაიცვალა ამერიკაში სამამულო ომის დაწყებამდე 30 წლით ადრე, თუმცა ომის დროს მოტოვილოვი ცოცხალი იყო და აგრძელებდა სერაფიმე საროველის სახელის გამოყენებას.  


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ვიზიტი იერუსალიმის
ყოფილ პატრიარქ ირინეოსთან.


 იერუსალიმის ყოფილ პატრიარქ ირინეოსს სტუმრად ეწვია მსოფლიო პატრიარქი
ბართლომეოსი, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მაცხოვრის
ახლად რესტავრირებული საფლავის კურთხევაზე, აღდგომის ტაძარში.მსოფლიო
პატრიარქი სტუმრად ეწვია ყოფილ პატრიარქს მისსავე
საცხოვრებელში და მიეცათ შანსი პირადად ესაუბრათ.


მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ წარმოთქმული სიტყვა იერუსალიმის ტაძარში

(2017 წლის 22 მარტი)

 

         თქვენო უნეტარესობავ, იერუსალიმის წმინდა ქალაქის პატრიარქო თეოფილე, აქ შეკრებილო პატივცემულო იერარქებო, იერუსალიმის საპატრიარქოს სიონის მთაზე მდებარე მაცხოვრის საფლავის მუდმივდამცველო საძმო, აქ მყოფ მის უნეტარესობა სომეხთა პატრიარქთან...


პროტოპრესვიტერ თეოდორე ზისისის პარასინაგოგე [1]

 

მართლმადიდებლობის ზეიმზე, კვირას, 2017 წლის 5 მარტს, პროტოპრესვიტერმა თეოდორე ზისისმა განაცხადა, რომ წყვეტს თესალონიკის მიტროპოლიტ, უნეტარეს ანთიმოზის მოხსენიებას. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად კი ასახელებს მიტროპოლიტის ეკუმენისტურ მიდრეკილებებს და ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ, კუნძულ კრეტაზე ჩატარებული კრების აღირებას.

სანაცვლოდ, თესალონიკის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ანთიმოზმა თავისი ეპარქიის ყველა ტაძარში, თეოდორე ზისისს აუკრძალა ღვთისმსახურების ჩატარება.


პატრიარქი - ეს დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები

,,დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები.''


,,თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება’’- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

გვიანდელ ანტიკურ აზროვნებაში არსებობდა აზრი, რომ სული  იქმნება სადღაც ღმერთების სამყაროში, შემდეგ ეს სული შედის სხეულში და მზის სისტემის გავლით, ორბიტის საშუალებით  გადადის პლანეტებზე, პლანეტები კი ღმერთები გახლავთ. ამ სულისათვის გაღებული წყალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ახლოს არიან ეს პლანეტები და ღმერთები ამ სულის მოძრაობის ტრაექტორიასთან, საუბარია ვენერას, მერკურის, მარსის, იუპიტერის, მთვარის და სხვა პლანეტების წყალობაზე და ბეჭედზე, რომელსაც ისინი უბოძებენ ადამიანის სულს. შესაბამისად ეს კოსმიური ბეჭდები, გნოსტიკოსებისთვის ბოროტებას წარმოადგენს და უკანა გზაზე, როდესაც ადამიანი კვდება და სული ბრუნდება დიადი ღმერთების სამყაროში, იგი უნდა განხორციელდეს ამ ღმერთებთან. ამ კონტექსტში ასეთი იდეა სავსებით გასაგებია, მაგრამ როდესაც შეეცადნენ ეს იდეა ქრისტიანულ ლიტერატურაში გადმოეღოთ, კერძოდ ვასილი ახლის ცხოვრებაში, ანუ თეოდორას ხილვებში, მაშინ უკვე გაჩნდა საკითხი, რომ აქ ქრისტეს ადგილი აღარ რჩება. თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება და ისე გამოდის, რომ ეშმაკები განმსჯიან მე ჩემი ცოდვების გამო და არა ქრისტე და თუკი ჩემი სული შეძლებს, რომ გაიაროს საზვერეები, მაშინ ქრისტეს ისღა რჩება, რომ დაამტკიცოს განაჩენი, რომელიც ეშმაკებმა გამოიტანეს.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მილოცვა უნეტარეს ილია II-ს

 

 ,,უნეტარესო ძმაო, ჩვენო უნეტარესო ძმაო, უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი, ყველა წმინდა ძმასთან ერთად ჩვენც გილოცავთ უდიდეს და მრავალწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიაში მას შემდეგ რაც გახდით ამ წმინდა ეკლესიის საჭეთმპყორბელი. განსაკუთრებით დიდ სიხარულით გიკავშირდებით მსოფლიო საპარიარქოდან და პირადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, უფლის ერის ხსნისათვის და მისი წმინდა სახელის სადიდებლად. გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი  საქმეების მიმართ.''


