23 ივნისი, 2019 წელი.

/ბრწყინვალე აღდგომის ფოთის საკათედრო ტაძარი/

 

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

პატიოსანო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, დღეს ეკლესია აღასრულებს ხსენებას ღირსისა თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილისა), მღვდელმოწამისა ტომოთესი - პრუსიელი ეპისკოპოსისა, მოწამეთა ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა, ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა, ღირსი დედისა პანსემნისა და ბასიანესი - ლაოდიკიელ ეპისკოპოსისა; ჩვენ ლოცვით მივმართავთ მათ, რათა მეოხ გვეყონ წინაშე უფლისა, რათა გარდამოგვივლინოს ყოვლადმოწყალე ღმერთმან საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.


''ავტოკეფალიის საკითხი ჩვენთვის უკვე გადაწყვეტილია და ვაგრძელებთ სვლას''

 

ცოტა ხნის წინ ფანარში (მსოფლიო საპატრიარქო), მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციის თანახმად დიალოგი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და მას გალიის მიტროპოლიტი ემანუელი და ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ესწრებოდნენ. Romfea.gr სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს სამეცნიერო კომისიის შექმნა ურჩია, რომელიც უკრანის ავტოკეფალიის შესახებ არსებულ დოკუმენტებსა და ტექსტებს გამოიკვლევს.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე 

 

†ბართლომეოსი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი

 

ეკლესიის მთელ სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტეს მიერ,

 

წმიდა და ღვთისმოყვარე ძმანო უფლის მიერ საყვარელო შვილნო, ვადიდებთ ყოვლადწმინდა და ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომ ღირსნი გავხდით წელსაც შევეგებოთ ქრისტეშობის ამ ბრწყინვალე დღეს, ღმერთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის განკაცების დღესასწაულს „ჩვენთვის კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის“.


ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის - იერონიმეს

საშობაო ეპისტოლე

 

უფლის მიერ საყვარელო ჩემო ძმებო და სულიერო შვილებო: „ღმერთი ხორცით გამოჩნდა“ და ყრმა ახალი იშვა ჩვენთვის.

    ქრისტეს შობის დღესასწაული, სამყაროში ღმერთის ხორცით გამოჩენის დღესასწაულია.


პატრიარქის 2019 წლის საშობაო ეპისტოლე 

 

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: 


მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საკვირაო ქადაგება ბრწყინვალე აღდგომის ფოთის საკათედრო ტაძარი

13 იანვარი, 2019 წელი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთნ არს ღმერთი! დღეს ქრისტეს შობის შემდგომი დღესასწაულია! გილოცავთ ამ დიდებულ მოვლენას! დღევანდელი სიხარულის განცდას აძლიერებს წმიდა ზიარების საიდუმლო და მასში ჩვენი მონაწილეობა. ამ დროს ზეცაშიც და ადამიანის გულშიც, დიდი სულიერი სიხარული სუფევს. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში; მე გირჩევდით, რომ ხშირად მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოში; ნუ გადავდებთ ამ საქმეს სამომავლოდ. ...და საერთოდ, როგორც კი კარგი აზრი დაგებადებათ გონებაში, ეცადეთ, უმალ შეუდგეთ მის განხორციელებას, არ გადადოთ სამომავლოდ, ხოლო ის სურვილები, რაც გულში იბადება წყენისა თუ მრისხანების, მოწყინებისა თუ დეპრესიის ჟამს, ნუ იჩქარებთ მის სისრულეში მოყვანას, მისი გადადება უმჯობესია; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ისეთი რამ მოიმოქმედოთ, რაც შემდეგ სანანებლად გექცევათ, ან საერთოდაც ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს.


მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის

საკვირაო ქადაგება განრღვეულის კვირიაკეს

 

19 მაისი, 2019 წელი.

ფოთის საკათედრო ტაძარი 

 

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა,

ქრისტე აღდგა!

ჩვენთნ არს ღმერთი!

ბრწყინვალე აღდგომის მადლი შეგეწიოთ თქვენ,სრულიად საქართველოს და მთელ სამყაროს!