მართლმადიდებლობა ემიგრაციაში და პატრიარქი ათენაგორა I

 

მართალია ათენაგორა  ლტოლვილი არ იყო, მაგრამ მას ჰქონდა ღრმა ადამიანური თანადგომა იმ ემიგრანტებისადმი, რომლებსაც მრავალი სიძნელე და ტკივილი გადაეტანათ. ათენაგორა ამ ურთიერთობით მიხვდა, რომ ემიგრანტებს  ძველი სამშობლოს დავიწყება არ შეეძლოთ, ისინი ყველაფერს საკუთარ სამშობლოსთან აკავშირებდნენ. ემიგრანტები თავიანთ რწმენას, კულტურასა და ენას უცხოობაშიც იცავდნენ. ისინი ცხოვრობდნენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც სამშობლოში დაბრუნების უფლება ექნებოდათ და ამის გამო საზღვარგარეთ მყუდრო გარემოს მოწყობისგან თავს იკავებდნენ. ათენაგორა რეალურად ფიქრობდა ამ  პრობლემებზე. მან იცოდა წარსულთან კავშირის არსებობის შესახებ და ხვდებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანების ძველი და ღირსეული ტრადიციებით უცხოობაში დამკვიდრების აუცილებლობას. ათენაგორა იაზრებდა, რომ ამერიკა მრავალი მართლმადიდებლისთვის იქნებოდა სამშობლო, შესაბამისად მან გადაწყვიტა, რომ ემიგრანტები ახალ სამყაროში ინტეგრირებულიყვნენ. ამისათვის ისინი არ გაიკიცხებოდნენ, გაკიცხვას დაიმსახურებდა ემიგრანტთა ის ნაწილი, რომლებიც უცხოეთში იზოლაციაში ცხოვრობდნენ. საჭირო გახდა, რომ მომავლისთვის გამოძებნილიყო ოპტიმალური გზები სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.   


ევროპული და რუსული ინკვიზიციის შესახებ

ავტორი- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

სიტყვა "ინკვიზიტორი" ნიშნავს გამომძიებელს, ხოლო "ინკვიზიცია" გამოძიებას. მართლმადიდებელი მქადაგებლები ხშირად დიდ სიხარულს გამოხატავენ, როცაა ევროპელ ინკვიზიტორთა დანაშაულის შესახებ რაიმე საშინელ ამბავს მოისმენენ  და ამბობენ, რომ  ეს მათთან ხდებოდა, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მართალია ასეთი მაშტაბებით არ ყოფილა, მაგრამ ჩვენთანაც იყო. რუსეთის იმპერიის შემთხვევაშიც არსებობდა ინკვიზიცია და მას სწორედ "რუსული ინკვიზიცია" ერქვა, რომელმაც 150 წელს გასტანა. რუსეთში ინკვიზიციას საფუძველი ჩაუყარა პეტრე პირველმა და პირველი კანონი, რომელიც ჯადოქრობის გამო ადამიანის ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა, სასჯელის სახით დამტკიცდა 1715 წელს. მაშასადამე რუსეთშიც არსებობდა ინკვიზიცია და თქმა იმისა რომ არ არსებობდა, არ შეიძლება.

 


 კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

 

(II ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

 

 2.პირველ-მეორე კრების 15-ე კანონი

 

მართლმადიდებლობის ზოგიერთი თანამედროვე დამცველი დადებითად პასუხობს ზემოთ დასმულ კითხვებს და საკუთარ თავს ადარებენ  წმ. ათანასეს, მაქსიმე აღმსარებელს, თეოდორე სტუდიელს, მარკოზ ეფესელს და სხვა მრავალს. ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ მოიხმონ პირველ-მეორე კრების (861)   15-ე კანონის მეორე ნაწილი[1] განცალკევებულად: „მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არათუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჯეროვანი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი“ [2].

მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველნი საკუთარ ეპისკოპოსებს ადანაშაულებენ ერესში, მაგრამ არ წყვეტენ მათთან კავშირს,


მაცხოვრის საფლავზე აგებული სამლოცველოს რესტავრაცია

 

2017 წლის 21 მარტსიერუსალიმის პატრიარქუნეტარეს თეოფილე IIIის მიწვევით, ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი

ბართოლომეოსი, ქალკედონის 

მიტროპოლიტ ათანასესთან ერთად  მიემგზავრება წმინდა

 მიწაზე...


კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(I ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

1.შესავალი სიტყვა

მეხუთე მსოფლიო კრების ოქმებში ვკითხულობთ: „ეკლესიის იმედი არ უნდა ემყარებოდეს ადამიანებს, მაშინაც კი თუ ისინი კეთილნი   არიან, ხოლო თუ ისინი ბოროტნი არიან არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია დაირღვა.

მიუხედავად ამისა ჩვენ ვიღებთ მათ ბრალდებას, რადგან ჩვენი ძმები არიან. და თუ დამტკიცდება რომ დამნაშავენი არიან, შევაჩვენებთ იმავე დღეს. ხოლო ეკლესიას, რომელიც ღმერთმა  აღგვითქვა და გვიბოძა, არც ვყიდით და არც არასოდეს  მივატოვებთ“.

ზემოთ წარმოდგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვები, კართაგენის კრების (411) ოქმებში[1]  მიეკუთვნებიან ნეტარ ავგუსტინეს.  შემთხვევითი არ არის, რომ მოცემული ნაწყვეტი წაიკითხეს მეხუთე მსოფლიო კრებაზე [2], როდესაც საჭირო გახდა  ემსჯელათ საკითხზე: შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვილი ერეტიკოსების შეჩვენება.  


მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა

 

ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს... კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’  (მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I)


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სიონის საკათედრო ტაძარი მოინახულა

 

 2017 წლის პირველ აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვია სიონის საკათედრო ტაძარს, სადაც საპატიო სტუმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს ტაძრის ისტორიული სიწმინდეები, სიონის ღვთისმშობლის ხატი და წმ. ნინოს ვაზის ჯვარი, გაეცნენ ეკლესიის ისტორიას და მოისმინეს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ილიამ ვიცე-პრეზიდენტს ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს კი თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა, ამასთანავე ბატონი მაიკ პენსი დაპირდა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, რომ გადასცემდა სამახსოვრო საჩუქრებს აშშ- ის პრეზიდენტ ბატონ დონალდ ტრამპს და მის მეუღლე მელანიას. 