იესო ქრისტეს ქვეყნად მოვლინებით, მისი ჯვარცმითა და ბრწყინვალე აღდგომით, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში დაიწყო ახალი ერა; ეს ურთიერთობა იმდენად უშუალოა, რომ მას (ღმერთს), ვითარცა შემწეს და მაცხოვნებელს, გულის კარს ვუღებთ და ჩვენს შინაგან სამყაროში ვეპატიჟებით! მას ჩვენ მივმართავთ შენობით, რაც მიუთითებს ღმერთსა და ჩვენს შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებულ ხარისხზე; ის პირადად შენია, ის ჩემიც არის, ის ჩვენია! შენი ურთიერთობა ძალიან ორიგინალურია, და პიროვნული, შენი -  მასთან და მისი - შენთან.


სულიწმინდის მაცხოვნებელი და მაკურთხეველი მოქმედება, ღვთისმსახურებასა და საიდუმლოებებში

 

 

თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

 

 

მორწმუნე ადამიანისათვის, დამოუკიდებლად მისი რელიგიური შეგნებისა და წარმოდგენებისა, არსებითია ლოცვა, რომელშიც ის, მიწიერი ყოფის საზღვრებს მიღმა,  სულიერად მაღლდება მის მიმართ, ვისაც  ატარებს გულით და  უწოდებს ღმერთს. ამიტომ, ყველა რელიგიისთვის არის დამახასიათებელი ღვთისმსახურება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ზეცად მიმართული გონებითა და სუფთა გულით გაერთიანებული სიმრავლის სოლიდური მიმართვა ღვთისადმი. ეს ყოველივე, შეიძლება ითქვას როგორც მონოთეისტურ, ასევე პოლითეისტურ რელიგიებზე, მაგრამ საკმარისი არა არის ქრისტიანული ღვთისმსახურების დასახასიათებლად.

ქრისტიანული ღვთისმსახურება არ წარმოადგენს მხოლოდ ამაღლებული გონებითა და გულით გაერთიანებული ხალხის მიმართვას ღვთისადმი, რადგან,ამასთან ერთად, ის არის ქრისტიანის მადლისმიერი კურთხევის აქტიც, რომელიც დაიწყო ეკლესიის დაარსებიდან და გრძელდება დღემდე. 


ქრისტეს ხორციელი არსასრული

 

 

შინაარსი

1-შესავალი

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

3-იესოს გვემა

4-ჯვარცმა

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

8-წარწერა ჯვარზე

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია; ბ)ტეტანუსი და სეფსისი; გ )თრომბოზი – თრომბოემბოლია;

12-იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი

13- გამოყენებული ლიტერატურა

 


 

მიტროპოლიტ გრიგოლის

საკვირაო ქადაგება  (24.06.2018.)  

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმრთის მადლი, წყალობა, კურთხევა არ მოგკლებოდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს, მთელს მსოფლიოს, რადგან ღმერთის გარეშე სამყაროს სულიერი გამყინვარება მოიცავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როდესაც სულიწმიდა აღავსებს და ათბობს სამყაროს, ადამიანთა საზოგადოებას, როგორ დაუმძიმდება ხოლმე ადამიანს ცხოვრება; ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფალთან ვიყოთ და უფალი ჩვენთან იყოს. ადამიანის აზროვნებას განსხვავებული სიღრმეები აქვს; არ შეიძლება ჩვენ მაინცდამაინც მატერიალიზება მოვახდინოთ ჩვენი რწმენისა, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ უფალთან ჩვენი სიახლოვის ხარისხი. როდესაც ვამბობთ, რომ „უფალთან ახლოს ვართ“, ან „უფალთან შორს ვართ“, ეს არ ნიშნავს ფიზიკურ განზომილებაში ახლოს და შორს ყოფნას. ადამიანი შეიძლება ღვთის ტაძარშიც იყოს, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე წმიდა ხატებს ეამბორებოდეს და ამავდროულად ღმერთისგან შორს იყოს. ღმერთი სულია და სულს სულით უნდა გრძნობდე. სამარიტელ დედაკაცთან საუბარში სწორედ ამას აღნიშნავს იესო ქრისტე: ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (ინ. 4,24).


ქადაგება წმინდათა თავთა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერნო შვილნო! გილოცავთ წმიდათა თავთა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ცხოვრებას და მოღვაწეობას ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთა, რომელნიც, თითოეული, თავის მხრივ, გამორჩეული ნიშან-თვისების მატარებელია და უდაოდ ბევრი შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ როგორი თავდადებული, მდიდარი სულიერი ღვაწლით და მოწამეობით დატვირთული ცხოვრება განვლეს მათ, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ღრმად გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს და რას გვაძლევს დღევანდელობაში მათი გახსენება, რა იმპულსები უნდა მივიღოთ ამ წმიდა მოღვაწეთაგან.