დაკარგული ბიბლიური გონება

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

‘’ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა (ეფ. 4:21)

ქრისტიანი მისიონრები არ არიან მოწოდებულნი იმისათვის, რომ საკუთარი შეხედულებები იქადაგონ კათედრაზე. მქადაგებლები აღჭურვილნი და ხელდასხმულნი არიან ეკლესიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. მათ მინიჭებული აქვთ ზოგიერთი კონკრეტული ტერმინი, მაგალითად იესო ქრისტეს სახარება და ისინი მოვალენი არიან ამ ერთადერთი და მარადიული უწყებისადმი. უნდა გაავრცელონ და მხარი მისცენ. `იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა (იუდ. 1:3). რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვა ქმედითად უნდა იყოს ქადაგებული. მარადის უნდა იქნას გათვალისწინებული განჩინების ერთგულება ყოველ ახალ თაობასა და კონკრეტულ ჯგუფს შორის. ყოველ ახალ შემთხვევაში თუკი ვითარება მოითხოვს ხელახლა უნდა იქნას წარმოჩენილი, მაგრამ რაც ყველაზე აღმატებულია (სახარების) უწყებამ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.  

ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას კი არ უქადაგებენ `უცხო სახარებას”, არამედ იმავე სახარებას, როგორც იყო გადმოცემული. ღვთის სიტყვა არ შეიძლება ადვილად მოერგოს წარმავალ ზნე-ჩვეულებებსა და კონკრეტული საუკუნის მიდგომებს, რაც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვართ მიდრეკილი, რომ ღვთის სიტყვის საზომი ჩვენივე მიდგომით განვსაზღვროთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გონება ქრისტეს ფასეულობით გავზომოთ. `თანამედროვე გონება ასევე ღვთის სიტყვის განსჯის ქვეშ  დგას.


მიტროპოლიტი არსენიოსი: მართლმადიდებელი ეკლესიისა და ღვთისმეტყველების მნიშვნელობა ევროპისათვის

 

 

ავსტრიის მიტროპოლიტი არსენიოსი; (კონსტანინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია) მართლმადიდებელი ეკლესიისა  და  ღვთისმეტყველების მნიშვნელობა ევროპისათვის

მოხსენება წაკითხულ იქნა 2016 წლის 23 ივლისს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ  კონფერენციაზე.

 

შესავალი

 

„ევროპის ისტორიისათვის დამახასიათებელია მისი იდეისა და მოცემულობის მუდმივი ცვალებადობა, ხოლო მასზე ფიქრი აქტიურად მაშინ იწყებოდა, როდესაც ამ კონტინენტის  ქვეშ გაერთიანებულ ხალხებს საფრთხე ემუქრებოდათ. ჩვენ დროში არ არის პირველი შემთხვევა, სადაც ორი დამანგრეველი მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის კონტინენტის ქვეყნების კვლავ გაერთიანების საკითხი ასე დაჩქარდა“[1]. 1987 წელს წარმოთქმული ამ სიტყვებით იოზეფ რატცინგერმა აღნიშნა, რომ ევროპელი ხალხების მისწრაფება ერთიანობის შენებისაკენ თავდაპირველად მისი დაშლისა და განადგურების, გარეგანი და შინაგანი საფრთხის შემდეგ იბადებოდა.

 

ამ გადმოსახედიდან უნდა მოხდეს შიდა და გარე საფრთხეების გაანალიზება, რომელიც ევროპის კონტინენტზე მშვიდობას  საფრთხეს უქმნის. წარსულში არჩეული გზა გაერთიანებისა და ოცნება ერთიან ევროპაზე, თავდაპირველად ცალმხრივ მოძრაობის გზად იქნა გაგებული, მოგვიანებით კი ევროპელი ხალხებისათვის მშვიდობის და ჰარმონიის გარანტად იქნა მიჩნეული. ბოლო დროში ჩვენ ევროპაში არასტაბილურ მდგომარეობას და არასწორ მიმართულებებსაც ვხედავთ. არა მხოლოდ ბრექსიტი წარმოადგენს ევროპული იდეისათვის საშიშროებას, არამედ პოლიტიკურ მიმართულებებში ნებისმიერი სახის რადიკალიზმი. ჩვენი ევროპელი წინაპრების ოცნებას სწორედ ევროპის პოლიტიკური ერთიანობა წარმოადგენდა, ეს იქნებოდა უძველეს კონტინენტზე მშვიდობის  და უსაფრთხოების გარანტი. ტერორის საფრთხე და შიში ევროპულ ქალაქებში ყოველ ტერორისტულ თავდასხმის შემდეგ იზრდება, ამას ემატება ლტოლვილების ნაკადი, რომელიც ბევრ ადამიანში სხვადასხვა შეხედულებებს აღვიძებს, თითქოსდა წარმოუდგენელი ეთნო-რელიგიური ცუნამის ტალღა ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაფარვით ემუქრება. ეს ყოველივე არის შიშები და წუხილი, რაც მომავლის ევროპულ კულტურაზე აუცილებლად აისახება.


ნოდარ ბარათაშვილი

 

დაიბადა 1989 წლის 27 ოქტომბერს;

2008 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის მე-60 საჯარო სკოლა;

ამავე წელს ჩააბარა ESM- ში, შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;

2010 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 2014 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

2017 წელს სწავლა  განაგრძო შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში (institut de'etudes superieures en theologie orthodoxe- შვეიცარია), არის...


მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი- ,,კონსტანტინოპოლის ეკლესია არის უკრაინელი ხალხის დედა ეკლესია’’

 

დღეს, სიხარულით მივმართავთ უკრაინელ ხალხს უკრაინული მედიის საშუალებით. ჟურნალისტური პროფესიას დღევანდელ მსოფლიოში სწრაფი ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ჟურნალისტების როლია ადამიანებს რეალური ინფორმაცია გადასცენ, რათა მათ უკეთ გაიგონ ის სიტუაციები და გამოწვევები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ. ამ დიდად საპასუხისმგებლო ფუქციიდან გამომდინარე, მას შეიძლება თან ახლდეს მრავალი სახის ცდუნება.  

ღმერთის მადლით განვასრულეთ რა საპატრიარქო მსახურების 25 წელი, აუცილებელი არაა აღვწეროთ უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი სიყვარული. ძლიერი ემოციებით გვახსოვს ჩვენი 2008 წლის ვიზიტი უკრაინაში და კიევში განცდილი აბრაამისეული სტუმართმოყვარეობა, რომელიც სამუდამოდ დარჩა ჩვენს გულსა და გონებაში.

ჩვენი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში, მსოფლიო საპატრიარქოსა და უკრაინელ ხალხს შორის  უწყვეტი კონტაქტია, რაც გასაკვირი არცაა იმ სულიერი ურთიერთობებდან  გამომდინარე, რომელიც აერთიანებს დედაეკლესიასა და უკრაინას და რომელიც  შეუძლებელია ოდესმე გაქრეს.  

 


ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია      

           

         1948 წლის პირველ ნოემბერს ათენაგორა აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად, ის იყო პატრიარქ მაქსიმე V-ს მემკვიდრე, რომელმაც თავად შესთავაზა წმინდა სინოდს, ავადმყოფობის გამო პენსიაში გასვლა. აშშ-ს პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი მხარს უჭერდა ათენაგორას, რაც გავლენას ახდენდა თურქულ მთავრობაზე. გარდა ამისა თურქულ მთავრობასთან შუამდგომლობდნენ ბერძნებიც, ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას ხაზგასმით განუმრტა, რომ ისინიც ეთანხმებოდნენ ათენაგორას კანდიდატურას. თუ ბერძნული საზოგადოება და მთავრობა ერთმანეთს გაუჯიუტდებოდა, ეს ყველაფერი წამგებიან შედეგს მოუტანდა საპატრიარქო საყდარს, რის საფუძველზეც ტახტი სხვა კანდიდატს გადაეცემოდა. ამ საკითხის მიმართ გულგრილობა არ შეეძლო წმინდა სინოდს, რომლის წევრებიც დარწმუნებულნი იყვნენ კანდიდატის განსაკუთრებულობაში, შედეგაც ათენაგორამ ხმათაუმრავლესობით შეძლო მის მოწინააღმდეგე იოაკიმე დერკელზე გამრჯვება.  

          ათენაგორამ სიძნელეების გარეშე მიიღო თურქული მოქალაქეობა. მის პატრიარქად არჩევას რა თქმა უნდა საჭოთაკავშირი ეწინააღმდეგებოდა, გაისმოდა მოარული ხმები, რომ ის იყო დასავლური იმპერიალიზმის და კაპიტალიზმის დამცველი. მოარული ხმები საზოგადოებაში პატრიარქზე ეჭვს ბადებდნენ. ეს იყო თემა, რომელზეც მეტად დუმილი აღარ შეიძლებოდა. უკვე იმ დროს გამოჩნდა მოგვაინო პრობლემების კონტურები. 1949 წლის 26 იანვარს ათენაგორა სტამბულში შეხვდა პრეზიდენტ ტრუმანს. მომდევნო დღეს წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა კონსტანტინოპოლის 262-ე პატრიარქის სადღესასწაულო ინტრონიზაცია, რომელიც ანდრია მოციქულის საყდარზე აღსაყდრდა. ინტრონიზაციას ეწრებოდნენ თურქეთის, საბერძნეთის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთაკავშირულმა ქვეყნებმა შეგნებული დისტანცია დაიჭირეს და არ იმყოფებოდნენ სადღესასწაულო მსახურებაზე.


ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის სამთავარეპისკოპოსო

ენციკლიკა

 

საყვარელო ძმებო და დებო,

2013 წლის 28 მაისის  ჩვენი ენციკლიკის გარდა, რომელიც სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ იმ კანონს ეხებოდა, მოქალაქეებს რომ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებისთვის მხდაჭრას სთხოვდა, კიდევ ერთხელ გვიწევს თქვენდამი მოწერა, რადგან ფედერალური პარლამენტი ძალიან მალე აპირებს ქორწინების საკითხის ახალი განსაზღვრებით შეცვლას.

            ამრიგად გასაგებია, ამ ქმედების დაკანონება თუ რა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს ქორწინების ინსტიტუტისთვის და ასევე უმთავრესად ოჯახის ინსტიტუტისთვის.

            როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვალდებულნი ვართ კიდევ ერთხელ, ყველაზე ეფექტურ საშუალებათა ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, ამგვარი განაწესების დაკანონებაზე, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება ქორწინებისა და ოჯახის იმ სიწმინდესა და საიდუმლოს, რითაც საუკუნეებია  განვისწავლებით ჩვენი წმინდა რწმენისა და საეკლესიო მამებისგან. 

            რა თქმა უპირველესად ჩვენი რეაქცია უნდა იყოს უფლისადმი ლოცვა. ამიტომ, ღვთისმშობლის მიძინების აგვისტოს სადღესასწაულო მარხვა, არის ყველაზე უფრო შესაფერისი პერიოდი ღვთისმშობლისადმი შესავედრებლად, რომელსაც მივმართავთ როგორც: ,,მხურვალე მფარველს და უბრძოლველ ზღუდეს... მოწყალების წყაროს და ქვეყნის თავშესაფარს,‘’ რათა დაიცვას ხალხი ამგვარი გადაცდომისაგან.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წერილი პაპ ფრანცისკეს, რომის ეკლესიის მფარველი წმინდანის დღესასწაულზე

 

თქვენო უწმინდესობავ!

დღეს პატივი გვაქვს თქვენთან ერთად ვიდღესასწაულოთ წმინდა, დიდებულ და ყოვლადღირს მოციქულთა თავთა- პეტრესა და პავლეს ხსენება, რომლებმაც საიმპერო ქალაქში მიიღეს მოწამის გვირგვინი. ამ დღესასწაულის გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი საპატრიარქო კათედრების ოფიციალური დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების კურთხეული და სამარადისო ტრადიცია.

თქვენი უწმინდესობისადმი მიმართული ჩვენი ძმური მისალოცი სურვილები, ამ დღესასწაულზე პირადად გამოხატა ჩვენმა საპტრიარქო დელეგაციამ, რომელსაც მისი აღმატებულება, ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი ჩვენი დაეკლესიების ერთობლივი საღვთისმეტყველო დიალოგის ვიცე-რეზიდენტი ხელმძღვანელობს, ასევე დელეგაციაშია  მაღალღირსი ამბროსიოს ხოროზიდისი და მაღალღირსი არქიმანდრიტი აგათანგელოზ სისკისი, მსოფლიო საპატრიარქოს ბიბლიოთეკარი და თქვენდამი მოვლენილი წლევანდელი საპატიო დელეგაციის მდივანი.  


არისტოკლის სპრუს გზა მსოფლიო პატრიარქობისაკენ 

(მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I)

 

მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I გახლდათ ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული და ღრმად პატივსაცემი მოვლენ, მასში გაერთიანებული იყო მოკრძალებული ბრწყინვალება და კეთილმოქმედი- დაუმახინჯებელი ღვთისმოსაობა, პიროვნულად კი- ძალიან ღრმა, უბრალო, შინაგანად მოძრავი  ადამიანურობა. ის გამოხატავდა ღვთის სიკეთესა და კაცთმოყვარეობას. ათენაგორას ყოველთვის სიხარულს ანიჭებდა ღვთის სიახლოვის ძიება, რომელსაც ის ადამიანებს უნაწილებდა და მათ თავმდაბლად ემსახურებოდა. თავის იდეებში ათენაგორა არწმუნებდა ხალხს მოცინარი სახით, პათოსის გარეშე, რომელი იდეებიც მას სისრულეში მოჰყავდა. მისი საერო სახელი გახლდათ არისტოკლე სპურონი.

არისტოკლისი დაიბადა 1886  წლის 25 მარტს ხარების დღესასწაულზე ქალაქ ცარაპლანაში (დღევანდელი ვასილიკო, იოანნინასთან ახლოს, ალბანეთის საზღვართან). მხარე, სადაც ათენაგორა დაიბადა, კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე ერთი საუკუნით  ადრე დაიპყრეს თურქებმა. ცარაპლანაში მცხოვრები ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, ათენაგორა იხსენებს დასახლების ერთადერთი პილიციელის- ალი ბეის სახელს, რომელსაც საქმე არ ჰქონდა, რადგან იქ არ იყო დავა, მუშტიკრივი და რთული პროცესები. ქრისტიანი და მუსლიმი  ბავშვები ერთად თამაშობდნენ. ქრისტიანები თავიანთ მუსლიმ მეგობრებს პატიჟობდნენ ნათლობისას, მუსლიმები კი წინდაცვეთისას. ეს იყო ბიბლიური ყოფა, რომელშიც ისინი აბრაამის შვილებად გრძნობდნენ თავს. მუსლიმები აბრაამის დღესასწაულზე ჭამდნენ მამალი ცხვრის ხორცს, ქრისტიანები კი  სააღდგომო კრავს. როდესაც ათენაგორას მშობლების მოძღვარი მოდიოდა სტუმრად ვინმეს სახლში, მას იგივე პატივისცემით ეპყრობოდნენ, როგორც ისლამური რელიგიის მსახურს. ისინი ზრუნავდნენ და ხელებს უკოცნიდნენ ამ მოძღვარს. დასახლებაში ასევე ექცეოდნენ დევრიშ კამილს, რომელიც იყო ძალიან მოსიყვარულე ბატონი. მხოლოდ მოგვიანებით ღვივდება არაადექვატური, რელიგიური ფანატიზმით გაჯერებული ნაციონალიზმი, რომელიც საშიშ ხასიათს და ფორმებს იღებს.


თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კონსტანტინეპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსო და მსოფლიო პატრიარქო ბართლომე პირველო, ქრისტეს მიერ ჩვენო საყვარელო ძმაო, ქრისტე აღდგა!   დიდი სულიერი სიყვარულითა და სიხარულით მოგესალმებით თქვენ და თქვენს თანხმელებ პირებს საქართველოს ღვთივკურთხეულ მიწაზე: ,,კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.’’ ჩვენ მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის, სამღვდელოების, ბერმონაზონთა და მორწმუნე ერის სახელით. მართალია თქვენ ადრე უკვე რამდენჯერმე ბრძანდებოდით ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ვიზიტი განსაკუთრებულია და ისტორიული ორივე ეკლესიისათვის, რადგან ახლა თქვენ ეწვიეთ საქართველოს, როგორც უძველესი და უპირველესი ეკლესიის მამათმთავარი და მსოფლიო პატრიარქი, ღირსეული გამგრძელებელი იმ  ტრადიციებისა, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ეკუმენურ საპატრიარქოს. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ აქტიურ მოღვაწეობას, რასაც ეწევა მსოფლიო საპატრიარქო მართლმადიდებლობის გამტკიცებისათვის, თქვენი ეკლესიის ინიციატივით  მოწყობილ  ერთობლივ კრებებს, იმ საკითხებს, რომლებიც ირჩევა ამ კრებებზე, განსაკუთრებული მნიშვნეობა აქვს ჩვენი მომავლისათვის.