 

მიტროპოლიტ გრიგოლის ქადაგება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მოსახსენებელ პანაშვიდზე

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

პატიოსანო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო  და დანო ჩვენნო!

ქალაქ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნო.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ მძიმე და ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა საქართველოში. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მაგრამ  მიღებული ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულა და ტკივილი არ განელებულა. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მოსახსენებლად  და უფალს ვავედრებთ მათ უკვდავ სულებს, რომელნიც ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს ეწირებოდნენ სხვადასხვა დროს.

 


08-04.08.2018

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

 

 

პატიოსანო მამანო, ჩვენო ძვირფასო სამწყსოვ! დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. ჩვენი ეპარქიისთვის, უშუალოდ ამ ტაძრისთვის, საგანგებოდ დაიწერა ბრწყინვალე აღდგომის ხატი; მოგეხსენებათ, ეს ტაძარი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელზეა ნაკურთხი და ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის ყველა დღესასწაულზე აღმატებული მოვლენა, 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება ფერისცვალების საზეიმო მსახურებაზე

 

(ფოთის საკათედრო ტაძარი, 19 აგვისტო, 2018 წელი)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

 

ჩვენთან არს ღმერთი! პატიოსანო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო, გილოცავთ დღესასწაულს! დღეს ჩვენ ვიხსენებთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამსოფლიური მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც მრავლის მეტყველია; ეს არის ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი;

 

 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სიტყვა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

 

ფოთის საკათედრო ტაძარი. 2018 წელი, 25 თებერვალი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს კეთილდღეობისათვის, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, საუკუნეთა განმავლობაში შრომობდა, იბრძოდა და თავისი სიცოცხლის მთავარ ვალდებულებად თვლიდა ერის სამსახურს. ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები!

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 1921 წლის 25 თებერვალს და იმ მოვლენებს, რომლებიც მას წინ უძღოდა. 1921 წელს, დღეის სწორს, საქართველოს თავზე წითელი დროშა აფრიალდა. აქედან მოყოლებული, ეს დღე ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა საბჭოთა საქართველოში და მას გასაბჭოების დღე ეწოდებოდა. ასე გრძელდებოდა 80-იანი წლების მიწურულამდე, ვიდრე დაიწყებოდა იმის გაცნობიერება, თუ რაოდენი ტრაგიზმით არის აღსავსე მდგომარეობა იმ ქვეყნისა, სადაც მისი მკვიდრნი დღესასწაულობენ საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასრულებას.


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის

სიტყვა მრევლისადმი

 

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

პატიოსანნო მამანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, შეგეწიოთ კვირის მადლი.

დიდმარხვის მესამე კვირაა დღეს და ყველა მოქმედ ტაძარში დაბრძანებულია პატიოსანი ჯვარი; იგი ყვავილებით არის შემკული და მის მიმართ აღესრულება საყოველთაო თაყვანისცემა. ამით ეკლესია ყველას, ვინც მარხვის ღვაწლშია და არა მხოლოდ მათ, გვახსენებს ჯვრის გამომხსნელობითი მნიშვნელობის შესახებ, რათა გავძლიერდეთ და განვმტკიცდეთ არჩეული გზისადმი ერთგულებაში. ჯვარი ხომ ცოდვათაგან კაცთა მოდგმის გამოხსნის, სიმდაბლის, გადარჩენისა და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. ჯვარი მიგვანიშნებს იმ გზაზე, რომელიც წუთისოფელში განვლო ჩვენთვის განკაცებულმა იესომ. იგი ხომ ყოველთა ქრისტიანეთა წინამძღვარია; შესაბამისად, ჩვენი მოძღვარია. ჰოდა, რაგინდ მოუძლურდე, თუნდაც ჩაიმუხლო ან წაიქცე კიდეც, მიაპყარი შენი მზერა, ფიზიკური და სულიერი, ჯვარზე ამაღლებულ მაცხოვარს და წაქცეულს - წამოდგომის ძალა მოგეცემა, სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფი - იმედით აღივსები, უსამართლოდ დევნილი -გამხნევდები, დაღლილ-დაქანცულს - ახალი სუნთქვა გაგეხსნება. მართალია თითოეულ ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და აქ გვერდის ასაქცევი გზები არ არსებობს, მაგრამ არ შეგაშინოს გზის სიძნელემ. გახსოვდეს: „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკ. 9,23). ჭეშმარიტ მორწმუნეებს განსაკუთრებით გამოარჩევს ჩვენი დიდი მეუფისა და მაცხოვრის - იესო ქრისტეს გზისადმი ერთგულება. დღეს, გამორჩეული სიმძაფრით ჩაგვესმის ჩვენი მოძღვრის, იესო ქრისტეს სიტყვები: „თუ ვინმეს სურს, რომ მე მომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“ (მკ. 8,34.). დღეს ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა არათუ ფიქრის, არამედ მოქმედების დროა. განვაგდოთ უიმედობა, მოწყენილობა, შიში და იმედით შევხედოთ ხვალინდელ დღეს; გავძლიერდეთ სულიერად, რწმენით შევხედოთ ჯვარცმულ იესოს და „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს“ (1 პტ. 4,13.), გიხაროდეთ, რადგან „თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი“ (ლკ. 10,20).