უელსის პრინცის ვიზიტი რუმინეთის საპატრიარქოში

 

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა დანიელმა 2017 წლის 30 მარტს საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა მის სამეფო უდიდებულესობას, უელსის პრინც ჩარლზს. 

მისმა უნეტარესობამ გამოხატა სიხარული, რომ პრინცი ჩარლზი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა საპატრიარქოს და დაინტერესდა ქვეყნის სულიერი, კულტურული და ბუნებრივი მშვენიერებით და დაუმეგობრდა ქვეყანას, მის ერს.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუმინელი მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი მორწმუნე ცხოვრობს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილო ირლანდიაში, ნაწილი სწავლობს სხვები კი ბრიტანეთის საზოგადოებაში სხვადასხვა ადგილზე მუშაობენ. დასახელებულ ტერიტორიაზე ამჟამად  45 სამრევლოა, სადაც რუმინელი ეპისკოპოსი და 42 სასულიერო პირი მსახურობს, ისინი მადლიერნი არიან ინგლისის ეკლესიის მიმართ.

 


საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 15.06.2017

 

,,გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია „arb“-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“.

სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია „atv“-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო.


ადამთან ერთად შეცოდების შესახებ.

ნაწყვეტი წიგნიდან ,,ცეცხლის მდინარე’’

(ალექსანდრე კალომიროსი)

 

         საღვთო სამართლიანობის წარმართული კონცეფცია, მუდმივად ითხოვს მსხვერპლშეწირვას, რათა დაცხრეს ღვთის რისხვა. ეს კი აშკარად აყალიბებს ღმერთს ჩვენს ნამდვილ მტრად და იწვევს  ყველანაირ უბედურებას.  უფრო მეტიც, ესაა სამართლიანობა, რომელიც არაა სრულიად სამართლიანი, რადგან სჯის და ითხოვს გამოსყიდვას იმ პიროვნებისაგან, რომლებიც წინაპრების [1] ცოდვებზე არ არიან პასუხისმგებელნი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც უწოდებენ სამართლიანობას, უფრო ზუსტია თუ ვუწოდებთ გულისწყრომას და ყველაზე უფრო საშინელი სახის შურისძიებას. თუნდაც ქრისტეს სიყვარული


წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებები და მათი მიღების პრობლემა

მესინიის მიტროპოლიტი ხრიზოსტომოს სავატოსი

 

 

     სინოდალური გადაწყვეტილებების მიღების საკითხი, როგორც ადგილობრივ, ისე საყოველთაო დონეზე არის ეკლესიოლოგიური და თეოლოგიური თემა, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი სასამართლო გაგებასთან, სამართლებრივ მოქმედებასთან ან სტატისტიკურ შეფასებებთან.


პაპი ფრანცისკე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შეხვდა 

 

       სამშაბათს, პაპი ფრანცისკე შეხვდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს, რომლებიც რომში წმ. პეტრესა და პავლე მოციქულების დღესასწაულის აღსანისნავად იმყოფებიან.

            თავის მისასალმებელ სიტყვაში პაპმა ისაუბრა რომის პაპისა და მსოფლიო პატრიარქის შეხვედრის 50 წლისთავის შესახებ.

            ნახევარი საუკუნის წინ, 1967 წლის ივლისში, პაპი პავლე VI გაემგზავრა ფანარში (სტამბული, თურქეთი) მსოფლიო საპატრიარქოში, სადაც შეხვდა პატრიარქ ათენაგორას, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში ეწვია ვატიკანს.

            პაპმა ფრანცისკემ თბილად უმასპინძლა დელეგაციას და აღნიშნა, რომ პაპი პავლე VI და პატრიარქი ათენაგორა იყვნენ ,,მამაცი და შორსმჭვრეტელი მოძღვრები,’’ რომელთა ღვაწლიც ერთიანობისკენ მიგვიძღვის.


  ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკელესიაში   და 1054 წლის სქიზმა.  ნაწილი I

  აპოსტოლოს ნიკოლაიდისი    

 (ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი)

 

შესავალი

 

   ტერმინოლოგიური განმარტებები

         ძალაუფლება, როგორც სხვაზე ბატონობის საშუალება, პიროვნულ ან ინსტიტუციურ დონეზე, არის ცოდვით დაცემის შემდეგდროინდელი მოვლენა და დაცემის შემდეგ ახასიათებს ადამიანის ქცევის თავისებურებას. იგი პიროვნულ საფეხურზე მიუთითებს სოციალურობის პრობლემაზე, ინსტიტუციურზე კი წარმოადგენს სოციალური წესრიგის მოთხოვნილების შედეგს. ამავე მიზეზით ხდება ძალაუფლების არსებობის აუცილებლობის არგუმენტირება საეკლესიო სხეულში, მაგრამ  ერთი მთავარი პირობით: ძალაუფლება აღქმული უნდა იქნას როგორც მსახურება. მათ შორის (ძალაუფლებასა და მსახურებას) მთავარი განსხვავება შეინიშნება   ნებისმიერი სახის ძალადობის მიღებასა  თუ უარყოფაში, იმავდროულად სიყვარულის მიღებასა ან  უარყოფაში  და ასევე  სხვასთან დამოკიდებულების ფორმაში. აღვნიშნავ იმ მაგალითს რომელიც ქრისტემ მოიყვანა დიდებულსა და მსახურს, ან პირველსა და მონას შორის  შედარებისას: "ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურა; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 42-44). 
კითხვის გაგრძელება>>