Πασχάλιο μήνυμα του μητρολίτου Πότι Γρηγορίου προς το ποίμνιο της επαρχίας του

 

Αγαπητοί ἐν Χριστώ αδερφοί, και δια της χάριτος του Αγίου Πνεύματος αναγεννηθέν ποίμνιο, Χριστός Ἀνέστη. Ας πλημμυρίσουν οι καρδίες και ο νούς σας με την  χαρά  που προσφέρει η βίωση  του γεγονότος αυτού, για να αισθανθήτε τον πλούτο της αγαθωσύνης, την οποία προσφέρει η σημερινή ημέρα. 

Χριστός εγήγερται εκ νεκρών, απαρχή των κεκοιμημένων εγένετο!

Πέρασαν οι μέρες της Σαρακοστής, κατά την οποία η Εκκλησία μας προετοίμαζε για την μεγάλη αυτή ημέρα. Ήρθε η ώρα της αγαλλίασης και της ευφροσύνης. Αγαλλιάσθε άπαντες εν Κυρίω. Μην σας καταλάβουν οι αμφιβολίες, μην φοβηθείτε, φιλάνθρωπος είναι ο Κύριός μας. Μην θλίβεστε: 

 


მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლის მიერ ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე წარმოთქმული სიტყვა

 

(1) განვლილი 27 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, არაერთ განსაცდელთან მოუწია შერკინება ქართულ სახელმწიფოს. დრომ დაგვანახა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად მთელი რიგი პოლიტიკური და სოციალური რყევებისა, ეკლესია იყო ერთადერთი (შედარებით) მყარი ინსტიტუცია და ასეთად რჩება დღემდე. შესაბამისად, მისკენ არის მიპყრობილი ხალხის (და არამარტო მრევლის) მოლოდინით და იმედით აღსავსე მზერა.


 

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება

ყოველთა წმიდათა კვირიაკეს

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,

ჩვენთან არს ღმერთი!

პატიოსანო მამანო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო!

კვირის მადლი შეგეწიოთ, ბრწყინვალე აღგდომის მადლი, რამეთუ სწორედ ბრწყინვალე აღდგომამ აღავსო განსაკუთრებული შინაარსით ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კაცობრიობის ცხოვრება; რადგან ბრწყინვალე აღდგომამ ჩაუსახა ადამიანებს საოცარი რწმენა და იმედი მომავალი აღდგომისა.

წუთისოფელი, რაოდენ კარგადაც არ უნდა მოაწყო ადამიანმა, არ არის მაინც სრულყოფილი. აქ ერთმანეთშია გადაჯაჭვული ტკივილი და სიხარული, ბედნიერება და უბედურება; კაცს რომ ჰგონია, აი, ახლა მიაღწია ბედნიერებას, საოცარი მოულოდნელობების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ აქ ხედავს და ხვდება, თუ რა მძიმე მდგომარეობა ელოდება წინ. 

 


ცენტრის მილოცვა

 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს რომის აღმოსავლეთმცოდნეობის პონტიფიკალურ ინსტიტუტის მაგისტრს, ამავე სასწავლებლის დოქტორანტ ლეონიდე ებრალიძეს მღვდლად ხელდასხმას, უსურვებს სამომავლო წინსვლასა და წარმატებას საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

 

აქსიოს!