 ეკლესიის ერთიანობა და ადამიანური განხეთქილებების ცოდვა

 

1.1.მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, დაარსებული თავად უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ, ეკლესია- დამტკიცებული და აღვსებული სულიწმიდის მიერ. ეკლესია, რომლის შესახებაც თავად მაცხოვარმა ბრძანა: „აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას“ (მთ. 16,18). იგი გახლავთ ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, წმიდა საიდუმლოთა დამმარხავი და გამცემი მთელ მსოფლიოში, „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15). იგი ზუსტად ისე ატარებს ქრისტეს ჭეშმარიტი სიტყვის გავრცელების პასუხისმგებლობის სისასვსეს, როგორც ძალაუფლების სისავსეს  „ერთგზის მოცემულს წმიდა სარწმუნოების შესახებ“ (იუდ.3). 


კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

(1886 წლის 6 აპრილი- 1972 წლის 7 ივლისი)

 

ბიოგრაფია

            პატრიარქი ათენაგორა (ბერძნ. არისტოკლის მატთეუ სპირუ; Αθηναγόρας Αʹ; Αριστοκλής Ματθαίου Σπύρου) დაიბადა 1886 წლის 6 აპრილს, სოფელ ცარაპლანაში, (Τσαραπλανά ,დღევანდელი  ვასილიკოში; იოანნინასთან ახლოს) მატთეუ ნ. სპირუსა და ელენა ს. მოკოროსის ბერძნულ ოჯახში. რელიგიისადმი სწრაფვა ბავშვობიდანვე დედამ და სოფლის მოძღვარმა ჩაუნერგა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1906 წელს სწავლა განაგრძო წმ. სამების სახელობის ჰალკის საღვთისმეტყველო სკოლაში (სტამბულთან ახლოს), აქვე აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად ათენაგორა და ხელიდაესხა დიაკვნად. მსახურობდა პელაგონიის ეპარქიაში, 1918 წელს იგი ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, შემდეგ (1919 წლიდან) კი იყო ათენის მთავარეპისკოპოს მელეტიოსის (მეტაქსაკისი) მდივანი, რა დროსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა პენდაპოლეოს მიტროპოლიტ ნექტარიოსთან (წმ. ნექტარიოს ეგინელთან, Νεκταρίου Επισκόπου Πενταπόλεως)  1921 წელს დიაკვნობაშივე გამოარჩიეს კერკირას (Κέρκυρα) მიტროპოლიტად და 1922 წლის 22 ნოემბერს ხელიდაასხეს ეპისკოპოსად.


 რუსული მითები ბერძნული მართლმადიდებლობის შესახებ

 

მართალია ის, რომ ბერძნები არასდროს არ აბარებენ აღსარებას, ბერძენი ქალბატონები რატომ არ იკეთებენ თავშალს ტაძარში, საიდან აქვთ მათ ტაძრებში სკამები- საბერძნეთის „მითოლოგიური“ და რეალური სულიერი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ათენში მდებარე, ყოვლადწმიდა სამების ტაძრის კლიროსის წევრი - ალექსანდრე ნოსევიჩი.

 

-         მამა ალექსანდრე! საბერძნეთში, თითქმის ყველა ტაძარში ვხედავთ სკამებს. მანდილოსნები მსახურებაზე თავდაუბურავები მიდიან, შარვლებში... ტრადიციისაგან ამგვარი გადახვევები, როგორ მოქმედებენ ბერძნული საზოგადოების სულიერ ცხოვრებაზე?

 


პატრიარქის ქადაგება

04/06/2017

 

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სულთმოფენობის სადღესასწაულო წირვისშემდგომი ქადაგებისას,  უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა:

 

“მოგეხსენებათ თქვენ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე მთელ მსოფლიოში, რაღაც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენები, ასევე ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება. ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამოდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ, ასევე, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იფიქროთ სულიერებაზე, დროებით ცხოვრებაზე და მარადიულ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს: ყველაზე დიდი ფილოსოფია არის ის, რომ ადამიანი მოემზადოს გარდაცვალებისთვის”,


30 აპრილს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საღვთო ლიტურგია წმ. სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდგომ, მრევლს პატრიარქის ლოცვა კურთხევა არქიდიაკონმა დემეტრემ გადასცა

იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია 


ავტოკეფალია არის დიდი ძალა და მადლი

 

”მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით. პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა. ავტოკეფალია არის დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომლებიც აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ 100 წლისთავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, 

 


მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი იერუსალიმში. 

მიმდინარე წლის 21 მარტს, ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, იერუსალიმის პატრიარქ უნეტარეს თეოფილე ΙΙΙ-ს მიწვევით გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც მონაწილეობა მიიღო მაცხოვრის საფლავზე აგებული სამლოცველოს რესტავრაციის დასრულებისადმი მიძღვნილ გახსნის ცერემონიაზე. ცერემონია გაიმართა 22 მარტს, აღდგომის ტაძარში და მას ესწრებოდნენ როგორც მართლმადიდებელი, ასევე რომის კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო ლიდერები.


უელსის პრინცის ვიზიტი რუმინეთის საპატრიარქოში

 

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა დანიელმა 2017 წლის 30 მარტს საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა მის სამეფო უდიდებულესობას, უელსის პრინც ჩარლზს. 

 

 


 წმ.მარდარიე ლიბერტვილელი 

 

2017 წლის 14-16 ივლისს, წმინდა საბას სახელობის მონასტერში (ლიბერტვილი, ილინოისის შტატი, აშშ), სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 2017 წლის 7 მარტის საეპისკოპოსო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, აღესრულება წმინდა მარდარიეს საერთო-მართლმადიდებლური გლორიფიკაცია.[1] აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით დაგეგმილია სიმპოზიუმი, სხვადასხვა სოციალური თუ ახალგაზრდული ღონისძიებები და რა თქმა უნდა საღმრთო ლიტურგია (კვირა, 16 ივლისი), რომელსაც აღავლენს მისი უწმინდესობა სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, მიწვეულ იერარქებთან ერთად.

  


ეკლესიათა ევროპის საბჭოს დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოში

 

2017 წლის პირველ აპრილს, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეს I-მა, მსოფლიო საპატრიარქოში (ფანარი, სტამბული) უმასპინძლა ეკლესიათა ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს.


მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე-2017

 

კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბარათლომეოსი  მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტესაგან.

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და ღვთისმოყვარე შვილნო: ,,სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.“ (ინ.16,33.), უდასტურებს ადამიანის მოდგმას სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი. ქრისტე აღდგა! და ჩვენც ამ წმინდა ადგილიდან ვახარებთ ყველას ახლოსა თუ შორს მყოფთ, რომლებიც იგვემებიან ამქვეყნიური განსაცდელებისაგან, მაგრამ ამავდროულად განიცდიან აღდგომის სიხარულს, სამყაროს ამ კონსტანტინეს ქალქიდან, რომ „სიცოცხლემ გაიმარჯვა“, რომელიც თრგუნავს ყოველგვარ ხრწნილებას და თვით სიკვდილსაც.  განაგრძე კითხვა>>


 

ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

 

«და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.» (რომ. 6, 4). იესო ქრისტეს აღდგომით მოპოვებული გამრჯვება ძალადობის, ცოდვის და სიკვდილის წინააღმდეგ, ასევე სამყაროს განსაახლებლად დაწყებული საქმის განსასრულებად. დღეს კიდევ ერთხელ ივსება ჩვენი გულები სიხარულით. ღვითისა და ადამიანის ძე იესო ქრისტე საშინელი სიკვდილით მოკვდა ჯვარზე, მაგრამ  მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით « დიდებულითა ძალითა მამისათა», იგი ჩვენთვის საუკუნოდ იქნება მკვდრეთით აღდგომილი უფალი. უფლის აღდგომა იესო ქრისტეს განსაკუთრებულებას უსვამს ხაზს. მილიარდობით ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, მათგან ბევრმა შეძლო საკუთარი ტალანტითა და ენერგიით მასებზე შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ საბოოლოდ ყველა იძლია სიკვდილისაგან.   მხოლოდ ქრისტემ ნებსითი სიკვდილითა და აღდგომით დათრგუნა სიკვდილი და დაარღვია მისი მეუფება.  ქრისტეს მისტიური სხეული ეკლესია ცხოვრობს და მოქმედებს უფლის აღდგომის ნათელში. მართლმადიდებლები განსაკუთრებული სიხარულით ვზეიმობთ აღდგომას


 სააღდგომო ეპისტოლე- 2017 წელი

თეოდორე II

პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის

სამოციქულო და საპატრიარქო ტახტიდან ყველას გიძღვნით, ჩვენი აღმდგარი ღმერთისა  და მხსნელი იესო ქრისტეს  მადლსა და მშვიდობას 

,, და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.’’ (მთ 28: 20)

 

საყვარელო ძმებო და დებო,

            ამ სიტყვებით, ამ იმედისმომცემი დაპირებით, უფლის ძემ განასრულა თავისი გამომხსნელობითი მისია დედამიწაზე. მან, რომელიც ,,გარდამოხდა ზეცით’’ და მოევლინა მიწაზე რათა ჩვენთვის გამოხსნის საშუალება მოეცა. მან, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის, მან ვინც  ჯვარზე ავიდა და ჩვენთვის მოკვდა. მან ვინც  ჩვენთვის დაიმარხა. ვინც  ჩვენთვის აღდგა  და  უკვდავება მოგვანიჭა.

            თუმცა, ამ ყოველივეს შეჯამება არ ყოფილა მხოლოდ სიტყვიერი, არც უბრალოდ ისტორიული. პირიქით, ის იყო დინამიკური და მარადიული. ეკლესია უფლის აღდგომით გახდა უცვლელი მოძრაობის მატარებელი, არა როგორც შემოსაზღვრული რელიგია, არამედ როგორც ქრისტეს სხეული, როგორც ცოდვილ ადამიანთა გახსნილი კავშირი, რომლებიც ეძებენ ხსნას. ადამიანთა, რომლებიც იღებენ ქრისტეს მოხმობას- ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.’’ (მთ. 11.28)

           


რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო ეპისტოლე

2017 წელი

 

უფლის აღდგომის დღესასწაულს პასქაც ეწოდება, რაც  ქრისტეს ცოდვაზე, ჯოჯოხეთზე და სიკვდილზე გამარჯვებას წარმოაჩენს.

წმინდა პასქა არის ასევე  ყოვლადწმინდა სამების სიყვარულში მარადიული ცხოვრების, მუდმივი სინათლისა და სამარადისო სიხარულის დღესასწაული.


კათოლიკოს პატრიარქმა პარაკლისი აღავლინა

 

,,დღეს, 12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულ ანდრიას სახელზე პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის დაწყებამდე, ილია მეორემ მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა და წმინდა მოციქულს ქართველი ერი შეავედრა. პარაკლისს დაესწრნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.''

 

წყარო-


მთავარი   2  3  4